Category: სლაიდერი

  • გორის მერად დანიშვნიდან 73 დღეში, ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა

    გამოცემა Qartli.ge-ს ინფორმაციით გორის მერად დანიშვნიდან 73 დღეში, ლადო ხინჩეგაშვილი შვებულებაში გავიდა მის მოვალეობას პირველი მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი ასრულებს.

    ლადო ხინჩეგაშვილი მუშაობას 2021 წლის 29 ოქტომბერს შეუდგა. 2022 წლის 11 იანვრის ჩათვლით გასულია მხოლოდ 73 დღე.

  • რუსეთი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ევროპა ახლა ომთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე ოდესმე ბოლო 30 წლის განმავლობაში. რუსეთისთვის კი დასავლეთის მხრიდან ამ კვირის დიპლომატიური ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ საკუთარ მოთხოვნებზე უარი ეთქვა. დაძაბულობა კი უკრაინის საზღვრებთან არ შემცირებულა.

    რუსეთი აცხადებს, რომ ნატოსთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. კრემლი ცდილობდა დასავლეთი დაერწმუნებინა, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოვდეს და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებთანაც სამხედრო თანამშრომლობა უნდა შეზღუდოს. დღეს ეუთოში კიდევ ერთი შეხვედრა იმართება, თუმცა კრემლმა მკაცრი შეფასებები ამ შეხვედრის გამართვამდეც კი გააკეთა და დიპლომატიური კვირის დასრულებას არ დაელოდა.

    პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს წევრებისადმი საკუთარ მიმართვაში რუსეთი არ უხსენებია, თუმცა ისაუბრა დაძაბულობაზე უკრაინაში, საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში. ყველა ამ ქვეყანაში აქტიური “გაყინული კონფლიქტია”, სადაც რუსეთს ადანაშაულებენ, რომ ის მხარეა. “როგორც ჩანს, ახლა ეუთოს ქვეყნებში ომის საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე, ბოლო 30 წლის განმავლობაში”, – თქვა პოლონელმა დიპლომატმა და დასძინა, რომ შეხვედრაზე დადებითი წინსვლა არ ყოფილა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი რიაბკოვმა კი RTVI-ის ეთერში თქვა, რომ რუსეთის სამხედრო სპეციალისტები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თავიანთ ვარიანტებს შესთავაზებენ იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდება, თუმცა დიპლომატიას შანსი მაინც უნდა მიეცეს. მისივე თქმით, ამერიკულ მხარესთან საუბარმა ორშაბათს და ნატოს წევრებთან შეხვედრამ ბრიუსელში აჩვენა, რომ არსებობს განსხვავებები მიდგომებში და “ჩიხი”, რის გამოც ის ვეღარ ხედავს მოლაპარაკებების ახლო მომავალში გაგრძელების აზრს.

    ამერიკის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა თქვა, რომ დასავლეთი არ უნდა დაემორჩილოს რუსეთის შანტაჟს.

    რუსეთს უკრაინის საზღვართან 100 000-მდე სამხედრო მოსამსახურე და შეიარაღება ჰყავს მობილიზებული. უკრაინა შიშობს, რომ კრემლი კიდევ ერთი თავდასხმისთვის ემზადება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ ძალები რუსეთის ტერიტორიაზე გადაადგილდება და მათი უკან დახევის მოთხოვნა მიუღებელია. თავდასხმა კი უკრაინაზე არ იგეგმება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • პრეზიდენტის მხრიდან ვეტო იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის – ინსპექტორის სამსახური

    “პრეზიდენტის მხრიდან ვეტო იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის “- ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    „დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა.

    ცხადია იმ ფონზე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ,,რეფორმა” განხორციელდა დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე და მისი დაჩქარებული წესით განხილვა ვერ დაასაბუთა საქართველოს პარლამენტმა; იმ ფონზე, როდესაც არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად არის ცნობილი არჩევითი თანამდებობების გაუქმება; იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას პასუხი ვერ გაეცა ვერცერთ მნიშვნელოვან კითხვას; იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტები არ/ვერ აძლიერებს ორ ახლად შექმნილ სამსახურს და ვერ ქმნის მათი ხელმძღვანელების დამოუკიდებლობის გარანტიებს; იმ ფონზე, როდესაც კანონი მიღებული იქნა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობის მოტივით, თუმცა სამსახურისთვის არავის უკითხავს თავსდებოდა თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთთან ან რა გამოწვევები იყო ამ ორი ფუნქციის ერთად განხორციელების პროცესში; იმ ფონზე, როდესაც ახალ საგამოძიებო სამსახურს არ დაუმატეს არცერთი ქმედითი მექანიზმი სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანად გამოსაძიებლად და არ გაითვალისწინეს არცერთი ის გამოწვევა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებდა თავის ანგარიშებში; იმ ფონზე, როდესაც ახალი კანონით არ უმჯობესდება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტი 2 წელზე მეტია საქართველოს პარლამენტის მიერ განუხილველია; იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას მოყვა უმკაცრესი შეფასებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაშიც კი აღნიშნულია, რომ მიუღებელია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციების და სათანადო დისკუსიის გარეშე და მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტია, 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი პირის სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მაშინ როდესაც, საქართველოს პრეზიდენტი თავად აღნიშნავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება – არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადების მოლოდინი.

    მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა, ფართო დისკუსიის საფუძველზე განეხორციელებინა რეალურ რეფორმაზე ორიენტირებული კანონის მიღება.

    აღნიშნული კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით, საქართველოში გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მისი შექმნის დღიდან ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე და რომელმაც, შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური და ფინანსური რესურსის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის დაბალი ხარისხის პირობებშიც კი შეძლო – აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტის მიმართ, კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გზით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • პრეზიდენტი ვეტოთი „ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ – ბესელია

    პრეზიდენტი ვეტოთი „ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ – ბესელია

    “პრეზიდენტი ვეტოთი „ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ”- ასე აფასებს, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელის მოწერას. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    “გადაწყვეტილების და მექანიზმის, რაც მხოლოდ პრეზიდენტს აქვს გამოყენება იქნებოდა მნიშვნელოვანი. ახლა ვხედავთ სურათს, როდესაც ხიბლში ჩავარდნილი მმართველი პარტია და ეს ძალიან სახიფათო ხიბლია, მას რეალურად აღარავინ ჰყავს წინააღმდეგობის გამწევი და ყველაფრის უფლება აძლევს თავს. ერთადერთი, ვისაც სწრაფ, არადემოკრატიულ თავდაღმართში დაშვებული ხელისუფლების შეჩერება შეეძლო, პრეზიდენტის ვეტოა. მას ექნებოდა რამდენიმე გამაჯანსაღებელი ეფექტის ვეტოს ფუნქცია. ცივი შხაპი უნდა გადაასხა ადამიანს, რომ გამოაცოცხლო. პრეზიდენტთან ახლო კომუნიკაცია მაქვს და არ ვიცნობ, როგორც შეშინებულ ქალს და შეშინებულ პრეზიდენტს. შესაძლოა გარკვეული ბარიერი იყოს ქალბატონი სალომესთვის, მაგრამ იქ ხომ დიდი საჯარო ინტერესია, რომ მას შეეჩერებინა ეს პროცესი?! – ის ამით პირიქით, დაეხმარებოდა „ქართულ ოცნებას,“ რომ ცოტა გამოფხიზლდნენ. ძალიან სახიფათოდ მოდუნდნენ და ვერ ხედავენ რეალურ წინააღმდეგობას, ფატალურ და დამაზიანებელ შეცდომებს უშვებენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • ვეტოს მოლოდინი მისმა მწვავე განცხადებამ გააჩინა – თოლორაია პრეზიდენტზე

    სახელმწიფო ინსპეტორი ლონდა თოლორაია ეხმიანება სალომე ზურაბიშვილის მიერ სამსახურის გაუქმების კანონისთვის ხელმოწერას. მისი თქმით, პრეზიდენტისგან ვეტოს მოლოდინი მისმა მწვავე განცხადებამ გააჩინა.

    მისივე შეფასებით, დღევანდელ განცხადებაშიც ზურაბიშვილი არაერთ პრობლემას ხედავს აღნიშნულ კანონში, ამიტომ არ გაუგებარია, რატომ არ გამოიყენა მან ვეტო.

    “არ ვიცი, ალბათ, უფრო კონკრეტულად მას უნდა ვკითხოთ, რა გახდა ვეტოს გამოუყენებლობის მიზეზი იმ ფონზე, როდესაც დღევანდელ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე, თავად ხედავს არაერთ პრობლემას ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით და პრობლემები, რომელზეც ის საუბრობდა პირველ განცხადებაში, რეალურად პრობლემად დარჩა, ასევე, ამ შემთხვევაში, ამიტომ თავისთანად ცხადია, ამ ვეტოს მოლოდინი არსებობდა”,– აღნიშნავს თოლორაია ფორმულას ეთერში.

    მისივე განცხადებით, არსებობდა საკმარისი საფუძველი ვეტოს გამოსაყენებლად.

    “ის რომ კანონი მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, მაშინ როცა ამის აუცილებლად არ არსებობდა, ის რომ გაუქმდა არჩევითი თანამდებობა, რაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ასეთი გადაწყვეტილებები მიჩნეული. იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა და ის წარიმართა ყოველგვარი გამჭვირვალობის გარეშე, მე ვფიქრობ, რომ იძლეოდა საკმარის საფუძველს, რომ ვეტო ყოფილიყო გამოყენებული”,– ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია.

    ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მან კანონს დღეს ხელი მოაწერა.

  • წულაძეს ვადა გაუვიდა, არ გათავისუფლებულა – წულუკიანი

    კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას “ვადა გაუვიდა”.

    მისივე თქმით, წულაძეს შეუძლია, ამავე პოზიციაზე შესარჩევად კონკურში მიიღოს მონაწილეობა.

    “ბატონი წულაძე არ გათავისუფლებულა, მას ვადა გაუვიდა, ისევე, როგორც რამდენიმე ათეულ სამხატვრო ხელმძღვანელს ჩვენს სისტემაში და მიმდინარეობს საკონკურსო პროცედურები. თუკი ის სამხატვრო ხელმძღვანელები, ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული”, – განაცხადა წულუკიანმა.

    აღსანიშნავია, რომ მინისტრს შეეძლო, თავისი დისკრეციული უფლება გამოეყენებინა და წულაძისთვის კონტრაქტი ავტომატურად გაეგრძელებინა, თუმცა წულუკიანი ასე არ მოიქცა. ეს უფლება მან რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას შემთხვევაში გამოიყენა.

  • არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს – ბადრი ჯაფარიძე

    “არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს”- აცხადებს,პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე.

    “ჩვენ გუშინ მოსამართლემ გაგვამართლა ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მიმდინარეობდა სამი წლის განმავლობაში ჩვენი დევნა. ითქვა ახალი ბრალდება, რომელიც არის ხანდაზმული. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი სადეპუტატო მანდატის შეწყვეტისთვის არ არსებობს. თუ იქნება მცდელობა მანდატის, ანუ ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის, ეს იქნება შეფასებული, როგორც პოლიტიკური დევნის დაწყების ახალი ტალღა, მაგრამ ამ მომენტისთვის მე რაიმე კატეგორიული განცხადება ქართული ოცნების მხრიდან არ მომისმენია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტის არ არსებობს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

  • ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის – სიმონიშვილი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე

    “ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის “- ასე ეხმაურება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელის მოწერას.

    ”თუ პრეზიდენტმა ვერ დაინახა, რაში გამოიხატებოდა თუნდაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორება ან თუნდაც როგორ გაუმარტივებს ის სასამართლო სისტემაში არსებულ კლანს გადაწყვეტილების მიღებას და როგორ შეძლებს ხელისუფლება სასამართლო სისტემის უფრო მარტივად კონტროლს, რომელიც ისედაც კონტროლირებულია, ეს არის სამწუხარო.როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია უნდა დავძლიოთ და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი უნდა დავამარცხოთ, ეს იყო გზა, რომ რეალურად შეკავებულიყო პროცესი, რომელიც ქვეყანაში არის. თუმცა, პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებით არათუ წინ გადადგა ნაბიჯი პოლიტიკური პოლარიზაციის შეკავებისკენ, არამედ ამ ნაბიჯით გააღრმავა. ამდენად პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ისევე როგორც პარლამენტის გადაწყვეტილება, ჩვენთვის მიუღებელია და ამ ორივე კანონში არის პრობლემა, როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

  • ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.09 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0866 ლარი გახდა.

    ლარი ევროსთან მიმართებით 3.11 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 3.5376 ლარი შეადგინა. 3.46 -თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებაც 4.241 ლარი გახდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად – ბასილაია სააკაშვილზე

    “სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად”- აცხადებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია.

    „ეს საკითხები არის პოლიტიკური, ისტორიული და ეს საკითხები იურიდიული კატეგორიებისგან მიღმაა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება არ შეიძლება შეფასდეს როგორც საზღვრის პროცედურების დარღვევა. ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში უკან ჩამოსვლა“, – აცხადებს ბასილაია.