Category: სლაიდერი

  • “დევნილებისთვის!” – ხვალ ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

    “დევნილებისთვის!” – ხვალ, 17 იანვარს, 19:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართება.

    აქციის ორგანიზატორები არიან სამოქალაქო აქტივისტები და პარტია ლელოს წევრები.

    ,,წლებია სანატორიუმ ,,ქართლში” მცხოვრები დევნილები ითხოვენ ავარიული კორპუსიდან განსხალებას და ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფას, რასაც მრავალი დაპირება და გადაგდება მოჰყვა. დღეს, 16 იანვარს 52 წლის დევნილმა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რა დროსაც კორპუსთან შეკრებილ დევნილებს მხოლოდ ერთი ფრაზა უთხრა: ,,იქნებ ჩემი სიკვდილის შემდეგ მოგაქციონ ყურადღება, ეს თქვენთვის!”.

    შეუძლებელია მსგავსი დანაშაულებრივი ტრაგედიების შემდეგ მშვიდად გრძელდებოდეს ჩვენი ცხოვრება.

    გელოდებით, ყველა მოქალაქეს, ყოველგვარი განსხვავებების, ატრიბუტიკის და იარლიყების გარეშე, როგორც რიგით მოქალაქეებს.

    იმისთვის, რომ ეს ტრაგედია არ დარჩეს რიგით ტრაგედიად, ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა სიჩუმეზე და უსამართლობაზე, რაც ჩვენ გარშემო ხდება. აქციაზე არ იქნება ტრიბუნა და სიტყვით მიმართვა.

    გელოდებით ჯანდაცვის სამინისტროსთან (დიდუბის მეტრო), 17 იანვარს, 19:00 საათზე”,– წერია აქციის აღწერაში.

    ცნობისთვის, დღეს სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.

  • გავმართოთ შეხვედრა და მოვაგვაროთ დევნილების საკითხი – ხოშტარია ჯანდაცვის მინისტრს

    “მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს (ცხადია დევნილებთან შეთანხმებით).

    გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ.

    თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

    თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია, იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად!”

    მიმართავს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის სამინისტროს. ცნობისთვის, დღეს სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.

  • ხაზარაძე TV იმედთან მივიდა და ეთერის დათმობას ითხოვს

    პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია იმედის შენობასთან მივიდა და ეთერის დათმობას ითხოვს. მისი თქმით, მზადაა, მის მიმართ ფულის გათეთრების საქმეზე ყველა კრიტიკულ კითხვას უპასუხოს.

    ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემია ანონსში ვნახე ნათქვამია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ ემალებიან, რაც სიმართლე არ არის.

    “რა საჭიროა ასეთი ურცხვი ტყუილი? აქ ვარ, გელოდებით, თუ ინტერვიუს არ ჩამომართმევთ და ისე გაუშვებთ სიუჟეტს, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ დეზინფორმაციას ავრცელებთ, ტენდენციურები და მიკერძოებულები ხართ!”,- აცხადებს ხაზარაძე.

  • დევნილის თვითმკვლელობის შემდეგ სანატორიუმში მცხოვრებლები ბინებს უპირობოდ მიიღებენ

    ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის მიერ თავი მოკვლის ფაქტს და მწუხარებას გამოთქვამს.

    უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

    სამინისტროს განცხადებით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრებლები მიმდინარე წლის განმავლობაში საცხოვრებელ ფართებს უპირობოდ მიიღებენ.

    “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.

    საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.

    იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ”,– აცხადებს უწყება.

  • სანატორიუმ “ქართლის” შენობაში მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა

    სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა.

    ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ და ცხედარი გადაასვენონ.

    სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ბოლო დღეებში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ.

  • სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა – ამირან გამყრელიძე

    „ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა.

    ჩემი რეკომენდაციაა, რომ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს [უნივერსიტეტებთან]. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“

    ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

  • რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე – ბოლო მონაცემები

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლი მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

    აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

  • კოვიდის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა საყურადღებოდ NCDC განცხადებას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწყები ცნობით, ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვენლოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება.

    “ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება

    საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებიტ 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით.

    საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით.

    უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით.

    მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო”,– აცხადებს NCDC.

  • მეუფე სტეფანე რეაბილიტაციის კურსს თბილისის ერთ-ერთ მონასტერში გადის – საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ სიცრუეა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი საზღვარ გარეთ გადაიყვანეს.

    საპატრიარქოს განმარტებით, მეუფე სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს.

    “მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება.

    აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება”,– აცხადებს საპატარიარქო.

  • კაცმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა – ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის დეტალები

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 37 წლის კაცმა 38 წლის ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, შემდეგ კი გაზქურა მოშვებული დატოვა.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.

    დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.