Category: სლაიდერი

  • გორში მამუკა ჩხიკავძის გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა სამხედროებმა აქცია გამართეს

    24 დღე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან – გორში მამუკა ჩხიკავძის გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილმა სამხედროებმა აქცია გამართეს.  სამხედროები აცხადებენ, რომ ის  სავარაუდოდ წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

    აქციის მონაწილეებმა გორის ცენტრალური მოედნიდან სუს-ის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

    “ძალა ერთობაშიას” ლიდერი, დავით ქაცარავას ინფორმაციით სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს, ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად ვადები 4 იანვრამდე განუსაზღვრა თუმცა რუსეთმა ამ ვადის კიდევ 20 დღით გახანგრძლივება ითხოვა.

    საქართველოს 5 მოქალაქე  ცხინვალის იზოლატორში, კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

  • სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა – ადმინისტრაციის განმარტება

    “სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა ” – ამ განმარტებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, რითიც ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორების დაჯილდოებას ეხმაურება.

    “2021 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა ეროვნული პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კონკურსებში გამარჯვებულები, რომლებიც გამოავლინეს შესაბამისმა საკონკურსო კომისიებმა.

    სახელმწიფო პრემიების საკონკურსო კომისიები მუშაობენ სრულიად დამოუკიდებლად და მათ საქმიანობასა და გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი არ ერევა. საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო პრემიებს. პრეზიდენტი სახელმწიფო პრემიების მოსაპოვებლად აცხადებს კონკურსს და ქმნის საკონკურსო კომისიებს პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით.

    კომისიის თავმჯდომარეები და წევრები სამეცნიერო, სახელოვნებო და სალიტერატურო სფეროების ცნობილი წარმომადგენლები არიან”, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში. 

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. პროკურატურის “ოქროს მოწმეებს” თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს  პრეზიდენტმა ეროვნული პრემია გადასცა.

  • სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას – მშვენიერაძე

    “სააკაშვილს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მის საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას” –  ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის  უფლებადამცველმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

    “მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ნაჩქარევად, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა, პირდაპირაა დაკავშირებული მისი საქმის გამოძიებასთან, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ინტენსიურად, მათ შორის, მასთან მიმართებაშიც გამოკითხვა შედგა დეტალურად და ფიქრობს, რომ სწორად ამიტომ გადადგა ხელისუფლებამ ნაბიჯი, რომ შეანელოს პროცესი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი იქნება მის საქმეზე შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და მათ შორის, იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები”, –  განაცხადა მშვენიერაძემ.

  • უკრაინასა და საქართველოს NATO-ში ადგილებს დავპირდით, გეგმა უნდა შევიმუშავოთ – რასმუსენი

    ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნი, ანდრეს ფოგ რასმუსენის ამბობს, რომ NATO საქართველოსა და უკრაინას ალიანსში გაწევრიანება დაპირდა, ამიტომ უნდა შეიმუშავოს გაწევრიანების გეგმა.

    “ჩვენ საქართველოსა და უკრაინას დაპირდით ადგილებს NATO-ს მაგიდასთან 2008 წელს და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა დაპირების შესასრულებლად.

    საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატოს მე-5 მუხლი მოიცავს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებს, მაგრამ ნატოს არ შეუძლია ჰქონდეს ღია კარის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით, მაშინ როცა პუტინი იქცევა, როგორც კარისკაცი”, – წერს რასმუსენი წერილში, რომელსაც გამოცენა Politico აქვეყნებს.

    მისივე თქმით, უნდა დასრულდეს რუსეთის “დეფაქტო ვეტო” უკრაინასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

    რასმუსენი აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ნატომ სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს უკრაინას და  განახორციელოს ეკონომიკური სანქციები.

  • სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა

    ლეგენდარული ოლიმპიელი, სამხტომში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მძლეოსანი, ვიქტორ სანეევი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

    სანეევი საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.

    ვიქტორ სანეევი 1992 წლიდან ცხოვრობდა ავსტრალიაში და იყო ამ ქვეყნის მოქალაქე. 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ ილია ღუდუშაური დაინიშნა. სამინისტროს ინფორმაციით, ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო.

    „ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

    აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა.მისი თქმით თანამდებობის დატოვება ახლადდანიშნულ მოადგილეს არ უკავშირდება.

  • ქუთაისში, დედამ ჩვილი უკიდურესი გაჭირვების გამო სამშობიაროში დატოვა

    ქუთაისში, დედამ 1 თვის ჩვილი უკიდურესი გაჭირვების გამო სამშობიაროში დატოვა.

    ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას მოქალაქეებმა საკვები და ტანსაცმელი მიუტანეს. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ დედისა და შვილის ერთად ყოფნა უზრუნველჰყო. გამოიყო ოთახი, სადაც ისინი ერთად იცხოვრებენ.

  • ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

    დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი წოწკოლაურმა თანამდებობა დატოვა.  აღნიშნულ ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

    ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ შეცვლის გიორგი წოწკოლაურს, რომელიც მინისტრის მოადგილის პოსტს 2018 წლიდან იკავებდა და დევნილების თემას კურირებდა.

  • უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გავცემთ – ჯო ბაიდენი

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ და მოკავშირეები რუსეთს გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბრისას ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმართ, რომელიც მომავალ კვირას იწყება.

    „პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენზე შენ გარეშე“. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ბაიდენმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა ნდობის აღდგენის ღონისძიებებისადმი დონბასში დაძაბულობის დეესკალაციისთვის და აქტიური დიპლომატიის მიმართ მინსკის შეთანხმებების განხორციელების წინსვლისთვის, ნორმანდიული ფორმატის მხარდაჭერით“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

     

  • სააკაშვილს 2 მოთხოვნას თუ არ დაუკმაყოფილებენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს – ადვოკატი

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს, რომელსაც 6 იანვრამდე თუ არ დაუკმაყოფილებენ, პრიტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ადვოკატი არ აკონკრეტებს, რა პროტესტის ფორმაზეა საუბარი.

    შითა თუთებირიძის განმარტებით, მოთხოვნებია კომუნიკაციიის აღდგენა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა.

    ვერ გვატანს ვერაფერს, წერილებით ვერ ვკომუნიკაციობთ. გვაქვს მხოლოდ იმის საშუალება, რომ გასვლის წინ მაგიდაზე რაღაც დაგვიტოვოს, რაც ბუნებრივია, კომუნიკაციას ვერ უზრუნველყოფს.

    ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილების შემთხვევაში, მივიღებთ 2 შედეგს: პირველი გახლავთ ის, რომ მიხეილ სააკაშვილისჯანმრთელობის მდგომარება შეუქცევადად გაუარესდება და შეიძლება მისი სიკვდილიც კი გამოიწვიოს და მეორე თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური პატიმრის უფლებების შელახვა, ამ შემთხვევაში მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. შემიძლია გითხრათ, რომ უკიდურესი ფორმა იქნება გამოყენებული, თუმცა რა ფორმა ვერ დავაზუსტებ.” – ამბობს შოთა თუთბერიძე.