Category: სლაიდერი

  • ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა ნდობას ამცირებს – საია ლაშქარავაზე

    “ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა ნდობას ამცირებს “- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

    “UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, მალევე მოჰყვა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვება. ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საია იცავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის, მათ შორის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ.

    როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავა იყო ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვისაც ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები ,,სირცხვილიას“ ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მას განუვითარდა ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და სახის ძვლების მოტეხილობა. 2021 წლის 11 ივლისს ლექსო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს მე-5 სამმართველოს მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რის გამოც ლექსო ოჯახთან შეთანხმების გარეშე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

    2022 წლის 7 იანვარს, მედია საშუალებებით გასაჯაროვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ დასკვნის შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისათვის. ექსპერტიზის დასკვნიდან გავრცელებული ამონარიდის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. მასში ასევე მითითებულია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებები,  ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მის სტაციონარში მოთავსების თარიღს 2021 წლის 5 ივლისს, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანებები არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის”. – წერია განცხადებაში.

    “საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. 2021 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ  ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ სამედიცინო დაწესებულებიდან ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ჩანაწერი მტკიცებულებათა მოპოვების და დამაგრების წესების დარღვევით მოიპოვა. განცხადებაში ასევე ითქვა, რომ ლექსოს შესახებ, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა შსს-ს საინფორმაციო ბაზაში (info.pol.ge) აღრიცხული ინფორმაციის იდენტური აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა, ლექსოს პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონოდ დამუშავების ფაქტი.

    აღსანიშნავია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ ლექსოს ნაწილში ექვს პირს წარუდგინა ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, ხოლო წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებას ასევე დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან  ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა. ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საიას მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. “- წერია განცხადებაში.

  • ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას – სტოლტენბერგი

    “ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას “- ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

    „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება.

    როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

  • ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – საგარეო უწყება

    ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს – საგარეო უწყება

    “ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ” –  ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

    „ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით – ნიკა სიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე

    “უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით”- ამის შესახებ, საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ექპსერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.  ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პროცესი ეჭვებს ბადებს რადგან, დასკვნის გამოქვეყნება იონესკოს გადაწყვეტილებას დროში ემთხვევა. ამის შესახებ სიმონიშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას ჩაატარებდნენ ექსპერტიზას და დადებდნენ დასკვნას.

    ოჯახთან შეთანხმებით ჩვენ შევთავაზეთ გამოძიებას საერთაშორისო ექსპერტები, საუბარი იყო ბრიტანელ და ამერიკელ სახელმწიფო ექსპერტებზე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ დასკვნის მომზადებაში, თუმცა შსს-მ ჩვენი შეთავაზებულ ექსპერტების ჩართვაზე უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონდათ და შემოგვთავაზეს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ირკვევა არც ერთი უცხოელი სპეციალისტი არ ჩართო და ასე არის დასკვნა დადებული. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ თავად პროცესი, როგორც წარმართა შსს-მ, ბევრ კითხვას ბადებს” – ამბობს ნიკა სიმონიშვილი “რადიო თავისუფლებასთან”.

    TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ექვსი თვის თავზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, სადაც წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ასევე აღნიშნულია რომ 5 ივლისს  მიღებული დაზიანებები ”ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”.

    შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო.

    “დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს 8 ადგილობრივი ექსპერტი აწერს.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ის “იუნესკოს” გადაეგზავნება.

    აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა საჯარო მას შემდეგ გახდა რაც, UNESCO-მ ოპერატორი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

    დასკვნას ხელს, გარდაცვლილის წარმომადგენლების მხრიდან ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც აწერს.

    ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

  • ლაშქარავას გარდაცვალებიდან 6 თვის თავზე სამხარაულმა ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, რომელსაც UNESCO-ს გადაუგზავნიან

    TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ექვსი თვის თავზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, სადაც წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ასევე აღნიშნულია რომ 5 ივლისს  მიღებული დაზიანებები ”ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”.

    შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო.

    “დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, –  წერია დასკვნაში.

    საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ის “იუნესკოს” გადაეგზავნება.

    აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა საჯარო მას შემდეგ გახდა რაც, UNESCO-მ ოპერატორი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

    ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.

  • ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობისთვისო, მგონი, ივანიშვილს გულისხმობს – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

    “ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობისთვისო, მგონი, ივანიშვილს გულისხმობს”- ასე ეხმაურება, დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის, ილია II-ს საშობაო ეპისტოლეს.

    ”30 წელზე მეტი ხნის შემდგომ, პირველად საბჭოთა ხანის მერე კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლის ერთერთ ძირითად თემად კვლავ იქცა ათეიზმის წინააღმდეგ აპოლოგია (რწმენის და ეკლესიის დაცვა), იგრძნეს ტაძრებში ხალხის დიდი შეთხელება, ახალი თაობების დაბრკოლება განეკლესიურება (ისევ და ისევ საქ. ეკლესიის საპატრიარქოს და უმრავლესი სამღვდელოების უმსგავსობის, ფარისევლობის, სიჩლუნგის, გაუნათლებლობის, ფუფუნების, გახრწნილების, პრორუსულობის, ანტიცივილიზებულობის და არაადეკვატურობის გამო), გამჟღავნებული კრებსების და სხვა სკანდალების გამო თავის მართლების რეჟიმი, რომ ცოდვილები და გახრწნილები კი ვართო, მაგრამ არ უნდა განგვიკითხოთო, მონანული ცოდვილი უყვარს უფალსო (რახან პერიოდულად აღსარებაში ჩამოარაკრაკებენ თავის ბინძურ ცოდვებს და შენდობის ლოცვას წაუკითხავს თავისნაირივე გახრწნილი ანაფოროსანი, ჰგონიათ სინანულის საიდუმლო აღასრულეს და ღმერთმა გაამართლა, მერე რა რომ ამის მერე იგივეს გაიმეორებს, ისევ დაიმშვიდებს სინდისს მექანიკური აღსარებით და ასე უსასრულოდ ერთი და იგივე), აღარაა ვრცელი პოლიტოლოგიური და სოციო-ეკონომიკური დიდაქტიკური მსჯელობები და დირექტივები. რეალურად არცთუ შეფარულად თავდაცვის რეჟიმში გადასული, დიდი სიფრთხილით წერს ავტორთა ჯგუფი ამ მოცემულ ეპისტოლეს.

    მაგრამ, არცერთი სიტყვა მადლიერებისა მედიცინის მეცნიერების და მედიკოსების მიმართ მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო, არცერთი სიტყვა სამედიცინო რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და ვაქცინაციაზე, არანაირი სამძიმარი 14 ათასი გარდაცვლილი ქართველის ოჯახებისადმი, სიკვდილი არაფერია სული ხომ უკვდავიაო. არადა ქრისტიანული თეოლოგიით სხეულის სიკვდილიც დროებითია და იქნება მიცვალებულთა აღდგომა ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რატომღაც ამაზე არასოდეს წერს და ქადაგებს პატრიარქი ილია, ალბათ არ სწამს ეს ქრისტიანული დოგმატი?! თუ სამარცხვინო ჰგონია მისი გაჟღერება ერის წინაშე?!

    ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობის მოსაპოვებლადო, მგონი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, მაგრამ არც თავად და მისი მონა-მორჩილნი არაფერს ერიდებიან ფუფუნებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად და ასეთ “მორწმუნეებს” მორალურად განა ისევ ათეისტები არ სჯობიან?! ისინი ხომ არ ფარისევლობენ ქრისტეს სახელით და დიდი მორწმუნეობით?!

    ეპისტოლე თავისი დუმილით ირიბად ხელს უწყობს ანტივაქსერული ბოდვების და ისტერიის კვლავ გაგრძელებას საქართველოში. არაფერია ნათქვამი რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩვენი საპატრიარქოს სომხეთის ეპარქიის წართმევის გამო ამ შემოდგომაზე, არც ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე. ტრადიციულად, რაც არ აწყობთ, დუმილით გვერდს უვლიან და არ იმჩნევენ, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ქრისტიანული, ჰუმანისტური და ეროვნული პოზიციებისთვის.

    ჭირი იქა, ლხინი აქაო ამბობდნენ ძველი ქართველები, მაგრამ პირუკუ კი უსრულდება ჩვენს ერსა და ბერს. თუ რატომ, ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს “- აცხადებს დეკანოზი.

  • “მესამე პრეზიდენტს მინდა მივულოცო შობის დღესასწაული” – მეუფე ნიკოლოზი რუსთავის ციხეში მივიდა

    “მესამე პრეზიდენტს მინდა მივულოცო შობის დღესასწაული” – ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი რუსთავის ციხეში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მივიდა.

    “მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული… ჩემი შეფასება არ არის სანდო, მე არ ვარ ექიმი და გამოცდილება არ გამაჩნია, მე რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატურია. წინა შეხვედრებზე ყოველთვის მთხოვდა წერილი გამომეტანა, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, მისი სიხარული დიდი იყო, მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

  • გიგი კალანდაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

    გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კალანდაძის შემდეგი პროცესი 3 კვირაში გაიმართება, რომელზეც გადაწყდება მისი ექსტრადირების საკითხი.

    გენერალი გიგი კალანდაძე გერმანიაში 19 დეკემბერს დააკავეს. მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს გენერრალური პროკურატურა  გიგი კალანდაძის ექსტრადაციას ითხოვდა.

  • მთავრობამ კლუბებს 7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00-მდე მუშაობის უფლება მისცა

    საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს 2021 წლის 7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00 საათამდე მუშაობის უფლება მისცა.

    “დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, “სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • არასწორი ინფორმაციის შედეგია, ლექსო 11 ივლის გარდაიცვალა – ზარქუა UNESCO-ზე

    “ქართული ოცნების” დეპუტატი ზარქუას თქმით, UNESCO-ს მხრიდან ლექსო ლაშქარავას მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის შედეგია.

    ”ამ ორგანიზაციას რაღაც არასწორი ინფორმაციები აქვს და ამ არასწორი ინფორმაციის შედეგი იყო ეს. სხვათა შორის, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია, არ ვიცი თქვენ რატომ გამოგრჩათ – 5 ივლისს კი არ გარდაცვლილა ბატონი ლაშქარავა, როგორც იქ წერია, არამედ 11 ივლისს. ესეც მიუთითებს, რომ შეცდომა არის და არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა.  არავის არ მისცეთ ინტერპრეტაციის საშუალება – ის, რაც მოხდა, იყო ტრაგედია, მიუღებელია ძალადობა, თუმცა გარდაცვალება რომ მიაწეროთ, ეს არასწორია.”- განაცხადა ზარქუამ.