Category: სლაიდერი

  • რაც არ უნდა ბანძი იყოს ოპოზიცია, განა არცერთი ისეთი პრობლემა არ შეიქმნა ამ ქვეყანაში რომ ადგე და გააპროტესტო? – ცოტნე კობერიძე

    “რაც არ უნდა ბანძი იყოს ოპოზიცია, განა არცერთი ისეთი პრობლემა არ შეიქმნა ამ ქვეყანაში რომ ადგე და გააპროტესტო? უცნაური თვითგვემაა, ხალხს თუ რამე უნდა, ეგეთი პოლიტიკოსებიც თვითონ გაჩდებიან”- ასე ეხმაურება პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” წევრი ცოტნე კობერიძე, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს.

    ”ერთმანეთს აკრიტიკებენ, ის ერთი მუჭა ხალხი რომლებიც ყველა აქცია მიტინგზე დადიან, და რომლის გარდაც ყველას ფეხებზე ეკიდა ბოლო ორ წელში მიმდინარე ამბები, იმ ხალხზე ვსაუბრობ აქციებზე სახეზე რომ ვცნობთ ერთმანეთს.

    უცნაური თვითგვემაა, ცალკეული აქტივისტები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები ვერაფერს ვერასდროს ვერ შეცვლიან, რომც შეიცვალოს რამე აზრი არ მგონია ქონდეს, მთავარია ზოგადად ხალხი ადამიანები და მათი ფიქრები. ქვეყანაში რაც ხდება ეს ვინმე ცალკეული ჯგუფის ბრალი არაა, ყველა მოქალაქის პასუხისგებლობაა. რაც პანდემია დაიწყო, ხელისუფლების ნაბიჯები კონსტიტუციის თავზე გადახევა, ხალხის დიდმა მაწილმა დაიკიდია? კი

    აქციაზე მდგომებს გიჟებად, მოცლილებად უყურებს ერი და დღე და ღამ ჯაჯანიძის შოუს უყურებს? კი, ნახეთ იმედის რეიტინგი.

    რაც არ უნდა ბანძი იყოს ოპოზიცია, ერთი ოპოზიციის დედაც, განა არცერთი ისეთი პრობლემა არ შეიქმნა ამ ქვეყანაში ვინმეს დაძეხება რომ არ უნდოდეს ისე ადგე და გააპროტესტო?

    განა ნაძვისხის ანთებისთვის თუ აწია ტრაკი ხალხმა სხვა მეტად მნიშვნელოვანი არაფერი არ მოხდა?

    სუს-ის მასალები რაც გავრცელდა მაგას რათ უნდა ბევრი ახსნა განმარტება, მედიამ დააკლო რამე? აქტივისტებმა თუ რა, ახსოვს ვინმეს? არა, დაიკიდა ყველამ, თან მაშინვე, ასეთ მნიშვნელოვან თემებზე მარტო წუხდება ხუთი ათასი კაცი და ეგ ხალხიც ვაკრიტიკო

    აქტივისტები? ან ეს აქტივისტი ვინ გვგონია მოქალაქეა ადამიანი, რომელიც სხვებზე მეტად შეწუხდა, რამე სამსახური ხომ არაა, იგივე ჟურნალისტები, რავი ეს ხალხი ცემეს ქუჩაში, დღესაც ჩასაწერად რომ მოდიან უბანში ჩემთან, ვიღაცეები აგრესიას გამოხატავენ, და რავი ეს ჟურნალიტები დგანან ზუსტად მაგ აქციებზე, მაგ ხალხის უკეთესი დღისთვია, ზოგჯერ მგონია ოპერატორები და მედია რომ არა პარლამენტის წინ ქუჩაც არ გაივსება, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გასაოროტესტებლად. პოლიტიკოსებიც ეგრე არიან, არაფრით განახვავებული ზე კაცი არ არის მანდ ვინმე, არჩევნები პოლიტიკოსებს ხომ არ გაუყალბეს, გაუყალბეს ხალხს, აქციას აკეთებ და რეგიონიდან თუ არ დააორგანიზე ხალხი აქ არ აჭამე გზის ხარჯი არ დაფარე რაც ძალიან ძვირია, აქციაზე ისე ხალხი არაა, ეს ჩამოყვანილი ხალხიც საღამოს მიდის სახლში, ქუჩაში ვერ დარჩება. თბილისელები კი რომლებსაც დიდხანს აქციაზე ყოფნის ფუფუნება აქვთ, იციანიან ღლიცინებენ ფეისბუქზე, ჩვენზე ყველაზე ვინც დღეს ერთმანეთს ყაზახეთის შურით აკრიტიკებს.
    ორი წელია ეს გრძელდება, გაუჩერებლად, თავს ნუ მოვიტყუებთ ვითომ ხალხი ბრძენია, ჩვენ რომ ვუხსნით თორე და აშ.

    ამ ხალხს უნდა იმენა გადატრიალება დუხზეა მაგრამ უტრაკო ოპოზიციას ეშინია, ეგეც ტყუილია თორემ ხალხს თუ რამე უნდა ეგეთი პოლიტიკოსებიც თვითონ გაჩდებიან, ამ ხალხისგან გამოჩნდება ვინმე. დღე ანდწლი ყაზახეთის თემაც და და თემოდამ გამომდინარე ქართულ აქტივიზმზეც დარდი ისეც ამ ბაბბლში ხდება

    ეს თუ რა ცუდი და უუნარიები ვართ ამაზეც კი ამ ბაბლის გარდა ამ ასპექტში არავინ წუხს.
    ჯამში ყველა ადამიანები ვართ, ყველას ორი ფეხი და ხელი აქვს, ყველას აქვს პასუხისგებლობა იმაზე რომ უზურპირება არ მოითმინოს, საკუთრების უფლების შელახვა, ინფლაცია, თავისუფლების დაკარგვა და აშ. ეს პრობლემები ხელის გულზეა, ხალხის დიდი ნაწილს კიდია, ცხადია ამის თქმა არავის უნდა, ყველა ერიდება, იმის ძახილი ჯობია ქართველი “ხალხი ამას აღარ მოითმენს! როცა საჭირო იყო სულ სწორ პოზიციაზე იდგა!”

    ერთადერთი შანსია ადამინის თავებში მოხდეს ცვლილება, დაფიქრება, გაბევრება. ის ხალხი რომლებიც რამეზე ფიქრობს, აწუხებს და აპროტესტებს საქილიკო ნამდვილად არაა, სულ რომ ყველაზე ბანძად ვაპროტესტებდეთ, ყველაზე უხეირო ხერხებით, უკეთესად ქნას დანარჩენმა სამ მილიონ მახევარმა ადამიანმა.

    მე ვფიქრობ გირჩმა თავის არაებობის განმალობაში ბევრი მნიშვნელოვანი თემა გააპროტესტა ბევრნაირი ხერხებით, ბევრი ხალხი ჩაერთო? არა. დამნაშავე გირჩი მგონია? არა. მე ვამაყობ გირჩელებით და მევასებიან, ასევე სხვა აქტივისტებიც და ადამიანები რომლებთან ერთად მესამე წელია პერმანენტულად ვდგავარ აქციებზე.

    ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

  • ყაზახეთის პრეზიდენტი “ტერორიზმისგან” დასაცავად დახმარებას ОДКБ-ს თხოვს

    ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოყაევმა “ტერორისტული თავდასხმის საფრთხისგან დასაცავად” დახმარების თხოვნით “კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას” ОДКБ-ს მიმართა.

    თოყაევის თქმით, საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს მთლიანობას, რადგან “ტერორისტული ჯგუფები” კარგად არიან მომზადებული და მათ მომზადება საზღვარგარეთ გაიარეს.

    “მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა გაიარეს სერიოზული მომზადება საზღვარგარეთ და მათი თავდასხმები ყაზახეთზე უნდა იყოს განხილული როგორც აგრესიის აქტი. ამის გათვალისწინებით, კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, დღეს მე მივმართე ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს, რათა ამ ტერორისტული საფრთხის ქვეშ მყოფ ყაზახეთს დახმარება აღმოუჩინოს” – ამბობს ყაზახეთის პრეზიდენტი.

    ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

  • ჩვენ არჩევნებით გვინდა ხელისუფლების ცვლილება, რა ყაზახეთი? – ჩერგოლეიშვილი

    “ქართველ ხალხს გამოვლილი გვაქვს ის, რაც ყაზახეთში აღგაგზნებთ – ჩემი ბაბლის ნაწილს.

    ჩვენ სისხლიანი რევოლუციაც გვქონდა, უსისხლო რევოლუციაც, და უფრო წინ წავედით – დიდი ნაბიჯით – ხელისუფლება არჩევნებით შევცვალეთ.

    ქართველი ხალხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვა პოსტ საბჭოთა რესპუბლიკების ხალხები (ბალტიისპირეთის გამოკლებით).

    ჩვენ უკვე შევქმენით რაღაც მცირე, მაგრამ მაინც ტრადიცია.

    პოლიტიკურ და შემოქმედებით ელიტას ვთხოვ, საკუთარი სასოწარკვეთის სუბლიმაცია უფრო მოკრძალებულად, პრივატულ სივრცეში მოახდინოს (სახლში რაც გინდათ, ის აკეთეთ!!!), პატივი სცეს ქართველი ხალხის მოკლე, სისხლით და უბედურებით, მაგრამ ამავდროულად დიდი აღმაფრენებით და წარმატებებით სავსე პოსტ საბჭოთა გზას და რეგიონში, ან მის შემოგარენში სიოს ყველა დაბერვაზე, ნუ გვაქცევს თალიბებად, ნუ გვცვლის ყაზახებში, ნუ გვამჯობინებს ყველას, სადაც პროტესტს დაინახავს! (უდიდესი პატივისცემით ყველასთან, უბრალოდ ჩვენ ობიექტურად სხვაგან ვართ).

    ნუ ამახინჯებთ ისტორიას – თუნდაც უახლესს.

    გამოდის ქართველი ხალხი ქუჩაში, როცა ბრაზდება.

    და როდის გაბრაზდება, ამას ჩვენ არ შეგვეკითხება – ისე იზამს, ჩვენც პირს დავაღებთ, როგორც 20 ივნისს დავაღეთ.

    ჩვენ ვართ სხვაგან და გვინდა არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია.

    რა ყაზახეთი?”

    ასე ეხმიანება “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს.

  • კალაძე კონტაქტზე არ გამოსულა, იქნებ ის ძალიან მაღლაა, ჩვენ დაბლა – მამა პეტრე

    “კალაძე კონტაქტზე არ გამოსულა, იქნებ ვერ მოისმინა ჩემი ხმა, იქნებ ის ძალიან მაღლაა და ჩვენ ძალიან დაბლა ვიმყოფებით. მაგრამ ჩვენ წყნეთშიც ავალთ ალბათ.

    შეიძლება მას არ ახსოვდეს ისტორიიდან, მაგრამ იანვარში მოხდა სწორედ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, თქვენ თუ არ გახსოვთ, ბატონო კახი, თქვენს ხელისუფლების წარმომადგენელს ვიღაცას მაინც ეცოდინება მღვდელი გაპონის ისტორია, რომელიც ბოშათა კლანს ჩაუდგა სათავეში და ისინი ცხოვრების წესის გაუმჯობესებას ითხოვდნენ.

    ჩვენ ძვირადღირებულ შემოსავლებს, სახლს, კარს, მანქანას არ ვითხოვთ, აქ ელემენტარულზეა საუბარი, რომ ახალი წლის შემდგომ ის სიხარული, რაც ნებისმიერ ჩვენგან აქვს, არ მინდა ჩაქრეს ჩვენს ხალხში, ახალგაზრდებში, პატარებში… მე მართლა ვერ გადავიხდი [კომუნალურებს], რომ გადავიხადო, უფრო მეტი შემოსავალი უნდა მქონდეს. მე არ ვამბობ, რომ ოჯახი სახელმწიფოს ხარჯზე უნდა იყოს, მაგრამ იყოს შემოსავალთან პირდაპირპროპორციული. 1100 ლარი მარტო გაზის და შუქის გადასახადი, ეს ნიშნავს, რომ შენ სამჯერ, ოთხჯერ 1100 ლარი უნდა გქონდეს, რომ გადაიხადო.

    მე ერთი რიგითი სასულიერო პირი, ამ ქვეყნის მოქალაქე, მინდა ბოლომდე ჩემს ქვეყანაში დავრჩე, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, იძულებული გავხდები, წავიდე ემიგრაციაში, თუნდაც იმის გამო, რომ ჩემი 7 შვილი ვარჩინო. ამას მე ვუშვებ, რადგან ვერავის ჯიბეზე ვიქნები დამოკიდებული”

    ამბობს მამა პეტრე TV პირველის ეთერში. გუშინ მან თბილისის მერს, კახი კალაძეს მიმართა, დაეხმაროს კომუნალური გადასახადების გადახდაში.

  • შევქმნათ საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით – სააკაშვილი

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, პარლამენტში ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

    ექსპრეზიდენტი ენმ-ს მიმართავს, ამ თემაზე კონსულტაციები გამართოს.

    “მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.

    მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას”,– წერს სააკაშვილი.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სურს, ასევე საგამოძიებო კომისია შეიქმნას ციხეში მის მიმართ მოპრყობასთან დაკავშირებით, რომელიც შეისწავლის მის მიმართ არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ფაქტს და იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართულები.

  • მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას – სააკაშვილი

    “მივესალმები ყაზახი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას. ეს არის ნათელი მაგალითი, რომ რაც არ უნდა რეპრესიები განახორციელოს რეჟიმმა, რამდენი ხალხიც არ უნდა დაიჭიროს, რა სპეცრაზმებიც არ უნდა მიუქსიოს, მთავარი ძალა თავისუფლებისმოყვარე ხალხშია.

    ხალხი არ მოითმენს კორუფციას, სოციალურ უსამართლობასა და არაფორმალურ მმართველობას. ჩემთან კიევში, შარშან, სექტემბერში ჩამოსული იყო ყაზახ ოპოზიციონერთა დიდი ჯგუფი და უკვე მათთან საუბრით მოვხვდი, რომ სამოქალაქო საზოგადოება მზად იყო ცვლილებებისთვის.

    ​ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ ნაზარბაევს, ივანიშვილისგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრი ჰქონდა გაკეთებული ყაზახეთისთვის, მაგრამ ეს არ აძლევს მას უფლებას, პირად საკუთრებად ექცია ქვეყანა და არაფორმალურად მართოს ფუფუნების პირობებში ჩრდილიდან”

    ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს.

  • აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ზალკალიანს ტელეფონით ესაუბრა

    საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა დაურეკა.

    შერმანმა მინისტრს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

    სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციაზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

    “სახელმწიფო მდივანმა შერმანმა და მინისტრმა ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ უნდა შენარჩუნდეს სუვერენული ქვეყნების უფლება, თვითონ აირჩიონ თავდაცვის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსული აგრესიის გაგრძელების პირობებში. მათ ასევე განიხილეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხი ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ უნდა შენარჩუნდეს სუვერენული ქვეყნების უფლება თვითონ აირჩიონ თავდაცვის მექანიზმები”, – ნათქვამია განცხადებაში.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას ზალკალიანმა აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია.

  • ქვეყანაში იწყება ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა, დავიცვათ წესები – გამყრელიძე

    „ძველით ახალი წლის პერიოდში, მოგეხსენებათ, ეს არის დასვენების, შეხვედრების პერიოდი, გთხოვთ, ვიყოთ მაქსიმალურად მოკრძალებული, რამეთუ, ხაზს ვუსვამ, რომ ქვეყანაში უფრო ინტენსიურად ცირკულირებს ვირუსი, ვიდრე ეს იყო დეკემბრის მეორე ნახევარში და იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია სწორედ ახალი შტამით, „ომიკრონით“. ამიტომ გთხოვთ ყველას კიდევ ერთხელ, რომ ავიცრათ და დავიცვათ წესები და რეგულაციები. ეს გახლავთ პირველ რიგში პირბადის ტარება, დიდი თავშეყრის ადგილების თავის არიდება, სანიტარული წესრიგი და დისტანციის დაცვა. შედარებით მარტივად აღსასრულებელია ყველა ეს რეკომენდაცია და ამით ჩვენ ვიცავთ ჩვენ თავს და ყველას სხვას ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. ანუ ჩვენ ვიცრებით ქვეყნისთვის და ადამიანთა ჯანმრთელობისთვის“

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე Ipn-ის ცნობით.

  • ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 5 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.81 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0964 ლარი გახდა.

    რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.10 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.5023 ლარს შეადგენს.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ, დედაქალაქში დავრჩები – ყაზახეთის პრეზიდენტი

    ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი აცხადებს, რომ ის დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს. მისი თქმით, დღეიდან რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს თავად გაუძღვება.

    „რაც არ უნდა მოხდეს, მე ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები. მე ჩემს პოზიცაზე ვაპირებ დარჩენას და ხალხის მხარდაჭერის იმედი მაქვს“, – განაცხადა მან.

    მისივე თქმით, ამიერიდან უშიშროების საბჭოს თავად უხელმძღვანელებს. ამ დრომდე უშიშროების საბჭოს ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა.

    ცნობისთვის, ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო აქციები მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. მასობრივი პროტესტის ფონზე პოლიციის ნაწილი გადავიდა ხალხის მხარეს. გუშინ ყაზახეთის მთავრობა გადადგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, პროტესტი გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშულია.