Category: სლაიდერი

  • დაიჩოქეთ და ბოდიში მოუხადეთ სამხედროებს! – ლუკაშენკო ყაზახ მომიტინგეებს

    დაიჩოქეთ და ბოდიში მოუხადეთ სამხედროებს! – ლუკაშენკო ყაზახ მომიტინგეებს

    “მინდა მივმართო აქციის მონაწილეებს – იყვირეთ, იხმაურეთ და საკმარისია! ახლა მოლაპარაკებები გვჭირდება. შეგიძლიათ შეთანხმება ტოკაევთან. თქვენ უნდა წახვიდეთ, დაიჩოქოთ და სამხედროებს ბოდიში მოუხადოთ, რადგან ის ბზარი ამოავსოთ, რომელიც გაჩნდა. უნდა დასხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, პრეზიდენტთან, ტოკაევთან”

    მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი ქვეყნის, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ყაზახეთში მასობრივ აქციებში ჩართულ აქტივისტებს.

  • არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა შავ სიაში საკუთარი თანაგუნდელებიც შეიყვანოს – იონათამიშვილი

    “მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ადარებს ხოლმე თავს და სინამდვილეში ბერიასავით იქცევა. შავი სიების წერა, ცხადია, კომიკურია, მაგრამ ამასთან, აჩვენებს იმ ძალადობრივ ბუნებას, რომელიც მას გააჩნია და მე არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოოდ, ამ შავ სიაში მან არა მხოლოდ ამ ქვეყნის პატრიოტები და კეთილსინდისიერი მოხელეები, არამედ საკუთარი თანაგუნდელებიც კი შეიყვანოს, ვისზეც მიაჩნია, რომ არასაკმარისად გააპროტესტეს მისი დაკავება”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, უნდა შეიქმნას იმ ადამიანთა შავი სია, რომლებიც მოქალაქეებს პოლიტიკურად დევნიან, ეს სია კი საერთაშორისო პარტნიორებს მიეწოდოთ მათ დასასანქცირებლად.

  • ვმუშაობთ ყაზახეთში მყოფი მოქალაქეებს სამშობლოში დასაბრუნებლად – საგარეო

    ყაზახეთში დაძაბულობის ზრდის ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

    მათი ცნობით, ამ დროისთვის საკონსულო ხაზზეა ყაზახეთში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქესთან და მიმდინარეობს მოლაპარაკება ავიაკომპანიასთან მათ სამშობლოში დასაბრუნებლად.

    “ყაზახეთში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, ყაზახეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებისთვის უკვე მიმართა ქართული ანსამბლის „ილორის“ ოთხმა წევრმა. საკონსულოს ძალისხმევით, ისინი ყაზახეთის დედაქალაქ ალმათიდან 30 კილომტრის მოშორებით, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს და ამჟამად მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანსამბლის ხელმძღვანელის, ბაჩანა მელაშვილის თქმით, ანსამბლის წევრები უზრუნველყოფილნი არიან საკვებითა და საჭირო მედიკამენტებით.

    კონსულის განცხადებით, საკონსულოს დახმარებისთვის მიმართა ყაზახეთში მცხოვრებმა საქართველოს კიდევ ერთმა მოქალაქემ, რომელიც ამჟამად დასავლეთ ყაზახეთის ქ. ატირაუშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სასტუმროში გადაჰყავთ ასევე აქტაუს აეროპორტში ჩარჩენილი საქართველოს სამი მოქალაქე. მიმდინარეობს მოლაპარაკება შესაბამის ავიაკომპანიასთან, საქართველოს მოქალაქეების უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნების მიზნით.

    როგორც მოგეხსენებათ, ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქ ალმათის კომენდატურის ცნობით, ყაზახეთში ამჟამად სპეცოპერაცია მიმდინარეობს“,- აცხადებს საგარეო უწყება.

    ისინი ყაზახეთში მყოფ მოქალაქეებს მიმართავენ, რომ თუ ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].

  • მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია

    მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტმა პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენების შესახებ ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. ულტიმატუმის ვადა დღეს, 6 იანვარს იწურებოდა.

    როგორც თუთბერიძემ განაცხადა, თუ სააკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

    “იმ შემთხვევაში თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური სამედიცინო დახმარება იანვრის თვის განმავლობაში, ის მიმართავს პროტესტის უკიდურეს ზომებს…

    მე არ მახსოვს არცერთი დარღვეული ულტიმატუმი ან დაპირება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც გაურბიან ობიექტური სასამართლოს ჩატარებას,” – თქვა შოთა თუთბერიძემ.

    ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს.

  • როგორი ამინდი იქნება 11 იანვრამდე

    როგორი ამინდი იქნება 11 იანვრამდე

    11 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +16 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 9 იანვარს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    აღმოსავლეთ საქართველოში 6-8 იანვარს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 9 იანვარს მოიღრუბლება, ზოგან იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +10, +15 გრადუსი იქნება, 9 იანვარს კი +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს. 10 იანვრიდან ისევ გამოიდარებს.

    მათივე ინფორმაციით, თბილისში 9 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 6-8 იანვარს +11, +13 გრადუსი იქნება. 9 იანვარს მოიღრუბლება, შედარებით აცივდება, მოსალოდნელია წვიმა და ნისლი. 10 იანვრიდან დედაქალაქშიც გამოიდარებს.

  • თბილისში CO-თი ინტოქსიკაციით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

    თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. როგორც “თბილისი ენერჯი” აცხადებს,  ბინაში კუსტარულად დამონტაჟებული იყო აკრძალული ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობელი და წყლის გამაცხელებელი.

  • დენის, გაზის და წყლის ტარიფები არ შეცვლილა, ზრდა არ განიხილება – სემეკი

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) განცხადებით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა.

    “კომისია საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები.

    2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება.

    პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო, მოსახლეობას აწვდიან ცრუ ინფორმაციას”. – წერს სემეკი.

  • საქართველო მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის – კულუმბეგოვი

    “საქართველო მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა, „ომიკრონი“ შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-4-ჯერ გაზრდის ” – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსთან“ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

    “ამ ეტაპზე, რასაც ჩვენ ვხედავთ, საქართველო კორონავირუსის გარდაუვალი მე-6 ტალღის დაწყების წინაშეა. დიდი ალბათობით, შემთხვევების 30% ან მეტი „ომიკრონით“ არის გამოწვეული. „ომიკრონისთვის“ დამახასიათებელი ელვისებური, თუ ცეცხლისებური გავრცელების თვისებიდან გამომდინარე, გარდაუვალია – იანვარის მეორე ნახევრიდან, ქვეყანაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდება. ეს რასაკვირველია, დიდი რისკია. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას მინიმუმ 3-ჯერ და 4-ჯერ გაზრდის, რაც დაბალი ვაქცინაციის ქვეყანას რისკის ქვეშ აყენებს. ძალიან რთულია რა პროგნოზი იქნება ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის კუთხით და ასე შემდგომ.

    სხვა ქვეყნის მაგალითებს ვუყურებთ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც ინფექცია გადაიტანა, ან ვაქცინაცია ჩაიტარა ავად ხდება, თუმცა ამ ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი გადატანილი ინფექციის ან ვაქცინაციის გამო, ნაკლებად საჭიროებს ხელოვნურ ვენტილაციას. ჰოსპიტალიზაცია მაღალია, მაგრამ მძიმე პაციენტების რაოდენობა არ არის მაღალი.

    საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 31 პროცენტი არის აცრილი, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ძნელია პროგნოზის გაკეთება თუ როგორ იმოქმედებს „ომიკრონი“ ჩვენს ეპიდემიოლოგიურ ტრაექტორიაზე, კერძოდ, ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილობაზე.

    ვაქცინაციის ტემპი არ არის დამაკმაყოფილებელი. ის, რომ მოზრდილი მოსახლეობის ინტერესი გაიზარდა და სახელმწიფომ ასეთი ნაბიჯები გაადგა, მისასალმებელია, მაგრამ უფრო მეტი საინფორმაციო კამპანიაა მისახმარებელი, რომ ადამიანებს გავუადვილოთ გადაწყვეტილების მიღება.

    როგორც ჩანს, მხოლოდ ფინანსური მოტივაცია საკმარისი არ არის, დასაბუთებაც სჭირდება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ორჯერ აცრა, თუ „ბუსტერი“. კომპლექსური ღონისძიებებია საჭირო“,- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

  • კორონავირუსის 3 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 41 ადამიანი გარდაიცვალა

    ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 567 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 949 176-ს.

    რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.18% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.43%.

    ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 105 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 908 813.

  • იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება – მაკფოლი

    “იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალი ვარშავის პაქტი არ გახდება”- ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი, მაიკლ მაკფოლი Twitter-ზე ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს.

    “ძველი ხუმრობა იყო, რომ NATO წევრებს თავდასხმებისგან იცავდა, როცა ვარშავის პაქტი საკუთარ წევრებს ესხმოდა თავს. იმედია, პუტინის ОДКБ-ს სამხედრო ალიანსი ახალ ვარშავის პაქტად არ იქცევა.”- განაცხადა მაკფოლმა.