Category: სლაიდერი

  • ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმციით, 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან მიმართებით დღესაც გაუფასურდა. დოლართან ლარი 0.42 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ღირებულება 3.1411 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, ამ ვალუტასთან მიმართებით ლარი 0.42 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ღირებულება 3.6531 ლარს გაუტოლდა.

    დღეს მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეუფარდეს

    თბილისსში ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.

    პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკცარი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ადვოკატები კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

    ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა. ამასთან, საქმის პროკურორი მიხეილ ჩხეიძე საკუთარ შუამდგომლობაში ბექა ლატარიას წარსულში ნასამართლევობაზეც საუბრობდა. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, ბექ ლატარია ნასამართლევია ძალადობრივი და ნარკოტიკული დანაშაულისთვის. რაც შეეხება ბიძინა ხასიას, პროკურორის თქმით, ის პოლიციელების დანახვაზე გახდა აგრესიული, ხელყუმბარა გახსნა და კორპუსის ქვემოთ მდგომი პოლიციელების მიმართულებით ისროლა, ამ დროს კი ლევან რაჯავი ხასიას დაკავებაში პოლიციელებს წინააღმდეგობას უწევდა, რითაც ბიძინა ხასიამ ისარგებლა და მეზობლის აივანზე მიიმალა. ჩხეიძის თქმით, აღნიშნულ ყუმბარას როგორც ქვემოთ მდგომი პოლიციელების, ასევე კორპუსში მყოფი პირების სიცოცხლის მოსპობა შეეძლო.

    სასამართლო პროცესს ესწრებოდა სამივე დაკავებული. თუმცა, ბექ ლატარია მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემლობის, კერძოდ, პროკურორის მიმართ მიყენებული შეურაცხყოფის გამო სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

    ცნობისთვის, ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს.

  • თუ 28-ში ხელისუფლება მიტინგს აწყობს, ჯოხით არიან გამოსაყრელები კაბინეტებიდან – ხუხაშვილი

    “თუ დადასტურდა, რომ 28-ში (პანდემიის სავარაუდო პიკზე) ხელისუფლება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით და ფულის პირდაპირი გადახდით, რაც წინასაარჩევნოდ სისხლის სამართლის დანაშაულია, აპირებს მიტინგის მოწყობას, სულ ჯოხით არიან გამოსაყრელები კაბინეტებიდან”

    წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Facebook-ზე.

  • ანა დოლიძის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ – გამოძიება დაწყებულია

    პარტია “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ მის მძღოლს გუშინ საღამოს თავს დაესხნენ და სცემეს.

    “გუშინ საღამოს, ორთაჭალაში ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჩემს მძღოლს, ასაკოვან ადამიანს, მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც სურსათით ბრუნდებოდა ჩვენს მანქანასთან. მას დახვდა ჯგუფი, რომელიც ჯერ აზიანებდა მანქანას. მას შემდეგ რაც ბატონი ვალერი ჩაერია მობრუნდნენ და აგრესია გადაიტანეს მასზე და მთელი ჯგუფი ურტყამდა”,– ამბობს დოლიძე.

    დოლიძე აღნიშნავს, რომ თავდასხმა შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

    “ეს არ არის მსგავსი პირველი შემთხვევა. ქვეყანაში ფაქტია, არსებობს გაგება, რომ შეიძლება ასაკოვან, მშვიდობიან მოქალაქეს, ერთს, ბიჭების მთელი ჯგუფი დაესხას უბანში და ისინი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩნენ. რა თქმა უნდა, თუ ეს საქმე დარჩება დაუსჯელი, ჩვენ გვექნება საშუალება ვთქვათ, რომ აქ ვიღაცას აქვს მიცემული მწვანე ბარათი, რომ ასე ანგარიშწორებით გაუსწორდნენ პირს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჩემს საქმიანობასთან”,– აცხადებს ანა დოლიძე.

    შსს–ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას და სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. ექპერტიზა ჩაუტარდება, როგორც დაზარალებულს, ასევე დაზიანებულ მანქანას.

  • “ჩვენ ვდგებით ერთად” – ლელომ და დროამ ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს

    პარტია “ლელომ” და “დროამ” ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ამ პარტიების მიზნები და ამოცანები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს, ეს პლატფორმა კი კოალიციური მმართველობის გარანტი იქნება.

    “შევიკრიბეთ პარტია დროა და ლელო – საქართველოსთვის, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი, ერთიანი პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა პროდასავლური ძალა, ყველა მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ამ ქვეყნის ამ მდომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ ყველაზე მთავარი – პროდასავლური, კოალიციური მმართველობა. ეს არის ყველაზე მთავარი, რომ მომავალში ამ ქვეყანაში ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას არ ჰქონდეს არასდროს იმის ფუფუნება, გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს დანარჩენმა საქართველომ”, – თქვა ხაზარაძემ. 

    ელენე ხოშტარია აღნიშნავს, რომ ისინი არჩევანს აკეთებენ ერთობისა და ერთიანი ბრძოლის სასარგებლოდ.

    “ამასთანავე, არჩევანს ვაკეთებთ მრავალფეროვნებისთვის და განსხვავებებისთვის. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს განსხვავებებს. ჩვენ ვდგებით ერთად და ამ არჩევნებზე ხალხს ფართო არჩევანის გაკეთების საშუალებას ვაძლევთ. აქვე მინდა აღვნიშნო ნაციონალური მოძრაობის და ნიკა მელიას დიდი ძალისხმევა, რომ ეს მრავალფეროვანი ერთობა შემდგარიყო და არ მოქცეულიყო ენმ როგორც უბრალოდ დიდი ეგოისტური ძალა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ცვლილების საფუძველი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

  • გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

    გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს – აღნიშნულ ინფორმაციას მოქალაქეები ავრცელებენ და აცხადებენ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაში მათ თანხა,  75 ლარი გადახდილი ჰქონდათ.

    ერთ-ერთი მოქალაქე აცხადებს, რომ  დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი.ერთ-ერთი პაციენტის თქმით, როდესაც მოითხოვა განმარტება, თუ რა პრეპარატით აცრეს, მედპერსონალისგან უარი მიიღო. ამასთან, ის ამბობს, რომ კლინიკაში ერთჯერადი გამოყენების ნემსებს რამდენჯერმე იყენებდნენ.

    “ჩემს თვალწინ მინდოდა გაეხსნათ ეს წამალი. ექიმმა გვითხრა, გარეთ დაგველოდეთო და დაველოდეთ. შემდეგ შევედით, აგვცრეს. ბავშვს ძლივს გაუკეთეს აცრა, რომ გამოვედი ხელი ამეწვა და ამ ვაქცინას ასეთი უკუჩვენება არ აქვს. შევბრუნდი, ნემსი მომეცით-მეთქი და გაგვიკეთეს ინსულინის შპრიცით, რითაც ეს არ კეთდება. ეს შპრიციც არის მეორადი, წებოებიც ეტყობა”, – ამბობს პაციენტი.

    ადგილზე იმყოფებოდა კრიმინალური პოლიციაც. პოლიციამ გამოკითხვაზე რამდენიმე პირი გადაიყვანა.

  • დარწმუნებული იყავით, რომ მწვანე პასპორტები ამოქმედდება – გამყრელიძე

    “პროგნოზი არ არის საიმედო და, შესაბამისად, დღესაც იქნა დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის. გეთანხმებით, რომ ხისტი ნაბიჯები საჭირო იქნება. ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო. მე რასაც ვთავაზობ, ამას საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ. არ ვმალავ.

    დარწმუნებული იყავით, რომ [მწვანე პასპორტები] ამოქმედდება. არის მრავალი მიდგომა მწვანე პასპორტთან მიმართებაში – რომელს აირჩევს საქართველო, უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე”

    თქვა NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

  • ხახალეიშვილი მთავარ არხს უჩივის და კომპენსაციის სახით 55 555 ლარს ითხოვს

    ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი მთავარ არხს სასამართლოში უჩივის და პატივისა და ღირსების შემლახვისთვის კომპენსაციის სახით 55 555 ლარის ითხოვს.

    მას თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს მთავარი არხის, მისი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ ეკა გაგუას წინააღმდეგ.

    “ჩემი მოთხოვნაა, იგივე ტელევიზიის მიერ საჯაროდ უარყოფილ იქნას ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით. საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება (ააიპ) საქველმოქმედო ფონდში “ქუთაისი”, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა”, – თქვა ხახალეიშვილმა.

    მისივე განცხადებით, “ტოტალური ტყუილების” წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ ქართული ოცნების სხვა წევრებიც. ხახალეიშვილის თქმით, იბრძოლებს, რომ არა მხოლოდ მისი, არამედ არავის ღირსება არ შეილახოს ცილისწამებით.

    ცნობისთვის, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იოსებ ხახალეიშვილი უშიშროების სამინისტრომ გადაიბირა იგორ გიორგაძის დროს, მისი აგენტურული ფსევდონიმი კი არის “ბოცა”. მათივე ცნობით, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ხახალეიშვილმა საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები შეკრიბა და უსაყვედურა, რომ მას ხმას არ მისცეს.

  • ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

    ამ წუთებში, ფონიჭალაში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.  ადგილზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული. ჯერ-ჯერობით უცნობია რას უკავშირდება სპეცოპერაცია და არიან თუ არა დაკავებულები.

  • მოეშვით პირფერობას საბჭოთა გადმონაშთი ილია მეორის მიმართ – დეკანოზი ილია სააკაშვილს

    მოეშვით პირფერობას საბჭოთა გადმონაშთი ილია მეორის მიმართ – დეკანოზი ილია სააკაშვილს

    დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება ილია მეორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ პატრიარქი არათუ ავტორიტეტი არ არის, არამედ ის არის “გაშიფრული რუსეთის ნომერ პირველი აგენტი საქართველოში, დაუფარავი პუტჩისტი, სტალინისტი და პუტინისტი”.

    “ის არის საქართველს განვითარების უპირველესი მუხრუჭი, რომელმაც ქრისტიანული რელიგია და საქართველოს ეკლესია აქცია კრემლის იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ინსტრუმენტად. ყოველგვარი რევერანსები ილია მეორის კერპის წინაშე არის წარსულში დაბრუნება, ბატონო მიხეილ! ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელმა ილია მეორემ ერთხელ არ მოუწოდა ერს აცრისაკენ, მან მოაწყო სისხლიანი 17 მაისი და 5 ივლისი, მან მხარი დაუჭირა 2012 წლის ავანტურას და შემდგომ პატივით მიიღო ამ ავანტურის მომწყობი სადისტი ბედუკაძე.

    მოეშვით პირფერობას ამ საბჭოთა გადმონაშთის მიმართ და იყავით თანმიმდევრული ჩასარეცხების მიმართ. თქვენ შეიძლება დღევანდელი განცხადებით ილია მეორის ჩლუნგი კულტმადიდებლების გული მოიგეთ, მაგრამ არა გონიერი და მოაზროვნე, საღი აზროვნების მქონე ადამიანებისა, რომელთაც გული დაწყვიტეთ და ჯანსაღი მომავლის პერსპექტივას უქრობთ”,– წერს ჭიღლაძე.

    ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საქართველოს პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მას ეთანხმება ყველა საკითხში.