Category: სლაიდერი

  • პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს – კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ პირველი თებერვლიდან თბილისში აღარ იმოძრავებს არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი.

    “ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შევიძინეთ 1000 ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე დღეიდან ეტაპობრივად მთლიანად გაეშვება ქსელში და პირველი თებერვლიდან არცერთი ყვითელი მიკროავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში. იმოძრავებს მხოლოდ მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

    ასევე, მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ტარიფის კომპონენტი. პირველი თებერვლიდან შესაძლებელია ინტეგრირებული ტარიფებით მგზავრობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ყველა ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა – მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით. მნიშვნელოვანია, რომ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ასევე პირველი თებერვლიდან შედის ძალაში, არის ულიმიტო და მგზავრს აძლევს საშუალებას, ბევრჯერ გადაადგილდეს ერთხელ გადახდის შემდეგ”,– თქვა კალაძემ.

    მისივე ცნობით, 20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე თბილისში ეტაპობრივად ამოქმედდება მიკროავტობუსების 76 სამარშრუტო ხაზი, რომელთაგან 53 ჩაანაცვლებს არსებულ მარშრუტებს, ხოლო 23 ახალი მარშრუტი სისტემას დაემატება.

    პირველ თებერვლამდე ჩანაცვლდება შემდეგი სამარშრუტო ხაზები:

    • N2-ს ჩაანაცვლებს N472;
    • N5-ს ჩაანაცვლებს N535;
    • N6-ს ჩაანაცვლებს N536
    • N11-ს ჩაანაცვლებს N431;
    • N16-ს ჩაანაცვლებს N416;
    • N28-ს ჩაანაცვლებს N428;
    • N33-ს ჩაანაცვლებს N533;
    • N34-ს ჩაანაცვლებს N534;
    • N41-ს ჩაანაცვლებს N541;
    • N42-ს ჩაანაცვლებს N442;
    • N43-ს ჩაანაცვლებს N543;
    • N48-ს ჩაანაცვლებს N475;
    • N51-ს ჩაანაცვლებს N551;
    • N52-ს ჩაანაცვლებს N452;
    • N55-ს ჩაანაცვლებს N455;
    • N60-ს ჩაანაცვლებს N460;
    • N62-ს ჩაანაცვლებს N462;
    • N68-ს ჩაანაცვლებს N528;
    • N70-ს ჩაანაცვლებს N470;
    • N71-ს ჩაანაცვლებს N471;
    • N77-ს ჩაანაცვლებს N517;
    • N78-ს ჩაანაცვლებს N518;
    • N84-ს ჩაანაცვლებს N544;
    • N87-ს ჩაანაცვლებს N527;
    • N91-ს ჩაანაცვლებს N491;
    • N95-ს ჩაანაცვლებს N495;
    • N99-ს ჩაანაცვლებს N499;
    • N103-ს ჩაანაცვლებს N520;
    • N105-ს ჩაანაცვლებს N545;
    • N108-ს ჩაანაცვლებს N538;
    • N116-ს ჩაანაცვლებს N500;
    • N119-ს ჩაანაცვლებს N519;
    • N124-ს ჩაანაცვლებს N497;
    • N128-ს ჩაანაცვლებს N531;
    • N139-ს ჩაანაცვლებს N439;
    • N145-ს ჩაანაცვლებს N532;
    • N148-ს ჩაანაცვლებს N548;
    • N150-ს ჩაანაცვლებს N550;
    • N156-ს ჩაანაცვლებს N546;
    • N165-ს ჩაანაცვლებს N537;
    • N170-ს ჩაანაცვლებს N540;
    • N176-ს ჩაანაცვლებს N547;
    • N182-ს ჩაანაცვლებს N501;
    • N185-ს ჩაანაცვლებს N506;
    • N187-ს ჩაანაცვლებს N467;
    • N189-ს ჩაანაცვლებს N489;
    • N190-ს ჩაანაცვლებს N530;
    • N191-ს ჩაანაცვლებს N521;
    • N193-ს ჩაანაცვლებს N539;
    • N194-ს ჩაანაცვლებს N456;
    • N197-ს ჩაანაცვლებს N507;
    • N199-ს ჩაანაცვლებს N523;
    • N202-ს ჩაანაცვლებს N512.
  • სამარცხვინოა, რომ ბაიდენმა უკრაინაში შესაჭრელად პუტინს მწვანე შუქი აუნთო – სენატორი

    „სამარცხვინოა, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მწვანე შუქი აუნთო უკრაინაში შესაჭრელად.

    დამშვიდების პოლიტიკა ყოველთვის დამარცხებულია”

    ასე ეხმიანება ამერიკელი სენატორი, თომ თილისი პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომელმაც უკრაინაში “მცირე შეჭრა” განასხვავა შეჭრისგან, “რაც რუსეთს შეუძლია”. აღნიშნულ კომენტართან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განმარტება გაავრცელა.

  • სააკაშვილის შემოყვანის საქმეზე ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ

    სააკაშვილის საქართველოში შემოსვლაში დახმარებაში ბრალდებული ოთხივე პირი – გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები სასამართომ 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    დაკავებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მათ გირაოს გადახდის ვადა 1 თვის ვადით განესაზღვრათ.

    აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე დაეთანხმა.

  • “შეჭრას მოჰყვება მკაცრი პასუხი” – თეთრი სახლი ბაიდენის კომენტარს განმარტავს

    “შეჭრას მოჰყვება მკაცრი პასუხი” – თეთრი სახლი ბაიდენის კომენტარს განმარტავს

    თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი განმარტავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კომენტარს უკრაინაში რუსეთის შესაძლო “მცირე შეჭრასთან” დაკავშირებით.

    პრესმდივნის თქმით, ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა რუსეთის პრეზიდენტს, რომ თუ რომელიმე რუსული სამხედრო ძალა გადაადგილდება უკრაინის საზღვარზე, ეს იქნება განახლებული შეჭრა და მას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი შეერთებული შტატებისა და მოკავშირეებისგან.

    ”პრეზიდენტმა ბაიდენმა ასევე იცის ხანგრძლივი გამოცდილებიდან, რომ რუსებს აქვთ აგრესიის ვრცელი სია, რომელიც შეიძლება არ მოიცავდეს სამხედრო მოქმედებებს, მათ შორისაა კიბერთავდასხმები და გასამხედროებული ტაქტიკა. და მან დღეს დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის ამ აქტებს გადამწყვეტი, ორმხრივი და ერთიანი პასუხი მოჰყვება”,– აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.

    ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

    “მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე უკრაინაში.

  • შეწუხებული ვარ ბაიდენის კომენტარით, მუქარას არასწორად ხედავს – პორტმანი

    “ღრმად შეწუხებული ვარ აშშ-ს პრეზიდენტის კომენტარით, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის თავდასხმა [უკრაინაზე] შესაძლოა უბრალოდ “მცირე შეჭრა” იყოს.

    ეს არის მუქარის დანახვის არასწორი გზაა.

    უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი შეჭრა უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავარი შეჭრა, რომელმაც შესაძლოა უკრაინასა და ევროპაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს”

    ასე ეხმიანება სენატორი რობ პორტმანი ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელმაც ერთმანეთისგან განასხვავა რუსეთის “მცირე შეჭრა” და სრულფასოვანი შეჭრა.

  • რუსეთი ემუქრება უკრაინას, მაგრამ მისი მიზანი მოიცავს საქართველოსაც – ლანდსბერგისი

    “რუსეთის მიზანი  რეგიონში სტრატეგიული ცვლილებაა და წარმოდგენილი მოთხოვნები ეხება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის და მოლდოვის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რომელიც არის ტრანსატლანტიკური, რომელიც არის ევროპული და ზუსტად ამის შეცვლას ცდილობს რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მუქარა კონკრეტულად უკრაინისკენ არის მიმართული, ცხადია, რომ რუსეთის მიზანი მოიცავს საქართველოსაც და მათ სურთ რომ სწორედ ამ სახელმწიფოების ხალხების მიერ მანამდე გაკეთებულმა არჩევანმა დაკარგოს ვალიდურობა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება, არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ასე მოხდეს”

    ამბობს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ფორმულას ცნობით.

  • დადასტურდა COVID-19-ის 6351 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 27 ადამიანი

    ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი, ხოლო 3043 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 2 656 პირი

  • ვვარაუდობ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება – ბაიდენი

    ჯო ბაიდენის თქმით, მისი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მაგრამ ეს არ იქნება “სრულფასოვანი შეჭრა”.

    მისი თქმით, “მცირე შეჭრა” რუსეთისთვის ნაკლებად უარყოფით შედეგს მოიტანს, ვიდრე “სრულმასშტაბიანი შეჭრა”.

    “მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

    აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებების საპასუხოდ უკრაინაში განაცხადეს, რომ ბაიდენმა უკრაინაში მცირე შეჭრას მწვანე შუქი აუნთო, რის გამოც შოკირებულები არიან.

  • უკრაინა შოკირებულია, ბაიდენმა რუსეთის “მცირე შეჭრას” მწვანე შუქი აუნთო – CNN

    უკრაინელი ოფიციალური პირი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ “შოკირებულია, რომ ბაიდენი ერთმანეთისგან განასხვავებს შეჭრასა და მცირე შეჭრას”.

    “ეს მწვანე შუქს უნთებს პუტინს, სიამოვნებით შეიჭრას უკრაინაში,” – აცხადებს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

    ბაიდენმა პრესკონფერენციაზე ივარაუდა, რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, თუმცა, მისი თქმით, “მცირე შეჭრაზე” პასუხი სრულმაშტაბიან შეჭრასთან შედარებით უფრო მსუბუქი იქნება.

    “მცირე შეჭრა” ერთია, ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ იმაზე, რა გავაკეთოთ და რა არა. მაგრამ თუ ისინი მაინც გააკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც შეუძლიათ საზღვართან თავმოყრილი სამხედროებით, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები მის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებენ. მე მაინც მჯერა, რომ პუტინს არ სურს სრულმასშტაბიანი ომი”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

    უკრაინის წარმომადგენელმა CNN-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ მსგავსი ნიუანსი არცერთი ამერიკული ადმინისტრაციისგან არ სმენია.

    აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრა პუტინს ძვირად დაუჯდება და მას ისეთ სანქციებს დაუწესებს, როგორიც აქამდე არასდროს უნახავს.

  • ბლინკენი: რუსეთს უკრაინაში აგრესიის განახლება ძვირი დაუჯდება

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრისას თქვა, რომ არსებობს დიპლომატიის გამოყენების „მკაფიო სურვილი“ რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ კონფლიქტის დეესკალაციისთვის, მაგრამ თუ რუსეთი განაახლებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ამას მისთვის “ძალიან მძიმე შედეგები” ექნება.

    „უკრაინის საზღვრებთან დღეს, დაახლოებით, 100 000 რუსი ჯარისკაცია განლაგებული და ამ თვალსაზრისით უკრაინის წინააღმდეგ საფრთხე უპრეცედენტოა“, თქვა ბლინკენმა.

    სახელმწიფო მდივნის კიევში ვიზიტის განმავლობაში “ამერიკის ხმის” აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს უფროსმა მიროსლავა ღონღაძემ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

    სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დასძინა, რომ „მხოლოდ უკრაინელების და სხვა არავის გადასაწყვეტია საკუთარი მომავალი და ამ ქვეყნის მომავალი“.

    პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბლინკენს და ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის გამო.

    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ თვეში უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დამატებითი თავდაცვითი დახმარების გაწევა დაამტკიცა.

    წყარო: ამერიკის ხმა