Category: სლაიდერი

  • რუსთავის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა

    “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, რუსთავში სილიკონ-მარგანეცის ქარხანაში მუშა გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 2 იანვარს მოხდა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, 44 წლის კაცს ფოლადსადნობი საამქროს წყლის გამაგრილებელ რეზერვუართან მუშაობის დროს ფეხი დაუცდა და რეზერვუარში ჩავარდა. რეზერვუარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა დაახლოებით 1 საათიანი მუშაობის შემდეგ შეძლეს.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170 მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს შრომის დაცვის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “მოხდა სისხლდენის შეჩერება” – როგორია მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა

    ჭყონდიდელი მიტროპოლიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმის ცნობით, დამაკმაყოფილებელია. მისი განმარტებით, სასულიერო პირს კუჭ-ნაწილავიდან სისხლდენა ჰქონდა

    “გამოხატული იყო კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის კლინიკური სიმპტომატიკა. სისხლის კომპონტენტების მნიშვნელოვანი დანაკარგით. ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა, მოხდა სისხლდენის შეჩერება, დანაკარგის სისხლის კომპონტენტებით შევსება. მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელიც კი.

    ის თავიდანვე იყო კონტაქტური, ადეკვატური, უბრალოდ გამოხატული იყო ძლიერი საერთო სისუსტე, რაც ბუნებრივია ასეთ დროს”,– ამბობს ექიმი.

    ცნობისთვის, მეუფე სტეფანე საავადმყოფოში 2 იანვარს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, რაც შემდეგ საპატრიარქომ უარყო.

  • საქართველოში დადასტურებულია ომიკრონის 147 შემთხვევა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად დადასტურებულია “ომიკრონის” 147 შემთხვევა.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის  943 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 37 ადამიანი, 2 789 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

    საქართველოში ომიკრონის შტამი პირველად 20 დეკემბერს დადასტურდა.

  • COVID-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 943 ახალი შემთხვევა

    COVID-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 943 ახალი შემთხვევა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვლა, დადასტურდა ინფიცირების 943 ახალი შემთხვევა, ხოლო 2789 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დადებითობის მაჩვენებელი დღიურად – 6.27%-ია, ბოლო 14 დღის – 5.5%, ბოლო 7 დღის – 5.77%.

  • თუ რუსეთი შემოიჭრება, გადამწყვეტი მოქმედებებით ვუპასუხებთ – ბაიდენი ზელენსკის

    აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის და განუცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამერიკის შეერთებული შტატები, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, “გადამწყვეტი მოქმედებებით უპასუხებენ”.

    ბაიდენმა ასევე “დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”.

    “ლიდერებმა გამოთქვეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისთვის, დაწყებული მომავალი კვირიდან ორმხრივი სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგით, ნატოში ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ “არაფერი შენზე შენს გარეშე”,– აცხადებს თეთრი სახლი.

    ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია თავმოყრილი. ამერიკის უშიშროებამ უკრიანა გააფრთხილა, რომ შესაძლოა უახლოეს თვეებში რუსეთი ქვეყანაში შეჭრას გეგმავდეს.

  • ხელისუფლების ამოცანა შეიძლება სააკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა იყოს – ხუხაშვილი

    ხელისუფლების ამოცანა შეიძლება სააკაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანა იყოს – ხუხაშვილი

    “მე ვუშვებ, რომ თუ სააკაშვილი დეპრესიულია, დეპრესიის მიზეზი არის არა ციხეში ჯდომა, ციხეში ჯდომა პოლიტიკოსისთვის საერთოდ არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. მე პოლიტიკოსები ვიცოდი, რომლებიც “ჩალიჩობდნენ”, რომ პოლიტიკური სტატუსის მისაღებად ციხეში მჯდარიყვნენ. […]

    პრობლემა არის საკუთარი შეცდომები. ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე ეფექტური მკვლელი არის საკუთარი ფატალური შეცდომები, საკუთარი შეცდომები ბევრად უფრო ადვილად უღებს ბოლოს ნებისმიერ ადამიანს. შეიძლება ხელისუფლის ამოცანა ესეც იყოს – ხელისუფლის ამოცანა მისი მკვლელობა არ არის, თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება იყოს. თვითმკვლელობამდე მიყვანა ზუსტად ამ გზით ხდება. ამაშია პრობლემა”

    ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე.

  • ახალი წლის ღამეს საქართველოში პიროტექნიკით 27 ადამიანი დაშავდა

    საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ახალი წლის ღამეს 27 ადამიანი დაშავდა.

    უწყების ცნობით, აქედან 8 ადამიანი თბილისში დაშავდა, მათ შორის, ერთი არასრულოწლოვანი. ექვსი ადამიანი კლინიკაში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით გადაიყვანეს.

    რაც შეეხება რეგიონებს, პიროტექნიკით დაზიანების 19 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან კლინიკაში 13 ადამიანი გადაიყვანეს.

  • საბერძნეთში ცოლ-შვილის თვალწინ 41 წლის ქართველი მოკლეს

    ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთში, ათენის გარეუბანში 41 წლის ქართველი მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა, როდესაც კაცი ცოლთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად შინ ბრუნდებოდა.

    ჩვენებების მიხედვით, 4-5 გასროლის ხმა გაისმა, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში კი 3 ტყვია იპოვეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს – ეძებენ კაცს, რომელიც ტაქსიარხონის ქუჩაზე ქვეითად გადაადგილდებოდა და შავი ტანსაცმელი ეცვა.

  • მეუფე სტეფანეს თორმეტგოჯა ნაწლავი არ გასკდომია, სტაბილურადაა – საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქო ეხმიანება “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე უგონო მდგომარეობაში არ უპოვიათ და ასევე, არ გასკდომია თორმეტგოჯა ნაწილავი. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რატომ გადაიყვანეს ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში.

    მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    “ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას”,– აღნიშნულია განცხადებაში.

  • ბექა ვარდოსანიძე გაათავისუფლეს

    ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ბექა ვარდოსანიძე თბილისის საქალაქო სასამართლო დარბაზიდან რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

    ვარდოსანიძის ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის საბოლოო გადაწყვეტილება 11 იანვარს გახდება ცნობილი და გაირკვევა, დაჯარიმდება თუ არა ვარდოსანიძე პოლიციის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.

    ვარდოსანიძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, 31 დეკემბერს დააკავეს.