Category: სლაიდერი

  • გახარიას პარტია მხარს არ დაუჭერს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

    გიორგი გახარისა პარტია “საქართველოსთვის” მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

    “საგამოძიებო კომიისიის შექმნა ამ პირობებში არ არის სწორი, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ქართული ოცნება იღებდა გადაწყვეტილებას, ნაციონალური მოძრაობა სხდომათა დარბაზში არც კი შემოსულა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც ფაქტობრივად ხელის შეწყობა ხდება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას”,– თქვა ბუჩუკურმა.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

  • საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს

    საფრანგეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც დროებით უწოდეს B.1.640.2. მედიის ცნობით, ის პირველად დეკემბრის დასაწყისში მარსელში კამერუნიდან ჩასულ პირს დაუდასტურდა.

    ფრანგული მედიასაშუალებების ინფორმაციით, მარსელის ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობა დეკემბერში აღმოუჩინეს კამერუნიდან ჩასულ ტურისტს.

    მარსელის მახლობლად ახალი ვარიანტის სულ მცირე 12 შემთხვევა დასტურდება.

    ახალი ვარიანტის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის 46 მუტაციას შეიცავს.

  • ახალი წლის ღამეს გორში ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა

    გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალსოფელში ძმამ ცივი იარაღით ტყუპისცალი ძმა მოკლა. შემთხვევა ახალი წლის ღამეს მოხდა.

    შსს-მ კაცი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • აქვთ შანსი, გადაწყვეტილება ბოლომდე არ მიიყვანონ – თოლორაია ოცნებაზე

    “ხაზგასმულია ის ძირითადი ყურადსაღები გარემოებები, რასაც ასევე მეც ვამბობდი და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამერიკის ელჩმა, საელჩომ ეს ასე ხმამაღლა დააფიქსირა. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მე შენ გეხმარები დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში და არა ნგრევაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი, მინდა მჯეროდეს, რომ ბოლო წერტილი, რაღაც არსებობს და კიდევ ერთხელ დაფიქრების შანსი ამ ადამიანებს აქვთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს გადაწყვეტილება ბოლომდე მიყვანილი არ იქნეს”

    ასე ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებას, რომ “ქართული ოცმება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას”. ცნობისთვის, პარლამენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

  • კიდევ შიმშილობა კატასტროფა იქნება, არ დამთავრდება კარგად – ყიფშიძე სააკაშვილზე

    მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ თუ სააკაშვილი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ეს კატასტროფა იქნება.

    “დასუსტებული ორგანიზმით კიდევ თავიდან შიმშილობა იქნება, არ ვიცი, როგორ დამთავრდება, არ დამთავრდება კარგად, არ მინდა სიტყვების გამოყენება, რა შეიძლება მოხდეს ამის შემდეგ. ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავვარდებით, ეს იქნება სრული კატასტროფა, მე ამაზე ფიქრიც არ მინდა.

    გორში 2 დღე არ მიშვებდნენ, ვერ გავიგეთ, რატომ და როდესაც რუსთავში გადამოიყვანეს, მივედი და მითხრეს, დღეს გვიანია, ხვალ მობრძანდითო და ა.შ. შემდეგ შემატყობინეს, რომ დოკუმენტები თავიდან არის გასაკეთებელი”,– ამბობს ის TV პირველთან.

    გუშინ ექსპრეზიდენტის ადვოკატმა თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს 6 იანვრამდე ორ მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებენ, აპირებს, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს. მას არ დაუკონკრეტებია, რა ფორმაზეა საუბარი. სააკაშილის მოთხოვნებია კომუნიკაციიის აღდგენა და მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფის შესვლა.

  • COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი, დადასტურდა 3590 ახალი შემთხვევა

    COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი, დადასტურდა 3590 ახალი შემთხვევა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3590 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 67 ადამიანი, ხოლო 1955 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა  4 520 პირი.

  • საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის – კელი

    “მესიჯი ნათელია: მარგინალიზებით ან აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ყველანაირი კონტროლის გაუქმებით, საქართველოს მთავრობა ერთპარტიული მმართველობისკენ მიისწრაფის.

    გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მეგობრებმა მთავრობის ევროატლანტიკურ კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანა დაიწყეს”

    ასე ეხმიანება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი საელჩოს კრიტიკას ხელისუფლების მიმართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო. აშშ-ს საელჩომ გუშინ განაცხადა, რომ ამ ინსტიტუციის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ “ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.

  • თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში – დეკანოიძე

    “თუ კომისია ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლებას შეძლებს, შევალთ პარლამენტში “- ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით პარტია პარლამენტში შესაძლოა შევიდეს საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, თუ ნახავენ, რომ აღნიშნული კომისია ექსპრეზიდენტის საქმესთან მიმართებაში სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციების ჩანაცვლებას შეძლებს.

    “დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, პრინციპში, ვხედავთ და დავინახეთ უკვე, რომ ასე ვთქვათ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შესაძლებელია საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ეს იქნება ჩვენი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა”. – თქვა დეკანოიძემ.

  • მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ განსხვავებულ აზრს, პასუხი გაეცემა დასჯით – აშშ-ს საელჩო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

    “მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ განსხვავებულ აზრს, პასუხი გაეცემა დასჯით”-  აშშ-ს საელჩო “ქართული ოცნების” მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხმაურება.საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით.

    “გასულ კვირას მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით, რომლის მოვალეობა პოლიციის მხრიდან ძალადობის გამოძიება და მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვაა; ზიანი მიაყენა ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელებით და შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ უზენაესი სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დანიშვნით, რაც შერჩევის ხარვეზიანი პროცესით განხორციელდა. საზოგადოებას არ მიეწოდა სარწმუნო არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო ამ ცვლილებების ნაჩქარევად მიღება, სათანადო კონსულტაციების გარეშე.

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია ამ საკანონმდებლო ცვლილებებზე გამჭვირვალე განხილვისა და ანალიზის ნაკლებობა. განზრახ თუ უნებლიედ, მმართველი პარტიის გზავნილი იყო, რომ ხელისუფლების დამოუკიდებელ ზედამხედველობას ან განსხვავებულ აზრს, კანონით განსაზღვრულსაც კი, პასუხი გაეცემა სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით.

    შეერთებული შტატები ყოველ დღე უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და სტაბილურობას ხანგრძლივი უსაფრთხოების თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების პროგრამების მეშვეობით. ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება არის საქართველოს საუკეთესო დაცვა რუსული აგრესიისგან. ნაბიჯები, რომლებიც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, როგორიცაა სასამართლო ან დამოუკიდებელი საზედამხედველო უწყებები, აზიანებს საქართველოს მისწრაფებებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს, რაც ქართული კულტურისა და საზოგადოების საძირკველს წარმოადგენს.” – ნათქვამია განცხადებაში.
     

  • ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 იანვარის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.05 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0887 ლარი გახდა .

    ეროვნული ვალუტა 0.81 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებით, შედეგად, ევროს ღირებულებამ 3.5072 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.