Category: სლაიდერი

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული” ვარ – გიორგი ვაშაძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული” ვარ – გიორგი ვაშაძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ნდობა არ მაქვს, რამდენჯერმე „გადაგდებული” ვარ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

    „ნაციონალურ მოძრაობას“ 2018 წელს, როდესც ჩვენ გაერთიანებული ოპოზიცია ჩამოვაყალიბეთ მათთან ერთად, რომ დაეცვა წესები და პირობები სამართლიანად და შეთანხმების შესაბამისი ქმედებები ჩაედინა ყველა მის პარტნიორთან მიმართებაში, დღეს ოპოზიცია იქნებოდა გამარჯვებული და იქნებოდა ხელისუფლებაში. მე არ ვენდობი „ნაციონალურ მოძრობას“. რადგან მათი მხრიდან შეთანხმება დარღვეულია არაერთხელ და არ ვაპირებ კოალიციაში მათთან ყოფნას. შეთანხმების კუთხით, მათ მიმართ ნდობა არ მაქვს. რამდენჯერმე “გადაგდებული” ვარ და გიჟი ხომ არ ვარ, კიდევ მივიდე და კიდევ “გადამაგდონ”?! სამწუხაროდ, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ დიდ, ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  • თბილისში დაგეგმილი ვიზიტი არ განხორციელდება,პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ გამონახა დრო, მოლაპარაკებებში ჩასართავად – ევროპარლამენტარები

    როგორც ჟან მონეს დიალოგის თანაფასილიტატორები, ვწუხვართ, რომ 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი თბილისში არ გაიმართება, რადგან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს  – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრების, ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

    “ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტთან ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყების შესაძლებლობების შესწავლა, პარტიათაშორისი დიალოგის განვითარების მიზნით უკეთესი დემოკრატიული საპარლამენტო კულტურისა და ნდობის ასაშენებლად. ჟან მონეს დიალოგის პროცესი არის მედიაციის მოქნილი და დამტკიცებული ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა პოზიციებისა და ინტერესების ერთმანეთთან შეთანხმება. ვწუხვართ, რომ ამ ამბიციური პროცესის დასაწყებად აუცილებელი პოლიტიკური პირობები ამ ეტაპზე არ არის შესრულებული”, – აღნიშნულია განცხადებაში.

    ევროპარლამენტარები გამოხატავენ მზადყოფნას, საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში დაეხმარონ.

    “მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს საკვანძო პოზიცია და პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული ხანგრძლივი და მავნე პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოსაფხვრელად და ინკლუზიური და რეფორმისტული დღის წესრიგის კუთხით პროგრესის მისაღწევად. ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეების მოლოდინების გათვალისწინებით, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი და ხელმისაწვდომები დავეხმაროთ საქართველოს პარლამენტს ამ ძალისხმევაში. კარგად ჩამოყალიბებული ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაბამისად, რომელიც უკვე არსებობს, ვიწვევთ საქართველოს პარლამენტს მოამზადოს ნიადაგი ჟან მონეს დიალოგის პროცესის დაწყებისთვის უახლოეს მომავალში,”- აღნიშნულია განცხადებაში.

  • რა მიმართულებით იმოძრავებენ მიკროავტობუსები თბილისში – მარშრუტები

    21 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემას ახალი მარშრუტები დაემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

    N416 – აღნიშნული მარშრუტი წრიული იქნება. მიკროავტობუსი სადგურის მოედნიდან ნ. გოგოლის ქუჩის გავლით, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს და კვლავ სადგურის მოედანს დაუკავშირდება; N428 – მეტროსადგურ „ისნიდან“ ყვარლისა და თეოდორ უშაკოვის ქუჩების გადაკვეთამდე გადაადგილდება;

    N431 – ბიჭვინთის ქუჩიდან იონა ვაკელის ქუჩამდე (აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკამდე) იმოძრავებს და უკუმიმართულებით, ბუდაპეშტის ქუჩას, პეკინის გამზირსა და კანდელაკის ქუჩას მოიცავს;

    N432 – გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ ნუგზარ შანავას ქუჩამდე; N439 – იმოძრავებს რომან ჭელიძის ქუჩიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“; N440 – გ. გედევანის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით;

    N442 – მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ დიდ დიღომში, არჩილ მეფის ქუჩამდე, მე-4 მიკრორაიონის N6 კორპუსამდე მოემსახურება; N452 – გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროსადურ „სარაჯიშვილამდე“; N455 – მგზავრთა მომსახურებას ვაზისუბნის მეორე ა მიკრორაიონიდან (კორპუსი N23 მიმდებარედ) მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ შეძლებს;

    N456 – მეტროსადგურ „სამგორიდან“ კახეთის გზატკეცილის გავლით, „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს; N458 – აღნიშნული მიკროავტობუსის მარშრუტი მეტროსადგურ „დიდუბიდან“ სადგურის მოედნამდე განისაზღვრა;

    N460 – გადაადგილდება დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის N6-დან „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე; N461 – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ იმოძრავებს ვარდისუბნისა და რაჭისუბნის ქუჩების გადაკვეთამდე; N462 – სავაჭრო ცენტრ „თბილისის ზღვის პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-მდე“ გადაადგილდება;

    N465 – ვიქტორ დოლიძის ქუჩიდან სადგურის მოედნის მიმართულებით, „თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორიამდე იმოძრავებს; N467 – მუხიანის აგარაკებიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“; N469 – იმოძრავებს მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მუხათგვერდის ქუჩამდე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიამდე;

    N470 – მგზავრებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოემსახურება; N471 – ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან (N25 კორპუსის მიმდებარედ) გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“ (მეველის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთამდე); N472 – იმოძრავებს ვლადიმერ ლობჟანიძის ქუჩიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 კორპუსამდე;

    N474 – გადაადგილდება ელვერ კუპატაძის გასასვლელიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“; N475 – ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N86) გადაადგილდება მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“; N477 – მგზავრებს სადგურის მოედნიდან სამშვილდის ქუჩის მიმართულებით გადაიყვანს; N488 – იმოძრავებს წრიულად. მიკროავტობუსი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ გობრონიძის, ნოზაძისა და მუხიანის აგარაკებზე არსებულ ქუჩებზე გადაადგილდება და კვლავ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“ დაუკავშირდება;

    N489 – მეტროსადგურ „სამგორიდან“ გადაადგილდება სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთამდე“; N491-ის მარშრუტიც წრიული იქნება და მეველის ქუჩიდან მოსკოვის გამზირის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის ქუჩების გავლით, კვლავ მეველის ქუჩას დაუკავშირდება; N492 – გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება ნოზაძის, ბოჭორიშვილის, კეცხოველის, ფარსმან II-ის, ხევისპირის ქუჩებზე და მგზავრებს კვლავ გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთამდე მიიყავს;

    N495 – ვარკეთილის მეურნეობის ტერიტორიიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“; N497 – ვ. წულუკიძის ქუჩიდან იმოძრავებს პეკინის გამზირისა და ბახტრიონის ქუჩის კვეთამდე (ბუკიას ბაღის ტერიტორიამდე); N498 – გადაადგილდება ოდიშელის ქუჩიდან ჭილაძის ქუჩამდე; N499 – მუხიანის აგარაკების ტერიტორიიდან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ იმოძრავებს;

    N500 – გადასასვლელი ხიდიდან გადაადგილდება დავით აღმაშენებლის ხეივნისკენ, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე; N501-ის მარშრუტი წრიული იქნება. აღნიშნული მიკროავტობუსი იმოძრავებს გადასასვლელი ხიდიდან ც. დადიანის, ზაზიაშვილის, აგარის, აფხაზეთის ქუჩებზე და კვლავ გადასასვლელ ხიდს დაუკავშირდება;

    N502 – მახათას მთის ტერიტორიიდან გადაადგილდება გადასასვლელ ხიდამდე; N503 – წყნეთში, რუსთაველის ქუჩიდან (მაია წყნეთელის ძეგლის მიმდებარე ტეროტორია) ბეთანიამდე (სალბიერის ქუჩისა და სალბიერის პირველი შესახვევის მიმდებარედ) იმოძრავებს; N505 – მეტროსაგურ „დელისიდან“ გადაადგილდება ლ. ჩარკვიანის ქუჩამდე (ონკოლოგიურ ცენტრამდე); N506 – ლილოს დასახლებიდან „ლილო მოლამდე“ იმოძრავებს; N507 – გადაადგილდება ზღვის უბნის მე-4 მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე; N512 – გლდანის მე-4 მიკრორაიონიდან ილია ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს; N513 – სვანეთის ქუჩისა და სვანეთის პირველი შესახვევის კვეთიდან გადაადგილდება ლიბანის ქუჩამდე; N514 – ი. ჭავჭავაძის ქუჩისა და სვანეთის მე-2 შესახვევის კვეთიდან იმოძრავებს ლიბანის ქუჩამდე;

    N515 – სულხან საბა ორბელიანის ქუჩიდან გადაადგილდება წყაროს ქუჩამდე; N517 – ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე; N518 – დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ გადაიყვანს; N519 – სავაჭრო ცენტრი „ისთ ფოინთიდან“ გადაადგილდება ქეთევან დედოფლის გამზირის N91-მდე; N520 – იმოძრავებს წმინდა ბარბარეს უბნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“; N521 – მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ გადაადგილდება ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩის მიმართულებით და კვლავ მეტროსადგურ „ვარკეთილს“ დაუკავშირება;

    N522 – თ. მუჯირიშვილის ქუჩიდან იმოძრავებს სადგურის მოედნის მიმართულებით („თბილისი ცენტრალის“ მიმდებარე ტერიტორია); N523 – ვარკეთილი 3-ის მე-3 მიკრორაიონიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“; N526 – მოემსახურება სოფელ ზურგოვანას (მ. კოსტავას ქუჩიდან) მოსახლეობას და მათ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიიყვანს; N527 – ზაჰესის ტერიტორიიდან (ავჭალის ქ. N62) გადაადგილდება მეტროსადგურ „დიდუბემდე“; N528 – ნაკადულის ქუჩიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 1-ის“ მიმდებარე ტერიტორიამდე; N530 – სასტუმრო „ჰუალინგ თბილისის“ მიმდებარე ტერიტორიიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ გადაადგილდება; N531 – იმოძრავებს ო. ხიზანიშვილისა და კ. ლესელიძის ქუჩების კვეთიდან ზ. ფალიაშვილის ქუჩამდე (N33-ს პირდაპირ);

    N532 – ნ. დუმბაძის გამზირიდან გადაადგილდება გობრონიძის ქუჩაზე, ხიზანიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით, გურამიშვილის გამზირს დაუკავშირდება, ერისთავის ქუჩიდან წერეთლის გამზირზე გადაინაცვლებს, საიდანაც სააკაძის მოედანსა და პეკინის გამზირზე მოხვდება. შემდეგ, მიკროავტობუსი ვარაზისხევის გავლით, გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირზე და თავისუფლების მოედნიდან ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების გავლით, კვლავ წერეთლის გამზირზე მოხვდება, შემდგომ კი, სვლას დუმბაძის გამზირისკენ განაგრძობს;

    N533 – იმოძრავებს წრიულად. აღნიშნული მიკროავტობუსი გადაადგილდება გადასასვლელი ხიდიდან შ. ცინცაძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, სვლას კვლავ გადასასვლელი ხიდისკენ განაგრძობს; N534 – გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონისკენ; N535 – ბ. ჭიჭინაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორამდე“; N536 – იმოძრავებს გუდიაშვილის ქუჩიდან ლუბლიანას ქუჩისკენ, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკამდე; N537 – გადაადგილდება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიამდე;

    N538 – მგზავრებს მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტეროტორიიდან ორთაჭალის ავტოსადგურის მიმართულებით გადაიყვანს; N539 – გადაადგილდება მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონის მიმართულებით; N540 – სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ილია ჭავჭავაძის გამზირის (კუს ტბის ასახვევამდე) მიმართულებით იმოძრავებს; N541 – დიდი დიღმის მე-4 მიკრორაიონიდან გადაადგილდება ამაღლების ქუჩის მიმართულებით; N542 – იმოძრავებს დარკვეთის ქუჩიდან გადასასვლელი ხიდის მიმართულებით; N543 – მგზავრებს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ გადაიყვანს; N544 – ემირ ბურჯანაძის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმართულებით;

    N545 – იმოძრავებს ბოგდან ხმელინცკის ქუჩიდან აწყურის ქუჩის მიმართულებით; N546 – მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილდება ბ. ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; N547 – სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთიდან“ ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; N548 – მგზავრებს ზაჰესის ტერიტორიიდან (წინამძღვრიშვილისა და კეცხოველის ქუჩების კვეთიდან) მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრამდე“ მოემსახურება; N550 – ვარკეთილი 3-ის პირველი მიკრორაიონიდან გადაადგილდება კ. ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით; N551 – დავით აღმაშენებლის ხეივნიდან („თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორია) პოლიტკოვკსკაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს; N557 – გადაადგილდება კრწანისის ქუჩიდან სამგორის ქუჩის მიმართულებით; N567 – ყვარლისა და თევდორე უშაკოვის ქუჩების კვეთიდან იმოძრავებს სამგორის ქუჩის მიმართულებით; N580 – კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

  • იმედია, საქართველო ჩვენ მიმართ მეტად გაწონასწორებული იქნება – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    იმედია, საქართველო ჩვენ მიმართ მეტად გაწონასწორებული იქნება – რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

    ”იმედია, საქართველო დასკვნებს გამოიტანს და ჩვენ მიმართ მეტად გაწონასწორებული იქნება” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში რუსეთი საქართველოს მთავრობისგან, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას ელის. ამ განცხადებით რუსთის საგარეო უწყებამ, უპასუხა მედია საშუალებების შეკითხვას რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის გეგმის შესახებ.

    „ რუსული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში გადაყვანაზე დაწესებული აკრძალვა დროებითია. არაერთხელ მივუთითეთ მისი გაუქმების პირობები. ისინი კარგადაა ცნობილი ქართული მხარისთვის.

    საუბარია საქართველოში ვითარების სტაბილიზაციაზე, რუსოფობიური კამპანიის შეჩერებასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასევე არ შეიძლება უგულებელვყოთ სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა.

    ჩვენ ვრჩებით საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მომხრე, ჩვენ უნდა გადავლახოთ განსხვავებები და აღვადგინოთ და გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები, ორივე ქვეყნის ხალხის ინტერესების შესაბამისად. მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დასკვნებს გამოიტანს წარსულიდან და რუსეთისადმი უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას აწარმოებს.“ – წერია განცხადებაში.

  • უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ნებისმიერ შეჭრას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება – ბლინკენი

    “უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების ნებისმიერ შეჭრას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება”- თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინისკენ ნებისმიერი მოძრაობა აღქმული იქნება, როგორც ხელახალი შეჭრა.

    „ჩვენ ყველანი თანაბარ ძალებს ვდებთ, რომ განსხვავებები დიალოგით აღმოვფხვრათ, თუმცა, თუ ეს შეუძლებელი აღმოჩნდება და რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაავრცელოს, ჩვენ ძალისხმევას გამოვიჩენთ სწრაფი მკაცრი და ერთიანი პასუხითაც.

    „მე ლავროვს  ვუთხარი, რომ შემდგომ დღეებში ჩვენს მოკავშირეებთან კონსულტაციების შემდეგ, რუსეთს ჩვენს შეხედულებებს გავუზიარებთ უფრო დეტალურად და წერილობითად შემდეგ კვირაში, ასევე ჩვენ ამის შემდგომ ვრცელ დისკუსიაზეც შევთანხმდით“ – თქვა ენტონი ბლინკენმა.

  • საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა, რაც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს – HRC-ის ანგარიში

    საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა, რაც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს, – ამის შესახებ საუბარია გავლენიან  არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. ანგარიში ეხება საპროტესტო აქციებისა და სასამართლო პროცესების მონიტორინგს. ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, 2021 წელს ჩატარებული საპროტესტო აქციების მონიტორინგის შედეგად, მრავალი დარღვევა გამოვლინდა.

    ანგარიშში შესულ საქმეებს შორის მოხვდა: გიგი უგულავას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, გიორგი რურუას და სამოქალაქო აქტივისტების საქმეები. ასევე, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული, 2021 წელს დაკავებული აქტივისტების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეები. ანგარიშში ასევე საუბარია სპეცრაზმელების საქმეებზე.

    “ძალიან მძიმე წელი იყო საქართველოში. იზღუდებოდა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება, ასევე სასამართლო პროცესებშიც იყო დიდი პრობლემები. სამწუხაროდ, სასამართლო რეალურად არ არის დამოუკიდებელი. ბევრმა გარემოებამ ეს აჩვენა და პოლიტიკური მართლმსაჯულება სამწუხარო რეალობაა საქართველოში, რაც გავლენას ახდენს იმ გადაწყვეტილებებზე, რაც გამოტანილი უნდა იყოს სწორედ ასეთი ტიპის სენსიტიურ საქმეებზე. ხშირად არის პოლიტიკური მართლმსაჯულების ხელწერა და ხშირად არის, რომ საზოგადოებასაც სამართლიანი პროტესტი და კრიტიკა აქვს ამ გადაწყვეტილებების მიმართ”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.

    მონიტორინგის ქვეშ დაახლოებით, 30-მდე საპროტესტო აქცია მოექცა, მათ შორის არის “ნამახვან ჰესის” წინააღმდეგ გამართული აქციები, პოლიტიკური პარტიების მიერ არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ ორგანიზებული საპროტესტო აქციები, მოძრაობა “სირცხვილიას” და სხვა სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგაზინებული აქციები.

    „ყველაზე სამწუხარო მოვლენად შეიძლება შეფასდეს 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები, როდესაც ჰომოფობიურმა რადიკალურმა ჯგუფებმა იძალადეს მედიაზე და სამოქალაქო აქტივისტებზე. ანგარიშის მიხედვით, იყო უმოქმედობა და რადიკალური ჯგუფების წაქეზება, ასევე იყო პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის განცხადებები, რაც გავლენას ახდენდა ჯგუფების აქტიურ ქმედებებზე. ამავდროულად, 5 ივლისს პოლიცია პრაქტიკულად უმოქმედოდ იყო. ადგილზე არ აკავებდა მოძალადეებს და დაზარალებული ჟურნალისტების გარემოდან გარიდებით იყო დაკავებული. სამწუხაროდ, ამან მოიტანა ის სავალალო შედეგები, რაც ვნახეთ. პოლიცია შედარებით აქტიური 6 ივლისს იყო და ამ დღეს მოხდა მოძალადეების დაკავება. შემდგომში კი უკვე პრობლემურია გამოძიებები”, – აცხადებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი, ალეკო ცქიტიშვილი.

    ადამიანის უფლებათა ცენტრი მთავრობას მოუწოდებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლების არაპროპორციული შეზღუდვისგან თავი შეიკავონ. ამასთან, გამოაშკარავონ 5-6 ივლისს “წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული” ძალადობრივი ქმედების ჩამდენთა დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და პირების ვინაობა.

  • პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც გაუკეთებენ უფასოდ

    საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაციას უკვე 13-18 წლის გოგოებსაც უფასოდ  გაუკეთებენ. ინფორმაციას დაავადებათა ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსი ლიკა ჯაბიძე ავრცელებს.

    “15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით; 15-18 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

    პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვე”.

    უკვე რამდენიმე წელია, 10, 11 და 12 წლის გოგოებს უფასოდ უკეთებენ აცრას თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. მათ შემთხვევაში აცრა ორდოზიანია და მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

  • ჩადი უკრაინაში, მხარი დაუჭირე, თქვი, რომ იგივე ხდება, რაც აქ 2008-ში – ზურა ჯაფარიძე ღარიბაშვილს

    ჩადი უკრაინაში, მხარი დაუჭირე, თქვი, რომ იგივე ხდება, რაც აქ 2008-ში – ამის შესახებ, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადოს.

    ”Irakli Garibashvili გერბზე რომ გვიწერია ‘ძალა ერთობაშია’, ეგ მარტო ჯოკერში ‘პარა-პარაზე’ ვრცელდება?

    ჩადი უკრაინაში, მხარდაჭერა გამოუცხადე და თქვი რომ დღეს იქ იგივე ხდება რაც 2008-ში აქ მოხდა

    მიუხედავად ყველაფრისა ისტორიული შანსი გაქვს გამოჩნდე როგორც ღირსების და ღირებულებების მქონე ლიდერი

    და ამ ქვეყანასაც დაუბრუნო ღირსება და ადგილი პოლიტიკურ რუკაზე
    მერე, როცა ჩახვალ ვაშინგტონში ან ბრიუსელში, ნახავ როგორ ხვდებიან ღირსების მქონე ქვეყნის წარმომადგენელს

    განსხვავებას იგრძნობ დამოკიდებულებაში

    ან შენს შემდეგ ვინც იქნება, ის ნახავს

    მთელი ცხოვრება პოლიტიკოსობაზე ვოცნებობდიო და ესაა პოლიტიკა ჩირგვში გასუსული ჯდომა არაა პოლიტიკა და ჩვენთვის რომ საზიანოა ამის ახსნას არ დავიწყებ, აზრი არ აქვს”- წერს ზურა ჯაფარიძე.

  • NATO უკრაინას თავისი გავლენის ზონად განიხილავს – ლავროვი

    NATO უკრაინას თავისი გავლენის ზონად განიხილავს – ლავროვი

    “NATO უკრაინას თავისი გავლენის ზონად განიხილავს “- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეთანხმდნენ, რომ ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ამერიკული მხარე მათ წერილობით პასუხს შემდეგ გასცემს.

    “ყველაფერი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დადის იქამდე, თუ როგორ გრძნობს თავს ზელენსკი და მისი რეჟიმი. არასწორია ეს. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია გავლენის ზონებზე, მაგრამ რასაც ახლა NATO აკეთებს რუსეთთან მიმართებაში, ცალსახად აჩვენებს, რომ NATO უკრაინას თავისი გავლენის ზონად განიხილავს”, – განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ.

    სერგეი ლავროვი და ენტონი ბლინკენი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ.

  • მარნეულში, 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას მასწავლებელმა გადაარჩინა

    მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელმა 14 წლის გოგო ადრეულ ქორწინებას გადაარჩინა. ინფორმაციას, marneulifm-ი ავრცელებს.  მასწავლებელი, რომელიც ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდის დანიშვნის შესახებ გაიგო ინფორმაცია, დაუყონებლივ მიმართა სახალხო დამცველს. ამბობს, რომ ამბავი, მთელმა სოფელმა იცოდა, თუმცა გაცხადება არავის მოსვლია აზრად. 

    “ბავშვი არის მეცხრე კლასში. მასზე ბევრად უფროსზე აპირებდნენ დაქორწინებას. იცი როგორ გააკეთებდნენ ამ ამბავს? დაამთავრებდა მეცხრე კლასს და მერე აღარ დაბრუნდებოდა , 9 კლასის ატესტატს აიღებდა. სკოლას უკვე იმის იქით აღარ აქვს უფლება მოიძიოს სად წავიდა, რა გააკეთა. სკოლაში აღარ ირიცხება ეს მოსწავლე და ამ ვალდებულება გვეხსნება. დანიშნეს წინასწარ და წინ წაიგდეს საქმე ასე ვთქვათ. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ის შესაძლებლობა, რომ რაღაცით მაინც დავეხმაროთ იმიტომ, რომ 14 წლის ბავშვისთვის, ნიშნობის დღეს მთავრდება მისი ცხოვრება. საუბარი მაქვს მის განვითარებაზე, განათლებაზე. მთელმა სოფელმა იცის ეს ამბავი რომ იმ სახლში არის ნიშნობა, აქ ქორწილს ეძახიან. მე ძალიან ვაფასებ მარნეულში მოქმედ ყველა ორგანიზაციას, ვინც უფლებრივი კუთხით მუშაობს. მასწავლებელს შეუძლია ერთი ინფორმაცია მიაწოდოს მათ და მცირედი წვლილი შეიტანოს, დანარჩენს ორგანიზაცია აკეთებს.

    “ბევრი რომ მოიქცეს ასე, დარწმუნებული ვარ, ხშირი ფაქტები აღარ იქნება და რამე შეიცვლება. ნიშნობა შედგა, მაგრამ ბავშვი მშობლების სახლიდან არ წაუყვანიათ. მათ უკვე შეეშალათ ხელი, ქორწინება აღარ მოხდება, ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს. რა ვიცი, პოლიციის და კანონის წინააღმდეგ თუ წავიდნენ… 90%-ით ვვარაუდობ, რომ ეს ქორწინება სრულწლოვნობამდე არ იქნება. რაც შეეხება გოგოს ემოციებს, ის ვერც ხვდება რა ხდება. იმდენად პატარაა, იმდენად გაუთვითცნობიერებელია ამ ყველაფერში, რომ ვერ ხვდება. რომ ველაპარაკები ეღიმება, მორცხვობს. სკოლა მართლა მარტო ის ხომ არ არის, მოხვიდე ბავშვებს ანბანი ასწავლო და ხელფასი აიღო? ჩემთვის გაცილებით მეტია და ვფიქრობ, კარგად მოვიქეცი”  – ამბობს პედაგოგი.