Category: სლაიდერი

  • თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის  3+3-ის სარგებელი აეხსნათ – ლავროვი

    თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის 3+3-ის სარგებელი აეხსნათ – ლავროვი

    ”თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის 3+3-ის სარგებელი აეხსნათ” – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

    “ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის მაინც აეხსნათ სარგებელი მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ამ ფორმატში ჩართვით. ასეთი ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს იმაზე, რაც მათ პოლიტიკურ პოზიციებს ეხება”, – თქვა სერგეი ლავროვმა.

  • საქართველოს სამეფო სახლი სააკაშვილის მიერ ”მუხრან ბატონის” მოხსენიებას აპროტესტებს

    საქართველოს სამეფო სახლი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქალაქო სასამართლოში,  ”მუხრან ბატონის” მოხსენიებას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება სამეფო სახლის Facebook გვერდზე ვრცელდება.

    ”ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში .” – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვაზე განაცხადა რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

    „ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები. „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის. „ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას.”- განაცხადა სააკაშვილმა.

  • შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით – გაერო

    ”შეშფოთებული ვართ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებით”-გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

    ჩვენ განსაკუთრებულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში იმ ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გარეშე გაუქმებით, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და ევალება პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა.

    სამსახურის გაუქმებასა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევაზე დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემზარავი მესიჯია ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელ ინსტიტუტებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.

    “ჩვენ შეგახსენებთ გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2015 წლის რეკომენდაციას წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის შესახებ, რომელშიც შეშფოთება გამოთქმულია რისკზე, რომ ზედმეტად ფართო იურისდიქციამ, იქნება ეს ექსკლუზიური თუ დისკრეციული, შეიძლება ამოცანა ძალიან გაართულოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებზე, რომლებიც არ შედიან წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან სასჯელის ძირითად ჯგუფში”. – წერია განცხადებაში.

  • ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები მაგრამ დღეს წამოსკუპუბული არიან – ზარქუა

    “ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, რომელშიც დღეს არიან წამოსკუპუბული”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

    „შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს,“ – განაცხადა ზარქუამ.

  • არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კალანდარიშვილს, არ გვაქვს – ელისაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე

    “არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კალანდარიშვილს, არ გვაქვს”- ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, დაუჭერენ მხარს თუ არა კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე.

    “ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, დავუჭერთ თუ არა მხარს კალანდარიშვილს. თუმცა, არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად არჩევნების დღეს, შესაბამისად, აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ კალანდარიშვილს?! არგუმენტი, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა გადაწყვეტილი არ გვაქვს,”- განაცხადა ელისაშვილმა.

  • კოვიდინფიცირებულების 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა

    კოვიდინფიცირებულების 112-ში რეგისტრაციის პორტალი ამოქმედდა. რეგისტრაციის გავლა 112-ში სატელფონო კონსულტაციის ნაცვლად er.moh.gov.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

     

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

    სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ, უახლოეს დღეებში მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ისინი გაიფიცებიან.

    „სააგენტო ამდენი ხნის მანძილზე არასერიოზულად უდგება ჩვენს პროტესტს, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა. ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ შეტყობინება, როგორც სააგენტოში, ასევე შეტყობინება გავუგზავნეთ მინისტრს, რომ 17 იანვრიდან, ორშაბათიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 თანამშრომელი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს“ – აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

  • დადასტურდა კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 36 ადამიანი

    ბოლო 24 საათში  საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 36 ადამიანი.

    დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.16%, ბოლო 14 დღის – 9.14%.

    ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან თბილისში 3 479 გამოვლინდა, აჭარაში – 587, იმერეთში – 434, ქვემო ქართლში – 159, შიდა ქართლში – 254, გურიაში – 130, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 199, კახეთში – 130, მცხეთა-მთიანეთში – 84, სამცხე-ჯავახეთში – 85, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 26.

    ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 309, საიდანაც 4 379 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 077 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 39 853 – ბინაზე.

    მძიმე პაციენტია 1 003, მათგან 289 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

  • პირბადეების დაბალი მოხმარება მთავრობის ბრალიც არის და მოსახლეობისაც – ცერცვაძე

    პირბადეების დაბალი მოხმარება მთავრობის ბრალიც არის და მოსახლეობისაც – ცერცვაძე

    ”სუსტი ადგილები არის ვაქცინაციის დაბალი მოცვა, ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი, ახლა ეს მთავრობის ბრალია, ჯანდაცვის, თუ მოსახლეობის ძალიან ძნელი სათქმელია, საბოლოოდ ყველაფერი მიდის მთავრობამდე, რომ მთავრობას უნდა გაეკეთებინა რაღაც. შესაძლებელი ყველაფერი გააკეთეს. შემოიტანეს ხუთი საუკეთესო ვაქცინა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები, კარდაკარ სიარული სოფელში, რაიონებში, დარწმუნება, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ? შესაძლებელი ყველაფერი გააკეთეს. პასუხი იქნება ასეთი – შეუძლებელი უნდა გაეკეთებინათ. ინოვაციური მიდგომები უნდა გამოენახათ , რომ ასე სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება ეიძულებინათ ბრჭყალებში – არა ძალით, არამედ დარწმუნებით, რომ აცრა ყოფილიყო მეტი, ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი.

    მეორე სუსტი ადგილი, რომელსაც არაფერი უნდა, აქ კი მთავრობის ბრალიც არის და მოსახლეობისაც, ეს არის პირბადეების დაბალი მოხმარება. ამას რა უნდა? – გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ჩვენს ასაკოვნებს, ოჯახის წევრებს, მოხუცებს, 50 გარდაცვლილი ყოველ დღე. პირბადეების ტარება, მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრივ აღსრულებაზე კონტროლი – ეს ორი არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი ადგილი. თუ ეს ორი გამოსწორდება, ან სანახევროდ მაინც გამოსწორდება, გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ სხვებზე უკეთ დავძლევთ ომიკრონის გამოწვევას, ოღონდ ვაქცინაციამ უნდა მოიმატონს 2-ჯერ, ან 3-ჯერ მაინც და პირბადეების ტარებამ უნდა მოიმატოს სულ ცოტა 2-ჯერ მაინც, თუ ახლა არის 30%, არ ვამბობ 90%-ს, რომელიც არის მსოფლიოში, 60% მაინც უნდა გახდეს.”

    განაცხადა,  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.

  • პრეზიდენტი კანონზე ხელმოწერით ოცნებას შეუერთდა სადამსჯელო კამპანიაში – “დროა”

    “პრეზიდენტი კანონზე ხელმოწერით ოცნებას შეუერთდა სადამსჯელო კამპანიაში “- ასე ეხმაურება, პარტია “დროა”  გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სასამხურის გაუქმების კანონპროექტისთვის ვეტოს უფლების გამოუყენებლობას.

    “პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, გაუქმების შესახებ კანონს. აღნიშნულით საქართველოს პრეზიდენტი შეუერთდა სასამართლო ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსპექტორის წინააღმდეგ, ქართული ოცნების მიერ განხორციელებულ სადამსჯელო კამპანიას.

    მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმძიმესი შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების და პროფესიული წრეების მხრიდან. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების მიხედვით, “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას”.

    ის, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და თავი შეიკავა მოტივირებული შენიშვნებით კანონის პარლამენტისათვის დაბრუნებისაგან, უნდა შეფასდეს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების განადგურების პროცესში ქართული ოცნების წახალისება”, – წერია განცხადებაში.