საქართველოში ბოლო 24 საათი კორონავირუსის 3842 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, 777 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
დღიურად აიცრა 5001 ადამიანი.
საქართველოში ბოლო 24 საათი კორონავირუსის 3842 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი, 777 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
დღიურად აიცრა 5001 ადამიანი.
“ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებულო მდგომარეობით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვნახეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მოქალაქეთა უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, მშვიდობისა და უსაფრთხოების გაძლიერება”
ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს საკუთარ ტვიტერზე.
“მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი მირჩევნია” – ასე ეხმაურება, TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა, თინათინ კახიძე, ექსპერტიზის დასკვნას.
“ჩემი შვილი, შვილო მკვდარია. მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია, არაფერი უკან დასახევი არ მაქვს, რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ, რა სისულელეა, რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება კაცო, არ ვიძახოდი ისედაც შვილო?! ყველანი აქ არ იყავით, რომ ექნება, რაც გინდათ ის დაუწერეთ, ექნება ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში, რათ უნდოდა ამდენი მაიმუნობა და ამდენი ფოკუზობა. დილით რომ არ გამოქვეყნებულიყო, რომ ლექსო იმაში შეიყვანეს უნესკოს სია შუადღეს, რა იყო ეს, რა ფოკუზობა იყო, 2-3 დღე მაინც დაეცადათ და მერე გამოექვეყნებინათ”, – ამბობს თინათინ კახიძე “მთავართან”.
რამდენიმე წუთის წინ ყაზახეთიდან საქართველოში 68 ადამიანი ჩამოვიდა, მათ შორის 3 საქართველოს მოქალაქეა.
“ვიყავი დედაქალაქში და ყარაგანდაში და იქ ნორმალური სიტუაციაა. მთელ რესპუბლიკაში გათიშულია ინტერნეტი, 4 საათი მიეწოდებათ ბოლო ორი დღეა”, – ამბობს საქართველოში დაბრუნებული მოქალაქე.
მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
“რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა. მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე.
თბილისში მკვლელი ნარკოტიკი ფენტანილი კვლავ გამოჩნდა – “ქართველი რეივერების გაერთიანება” ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გაერთიანება პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. საკლუბო სივრცის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მინიმუმ ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა არაფერს აკეთებს და შესაძლოა 2018 წლის სცენარი კვლავ განმეორდეს.
”ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა!
ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში
მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის! შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას! ერთადერთი ხსნა ამ ჯოჯოხეთიდან არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და ცნობიერების ამაღლება”, – ნათქვამია განცხადებაში.
2018 წლის, 12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. ამავე დღეს, დილის სამის ნახევარზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს და შედეგად, 12 მაისის სპეცოპერაციით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა.
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურ დასკვნას, აცხადებს, რომ ლექსო ლაშქარავას 5 ივლისს მიღებულ ტრავმასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირში არ არის.
”მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის მიღებულ ტრამვასთან და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე იმ კვლევის შედეგებიდან, რომელიც დაიდო. შინაგანი ორგანოების ჰისტოლოგიური კვლევით ასევე ავადმყოფობის ისტორის მონაცემებით სადაც იწვა ცხნობეული. გაწერეს საავადმყოფოდან სტაბილური მდგომარეობაში, აღარ საჭიროებდა დაწოლა და არც რაიმე ოპერაციული ჩარევა განმეორებით და არც პოსტ-ტრამვულ გართულებებს ჰქონია ადგილი სამედიცინო მონაცემებით.”- განაცხადა გეჯაძემ.
სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გეჯაძემ კომენტარი პირველად გააკეთა. მან განაცხადა, რომ დასკვნას ხელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან თითქმის 6 თვის შემდეგ, 2021 წლის 30 დეკემბერს მოაწერა.
დასკვნა ხელისუფლებამ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც UNESCO-მ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. საქართველოს, Freedom House გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 2 ქულით დაიკლო და ახლა 36-ს შეადგენს.
გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.
ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ახერხებს, თუმცა, 2021 წელს, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულით არის გაუმჯობესებული (100-დან 77).
საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა.
ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდისას 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა. იქამდე კი ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან.