“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
საქმე ეხება, კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე. ამასთან დაკავშირებიტ ინფორმაცია თავდაპირველად, ელისო კილაძემ გაავრცელა.
“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება.
საქმე ეხება, კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე. ამასთან დაკავშირებიტ ინფორმაცია თავდაპირველად, ელისო კილაძემ გაავრცელა.

” შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებს აწყობთ, რაც უფრო დიდი ხანი იქნება მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგში, “ოცნებას” საქმე უჩნდება”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა.
“ერთია, რას ვაკვირდებით და მეორეა, რას უნდა დავაკვირდეთ. მე ვისურვებდი, რომ ვაკვირდებოდეთ პირველ რიგში იმ პრობლემებს და აქცენტს ვაკეთებდეთ იმ გამოწვევებზე, რაც მოქალაქეებს აქვთ. როგორც წესი, დღის წესრიგი იწყება მიხეილ სააკაშვილით და ვისურვებდი, რომ ამით კი არ ვიწყებდეთ, არამედ მაგალითად, კოვიდით, რომლის ანტირეკორდი მყარდება ყოველდღიურად. მაგალითად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. მაგალითად, უსაფრთხოების უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებით, მაგალითად, იმ მდგომარეობით, რაც ჩვენ გვაქვს ინსტიტუტებთან მიმართებით. ვისურვებდი, რომ ამაზე კეთდებოდეს აქცენტები პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ მე ადრეც ვთქვი ეს და არ შემიძლია არ გავიმეორო, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ან ატყუებს მოქალაქეებს, ან დამალულები არიან ეს ადამიანები და თამამად გამოწვევებზე ვერ საუბრობენ. ეს ადამიანები ან არ გამოდიან საერთოდ, ან თუ გამოდიან ტყუილით არიან დაკავებული და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ან გამოდიან მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე ტიპის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს „ფეისბუქის“ მეშვეობით, ან სასამართლო სხდომათა დარბაზიდან და რატომღაც შთაბეჭდილება იქმნება, რომ აწყობთ ამ ადამიანებს, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ეს ადამიანი დღის წესრიგში, საქმე უჩნდება “ოცნებას”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.
“კარგი იქნება მიხეილ სააკაშვილი შინაპატიმრობაში რომ იყოს, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში ” – აცხადებს, ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი.
„მე პირველ რიგში ვითარებიდან გამოსავალს სახელმწიფოს ვთავაზობ. კარგი იქნება, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იყოს. ჩემი აზრით, მოსახერხებელი იქნება, რომ ის არ იყოს თავის სახლში თბილისში, ამიტომ ჩემი ეპარქია შევთავაზე. თუ მოეწონება სახელმწიფოს ეს ინიციატივა, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილს შეარჩევენ, მე შუამავალი ვიქნები სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის. მე მასთან მისაუბრია და ვიცი, რომ სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება. მგონია, ეს სახელმწიფოს ინტერესში უნდა შედიოდეს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. მე მზად ვარ, თუ ხელისუფლება ისურვებს ვითანამშრომლებ, ყველანაირ პირობას შევქმნი ეპარქიაში” ,- აღნიშნავს მეუფე ნიკოლოზი.

სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო – განაცხადა, “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
“ეს არის პარლამენტში და არა ქუჩაში, პარლამენტში და არა სააკაშვილის ძალისმიერი გზით გათავისუფლება. “ნაციონალური მოძრაობისგან” არავითარ საპარლამენტო მუშაობას არ ველი. ისევ იქნება მცდელობა იმისა, მოახდინონ იმ შეგონების რეალიზაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერ მოქმედებებთან დაკავშირებით გააჩნია. თუ რამე ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ეს არის არეულობა, დაპირისპირება, ხოლო სააკაშვილი არის არეულობის და დაპირისპირების სიმბოლო. ეს სურათი დღითიდღე უფრო მკაფიო ხდება.
მიხეილ სააკაშვილი აგრესიული იყო პრეზიდენტობის დროს და მას გარკვეული რესურსი ჰქონდა კიდეც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ხელში ჯოხი ეკავა. ახლა იგივე სააკაშვილს ვხედავთ, როგორც მსჯავრდებულს. რესურსი, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა რევოლუცია მოახდინოს და ის საკნიდან ფიზიკურად დაიხსნას, არ არსებობს. რა საკვირველია, საკნიდან დახსნაც უკავშირდება მის გამეფებას, როგორც მას წარმოუდგენია – საკუთარ თავს გარკვეულ ისტორიულ პიროვნებებს ადარებს და საკუთარი თავისთვის ზუსტად იგივე მომავალი ესახება. არ ვიცი, ეს ფსიქიკურ მდგომარეობას დავაბრალო თუ ადამიანის მისწრაფებას, რომ ქვეყანა პოლიტიკური მიზნებისთვის არიოს. არ ვიცი, მისი განცხადებები რომელი კუთხიდან გაავანაზილოთ, მაგრამ ფაქტია, რომ მას ქვეყნისთვის კარგი არ უნდა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, დაგეგმილი ღონისძიების გამო, მოძრაობა შეიზღუდება 19 იანვრის 23:00 საათიდან 20 იანვრის 13:00 საათამდე.
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება ვახტანგ გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით. ამასთანავე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იქნება მეტეხის ხიდის მიმართულებით.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გადაადგილება თავისუფალი იქნება გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება ღვინის აღმართის მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბის საშუალებით შეძლებენ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები – N31, N50, N71, N80, N102, N301, N344, N345 ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან სვლას კოტე აფხაზის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნისა და ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; მიკროავტობუსი – N108 გორგასალის ქუჩიდან მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებს, რის შემდეგაც, ბარათაშვილის ქუჩისა და ხიდის გავლით, მტკვრის მარცხენა სანაპიროს დაუკავშირდება და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვევით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გადაადგილდება უკვე არსებული მარშრუტით.
N140 მიკროავტობუსის მარშრუტი ცვლილებას განიცდის წმინდა ბარბარეს უბნის მიმართულებით მოძრაობისას. მიკროავტობუსი მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით განაგრძობს და შემდეგ უკვე დადგენილი სქემით გადაადგილდება.
მისი თქმით ამ მიწაზე, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
“დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ. მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის, აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მდინარე იორდანესთან გადაეცა მიწა მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი. 300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის ეს სასიხარულო მოვლენა შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად”, – თქვა ღარიბაშვილმა.
“წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, დეპრესია” – ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მესამე დასკვნა გამოაქვეყნა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრი ექიმების რეკომენდაციები ისევ შეუსრულებელია.
“ჩვენი დასკვნაა, რომ გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, რომელიც მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, რომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ეს საპატიმროს პირობებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი, სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ გვაქვს.
ფსიქოთერაპია და ფიზიკური რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მის ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც, დამატებითი კვლევის თვალსაზრისით, მიგვაჩნია, რომ მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამა უნდა იყოს ჩატარებული. ხოლო ნევროლოგიური თვალსაზრისი საჭიროა მონიტორინგი და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დაავადების პროგრესირება, შესაბამისი კვლევების ჩატარებაა სიმპტომატიკის მიხედვით”, – ამბობს კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე.
დასკვნის მიხედვით, სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ საყურადღებოა, აქვს წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ანემია და პოსტტრავმული, ნერვული აშლილობა.
“პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ის არ გაუმჯობესებულა, 12 დეკემბრის მერე. გამოხატულია პოლინეიროპათიის სიმპტომატიკა, მხედველობითი სიმპტომატიკა, წონასწორობის დარღვევა, სისუსტე, ასევე რჩება ანემია, თუმცა ეს მანამდეც იყო და პოსტტრავმული ნერვული აშლილობა და დეპრესია, რომელიც არ შეფასებულა ბოლო ვიზიტზე, თუმცა ვიხელმძღვანელეთ 12 დეკემბრის ვიზიტით და დაახლოებით იგივე მდგომარეობითაა ახლაც”, – ამბობს კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე.
საქართველოში კორონავირუსის 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 63 605 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 33 350 ტესტით, ხოლო 30 255 PCR-ით. 18 იანვარს აიცრა 9 334 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 13,72%-ია, ბოლო 14 დღის – 10,44%-ია, 7 დღის – 10,93%.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემაჯამებელ დასკვნას სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმი დღეს გაასაჯაროებს. ნევროლოგის, გიორგი გრიგოლიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ, ამ დრომდე არ შეცვლილა.
“ის რეკომენდაციები, რომელიც ჩვენს წინა დასკვნებში იყო, არ იყო გათვალისწინებული. ერთ-ერთი და ძირითადი ეს არის ფსიქო-ნევროლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც გორის საავადმყოფოში არ განხორციელდა და ვფიქრობ, რომ ახლა უკვე ეს შეუძლებელია იქ, სადაც იმყოფება. ციხის პირობებში სრულფასოვანი რეაბილიტაცია უფრო ძნელია, ვიდრე მრავალპროფილურ კლინიკაში”, – თქვა გიორგი გრიგოლიამ.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზოგიერთ მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ175–კმ200 (შროშა-არგვეთა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ15-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ცაგერი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი –ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.