Category: სლაიდერი

  • ტექნიკურ უნივერსიტეტთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში – პრემიერი

    “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად – ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც.

    დაარსებიდან მალევე უნივერსიტეტი გადაიქცა საინჟინრო კადრების უდიდეს და შეიძლება ითქვას, მთავარ სამჭედლოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულდებდა ქართული მეცნიერებისა და მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში”

    ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

  • გაზით გაგუდვის ინსცენირება – ლაგოდეხში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

    გაზით გაგუდვის ინსცენირება – ლაგოდეხში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა

    მთავარი არხის ინფორმაციით, ლაგოდეხში 35 წლამდე ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს.

    არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალის მკვლელობის შემდეგ სახლში გაზქურა მოშვებული დატოვა და გაზით გაგუდვის ინსცენირება სცადა, თუმცა დღეს იგი პოლიციამ დააკავა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • აუცილებელია თანხმლები დაავადების მქონე ბავშვების ვაქცინაცია – კულუმბეგოვი

    “აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ არ გაზრდილა მძიმე შემთხვევებისა და ლეტალობის მაჩვენებელი. ამიტომ, ალბათ ჩვენთანაც ეს ტრენდი იქნება. რაც უფრო მეტი ბავშვი გახდება ავად, ლოგიკურად, ჰოსპიტალიზაცია მოიმატებს, მაგრამ, მაინც დავამშვიდოთ მშობლები, რომ მძიმე მიმდინარეობა და სიკვდილობის მაჩვენებელი არ იზრდება. განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ასაკობრივი შესაბამისობა და რომელიმე თანმხლები დაავადება, მათი ვაქცინაცია არის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი”

    აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი TV პირველის ეთერში.

  • თბილისის 50-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თბილისის 50-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    თელასის განცხადებით, ხვალ, 17 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს, სხვადასხვა მიზეზით, შეუწყდება:

    საბურთალო

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • სოფელი ლისის (ნაწილობრივ);
    • ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის;
    • ვაჟა-ფშაველას V კვარტლის;
    • ნუცუბიძის ქუჩას;
    • მინდელის ქუჩას;
    • ბედიას ქუჩას;
    • პოლიტკოვსკაიას ქუჩას;
    • ძოწის ქუჩას;
    • ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • სოფელი დიღომს (ნაწილობრივ);
    • დიღმის სასწავლო მეურნეობის;
    • დიდი დიღმის I, III მიკრორაიონებს (ნაწილობრივ);
    • ფარნავაზის გამზირს;
    • აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობრივ);
    • დიღმის მასივის I კვარტალს (ნაწილობრივ),;
    • ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის;
    • ტარიელის ქუჩას;
    • გიორგი ბრწყინვალის ქუჩას;
    • მეფე მირიანის ქუჩას;
    • პეტრე იბერის ქუჩას;
    • პეტრიწის ქუჩას;
    • დემეტრე თავდადებულის ქუჩას;
    • ვეფხისტყაოსნის ქუჩას;
    • თინათინის, ქუჩას;
    • ფატმანის ქუჩას;
    • ასმათის ქუჩას;
    • ავთანდილის ქუჩას;
    • დავარის ქუჩას;
    • ოთხი ათასი მესხის ქუჩას;
    • სიხარულიძის ქუჩას;
    • გრიგოლ ფერაძის ქუჩას;
    • პიმენ ყურაშვილის ქუჩას;
    • გურამ ნიჟარაძის ქუჩას.

    კრწანისი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • დაბა ოქროყანას (ნაწილობრივ);
    • გორგასლის ქუჩას;
    • კრწანისის ქუჩას;
    • ბეჟან კალანდაძის ქუჩას;
    • გრიგოლ ვოლსკის ქუჩას;
    • ორთაჭალის ქუჩას;
    • ჯაფარიძის ქუჩას.

    გლდანი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • თიანეთის გზატკეცილს;
    • გლდანის ხევის დასახლებას;
    • ლიბანის ქუჩას;
    • ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩას;
    • გაგრის ქუჩას;
    • ილია ვეკუას ქუჩას;
    • კაჭარავას ქუჩას;
    • ქერჩის ქუჩას;
    • ჯანჯღავას ქუჩას;
    • კობერიძის ქუჩას;
    • გმირ კურსანტთა ქუჩას;
    • მეგობრობის ქუჩას;
    • გლდანულას ქუჩას.

    ვაკე

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:

    • წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, ომიკრონის ცირკულაცია 50%-ია – გამყრელიძე

    “დღევანდელი მონაცემებით თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ია, თბილისში 65% და დანარჩენ რეგიონებში 30%-ს [აღწევს]. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, ამიტომ არ უნდა დავმშვიდდეთ, კი, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა”

    ამბობს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას.

  • 17 იანვარს სასწავლო პროცესის განსაახლებლად ყველა სკოლა მზადყოფნაშია – სამინისტრო

    განათლების სამინისტროს განცხადებით, 17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. მათი ცნობით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.

    სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებს კვლავ შეუძლიათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

    “მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.

    დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას.

    ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

    მათივე განცხადებით, მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს ტელესკოლა.

    უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად მოხდება.

  • რა სიმპტომები შეიძლება დარჩეთ ბავშვებს კოვიდის გადატანის შემდეგ – ჩხაიძის განმარტება

    იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უნდა დაიწყოს ბავშვთა ვაქცინაციაა.

    მისი თქმით, ბავშვებმა კორონავირუსი, შესაძლოა, უსიმპტომოდ გადაიტანონ, თუმცა მათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეთ “შემაწუხებელი” სიმპტომები.

    “როდესაც ვსაუბრობთ, რატომ უნდა იყოს ბავშვი ვაქცინირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვირუსით, ერთ-ერთი არგუმენტია, რომ შეიძლება ბავშვის დაავადება მიმდინარეობდეს მსუქუბად, ან უსიმპტომოდ, მაგრამ გადატანის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დარჩეს საკმაოდ შემაწუხებელი და ცხოვრების ხარისხის გამაუარესებელი სიმპტომტიკა, ისეთი როგორი არის – ხველა, ტემპერატურა, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ძილის პრობლემები, დეპრესია, მახსოვრობის პრობლემები, თმის ცვენა. 100-მდე სიმპტომია აღწერილი ბავშვებში, რომელიც შეიძლება კორონავირუსის გადატანიდან 6-8 თვის შემდეგაც კი გაგრძელდეს”,– ამბობს ჩხაიძე TV პირველთან ინტერვიუში.

    მისივე თქმით, არცერთ სხვა ტიპის ვირუსს იგივე არ ახასიათებს, თუმცა კორონავირუსმა შემოიტანა ტერმინი “ხანგრძლივი კოვიდი” ბავშვებშიც და მოზრდილებშიც.

    ჩხაიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პრობლემები გამო, საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვებში მაინც უნდა დაიწყოს ვაქცინაცია.

  • დადასტურდა კორონავირუსის 5504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 ადამიანი

    საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 24 ადამიანი, ხოლო 3 304 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 5 053 პირი.

  • ინტენსიური თოვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – ჩამონათვალი

    საავტომობიო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გარდა ამისა, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

  • სასწავლო პროცესი საფრთხილოა, თუმცა სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან – გაბუნია

    “სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან საფრთხილო პროცესი ამგვარ სიტუაციაში, თუმცა პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი ზოგადი რეკომენდაციაა, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და უნდა იყოს მაქსიმალური ძალისხმევა იმაზე, რომ საკლასო გარემოში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა. დიდი ძალისხმევა გაწია განათლების სამინისტრომ. სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად არიან ადაპტირებულნი უკვე და აქვთ შექმნილი მექანიზმები, რომ სწრაფად მოახდნონ რეაგირება შემთხვევაზე, გადავიდნენ ჰიბრიდულ რეჟიმზე, ანუ დაიცვან თავიანთი თავი ამ რისკებისგან.

    მასწავლებლების ვაქცინაციაც საკმაოდ აქტიური იყო ბოლო პერიოდში. მითუმეტეს, რომ 50 ზემოთ პირების წახალისება ჯერაც მოქმედია და გვეხმარება იმაში, რომ გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი. სკოლები დღეს კარგად არიან მზად პანდემიის მართვისთვის თავიანთ მიკრო გარემოში, ამდენად მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ამ გარემოში სწავლა”

    ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში.