Category: სლაიდერი

  • თანდათანობით ყველა ეგუება აზრს, რომ სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა – კობახიძე

    “ზოგადად, მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია ყველა მსგავსი ინიციატივა, ზოგი საუბრობს უკრაინაში გაშვებაზე, სხვა ქვეყანაში გაშვებაზე, შინაპატიმრობა და ა.შ. მთლიანობაში, მე მგონია, რომ აბსოლუტურად არარეალურია საუბარი ამ ყველაფერზე და არა მგონია, რომ ასეთი განცხადებები სხვა დონიდან [პატრიარქის მხრიდან] გაკეთდეს.

    რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მგონია, რომ თანდათანობით ყველა ეგუება უკვე იმ აზრს, რომ მას მოუწევს კუთვნილი სასჯელის მოხდა, მას აქვს შეფარდებული კონკრეტული სასჯელი და, რა თქმა უნდა, უნდა მოიხადოს. თან, ეს სასჯელი არაფერია იმასთან შედარებით, რაც მას თავის დროზე აქვს დაშავებული. სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყანაში”

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე.

  • ომიკრონს ძალიან ნუ გავუშინაურდებით, თავი დავიცვათ – პაატა იმნაძე

    ომიკრონს ძალიან ნუ გავუშინაურდებით, თავი დავიცვათ – პაატა იმნაძე

    “ომიკრონი უკვე საკმაოდ პრევალირებს ჩვენს ქვეყანაში. ომიკრონს ძალიან ნუ გავუშინაურდებით, რადგან ბევრი დარწმუნდა უკვე, რომ მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებს, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა ცოტა უფრო გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“.  ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ დროულად და სადაც საჭიროა, ყველგან პირბადე ვატაროთ”

    ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

  • კობახიძის მტკიცებით, “ფეიკნიუსია”, რომ ლექსო ლაშქარავა მოკლეს

    “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, “ფეიკნიუსია”, რომ ლექსო ლაშქარავა 5 ივლისის ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

    “ეს კლასიკური ფეიკნიუსის შემთხვევაა. სამწუხარო ის არის, რომ ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც გვხდება ხოლმე ასეთი ტიპის ფეიკნიუსები და წყარო ვინ არის ახლა, თავადაც კარგად მოგეხსენებათ”,– ამბობს კობახიძე რუსთავი 2-ის ეთერში UNISCO-ს ანგარიშზე, რომელმაც ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

    მისივე განცხადებით, 5 ივლისის მსგავსი ძალადობა ჟურნალისტებზე 30 წლის განმავლობაში არ მომხდარა

    “ძალიან მტკივნეული დღეა [5 ივლისი], ბუნებრივია ჩვენთვის, მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა ადგილი უპრეცედენტო ძალადობას, რაც არ მომხდარა 30 წლის განმავლობაში. ხელისუფლების მხრიდან ეს მომხდარა, 7 ნოემბერი და მსგავსი ფაქტები, მაგრამ ის, რომ ხალხის მასას გამოევლინა ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ასეთი რამ არ მომხდარა”,– ამბობს კობახიძე.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ “ობიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფრის თავიდან ვერაცილებას”.

    “არავინ ელოდა იმ დროს და იმ ადგილას ძალადობას. აქედან გამომდინარე, ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმას, რომ თავიდან ვერ იქნა აცილებული ეს ძალადობა”,– თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

  • უზრუნველყავით სააკაშვილისთვის რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა – დენისოვა ბრეგაძეს

    უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ეხმიანება ნინო ლომჯარიას კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ის საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა.

    “უკრაინის მოქალაქეს, რადას ნაციონალური რეფორმების კომიტეტის ხელძღვანელს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება. ეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმისგან მივიღეთ.

    მას პოსტტრამვული სტრესი და დეპრესია აქვს, რომლის მკურნალობას ციხეში შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. ექიმთა კონსილიუმმა დაადასტურა, რომ მკურნალობის მეთოდში ცვლილებები არ არის, რასაც სახალხო დამცველი დაჟინებით მოითხოვდა.

    მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გარეშე, ამიტომ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა”,– წერს ლუდმილა დენისოვა Facebook-ზე.

    ის უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს.

  • სამადაშვილი 5 წელია არ გვესალმება, ამას ნიჭი და მოხერხება უნდა – კობახიძე

    “ეს არის ადამიანი, რომელიც 5 წელია ახერხებს, არ მიესალმოს არცერთ თავის კოლეგას პარლამენტიდან. ოპოზიციაში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენიანებს ვგულისხმობ. ამას მართლა ნიჭი და მოხერხება უნდა. იმედია, დავიმსახურებთ მეექვსე წლის განმავლობაში”

    ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილზე.

  • მეტი სიყვარული და მეტი სითბო, ამაზე ალბათ ყველა ოცნებობს, ცოტა გვაკლია – კობახიძე

    “მე მახსოვს 80-იანი წლების თბილისი, საქართველო, სხვანაირი გარემო იყო, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, მეტი სითბო იყო და რაღაცა. ამას რომ დავუმატოთ დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, ეს იქნებოდა ოცნების თბილისი და ოცნების საქართველო. მეტი სიყვარული და მეტი სითბო, ამაზე ალბათ, ყველა ოცნებობს, რაც ცოტა გვაკლია”

    ასე პასუხობს ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ედ ჰოკის” კითხვას, რა არის მისი ქართული ოცნება.

  • “სააკაშვილის ფსიქიკა, მელიას ინტელექტი” – რა თვისებები უნდა ჰქონდეს ოპოზიციონერს კობახიძის აზრით

    “სააკაშვილის ფსიქიკა – გაწონასწორებული უნდა იყოს პოლიტიკოსი, მელიას ინტლექტი, გუბაზის პრინციპულობა და სალომე სამადაშვილის კაი გამარჯობა. ეს არის ადამიანი, რომელიც 5 წელია ახერხებს, არ მიესალმოს არცერთ თავის კოლეგას პარლამენტიდან, ჩვენიანებს, ამას მართლა ნიჭი და მოხერხება უნდა. იმედია, დავიმსახურებთ მეექვსე წლის განმავლობაში”

    ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ედ ჰოკი”-ს კითხვას, როგორ ააწყობდა საუკეთესო ოპოზიციონერს ოპოზიციის წევრების საუკეთესო თვისებებით.

  • უკრაინასა და საქართველოს საუკეთესო მომავალის არჩევის უფლება აქვთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

    აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წყლებზეც.

    დეპარტამენტის ცნობით, აშშ-უკრაინის ურთიერთობა უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

    „უკრაინის ტრაექტორია მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ ნათელია და უკრაინელ ხალხს შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები თქვენ გვერდით იდგა“,– აღნიშნავს ბლინკენი.

    სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 30 წლის წინ, უკრაინის უზენაესმა რადამ არჩევანი გააკეთა, რომ დაეწყო ახალი კურსი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოსი, რომელიც ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე.

    “უკრაინამ მოიპოვა თავისუფლება საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული დიქტატურისგან უკრაინელების თავისუფლების სიყვარულის გამო. თავისუფლების ეს სიყვარული ღრმაა უკრაინის ისტორიაში, ვოლოდიმირ დიდის დროიდან მოყოლებული.

    შეერთებულ შტატებსა და უკრაინას საერთო სურვილი აქვთ, ყველა უკრაინელს ნათელი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში”,– აღნიშნულია განცხადებაში.

    სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს უფლება აქვთ, აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის – შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის, NATO-ს წევრები გახდნენ.

  • რუსთაველზე უნდა იყოს მონიტორი, კარვები და ხალხი – ჩარკვიანი

    “ოპოზიცია იქნება ყოველთვის სუსტი თუ აღმოაჩენენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი. მე რომ მეგრძნო, რომ ის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია, მაშინ აქ არ ვიქნებოდი და მას არ დავიცავდი, რადგან არ ვარ იმ პარტიის წევრი და არ ვაპირებ წევრობას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. შეცდომები როგორ არ იყო, ყველას მოუვა შეცდომა, სანამ რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის, მაგრამ როგორი რეფორმები იყო, განა ამის დავიწყება შეიძლება?! განა 300 მილიონიდან რომ 6 მილიარდი გახდა ბიუჯეტი, არ გვიკვირს, თურმე რა გააკეთა ამ კაცმა, რა შეძლებია ბოკერიას და ტიპების ხელში?! ამიტომ ამათ ვერშემდგარ ამბიციებს და კომპლექსებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ.

    მე ბოლომდე დავუდექი გვერდით მამუკა ხაზარაძეს, ბატონ წერეთელს, რაზეა საუბარია, მაგრამ ბრძოლის დროს, ციც! ამბიციები უკან! დღეს ერთადერთი საბრძოლველია, საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაგვიხდეს ამ პოლიტიკურ თამაშ-თამაშში… კეთილი ინებოს ყველამ, იმ ადამიანებმა, რომელთაც მე ბოლომდე ვუდგავარ.

    ძალიან მიხარია, რომ ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ წულუკიანთან და რატი ბრეგაძესთნ ბრძოლაში ჩემს გვერდით, გამიხარდებოდა ის 35 მანდატიც ყოფილიყო ჩემს გვერდით და წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა პარლამენტში […]

    მონიტორის გარდა ხალხი უნდა იყოს რუსთაველზე, კარვები და ის ავადსახსენებელი ატრიბუტიკა, რაზეც თაკო ჩარკვიანი მუდმივად საუბრობს. ვაიმე? რა თქვა, კარვებიო, კაცობრიობას სხვა საბრძოლველი ზამთარში კარვის გარდა არ გამოუგონია, აბა, გამათბობელს არ გაძლევს მერია, რომ გათბე, ის გეუბნება, რომ გაიყინეო, ამიტომ შეშას წვავენ”

    თქვა პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში.

  • ენმ-სა და რუსეთის ინტერესია რეგიონსა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია – ვოლსკი

    ენმ-სა და რუსეთის ინტერესია რეგიონსა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია – ვოლსკი

    “მე მგონია, რომ ის სათათბირო, რომელიც ახლა ჩამოაყალიბეს, სწორედ რევოლუციური იდეების რეალიზაციისკენ მოწოდებული ხალხით დააკომპლექტა. ეს ავადმყოფური ამოჩემება, რომ  დესტაბილიზაცია, სისხლისზღვრა უნდა მოხდე, რომელზეც არაერთხელ უსაუბრია, ფარულ ჩანაწერებში თუ ღიად, არის ამ ადამიანებისთვის აბსოლუტურად მისაღებია. მას ჰგონია, რომ მათ შეუძლიათ ამ იდეის რეალიზაცია მოახდინონ გარკვეული ფულადი რესურსების მობილიზებით, რომლის მფლობელიც არის ადამიანი, ვინც პოლიტიკური იერარქიაში დააწინაურა. სხვები, რომლებიც განიხილავენ პარლამენტში სხვა თემებზე მუშაობას, ამ ჯგუფში აღარ მოიაზრებიან.

    ასე რომ, სააკაშვილს ჰგონია, რომ ამ პატარა ჯგუფით შეძლებს, განახორციელოს განუხორციელებელი. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ როდესაც მას ხელეწიფებოდა და ახლა ეს ხელარეწიფება, რადგან დაინახა, რომ ჩამოსულს რევოლუციური პროცესების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, და არც მათ მომხრეთა შორის არაა დიდი სურვილი და ენთუზიაზმი, რომ ქვეყანა აურდაურიონ. მთავარი პოლიტიკური დასკვნა მაინც სხვაა – საქართველოს გარშემო დღეს ორი ძალა არსებობს, ერთი გარედან, მეორე შიგნიდან, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და საოკუპაციო ძალა, ეს როგორც პოლიტიკური გუნდი, ის როგორც სახელმწიფო. ორივეს ინტერესია რეგიონსა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ეს გამოიკვეთა”

    ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი TV იმედის ეთერში.