Category: სლაიდერი

  • თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ, გადმოეცით ის უკრაინას – ლიზა იასკო რუსთავის ციხეში არ შეუშვეს

    თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ, გადმოეცით ის უკრაინას  – უკრაინას რადას დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე,  ლიზა იასკო, რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

    ”არ შემიშვეს ციხეში, ჩემს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა, როგორც ნათესავზე და რადას დეპუტატზე, ასევე მიხეილის მოთხოვნაზე, მნახოს მე, როგორც მისი სამოქალაქო მეუღლე და რადას დეპუტატი.

    ძალიან მძიმეა ის, რომ ადამიანი პატიმრობაში იმყოფება, როცა მისი ჯანმრთელობა თითქმის განადგურებულია წამებითა და არაადამიანური მოპყრობით, ეს იმის გამო ხდება, რომ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური ზიზღი არსებობს. მე კი იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ გისოსებსა და მინის კედლების მიღმა ის ვნახო. ეს ძალიან საშიშია, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ სამართალი იზეიმებს, რადგან არაკანონიერია, არ მისცე უფლება, შეხვდეს საკუთარ ნათესავებს. ასევე, უცხოელ დეპუტატებსაც არ ეძლევათ მისი ნახვის უფლება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი შეიცვლება და თავისუფლების შესაძლებლობა იქნება.

    მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. უკრაინა მზადაა, წაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი. ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და გვჭირდება. თუ ის აქ არ გჭირდებათ და მზად ხართ, გაანადგუროთ, მაშინ გადმოგვეცით ჩვენ – აცხადებს სოციალურ ქსელში განთავსებულ მიმართვაში ლიზა იასკო.

  • ვინმე გიორგაძე ეუბნება, შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე – გვარამია სააკაშვილის კადრებზე

    განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ნიკა გვარამიამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის კადრებს გაეცნო.

    “”რაც ჩვენ ვნახეთ, არის გაცილებით უფრო მძაფრი და მძიმე. ჩანს კადრებიდან, რომ ადამიანი ნამდვილად მოტყუებით არის მიყვანილი, უარს აცხადებს გადასვლაზე და მკურნალობის მიღებაზე იმ ჰოსპიტალში, სადაც მიიყვანეს, გლდანში. ითხოვს, რომ უკან მიმაბრუნეთო და არავის ჰქონდა უფლება გადაყვანის. ასევე ჩანს, რომ ატყუებენ, ანალიზების ასაღებად მოგიყვანეთ და ეს ხანმოკლეაო, რაც ტყუილი აღმოჩნდა. ასევე ატყუებენ, რომ მალე შემოვლენ თქვენი ადვოკატები და ოჯახის წევრებიო, რაც ტყუილი აღმოჩნდა, თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ იქ ვიდექით და არ შეგვიშვეს.

    თრევის ეპიზოდი არის და ძალიან მძიმეა ეს ეპიზოდი სანახავად და რაც მთავარია ჩანს, რომ ორკესტრირებულია ე.წ. შუმოკი და უმძიმესი ტექსტები გვესმის ვინმე გიორგაძისგან, რომელიც ცხვარიაშვილის მოადგილეა. ცხვარიაშვილი ბევრად უკეთესად იქცევა ვიდრე გიორგაძე, რომელიც ეუბნება, რომ შენი აშენებული როა იმიტომ დაგჩხავიან თავზე, ანუ ეუბნება, რომ რაც დაიმსახურე ის ხდებაო.” განაცხადა ნიკა გვარამიამ.

     

  • ფიასკოს შედეგია ის, რომ შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა – ირაკლი ქადაგიშვილი

    “ფიასკოს შედეგია ის, რომ შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შესვლა უნდა” – აცხადებს, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

    “კომიტეტი იმსჯელებს და დასკვნას გამოიტანს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებს. რაც შეეხება პოლიტიკური ბოიკოტის გამოცხადებას, ამას თავისი ფორმა აქვს. პოლიტიკური ბოიკოტი დეპუტატს სხვა საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებისგან არ ათავისუფლებს! 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და დამაზიანებელი პოლიტიკა აირჩია, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდნენ, ეს გზა სრული ფიასკოთი დამთავრდა. ამ ფიასკოს შედეგია ის, რომ დღეს, შალვა ნათელაშვილს პარლამენტში შემოსვლა უნდა და რა თქმა უნდა, ამ სცენის ისე დადგმას ცდილობს, რომ რაღაცნაირად, იმიჯურად თავი გადაირჩინოს. ეს არის ამ ყველაფრის შინაარსი. ჩვენ მაშინ პოლიტიკური მოთმინება გამოვიჩინეთ, რადგან ჩვენთვის მთავარი სადამსჯელო ღონისძიების გატარება არ იყო – მთავარი იყო, პარლამენტის წევრები გამხდარიყვნენ ის ადამიანები, ვისაც ხალხმა მანდატი მისცა. პარლამენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამ შემთხვევაში, ამაზე მსჯელობა უმრავლესობის ფორმატში გვექნება”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

  • საქართველოს ხელისუფლება ხმას უკრაინის კი არა, საკუთარ საკითხზეც არ იღებს – კანდელაკი

    “საქართველოს ხელისუფლება ხმას უკრაინის კი არა, საკუთარ საკითხზეც არ იღებს “- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილ დაძაბულ ვითარებას Facebook-ზე ეხმაურება.

    “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნების საკვანძო ნაწილი, უკრაინასთან ერთად, საქართველოს ნატოში არგაწევრიანებაცაა, საქართველოს ხელისუფლება ხმას უკრაინის კი არა საკუთარ საკითხზეც არ იღებს. უკრაინასთან ერთად ერთიანი დიპლომატიური ფრონტით გამოსვლაზე – რაც არის კიდეც საქართველოს სასიცოცხლო ინტერესი – საუბარიც ზედმეტია. ამ კრიზისის დროს, ამერიკის ადმინისტრაციასთან ყველაზე მაღალი დონის კონტაქტი – ზალკალიანის სატელეფონო ზარი სახელმწიფო მდივნის მოადგილე კარენ დონფრიდთან (ისიც ძალიან უცნაურად, აშშ საელჩოდან), აშკარად ამერიკული და არა ქართული მხარის ინიციატივით შედგა”. – წერს კანდელაკი

  • “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

    “ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს” – კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სადაც თეა წულუკიანის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.

    აქციაზე ხელოვანებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იმყოფებიან “ლელოსა” და “დროას” წარმომადგენლებიც, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ და საჭიროების შემთხვევაში სამართლებრივ დახმარებასაც გაუწევენ.

  • გურჯაანის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

    გურჯაანის საბავშვო ბაღებში, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ

    გურჯაანის საბავშვო ბაღებში მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვები მივლენ – გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტის მერმა, საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს ცოტა ხნის წინ გააცნო. გურჯაანის მერის, ზურა უტიაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ინფიცირებისა და მძიმე შემთხვევების რისკს შეამცირებს.

    “ვალდებული ვართ, პროცესი ვმართოთ ისე, რომ ადამიანებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნათ. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ოჯახების ბავშვებისათვის განვაახლოთ სააღმზრდელო პროცესი. თუ ბავშვს ოჯახში ერთი აუცრელი წევრი მაინც ეყოლება, მას ამ ეტაპზე სააღმზრდელო პროცესში ვერ ჩავრთავთ. რასაკვირველია, შეიძლება აცრილებიც დაინფიცირდნენ, მაგრამ მძიმე შემთხვევების, გარდაცვალების რისკები ხომ მცირდება. ბავშვებს ოჯახებში ხანდაზმულები ხომ ჰყავთ, ყველაზე მეტად მათ ვუფრთხილდებით. გვქონდა კომუნიკაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილებაც”- განაცხადა უტიაშვილმა.

  • ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა – ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია

    ერთ-ერთ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა – ამის შესახებ, ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ განაცხადა. ექთანს ორი ჭრილობა აქვს: აქედან ერთი ლოყის არეში, სადაც შვიდი ნაკერის დადება დასჭირდა, მეორე კი ყელის არეში.

    “ექთანი აკეთებდა შემოვლას. შეამჩნია, რომ პაციენტი სწუხდა. მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით”, – ამბობს ლოლუა.

    შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. კერძო კლინიკაში კოვიდ პაციენტმა მორიგე ექთანს დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის და სახის არეში. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, კაცი გადაყვანილია მე-18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში.

  • მეუფე ნიკოლოზი, შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა, რადგან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – ბოკერია

    მეუფე ნიკოლოზი, შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა, რადგან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – ბოკერია

    მეუფე ნიკოლოზი, შავრაზმული იდეების გამმართლებელი, უცებ გმირი გახდა, რადგან სააკაშვილზე კარგი რამე თქვა – ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მარაზმს უწოდებს მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის იდეაზე მსჯელობას.
    “სიტყვა მარაზმი თუ რამეს შეეფერება არის ეს, რომ სერიოზულად ვიმსჯელოთ მეუფე ნიკოლოზის ამ წინადადებაზე. იქ ვიღაცები აქებენ. მეუფე ნიკოლოზი, რომელიც შავრაზმული იდეების ცინიკურად გამმართლებელი იყო 5 ივლისიდან დაწყებული, ყველაფრით გაგრძელებული, ახლა, რახან სააკაშვილზე კაი რამე თქვა, უცებ გმირია.

    სერიოზულად უნდა განვიხილოთ და მერე კობახიძის კომენტირება მოვახდინოთ, მონასტერში უნდა გადაიყვანონ თუ არა პოლიტიკური პატიმარი საქართველოს პრეზიდენტი?! ეს არის გაშარჟება იმ სერიოზული პრობლემის, რასაც პოლიტიკური დევნა ჰქვია”, – განაცხადა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

  • 2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა ახლა იაფ დენზე უწევთ 18 თეთრის გადახდა – ხაბეიშვილი

    “2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა ახლა იაფ დენზე უწევთ 18 თეთრის გადახდა “- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა სემეკთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

    „2012 წელს 11-თეთრიან ელექტროენერგიაზე იძახდნენ, რომ განახევრდებოდა და 6 თეთრს გადაიხდიდით, 2022 წელია კალენდარზე და ადამიანებს უწევთ ყველაზე იაფ ელექტროენერგიაზე 18 თეთრის გადახდა, ამასობაში ყველაზე ძვირს, ანუ 18 კილოვატზე მეტს ვინც დაწვავს, 26.5 თეთრის გადახდა უწევს. ადრე ყველაზე ძვირი ელექტროენერგია იყო 15 თეთრი, 11 თეთრით უფრო მეტის გადახდა უწევთ მოქალაქეებს, ამასობაში არ დაგვავიწყდეს, მეწარმეებს კიდევ უფრო გაუძვირდათ გადასახადები და მათთვის კიდევ უფრო გაძვირდა, ვიდრე რიგითი მოქალაქეებისთვის, მაგალითად, მეპურეს, რომელიც თონეში პურს აცხობს და მოიხმარს ელექტროენერგიას, გაუძვირდა ელექტროენერგია, ის აძვირებს პურს და ეს შეეხეო შემდეგ მოქალაქეებს. ელექტროენერგიის გაძვირების გარდა მოიმატა პროდუქტებზე ფასებმა, რადგან მეწარმეს გაუძვირდა ელექტროენერგია. ბიძინა ივანიშვილმა კი შექმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები გორში, გლდანში, გამოიმუშავებს ბიტკოინებს და თვითონ თითქმის მესამედ ფასად ყიდულობს ელექტროენერგიას.

    ვინც ახლა გვისმენს, ის მოქალაქეები სამჯერ უფრო მეტს იხდის, ვიდრე რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და რიგით მეწარმესთან შედარებითაც სამჯერ უფრო იაფად ყიდულობს დენს ბიძინა ივანიშვილი, გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას, მილიონებს. როცა დენს ვყიდულობთ, ‘შუაში“ გააჩინა უჩა მამაცაშვილი, მისი დეიდაშვილის კომპანია, რომელიც დამატებით მილიონებს ეზიდება საქართველოს მოქალაქეების ჯიბიდან. სემეკისგან ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას, ანუ რამდენ მილიონს პარავს რუსი ოლიგარქი და მისი დეიდაშვილი საქართველოს მოქალაქეებს. ეს უნდა გაასაჯაროონ. მოვითხოვთ ამ კომპანიის ჩახსნას, რაც რამდენიმე თეთრით დენის ტარიფის შემცირებას უზრუნველყოფს.

    ასევე მეორე საკითხია, რომელიც უკავშირდება ლარის გაუფასურებას და ამიტომაც მოხდა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება, თუმცა, ესეც პირდაპირ დაკავშირებულია რუსი ოლიგარქის პოლიტიკასთან, ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან და ვხედავთ, ლარი გააკუპონეს. არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეხოს ის გაძვირება, რომელიც აისახება იანვრის ბოლოდან ქვითრებზე, ვითხოვთ ტარიფის იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რაც თავადვე დაადგინეს – 14 თეთრი. წერილს შეიტანს ანტიკორუფციული მოძრაობა და მოვითხოვთ სემეკისგან სხდომის დანიშვნას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმ დოკუმენტის საჯაროობა, რომლითაც უჩა მამაცაშვილი იპარავს მილიონებს. პროტესტი იქნება მანამ, სანამ კონკრეტულ შედეგზე არ გავალთ,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა. 

  • კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ”კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან ”- გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

    გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს.

    „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდება, ამას დიდი საფასური მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები.

    ეს შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობამდე და მსხვერპლამდე მიგვიყვანს, რაც საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ. კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. ისინი საბჭოთა კავშირის, ანუ ერთგვარი დიდი რუსეთის ხელახლა შექმნაზე ოცნებობენ. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როცა მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე,“- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.