Category: სლაიდერი

  • დადასტურდა COVID-19-ის 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

    დადასტურდა COVID-19-ის 15 762 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 42 ადამიანი

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი, ხოლო 5160 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

    დღიურად აიცრა 8 634 პირი.

  • გისოსებში დიდხანს ვერ გამაჩერებ, იფიქრე სიტუაციის გადაწყვეტაზე – სააკაშვილი ივანიშვილს

    “ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო “განაჩენებზე”.
    ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად.

    მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს.

    ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე”

    წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე.

  • მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე 2 პოლიციელი დააკავეს

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე შსს-ს 2 თანამშრომელია დაკავებული.

    “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ;

    ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას”,– აცხადებს ინსპექტორი.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებითვე, მათი გამოძიების ფარგლებში ფსიქოლოგის თანხლებით გამოიკითხა პირი, რომელსაც პოლიციელმა სცემა.

    ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ვიდეო, როგორ სცემს ისნის მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს.

  • ოცნების მმართველობა 9 წლის თავზე,  მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე – მეზვრიშვილი

    ოცნების მმართველობა 9 წლის თავზე, მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე – მეზვრიშვილი

    “ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე”- ასე ეხმაურება, პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება.

    “ამ უმძიმეს კადრებზე ორი რამ შემიძლია ვთქვა:

    1. ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ რიგითი პოლიციელია დასასჯელი, ცდება. სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მსგავსი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის დამცველი პოლიციელის იმიჯი და ზოგადად პოლიციის რეფორმა დიდი ხანია აღარაა პრიორიტეტი.

    2. ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ასეთი ძალადობისთვის მწვანე შუქი იყო. 1 მარტიდან მსგავს ძალადობას ობიექტური და დამოუკიდებელი გამომძიებელიც აღარ ეყოლება, ვინაიდან ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი უწყება ოცნებამ გააუქმა.

    ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე.” – წერს მეზვრიშვილი.

  • რეაგირება არ უშველის, სისტემა შესაცვლელია რასაც ოცნება არ იზამს – “გირჩი მეტი თავისუფლება” პოლიციელის ძალადობაზე

    ”რეაგირება არ უშველის, სისტემა შესაცვლელია რასაც ოცნება არ იზამს” – ასე ეხმაურება, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება” გავრცელებულ ვიდოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი მოქალაქეს.

    “დღეს გავრცელებულ კადრებში ვნახეთ პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ფიზიკურად ძალადობს. მას ახლავს მეორე პოლიციელიც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად.

    შეუძლებელია ამ ფაქტს გამართლება ჰქონდეს.

    პოლიციელი ელოდება როდის აივლიან ესკალატორს, რათა მალულად, ოთახში შეძლოს „მისი ალაპარაკება“, რადგან ეუბნებიან, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია.

    საინტერესოა, რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, როგორ შეიფუთებოდა ეს ქეისი დღევანდელ სასამართლოში. იმ სასამართლოში, სადაც მოწმედ ორი „სანდო“ პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად.

    წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს? ეს ბიჭი რომ მარტო ყოფილიყო, ან მის ნაცვლად თქვენ ან თქვენი შვილი ყოფილიყავით?

    რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი და ამის გამკეთებელი ოცნება არაა”. – წერია გირჩი – მეტი თავისუფლების განცხადებაში

  • ვერ ვიჯერებ, რომ ღარიბაშვილს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში უკრაინელ კოლეგასთან – იან კელი

    ”საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან” – განაცხადა, საქართველოს უკრაინის საკითხზე დუმილთან დაკავშირებით აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

    ”ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს – ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ.

    თავჩაქინდრული თბილისი – ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ – რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად?

    ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ მთავრობას არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას.”- აცხადებს იან კელი.

  • იმიტომ გაბედა, რომ იცის, პასუხს სისტემა მაინც არ მოსთხოვს – თამთა მიქელაძე

    “იმიტომ გაბედა, რომ იცის, პასუხს სისტემა მაინც არ მოსთხოვს”- ასე ეხმაურება, იურისტი თამთა მიქელაძე გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ  როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც შშმ-პირია.

    ”იმიტომ გაბედა, რომ მსხვერპლი მისთვის არაპრივილეგირებული იყო! იმიტომ გაბედა, რომ იცის პასუხს სისტემა მაინც არ მოსთხოვს და მისნაირები სისტემაში რჩებიან!

    იმიტომ გაბედა, რომ შერჩათ ლუკა სირაძე, დემურ სტურუა. შევარჩინეთ! იმიტომ გაბედა, რომ პოლიციაში არაკვალიფიციური კადრები მომრავლდა და კარგად მახსოვს ეს უფრო დიდი მასშტაბით ღარიბაშვილის დროს მოხდა!

    იმიტომ გაბედა, რომ შსს თავის პოლიციელებს დაბალ ხელფასზე, არაადამიანურ პირობებში ამუშავებს და არაადამიანებად ადვილად აქცევს! იმიტომ გაბედა, რომ შსს მისი თანამშრომლების გადამზადებაზე და გაძლიერებაზე ცოტა რესურსს ხარჯავს და არც სათანადო პოლიტიკა აქვს!

    იმიტომ გაბედა, რომ შსს არ აქვს პოლიციის შიგნით გაბატონებული იერარქიული და არაადამიანური კულტურის ცვლილების პოლიტიკა!

    იმიტომ გაბედა, რომ შშმ პირები აღიარებული და პატივცემულები ჩვენს საზოგადოებაში არ არიან და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის! თუ დავაკვირდებით ვიდეოს ჩანს, რომ ეს ამბავი ესკალატორზე დაიწყო და შემდეგ მსხვერპლი შეიყვანეს სამუშაო ოთახში, სადაც სასტიკად სცემეს. პოლიციელს ჰქონდა საკმარისი დრო მიმხვდარიყო ვინ იყო მსხვერპლი და საკუთარი ძალაუფლება ყველაზე დაუცველი პირის მიმართ განზრახ ბოროტად და არაადამიანურად გამოიყენა”

  • პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემას “ქართული ოცნების” ოფისთან აპროტესტებენ

    ამ წუთებში,  “ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან სამოქალაქო აქტივისიტები პოლიციელის მიერ მეტროში, შშმ პირის ცემას აპროტესტებენ.

    ისინი ამ წუთებში “ოცნების” ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან.

    ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, შშმ პირის ცემის კადრები  TV პირველმა გაასაჯაროვა.  კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეს პოლიციელი თავისა და სახის არეში მუშტებს გამეტებით ურტყამს.

  • ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც იძალადა შშმ პირზე – ხატია დეკანოიძე

    ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც იძალადა შშმ პირზე – ხატია დეკანოიძე

    ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე – ამის შესახებ „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    „ძალიან რთული ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. მხედველობაში მაქვს, პოლიციელის მიერ არაადამიანური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა შშმ პირის მიმართ და ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. ძალიან რთულია ისაუბრო ემოციების გარეშე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია პოლიციის ძალადობის შესახებ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, შოკისმომგვრელი არის თვითონ სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. როდესაც სისტემას ყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ თურმე გამოძიება დაწყებულია და ამ გამოძიების შედეგად დადგინდება ჭეშმარიტება.

    მინდა შევახსენო თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ღერძს, ადამიანის უფლებების დამცავ ღერს, ამ დროს ვიღებთ საპირისპიროს. ეს ღერძი თავიდან ბოლომდე არა თუ მოშლილია, არამედ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, როდესაც ყველა ადამიანმა ნახა ეს შოკისმომგვრელი კადრები. სისტემა არის ჩამოშლილი, სისტემა არ სჯის ადამიანებს, პოლიციელებს, ვინც ჩადის დანაშაულს. ალბათ, ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკე ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან სასტიკ დანაშაულს მოჰყვება ადეკვატური რაეგირება ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ყველაფერი არის მოშლილი.

    ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრფოდ, დუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი. ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

  • უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – ბორის ჯონსონი

    უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – ბორის ჯონსონი

    უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – აცხადებს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

    „ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს“, -” თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.