რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ფორმულას რუსთაველის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი, გულის შეტევაა, თუმცა ოფიციალური მიზეზი უცნობია.
Category: სლაიდერი
-
კორონავირუსის 3 436 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 32 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 436 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 945 609-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.87% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.84%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 805 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 906 708.
-
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვა მოქმედებს – ჩამონათვალი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს მასშტაბით რამდენიმე საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ28-კმ125 (ყუმისთავი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ასევე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ11-კმ108 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ11-კმ52 მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალიაქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
-
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული – სია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა;
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ28-კმ125 (ყუმისთავი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ასევე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ასევე თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ11-კმ108 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე საავტომობილო გზის კმ11-კმ52 მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.; გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია”,– წერია ინფორმაციაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
-
გამიგია, კალაძე ქველმოქმედიაო, კომუნალურების ქვითრებს გავუგზავნი – მამა პეტრე
“კალაძის მისამართი მინდა, გამიგია, ძალიან ქველმოქმედიაო… ჰოდა, საკუთარ თავზე გამოვცდი…
მინდა, გავუგზავნო ჩემი მიმდინარე თვის კომუნალურის ქვითრები… წყალს და დასუფთავებას გადავიხდი, შუქი 600 ლარი მომივიდა, გაზი 500, რომ არ ეგონოს, ვაჭარბებ, ქვითრებს დახედოს…
ვწუხვარ, მაგრამ ტაძარში ჯვრისწერები და ნათლობები თითქმის არ ტარდება, ისედაც მარხვაა, მარხვის მერე, კიდევ დიდხანს არ იქნება ჯვრისწერა და მერე ისევ სააღდგომო მარხვა იწყება… ამიტომ, ეს მხარე დახურულია…
შვიდი შვილის რჩენა და ზედ დამატებული გადასახადები ამ ქვეყანაში არ არის მარტივი… სხვისას არ ვითხოვ, დამასაქმეთ და გადამიხადეთ… ნიჭიც მაქვს, გონებაც და ინტელექტიც… სხვა თუ არაფერი, საკუთარ ბიოგრაფიას დავწერ უშეცდომოდ და კიდევ ბევრ რამეს დავწერ…
ჰოდა, კალაძესთან მიშუამდგომლეთ?!”
წერს მამა პეტრე Facebook-ზე.
-
ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? – პატარაია
“ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება?
და აღარ დაიწყოთ, “ხალხი ქუჩაში არ გამოდისო”. რატო გამოვა? მალე ვინც გამოსულია, ისიც უკან შევა.
არასდროს ჰყოლია დამოუკიდებელ საქართველოს ისეთი ცუდი ხელისუფლება, როგორიც ახლა ჰყავს. და ოპოზიცია?
პ.ს. ადრე მეგონა, პოლიტიკოსები სხვებზე ჭკვიანები იყვნენ, და რომ უბრალოდ მე არ მესმოდა რაღაცეები; თურმე მათ არ ესმით ელემენტარული”
ასე ეხმიანება “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია ეკა ხერხეულიძის განცხადებს, რომ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს.
-
მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამას წერს – ხერხეულიძე
ნაცინალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ამბობს, რომ ექსპრეზიდენტი ეკონომიკურ პროგრამას წერს, რომელიც გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართლი.
“მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. იცით, რომ ერთი სერიოზული დოკუმენტი, დასავლური მანიფესტი საზოადოებას უკვე გააცნო. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეეებში.
ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში. მთლიანად არის იმ საკითხებით მოცული, რომელიც საზოგადოებას გარეთ აწუხებს. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია სოციალური ფონი, რომელიც ახლა არსებობს ქვეყანაში და ამ კუთხით არის მისი გონება მიმართული და ის წერს ეკონომიკურ პროგრამას”, – აცხადებს ხერხეულიძე.
-
საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას – ზურაბიშვილი ილია II-ს
“თქვენი უწმინდესობავ, გილოცავთ დაბადების დღეს ქართული საზოგადოების სახელით. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ქართველობა თქვენი ლოცვით ინარჩუნებს რწმენას, სამშობლის სიყვარულსა და მორალურ პრინციპებს. როცა პანდემია მძვინვარებს და ჩვენი საზოგადოება შეპყრობილია პოლარიზაციის სენით, საქართველო, როგორც არასდროს, საჭიროებს თქვენს მამობრივ მზრუნველობასა და ლოცვას.
მრავალფეროვანი ქართული საზოგადოების სახელით გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას”
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს. ის დღეს 89 წლის გახდა.
-
ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ – მამა პეტრე
“ყველაფრის შეგუებაა ტრაგედია… ერთი, ორი, სამი, ასი გავატარეთ… ამას მაინც არ შევეგუოთ, ეს როგორ უნდა მოვითმინოთ, ან საიდან გადავუხადოთ ამდენი გადასახადები… ეს არის მონობა…
სახელწიფო გვეუბნება, მთავარია ჩვენ მოგვემსახუროთ, დანარჩენი ფეხებზე გვკიდია…
ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ, უკეთესი არ გეღირსოთ…
ახლა არ დამიწყოთ ავადმყოფური ბოდვები – ეს ნაციონალი ყოფილაო… არა, ბატონო, რეალისტი ვარ და ძალიან არ მომწონს ასეთი გაბერილი კომუნალურები…
რაში ეტყობა ჩვენს ქვეყანას, სათავეში რომ ოლიგარქი ჰყავს?! თუ პირიქით, იმისთვის დგას იქ, რომ მეტი იშოვოს…
მერწმუნეთ, არავის შერჩება, შიმშილამდე მისული ხალხის ლუკმა… ნუ შევეგუებით ამასაც, თორემ ხვალ ჰაერზე დაგიყენებენ მრიცხველს!…
იხმაურეთ, არ გაჩერდეთ, შედეგზე გავალთ!..”
წერს მამა პეტრე კოლხი Facebook-ზე.
-
რესპირაციული ვირუსის პიკი გვაქვს, ადრეული ასაკის ბავშვებს აზიანებს – ჩხაიძე
“წელს არის ყველაზე მეტი რაოდენობით რესპირაციული, სენსიტიური ვირუსი. ეს არის ვირუსის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც აზიანებს ადრეული ასაკის ბავშვებს და იწვევს წვრილი ბრონქიოლების ანთებას. იმდენად მძიმე ანათებას, რომ ამ ბავშვებს სჭრიდებათ ჟანგბადის მიწოდება, ინტენსიური თერაპია. ყოველდღიურად 2-3 ბავშვი მომართავს, იყო პერიოდი რომ 7 ბავშვში შემოდიოდა ამ ვირუსით. ასე რომ წელს რესპირაციული ვირუსის პიკი გვაქვს, რაც ასევე დაფიქსირდა არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში”
ამბობს იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე.