Category: სლაიდერი

  • სასჯელის მოხდის შემდეგ თუ ბერად შედგომას გადაწყვეტს, წავიდეს რომელ მონასტერშიც უნდა – სუბარი სააკაშვილზე

    სასჯელის მოხდის შემდეგ თუ ბერად შედგომას გადაწყვეტს, წავიდეს რომელ მონასტერშიც უნდა – სუბარი სააკაშვილზე

    “სააკაშვილს აქვს მისჯილი 6 წელი და ამ 6 წლის მოხდა მოუწევს ბუნებრივია საპატიმროში, გარდა ამისა მიმდინარეობს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ, სასამართლო განხილვებია და როგორ დამთავრდება, ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება, როცა მოიხდის სასჯელს, თუ ის ბერად შედგომას გადაწყვეტს, ბუნებრივია, შეუძლია წავიდეს, მეუფე ნიკოლოზსთან და სადაც უნდა, რომელ მონასტერშიც უნდა. მახსენდება სულხან-საბას ცნობილი იგავი მელა მოძღვრად და რამდენად გამოდგება ეს ადამიანი მოძღვრად, ვერ გეტყვით”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი სოზარ სუბარი მეუფე ნიკოლოზის ინიციატივაზე.

  • გახარია და მისი პარტია ენმ-ს ინტერესების გამტარებელია – სუბარი წალენჯიხაზე

    ქართული ოცნება ეხმიანება წალენჯიხის საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის, კორნელი სალიას თავმჯდომარედ არჩევას. სოზარ სუბარის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გამყარდა ის, რასაც თვეების განმავლობაში ამბობდნენ, რომ “გახარიას პარტია და ენმ შეთანხმებულად მოქმედებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ”.

    “ეს ორი პარტია, რეალურად, დესტრუქციული, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესების გამტარებელი სუბიექტია. ჩვენ აქამდეც ნათლად ვხედავდით, თუ როგორ უწყობდა ხელს გიორგი გახარია ჯერ პრემიემრინისტრის თანამდებობიდან გადადგომით, შემდეგ კი მისი პარტიის ქმედებებით ნაციონალურ მოძრაობასა და მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა და მათმა კოორდინირებულმა მოქმედებამ საბოლოოდ გამოააშკარავა ეს ფაქტი და გააფორმა ისინი ერთ პოლიტიკურ წარმონაქმნად.

    დღეს მინიმალური კითხვის ნიშანიც ვეღარავის ექნება, რომ გახარია და მისი პარტია სააკაშვილისა და ენმ-ს ინტერესების გამტარებელია. ეს ორი პარტია ერთად ცდილობს, დააზიანონ სახელმწიფო, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ხელოვნურად შექმნან კრიზისი და იმოქმედონ საზოგადოებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ. ახლა უკვე საბოლოოდ გაივლო ხაზი და საზოგადოებისთვისაც გაცხადდა, რომ პარტია საქართველოსთვის დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი არ არის – გახარიას პარტია ენმ-ს არა უბრალოდ მოკავშირე, არამედ მისი გაგრძელებაა”. – ამბობს სუბარი ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, დღეს წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია, ის პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ქართულმა ოცნებამ. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

  • პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაზარალებულად არ ცნო

    საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობის შესახებ.

    უწყების განმარტებით, ამის მიზეზი მოთხოვნის დაუსაბუთებლობაა.

    “2021 წლის 9 ნოემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.

    კერძოდ, N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების, მიზანმიმართული ვერბალური აგრესიის და მისი სამხედრო ჰოსპიტალიდან N12 დაწესებულებაში გადაყვანისას მაჯის საათის ჩამორთმევის ფაქტებზე.

    მიმდინარე გამოძიების და ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების თაობაზე, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა ორჯერ – 2021 წლის 9 და 30 დეკემბერს მოახდინა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების დეტალური ინფორმირება.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე საჭიროებს კომპლექსურ და სრულყოფილ გამოძიებას და ამ მიზნით, 2021 წლის 29 ნოემბერს, საქმეზე პროკურორის მიერ გაცემულ იქნა მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელთა ნაწილიც ამ დრომდე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ შესრულებული არ არის.

    საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის პერიოდში თუ რამდენად სათანადო სამედიცინო მომსახურება გაეწია მას; დანიშნულია ფსიქოლოგიური ექსპერტიზა; საქმეზე გამოთხოვილ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებზე დანიშნულია ჰაბიტოსკოპიური, ვიდეოსკოპიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები; ასევე ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხები გამოძიებას ამ ეტაპისთვის არ მიუღია და რომლის შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოებების დასადგენად.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორის წერილობითი მითითებების შესრულებამდე, მათ შორის შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მიღებამდე და გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ცალკეული გარემოებების გადამოწმების მიზნით, შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას საქმეზე მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად. ხსენებულის გათვალისწინებით, დაცვის მხარის მოთხოვნა – მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო.

    ამავდროულად, პროკურატურა გამოთქვამს მზაობას დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა”,– წერია პროკურატურის განცხადებაში.
  • საქართველო ჩავრთეთ კონსულტაციებში უკრაინასთან დაკავშირებით – დეგნანი

    “ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ იმის გარკვევას ვცდილობთ, რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს. ამიტომ, ახლა მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები. საქართველო ჩვენ ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციაში, რაც მიმდინარეობს ამ საკითხების გადასაჭრელად.

    ეს უარყოფით ზეგავლენას არამხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე, არამედ ის ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც საშუალება მისცა ევროპას, ეარსება, ევროპაში ყოფილიყო სტაბილურობა, განვითარება, კეთილდღეობა და ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლითაც ვცხოვრობთ. ესაა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბევრი სხვა ადამიანის უფლება, რაც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისევე ამერიკის შეერთებული შტატების.

    ჩვენი მიზანია კრიზისი გადაიჭრას დიპლომატიური გზებით, ამიტომ ხვალ ჟენევაში სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს ლავროვს. დღეს ბლინკენი ხვდება მოკავშირე წევრებს, რათა ეს კრიზისი გადაიჭრას დიმპლომატიური, მშვიდობიანი გზით”

    ამბობს საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი კობახიძესთან და შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

  • სააკაშვილს მონასტერში ყოფნა ყველაზე მეტად გაუჭირდება – კობახიძე

    “კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სადაც იხდის საპატიმროში სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს. თუ სადმე გაუჭირდება მას ფსიქოლოგიურად ყოფნა, ეს არის მონასტერი, დამერწმუნეთ, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, თან მოუნანიებელი, რომ ყველაზე მეტად თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა, ეს არის მონასტერი”

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მეუფე იაკობის ინიციატივაზე, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი მონასტერში, შინაპატიმრობაში მოიხადოს.

  • “შევჯერდებით” – ოცნება ფიქრობს, როგორ გამოხატოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახძე აცხადებს, რომ შეჯერდებიან, როგორ გამოხატონ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

    “ჩვენს პოზიციას ალტერნატივა არ აქვს, ეს არის უკრაინის მიმართ მხარდამჭერი პოზიცია, ასე რომ ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება გამოვხატოთ. რაც შეეხება გამოხატვის ფორმებს, ამაზე შევჯერდებით, მათ შორის, გვექნება კონსულტაციები სხვა პოლიტიკურ პარტიებთან”,– ამბობს კობახიძე.

    მისივე თქმით, მოვლენების დადებითი სცენარის განვითარება დამოკიდებულია დასავლელი პარტნიორების ძალისხმევაზე.

    “ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და იმედი გვაქვს, მოვლენები განვითარდება დადებითი სცენარით და ამაში ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა შეასრულონ საკვანძო როლი. არის ამის პერსპექტივა, დანარჩენი არის დამოკიდებული ჩვენი პარტნიორების ძალისხმევაზე. აგრესია არის რისკების შემცველი და შეიძლება მას მოყვეს უფრო ფართო გავლენა რეგიონზე, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებ, პროცესები წარიმართება სწორი მიმართულებით”,– აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

  • ახლო მომავალში უკრაინის NATO-ში გაწევრიანების ალბათობა მცირეა – ბაიდენი

    „ორი რამ, რაზეც პუტინს გარანტიები სურს, არის ის, რომ უკრაინა არასდროს გახდეს NATO-ს წევრი და მეორე, რომ NATO არ განათავსებს სტრატეგიულ იარაღს უკრაინაში. მეორე საკითხზე ჩვენ შეგვიძლია რამე გამოვიმუშაოთ იმის მიხედვით, როგორ იმოქმედებს მოსკოვი საზღვრის გასწვრივ რუსეთის ევროპულ ნაწილში. რაც შეეხება პირველ საკითხს ჩვენ გვაქვს რამდენიმე ხელშეკრულება, როგორც საერთაშორისო, ისე ევროპაში, რომელთა მიხედვით, შენ შეგიძლია აირჩიო, თუ ვისთან ერთად გსურს ყოფნა. თუმცა ალბათობა იმისა, რომ ახლო მომავალში უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, მცირეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვთ შესასრულებელი დემოკრატიისა და იქ არსებული სხვა ბევრი საკითხის კუთხით”

    თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

  • წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი გახდა

    წალენჯიხის საკრებულომ თავმჯდომარე აირჩია. ის პარტია „საქართველოსთვის” წევრი კორნელი სალია გახდა. მას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ქართულმა ოცნებამ. სხდომას 24 დეპუტატი ესწრებოდა.

    წალენჯიხის ოპოზიციონერმა მერმა, გია ხარჩილავამ კორნელი სალიას თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

    “ვუსურვებ მას და მთლიანად მუნიციპალიტეტს შედეგიან, დასამახსოვრებელ, წარმატებულ მოღვაწეობას”,– განაცხადა ხარჩილავამ.

  • რა დაზარალებული მიშა? ალბათ, საახალწლო ხუმრობაა – ზარქუა

    “მგონი საზოგადოებაც დაიღალა ამ სააკაშვილით, რა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? დაზარალებული არის 300 000- ზე მეტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელიც აწამეს, ტერორში ჰყავდათ წლების განმავლობაში და სააკაშვილი კონკრეტული დანაშაულებისთვის იხდის სასჯელს. რა დაზარალებული მიშა?- ალბათ, ხუმრობს, საახალწლო ხუმრობაა. ის ზის ციხეში დამსახურებულად, კონკრეტული დანაშაულების გამო”

    ამბობს ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე. ცნობითვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები პროკურატურისგან ექსპრეზიდენტის დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ.

  • თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, NATO-ს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერება – ბლინკენი

    შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, “ნატოს მოუწევს აღმოსავლეთ ფლანგზე გაძლიერება”.

    ის “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს იმ 3 ძირითად ნაბიჯზე, რასაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება.

    „პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი – შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი.

    სახელმწიფო მდივანი რუსეთთან დიალოგის შემდეგ იმედს იტოვებს, რომ ის დიპლომატიურ გზას გააგრძელებს.

    “მაგრამ, ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, თუ რუსეთი გადაწყვეტს განაახლოს თავისი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენ არ ვართ მხოლოდ „ჩვენ“, მარტო შეერთებული შტატები. ჩვენ ვართ ბევრი ქვეყანა ევროპაში და მის მიღმაც კი, ვინც [რუსეთის აგრესიას] ძალიან ძლიერ და მტკიცე პასუხს გასცემს“ – აღნიშნავს ბლინკენი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში.