Category: სლაიდერი

  • ბათუმში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა

    ბათუმში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა

    ბათუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს,  მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,  გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

    სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება – ევროკავშირის საბჭო

    რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება – ევროკავშირის საბჭო

    რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება –  ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”.

    „საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ აგრესიულ ქმედებებსა და მუქარებს უკრაინის წინააღმდეგ და მას დეესკალაციისა და დადგენილი საერთაშორისო მექანიზმების მეშვეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით, დიალოგში კონსტრუქციულად ჩართვისკენ მოუწოდებს.

    რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ სამხედრო აგრესიას უზარმაზარი შედეგები და მძიმე ფასი ექნება,” – ნათქვამია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

  • ევროკავშირი უკრაინას 1.2 მილიარდი ევროთი დაეხმარება

    ევროკომისიის ხელმძღვანელის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინას რუსეთთან კონფლიქტით გამოწვეული ფინანსური საჭიროებებისთვის დამატებით 1.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

    “დღეს ვაცხადებ ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს, როგორც გადაუდებელი სესხების, ასევე გრანტების სახით. პირველი, კომისია სთავაზობს ახალ გადაუდებელ მაკროფინანსური დახმარების პაკეტს 1.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ეს პაკეტი დაეხმარება უკრაინას კონფლიქტისგან გამოწვეული ფინანსური საჭიროებების მოგვარებაში. იმედი გვაქვს, რომ საბჭო და ევროპარლამენტი მიიღებენ ამ საგანგებო პაკეტს რაც შეიძლება მალე”,- თქვა ფონ დერ ლაიენმა.

    მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ უკრაინა თავისუფალი და სუვერენული ქვეყანაა და ევროკავშირი გააგრძელებს მის გვერდით დგომას.

    ევროკომისიის ხელმძღვანელის განმარტებით, თუ ევროპის საბჭო აღნიშნულ პაკეტს დაამტიცებს, უკრაინა ტრანშის პირველ ნახევარს, 600 მილიონ ევროს დაუყოვნებლივ მიიღებს.

  • ვიდეოს გავრცელებისთანვე, სადაც პოლიციელის შესაძლო დანაშაული ჩანს, მოკვლევა დაიწყო – შსს

    ვიდეოს გავრცელებისთანვე, სადაც პოლიციელის შესაძლო დანაშაული ჩანს, მოკვლევა დაიწყო – შსს

    “ვიდეოს გავრცელებისთანვე, სადაც პოლიციელის შესაძლო დანაშაული ჩანს, მოკვლევა დაიწყო”-შინაგან საქმეთა სამინისტრო TV პირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა სადაც ჩანს, რომ პოლიციელი ადამიანს ურტყამს და აცხადებს, რომ გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა უკვე დაიწყო.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირველ რიგში გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება, რომელიც შესაძლოა არღვევდეს ადამიანის უფლებებს.

    მედიასაშუალებებში მიმდინარე წლის 24 იანვარს გავრცელდა თბილისის  მეტროპოლიტენში გადაღებული ვიდეომასალა, სადაც პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტია ასახული.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე დაიწყო ფაქტის მოკვლევა, რომლის ფარგლებში მოპოვებული მასალები უკვე გადაუგზავნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს”, – წერია განცხადებაში.

  • ზალკალიანი უკრაინის საგარეო მინისტრს ესაუბრა და თანადგომა გამოუცხადა – სამინისტრო

    საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სატელეფონო საუბარი გამართა თავის უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან.

    უწყების ცნობით, საუბრისას დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში. მანვე აღნიშნა, რომ  საქართველოს  საქართველო და უკრაინა ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან.

    “მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, უკრაინის საზღვრებთან დღეს არსებულ ვითარებაზე. ასევე, ისაუბრეს დასავლელი პარტნიორების რუსეთთან მიმდინარე დიალოგის პარალელურად, უკრაინისა და საქართველოს მაღალი დონის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაზე.

    ამ კონტექსტში მხარეებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და მათი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის ქვეყნების სუვერენული უფლება – აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები – არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება და გადაწყვეტილებები საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.

    სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინას შორის საერთაშორისო პლატფორმებსა და ორმხრივ რეჟიმში არსებულ მჭიდრო კომუნიკაციას. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მაღალი დონის კონტაქტები მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის გაცვლის და პოზიციების გაზიარების მიზნით”,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • გამოაქვეყნეთ სადამსჯელო ოპერაციის მასალები – სააკაშვილი ინსპექტორს

    “მოვუწოდებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გამოაქვეყნოს ჩემზე, გლდანის ციხეში, ივანიშვილის დაკვეთით განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციის მათ ხელთ არსებული მასალები. ისევე როგორც, მოიპოვონ და გამოაქვეყნონ გორის ჰოსპიტალში განხორციელებული თავდასხმის ვიდეო.

    იმედი მაქვს, სახელმწიფო ინსპექტორი ასევე გამოაქვეყნებს გამოძიების შუალედურ მასალებს.

    ასევე ის, რომ ჩემს სანახავად დღემდე არ უშვებენ უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას, უკრაინის პარლამენტის წევრებს, ნათლად ასახავს იმ ყაჩაღთა ბანდის უკრაინისადმი დამოკიდებულებას,
    რომელმაც საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

  • ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 24 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.31 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0763 ლარი გახდა.

    ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4808 ლარს შეადგენს.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • პოლიციელმა ყრუ-მუნჯი ახალგაზრდა სცემა – შემზარავი კადრები

    საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ყრუ-მუნჯი მოქალაქე პოლიციის ოთახში შეიყვანა და სასტიკად სცემა. აღნიშნულ კადრებს TV პირველი სოციალურ ქსელში ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეს პოლიციელი  თავისა და სახის არეში მუშტებს გამეტებით ურტყამს.

     

  • თბილისში კორონავირუსის გავრცელების გამო 27 ბაღია დახურული

    კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში 27 საბავშვო ბაღია დაკეტილი. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, სააღმზრდელო პროცესი ასევე შეჩერებულია 67 ბაღის 112 ჯგუფში.

    მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კორონავირუსი დადასტურებული აქვს საბავშვო ბაღების 125 თანამშრომელს და 54 აღსაზრდელს.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 550 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 31 ადამიანი.

  • კახეთში ბრმა ტყვიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა

    კახეთში ბრმა ტყვიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა

    კახეთში ბრმა ტყვიით კაცმა შუა ხნის თანასოფლელი მოკლა. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

    ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ კაცს იარაღიდან გაუვარდა.

    შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.