Category: სლაიდერი

  • ირაკლი ღარიბაშვილმა ცოლს საახალწლოდ ტყე აჩუქა

    საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში ტყე აჩუქა. აღნიშნულ ინფორმაცია, TV პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის“ გუნდი ავრცელებს.

    TV პირველის ინფორმაციით, ბაკურიანში, კოხტას თავზე არსებული ტყე, ნუნუკა თამაზაშვილს ნახევარი საუკუნით გადაეცა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ბაკურიანის ვილასთან მდებარეობს.

    ნუნუ თამაზაშვილმა ბაკურიანის ტყის  გადასაფორმებლად საჯარო რეესტრს 2021 წლის 28 დეკემბერს 16:45 წუთზე მიმართა, გადაიხადა შესაბამისი 55 ლარიც. კანონით დადგენილი პროცედურის თანახმად, ქონება მის სახელზე ზუსტად 31 დეკემბერს უნდა ასახულიყო, თუმცა რჩება განცდა, რომ ეს საახალწლო საჩუქარი იყო და, იუსტიციის მინისტრმა პრემიერის ცოლს არ ალოდინა. ოთხ დღეში გასაფორმებელი მიწა, ორ საათში 28 დეკმბერსვე, 18:37 საათზე ნახევარი საუკუნით გადაუფორმა.

  • სოციალურად დაუცველი ქალი მღვდელმა ენმ-ს მხარდაჭერის გამო არ აზიარა

    სოციალურად დაუცველი ქალი მღვდელმა ენმ-ს მხარდაჭერის გამო არ აზიარა – ამის შესახებ ინფორმაციას, TV პირველი ავრცელებს. ხელვაჩაურში, წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში მამა ლუკამ საშობაო ლიტურგიაზე სოციალურად დაუცველ ქალს საშობაო ზიარებაზე უარი უთხრა მიზეზად კი “სააკაშვილის სექსტის მიმდებრობა დაუსახელა.

    რუსუდან თავართქილაძე ტელეკომპანია პირველთან ყვება, მღვდელმა ტაძარში თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს არ აზიარებდა.

    “გულში მივლიდა ნეტავ, რა დავაშავე, რა გავაკეთე ცუდი.. სანამ პასუხს გამცემდა, რამ არ გამიარა გულში. შენ სექტის მომხრე ხარო, ვერ გავერკვიე, სექტა რაღაც ცუდი რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ პირადად სექტა რა იყო, ვერ მოვიაზრე. ეგ რა არის, მამაო-მეთქი, ვკითხე და სააკაშვილის მომხრე ხარო”. – ამბობს რუსუდან თავართქილაძე.

    ხელვაჩაურში მამაოს პოლიტიკურ ქადაგებებს ახლა მხოლოდ “ქართული ოცნების” აქტივისტები ესწრებიან. ტაძარში მრევლი განახევრდა. მამაომ დასახლება ორად გაყო, ნაწილს ეკლესიაში სიარული აუკრძალა.  მამა ლუკამ  რუსუდანის მსგავსად უზიარებლობით დასაჯა მისი მეუღლე ირაკლი დიასამნიძეც.

    “ის მეუფეები, რომლებიც მას მხარს უჭერენ, ალბათ რაღაც ფინანსურ ვალში არიანო. სხვა მოძღვარის ძიებაში ვართ ამ კონკრეტული ტაძრის მიმართ. მას შეუძლია, წავიდეს, მოვიდეს ახალი სულიერად განათლებული, რა ასაკის იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი სოფლის ეკლესიას პოლიტიკურ ტრიბუნას არ დაამსგავსებს”. – ამბობს რუსუდან თავართქილაძის ქმარი, ირაკლი დიასამიძე TV პირველთან.

     

  • სუსი–ს უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობიდან უშვებენ – ფორმულა

    შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს,  მის ადგილს კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკავებს.

    წყაროს ცნობით, მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს შესთავაზეს, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

    რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობას, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოსტს ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გუგუნაური დაიკავებს. წყაროს თქმით, გუგუნაური, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი კახეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ის უწყებაში სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

  • გერმანიამ უნდა შეწყვიტოს პუტინის წახალისება – დმიტრო კულება

    “გერმანიამ უნდა შეწყვიტოს პუტინის წახალისება”- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ერთიანობის დარღვევა და საკუთარი განცხადებებით არ წაახალისოს პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე.  ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს.

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა მადლიერია გერმანიის 2014 წელს გაწეული მხარდაჭერისთვის თუმცა ასევე მათი განცხადებები იმედგამაცრუელებელია.

    „გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი განცხადებებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის წახალისება“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

    ცნობისთვის, გერმანია ესტონეთს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის უფლებას არ აძლევს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს.

  • არ არის აუცილებელი ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი – ვოლსკი უკრაინაზე

    არ არის აუცილებელი ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი – ვოლსკი უკრაინაზე

    ”არ არის აუცილებელი ამ მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი მახასიათებელი ნიშანი, თუ რას აკეთებს საქართველო იმ ომში, რომელშიც მონაწილეობს და არანაკლები უკრაინისა საფრთხეები ემუქრება, მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან წამოყივლებები, რომლებმაც საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციას დაუთმო და წინაპირობა შექმნა ოკუპაციის.”

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ.

  • უკრაინაში აშშ–ის საელჩომ ქვეყნიდან თანამშრომლების გასაყვანად სახ.დეპს მიმართა – CNN

    აშშ–ის საელჩო კიევში აშშ–ის სახ.დეპს მიმართავს ნაკლებ მნიშნველოვანი თანამშრომლები და მათი ოჯახები უკრაინიდან გაიყვანონ. აღნიშნულ ინფორმაციას, CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    აშშ–ის საელჩო კიევში გამოცემასთან ამ ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ არ ადასუტრებს და CNN–ს ამისამართებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტთთან.გამოცემის ცნობით, მათ უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა, უთხრა რომ აშშ–მა უკვე აცნობა უკრაინას, რომ ევაკუაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამავე პირის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ აშშ–ისგან მსგავსად დრამატული რეაქცია გადაჭარბებულია.

  • ევროპარლამენტარების განცხადება განსაცვიფრებელია – გია ვოლსკი ვიზიტის ჩაშლაზე

    ევროპარლამენტარების განცხადება განსაცვიფრებელია – გია ვოლსკი ვიზიტის ჩაშლაზე

    “ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს”, – ასე ეხმაურება,  პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას.

    “თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.” – განაცხადა ვოლსკიმ.

    საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.

  • პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა სია გადაუგზავნა

    პრეზიდენტმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. ცესკო-ს თავმჯდომარედ სალომე ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარადგინა.პრეზიდენტმა პარლამენტს  ასევე წარუდგინა ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი.

    წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

  • დაიპყრო ყირიმი, შეიჭრა საქართველოს ორ რეგიონში, პუტინს “ბოროტების იმპერიის” აღდგენა სურს – სენატორი უიკერი

    პუტინს “ბოროტების იმპერიის” აღდგენა სურს  – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი CNN-თან.  სენატორი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები, დროის გაყვანით მიზნით გამოიყენოს.

    “აუცილებელია, ამას შევხედოთ რუსეთის წარსული ქმედებების კონტექსტში: 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, შემდეგ შეიჭრა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მანამდე, 2008 წელს შეიჭრა საქართველოს ორ რეგიონში. რუსეთს განაგებს ადამიანი, რომელსაც სურს დაბრუნდეს “ბოროტების იმპერიაში”, რაზედაც რონალდ რეიგანი საუბრობდა”, – თქვა სენატორმა.

    სენატორი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან შეცდომა დაუშვა როდესაც, უკრაინაში აშშ-ის ჯარების ცალმხრივი შეყვანა გამორიცხა.

    “შეერთებული შტატები, ცხადია, მუდამ უნდა ისწრაფვოდეს დიპლომატიისკენ, მაგრამ ამავე დროს, სწორედ ახლაა იმის დრო, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, რაც კიევს საშუალებას მისცემს, დაიცვას საკუთარი თავი”, – თქვა სენატორმა.

  • ჟან მონეს დიალოგს, ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში – სამადაშვილი

    ”ჟან მონეს დიალოგს, ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში”- აცხადებს, პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. ის ასევე აღნიშნავს რომ  ჟან მონეს დიალოგზე უარი, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟია.

    “ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც რეალურად მოიაზრებიან პოტენციურ წევრებად, პირველ რიგში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში.

    ამ დიალოგის დაწყების გამიზნული საბოტაჟი, რაც ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია.

    არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება”, – წერს სალომე სმადაშვილი.

    საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად.