Category: სლაიდერი

  • ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა – სააკაშვილი

    “ჩვენ გვყავს წარმოუდგენელი ახალგაზრდობა, რომელსაც მე მოკრძალებით მიშას თაობას ვეძახი. ის, ვინც აპოლიტიკურია, სხვადასხვა ტანსაცმელი აცვია… მინდა გითხრათ, რომ მეც სიამოვნებით ფერად ტანსაცმელში მოვედი აქ და სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენსავით ფერადი და მრავალფეროვანი. მეც მიყვარს კლუბებში სიარული, ვაღიარებ… სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა”

    თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

  • ეროვნული თანხმობაა, ვთქვათ – არ მიყვარხარ, მაგრამ არ მოგკლავ – სააკაშვილი

    “მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი იყო ამასწინათ ჩემთან და ვმსჯელობდით, რა არის ჩემთვის ეროვნული თანხმობა. ეს არის წითელი რკალის შემოვლება გარშემო და თქმა: მე არ მიყვარხარ, არ მომწონხარ, არაფერი სურვილი არ მაქვს თვალებში გიყურო და შენთან რამე კონტაქტი მქონდეს, მაგრამ მე შენ არ გაგანადგურებ, მე შენ არ მოგსპობ, მე შენ არ მოგკლავ.

    ეს არის თანხმობის მთავარი ამოსავალი, რომ ჩვენ ცივილიზებული ერი თუ გვინდა ვიყოთ, ჩვენ ერთმანეთს არ ვანადგურებთ, ერთმანეთს არ ვკლავთ, ჩვენ ვართ ერთმანეთთან კონკურენციაში. რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ კონკურენციას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მათი ერთადერთი საშუალებაა, რომ ჩვენ გაგვანადგურონ

    ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეროვნული თანხმობის შესახებ სასამართლო პროცესზე.

  • ვაღიარებ, მომეტებული საფრთხის წყარო ვარ ოლიგარქ ივანიშვილისთვის – სააკაშვილი

    “გამოაცხადეს, მოვისმინე რომელიღაც ტელევიზიით, რომ სააკაშვილი არის მომეტებული საფრთხის წყაროო, ამიტომ ვინც ის შემოიყვანა ის არის მომეტებული საფრთხის წყაროს შემომყვანიო. მომეტებული საფრთხე რა არის? რადიაციაა, ატომური ბომბი? მინდა გავაკეთო აღიარება, მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო ოლიგარქ ივანიშვილისთვის. იმაზეც ვერ არის წყნარად, რომ ციხეში ვზივარ.

    მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო იმ ხალხისთვის, ვინც ახლა ხელფასი გაიზარდა, ჩინოვნიკებისთვის. 7 ათასი ლარი აქვს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგალითად, ხელფასი. იყო ერთი ცნობილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც მერე ვარდების რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, რამდენადაც მახსოვს, მას ჰქონდა ხელფასი 500 ლარი. სააკაშვილი იყო თუ არ ვცდები გვარად. ამ ხალხისთვის, მათი ხელფასისთვის მე ვარ მომეტებული საფრთხის წყარო!”

    ამბობს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • გორის ჰოსპიტლიდან 60-მდე თანამშრომელს ითხოვენ, მათ უსმენდნენ – სააკაშვილი

    “მას შემდეგ რაც გორის ჰოსპიტალში ვიყავი და მკურნალობის გარდა ყველაფერი მივიღე, ივანიშვილს მყარად აქვს გადაწყვეტილი ჩემი მკვლელობა, რადგან, სამწუხაროდ, იმ მოპყრობის შედეგად, რომელიც მივიღე, დავავადდი მძიმე ნევროლოგიური დაავადებით, რომელიც გონებას არ მიბინდავს, მაგრამ ბევრ სხვა ცხოვრებისეულ ფუნქციაში ხელს მიშლის. მისი მკურნალობა, სამწუხაროდ, საქართველოში არის შეუძლებელი. ამის დასადასტურებლად რამდენიმე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ უკვე მეოთხე კვირაა ვერ იღებს ნებართვას. ნებისმიერ ყველა დიქტატორულ ქვეყანაშიც ამ ექიმებს შეუშვებდნენ.

    გორის ჰოსპიტალში როცა ვიყავი, რა თქმა უნდა, სუს-ი შევიდა და უსმენდნენ ყველა თანამშრომელს, რის შედეგადაც გუშინ დადგა შედეგი რომ 60-მდე თანამშრომელს ითხოვენ სამსახურიდან, მათი ტელეფონების მოსმენის შედეგად რა დასკვნაც გამოიტანეს. ბოდიშს ვუხდი მათ, რადგან ისინი არიან პროფესიონალები და ისედაც დაბალ ხელფასზე მუშაობენ”

    თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

  • აი, რა მოიტანა ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში – სააკაშვილის მიმართვა

    “ეს არის რეჟიმი, რომელმაც მიითვისა ხალხის გამოხატულება, იძახიან, სააკაშვილის ჩამოსვლამ არაფერი ისეთი ეფექტი არ მოახდინა – თვლა იცით? ადგილობრივ არჩევნებზე უპრობლემოდ იგებდა ეს მთავრობა ყოველთვის, ხალხი არ გამოდიოდა, ჩემი ჩამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ მოიგო ადგილობრივი არჩევნები ყველგან საქართველოში, ჩემმა ჩამოსვლამ ბოლო ლურსმანი ჩაასვა რეჟიმის ლეგიტიმურობის კუბოში. აი, რა მოიტანა ჩემმა ჩამოსვლამ საქართველოში. ჩემმა ჩამოსვლამ მოიტანა ის, რომ ოპოზიცია ერთიანია როგორც არასდროს, ხალხში აქტიურობა და იმედია როგორც არასდროს”

    აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე.

  • თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ასტრონავტი – სააკაშვილი მოსამართლეს

    “მინდა აღვნიშნო, რომ პოზიტიური ცვლილებაა – წინა სასამართლოები იწყებოდა თითო საათით გვიან და უკვე მეგონა, რომ საქართველო ოფიციალურადაც მოსკოვის დროზეა გადასული. ის რომ ეს სასამართლო შეიძლება იყოს მოსკოვის დროზე გადასული, ეს არავის აკვირვებს.

    მე გადავწყვეტ ვის მივმართო, მე მივმართავ ქართველ ხალხს. თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. წერტილი. მე აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მივმართო ვიღაც… არ მინდა, აღვწერო. მე არ ვაპირებ ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში, თქვენ თვალებში შემოგეხედავთ ქართველი ხალხი”

    მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს სასამართლო პროცესზე.

  • ბედიასა და ზამბახიძის კონცერტი სენაკის ბიუჯეტს 16 580 ლარი დაუჯდა – ფლანგვის დეტექტორი

    “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, სენაკის ბიუჯეტს სოფო ბედიასა და მაკა ზამბახიძის კონცერტი 16 580 ლარი დაუჯდა.

    “აღსანიშნავია, რომ სოფო ბედია მმართველი პარტიის მხარდამჭერ ვიდეომოწოდებებს ხშირად ავრცელებს. ის აგრეთვე იყო ერთ-ერთი იმ მომღერალთაგან, რომელიც პარტია ქართულ ოცნებას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ჰყავდა დაქირავებული და პარტიულ შეხვედრებზე ამღერებდა. 2020 წელს სოფო ბედიას ქმარი მიშა მესხი თბილისის საკრებულოს წევრიც გახდა ქართული ოცნების პარტიული სიით.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სენაკის მერიამ სოფო ბედიას საბიუჯეტო სახსრებით მხარდაჭერა დაუფასა. 2018 წლის 3 იანვარს სენაკის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის სოფო ბედიას 4 750 ლარი გადაუხადა, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ – 2 000 ლარი.

    საბოლოო ჯამში 2018-21 წლებში სენაკის მერიის ბიუჯეტიდან სოფო ბედიამ 12,920 ლარი მიიღო”,– აცხადებს ორგანიზაცია.

    მათივე ცნობით, თბილისის მერიამ თითქმის 2.5 ჯერ მეტი დახარჯა წინასაახაწლო ღონისძიებებში, ვიდრე თბილისზე 13 ჯერ მდიდარმა ჰელსინკმა.

  • ბადრი ჯაფარიძეს, შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტონ

    პარლამენტმა, შესაძლოა, ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის მანდატი შეუწყვიტოს. ოცნების დეპუტატების ცნობით, ამის მიზეზი მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გახდეს.

    ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში ამ საკითხის განხილვას აპირებენ.

    “როცა სასამართლოს დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დგება. კანონში ასე წერია. ჩვენ, რა თქმა უნდა, საკითხს განვიხილავთ და დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავიტანთ. ამის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტის პრეროგატივაა”,- განაცხადა ოცნების დეპუტატმა IPN-თან საუბრისას.

    ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბადრი ჯაფარიძე გუშინ სასამართლომ დამნაშავედ ცნო, პარლამენტს შეუძლია არ შეუჩეროს დეპუტატის მანდატი. ადვოკატი განმარტავს, რომ ამის საფუძველი თავად სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომელმაც ჯაფარიძე სასჯელის მოხდისგან გაათავისუფლა.

    ცნობისთვის, გუშინ ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.

  • ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე მიმართული იყო პორტის პროექტის ჩავარდნისკენ – ანაკლიის კონსორციუმი

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ თავისი აქციონერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მათი შეფასებით, “ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი”.

    „მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

    ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით, თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ქონდა. ეს შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა – ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით”,– აცხადებს კონსორციუმი.

    მათივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდავოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას.

    კონსორციუმი აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო, რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International-საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები.

    “თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

    ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება. სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

    სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა, რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ-ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილი ზრახვების შესახებ.

    ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში”,– აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი.

    ცნობისთვის, გუშინ ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს.

  • ომიკრონზე 3 არასწორი წარმოდგენა იქმნება, რაც რისკების აღქმას ამცირებს – ჭიაბერაშვილი

    “3 არასწორი წარმოდგენა იქმნება “ომიკრონის” შესახებ, რაც ამცირებს საზოგადოებაში მოსალოდნელი რისკების აღქმას:

    1. თითქოს საქართველოში ეს ახალი ტალღა მხოლოდ “ომიკრონის” ბრალია. აუცრელ ქვეყანაში “დელტას” ტალღა მაინც გვექნებოდა, როგორც მინიმუმ იმ ძალის, როგორც ეს აგვისტოსა და ნოემბერში იყო.

    2. თითქოს “ომიკრონი” მსუბუქია. კი, იგი მსუბუქია ბევრისთვის ინდივიდუალურად, მაგრამ ჯამურად, საზოგადოებისთვის იგი შეიძლება უფრო მძიმე იყოს. “დელტას” პიკური 5000-დან 12.5% (ჰოსპიტალიზაცია) უფრო მეტია, თუ “ომიკრონის” მოსალოდნელი პიკური 60,000-ის 2.4%? თუ ეს პროპორცია გვესმის, მაშინ მივხვდებით, რომ ჩვენ ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე გამოცდა ელის და, შესაძლოა, “ომიკრონმა” მეტი სიცოცხლე წაგვართვას.

    3. თითქოს “ომიკრონი” ბოლო შტამია. ეს ჯერ არავინ იცის. უფრო სწორად, ვინც იცის (გენეტიკის მაღალი დონის პროფესიონალები), გვაფრთხილებენ, რომ ჯერ თვითდამშვიდებას ნუ მივეცემით.

    ასე რომ, აიცერით, დაიბუსტეთ, შეზღუდეთ სახლიდან გასვლა და ატარეთ პირბადე”

    წერს ჯანდაცვის ექსპერტი, ზურაბ ჭიაბერაშვილი Facebook-ზე.