Category: სლაიდერი

  • “ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური განცხადებები პრორუსული ძალების წახალისებაა – ხაზარაძე

    “ამხანაგი კობახიძის” ანტიდასავლური,
    არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და
    პრორუსული ძალების წახალისება, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა,
    იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება… ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.

    ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.

    ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა.

    ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის…”

    ასე ეხმიანება ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ს საელჩო “ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

  • ასეთ ხისტ შეფასებებს არ ვეთანხები, არ მგონია სწორი – სარჯველაძე აშშ-ს საელჩოზე

    ასეთ ხისტ შეფასებებს არ ვეთანხები, არ მგონია სწორი – სარჯველაძე აშშ-ს საელჩოზე

    “სამწუხაროა ასეთი შეფასების მოსმენა. პირდაპირ გეტყვით, რომ ასეთ ხისტ შეფასებას არ ვეთანხმები, არ მგონია, რომ ესაა სწორი და არგუმენტირებული. შესაბამისად, მათ აქვთ ასეთი პოზიცია, რომელიც უკავშირდება ამ ორ რეფორმას, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო ორგანოში გასული წლის მიწურულს. მიუხედავად ამ შეუთანხმებლობისა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ დავარწმუნოთ საწინააღმდეგოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ან ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები”

    ასე ეხმიანება ქართული ოცნების დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აშშ-ს სალჩოს განაცხადებას, რომ “ქართული ოცნება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.

  • რისთვის ითხოვს ჩემი შვილის დაჭერას? სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე არაა საუბარი – კილაძე ჩარკვიანზე

    “ქრონიკა +”-ის რედაქტორი, ელისო კილაძე solostudio.agency/-სთან საუბრისას ეხმიანება თაკო ჩარკვიანის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ კილაძის შვილი მის მეუღლეს "ნაჯახით აჩეხვით" ემუქრება, ამიტომ შსს-მ სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.

    კილაძის თქმით, არ ესმის, რისთვის ითხოვს ჩარკვიანი მისი შვილის დაჭერას, რადგან თუ სტატუსი რეალურია, საუბარია “ნაჯახით მო###ვნაზე” და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე.

    მისივე განცხადებით, მისი შვილის პოსტი პასუხია ჩარკვიანის მეუღლის, ჯონი გიგანის მხრიდან მის შესახებ დაწერილ სტატუსებზე, რაც მიუღებელია, თუმცა “კაცებს შორის გასარჩევია და არა თაკო ჩარკვიანის წივილ-კივილით”.

    ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ 2 რამ აინტერესებს: ერთი, რატომ ჩაერთო ჯონდო გიგანი ჩარკვიანისა და მის დაპირისპირებაში და მეორე, რატომ გაუკვირდა თუ შვილისგან დედის გინებაზე პასუხი მიიღო.

    “ჩემთვის არის ძალიან ცხადი, რომ თაკო ჩარკვიანი ასრულებს ხელისუფლების დავალებას. თაკო ჩარკიანი კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილთან არის გარიგებული. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა 2013 წელს, როდესაც იგივე ნინო ჯღარკავას სთხოვდა, რომ ღარიბაშვილთან დაელაგებინა მისი ურთიერთობა და უდესიანზე ჩვენებას მისცემდა.

    მე როგორც ვიცი და როგორც მან აღიარა ჩვენი ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას, ჯონი გიგანმა მისცა უკვე ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას. იმ პროკურატურასა და სასამართლოს, რომელსაც ჩარკვიანი აცხადებდა ივანიშვილის მორჩილ და მართულ უწყებებად”,– აცხადებს კილაძე solostudio.agency/-სთან.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შვილს დაიბარებს, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.

  • კობახიძე აშანტაჟებს დასავლელ მეგობრებს, რომ პროდასავლური კურსი გადაიხედება! – მელია

    “დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს.

    რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს.

    მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ ,,შიდა საქმეებში ჩარევად”, ზეწოლად და ,,სუვერენიტეტის შელახვად” აფასებენ.

    თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო ,განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება – არის ადამიანური შეცდომების და არასწორი იფორმაციის შედეგი.

    კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას – პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!

    სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც.

    ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო, ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია”

    წერს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ნიკა მელია Facebook-ზე. ცნობისთვის, აშშ-ს საელჩოს კრიტიკის საპასუხოდ დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საელჩოს განცხადება “არასამართლანი და არასწორი” იყო.

  • გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

    გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

    პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, არანაირი სიმპტომი არ აქვს და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.

    ცნობისთვის, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 590 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ 67 ადამიანი.

  • ჩარკვიანის თქმით, ელისო კილაძის შვილი მის ქმარს ნაჯახით აჩეხვით ემუქრება

    პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დათო ხარშილაძე მის ქმარს "ნაჯახით აჩეხვით" ემუქრება.

    დეპუტატის თქმით, თუ ხელისუფლებას "სხივის ხელით მკვლელობა" არ დაუგეგმავს, სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს.

    "ბატონებო და ქალბატონებო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ალბათ ხვდებით, რომ ამ ტიპის სტატუსები "სუს-ის" შეგულიანების და ბანდების შემგულიანებელი ხელისუფლების გარეშე არ იწერება და "იდება", მუთუმეტეს ოპოზიციაში მყოფი ასეთ სტატუსს "ზურგის" გარეშე ვერ დადებს. ვფიქრობ, საკამათოც არ არის.

    ჰოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა – ხელისუფლებავ და მათთან გადაპორტირებულო "ძველო ზონდერებო", მკვლელობა დაგეგმეთ?! არა? მაშინ რეაგირება სად არის?! როცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს – ოჯახს (ნებისმიერს ადამიანს, მაგრამ აქ ესეც საინტერესოა) ნაჯახით აჩეხვით ემუქრებიან!!!!!!!

    ანუ "სხვისი" ხელით მკვლელობა, რომ მერე ამ "დუპლეტ ამება-ბიჭს" დაბრალდეს, ეს ამება ბიჭი ხომ ყველამ ვიცით, რომ არავინ არის, პაიკიც კი არ არის. ანუ ვერ გაგვაჩერეთ ოჯახი და მკვლელობა ჩაიფიქრეთ?! არა? მაშინ რეაგირებას, სასწრაფო რეაგირებას ველოდები!!!!!!!",- წერს თაკო ჩარკვიანი Facebook-ზე.

    "ქრონიკა +"-ის რედაქტორი, ელისო კილაძე solostudio.agency/-სთან საუბრისას ამბობს, რომ არ ესმის, რისთვის ითხოვს ჩარკვიანი მისი შვილის დაჭერას, რადგან თუ სტატუსი რეალურია, საუბარია "ნაჯახით მო###ვნაზე" და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე.

    მისივე განცხადებით, მისი შვილის სტატუსი არის პასუხი ჯონი გიგანის მხრიდან მის შესახებ დაწერილ სტატუსებზე, რაც მიუღებელია, თუმცა "კაცებს შორის გასარჩევია და არა თაკო ჩარკვიანის წივილ-კივილით".

    კილაძე აღნიშნავს, რომ 2 რამ აინტერესებს: ერთი, რატომ ჩაერთო ჯონდო გიგანი ჩარკვიანისა და მის დაპირისპირებაში და მეორე, რატომ გაუკვირდა თუ შვილისგან დედის გინებაზე პასუხი მიიღო.

    "ჩემთვის არის ძალიან ცხადი, რომ თაკო ჩარკვიანი ასრულეს ხელისუფლების დავალებას. თაკო ჩარკიანი კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილთან არის გარიგებული. მან მიაღწია იმას, რაც უნდოდა 2013 წელს, როდესაც იგივე ნინო ჯღარკავას სთხოვდა, რომ ღარიბაშვილთან დაელაგებინა მისი ურთიერთობა და უდესიანზე ჩვენებას მისცემდა.

    მე როგორც ვიცი და როგორც მან აღიარა ჩვენი ერთ-ერთი სატელევიზიო დებატებისას, ჯონი გიგანმა მისცა უკვე ჩვენება გია უდესიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას. იმ პროკურატურას და სასამართლოს რომელსაც ჩარკვიანი აცხადებდა ივანიშვილის მორჩილ და მართულ უწყებებად",– აცხადებს კილაძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მის შვილს დაიბარებს, გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივა.

  • მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი – ნათელაშვილი

    “რა უნდა ამ სატანას პატრიარქთან? მახსოვს, 2013 წელს ყაზბეგში მქონდა საარჩევნო შეხვედრები. რა თქმა უნდა, მახლდნენ ტელევიზიებიც. როდესაც ადგილობრივმა აქტივმა მითხრა, პატრიარქი აქაა, სნოში, იქნებ მოგენახულებინაო, მე სიხარულით გავეშურე მასთან, თუმცა გზაში შემოგვითვალეს, რომ პატრიარქთან ჩემი არა თუ ტელეკადრი, არამედ ფოტოს გადაღებაც არ დაიშვებოდა. ადგილზე მისვლისას უწმინდესის დაცვას უკლებლივ ყველას ეცვათ “ქართული ოცნების” მაისურები, ხოლო პატრიარქმა მათ მოსასმენად წამიკითხა ლექცია, რომ მარტო კრიტიკა კი არაა მთავარი, საქმეც უნდა აკეთო თურმე.

    მოკლედ ვულოცავ, რა თქმა უნდა დაბადების დღეს, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი, რომელსაც ბნელ მასას ღმერთად უცხადებენ, რაც ქრისტიანობასთან უკვე ძალიან შორსაა. სადმე გინახავთ, რომ პოლიტლიდერები, თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელები იჩოქებდნენ სასულიერო პირი წინაშე ყველას დასანახად. არავითარი სახელმწიფო ჩვენგან კაი ხანი არ შედგება. ჩვენ ვქმნით მუდმივად კერპებს, ვამსხვრევთ და მერე ისევ ვქმნით. აქაა სწორედ ჩვენი განუკურნებელი პრობლემა”

    წერს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე, რომელსაც დღეს 89 წელი შეუსრულდა.

  • აშშ-ს საელჩოს განცხადება არასწორი და არასამართლიანია – კობახიძე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება აშშ-ს საელჩოს მწვავე კრიტიკას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საელჩომ “არასამართლიანი და არასწორი შეფასებები” გააკეთა.

    “სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ, რაც არ არის კარგი, ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ არის ხოლმე ადამიანური შეცდომები, არასწორი ინფორმაცია, თუმცა საზოგადოებისთვის ეს არ არის არც ახსნა და არც გამართლება. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოების სათანადო ინფორმაცია მოვახდინოთ”,– აცხადებს კობახიძე.

    მისივე შეფასებით, განცხადებაში არაერთი უზუსტობაა, მათ შორის “ფაქტობრივი და ტექნიკური შეცდომები”

    “აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ხარვეზები განცხადებაში არ გაიპარებოდა. შეიძლება იყოს თანამშრომლების მხრიდან არასწორად მიწოდებული ინფორმაცია და ა.შ., ამაში ჩვენ ვერ შევალთ. მთავარია, რომ არასამართლიანი და არასწორი განცხადება გაკეთდა და უნდა ვუპასუხოთ სათანადო ინფორმირებით”,– თქვა კობახიძემ.

    აშშ-ს საელჩომ გუშინ განაცხადა, რომ “ქართული ოცნება ძირს უთხრის მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.

  • “ოცნებამ” შესაძლოა მხარი დაუჭიროს სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა პარტიამაც დაუჭიროს მხარი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, კომისია დაადგენს, რომ მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

    “მე პირადად, შეიძლება, არ ვყოფილიყავი ასეთი კომისიის შექმნის წინააღმდეგი. როდესაც საუბარი სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ყველამ ვიცით, რომ ამას არავითარი საფუძველი არ აქვს. თუ ასეთი კომისია შეიქმნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ის დადგინდება, რომ არავითარ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

    ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ [მხარდაჭერა] შეიძლება არც იყოს ცუდი, ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი. ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივად დაადგენს ეს კომისია არასათანადო მოპყრობის არარსებობას. ამისთვის არის დრო თებერვლამდე, თებერვალში გაიხსნება პარლამენტის მორიგი სესია, მანამდე გვექნება მსჯელობა და მივიღებთ გადაწყვეტილებას”,– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

  • გირჩი სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს 2 პირობით დაუჭერს

    პარტია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს 2 პირობით დაუჭერენ – თუ მომავალში ენმ მხარს მათ ინიციატივას დაუჭერს და “შეწყვეტს ტირაჟირებას”, რომ გირჩი არ არის ოპოზიცია.

    “ჩვენს ეს კომისია არ გვაინტერესებს, მაგრამ გვაინტერესებს ნორმალური ურთიერთობა ჩვენს კოლეგებთან. ნორმალური ურთიერთობის მისაღწევად ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ ინიციტივას იმ შემთხვევაში, თუ მომავალში, როცა ჩვენ დაგვჭირდება, ისინი ჩვენ დაგვიჭერენ მხარს და ამის შესახებ ახლა იტყვიან საჯაროდ.

    ასევე, თუ შეწყდება ტირაჟირება იმის, რომ ჩვენ ვართ რაღაცნაირი არა ოპოზიცია, არამედ ქართული ოცნების მეგობარი, რის ტირაჟირებასაც ნაციონალური მოძრაობა და მათი მედიასაშუალებები აწარმოებენ”,– ამბობს იაგო ხვიჩია.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, პარლამენტში ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.