Category: სლაიდერი

  • ერთეული ფაქტებია, არ არის ზემოდან მითითებით – ქადაგიშვილი ნაცემ მოზარდზე

    “საქართველოში არ არის ეს სისტემური პრობლემა, იმიტომ, რომ ერთეული რეციდივები გვაქვს. მთელი 9 წლის განმავლობაში, შეიძლება, იყოს ერთეული რეციდივები, როდესაც პოლიციელმა დაარღვია კანონი და იმოქმედა ადამიანზე კანონის დარღვევით. ერთეული ფაქტებია ეს, თან არის არა ზემოდან მითითებით, არამედ, როგორც კონკრეტულ შემთხვევაში იკვეთება, ადგილზე რიგითი ინპექტორის ქმედება”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი პოლიციელის მიერ შშმ არასრულწლოვნის ცემზე.

  • არაადამიანობაა, როგორ შეიძლება ყრუ-მუნჯი ბავშვის ცემა? – მოზარდის მამა

    ისნის მეტროსადგურში გუშინ ნაცემი მოზარდის მამა TV პირველთან პირველ კომენტარს აკეთებს.  მისი თქმით, არაადამიანობაა პოლიციელების მიერ ყრუ-მუნჯი ბავშვის ცემა.

    “დამიჭირეს, ხელები გადამიტრიალეს, შემიყვანეს და მცემესო. ორნი იყვნენ, შემიყვანეს კაბინეტში და მცემეს არაფრის გამოო. რომ მცემეს, შემდეგ გამიშვესო. ასეთი რამ როგორ შეიძლება? ეს არაადამიანობაა, როგორ შეიძლება ბავშვის, ყრუ-მუნჯის ცემა? ჩემი ამხანაგები იყვნენ და 6 ვიყავითო. ამას მარტო შეეძლო ეყვირა თავის ენაზე, შეიძლება, შეეშინდა რომ სცემეს, ქვა უნდა მესროლაო და მეტროს კარი მაგიტოა გატეხილი”,– თქვა დაზარალებულის მამამ.

    არასრულწლოვნის მეგობრის ცნობით, პოლიციელის აგრესია მოზარდის მიერ ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომამ გამოიწვია.

    ცნობისთვის, გუშინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა. დღეს ამ საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ერთი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

  • პუტინის ადგილზე რომ ვიყო, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას – კადიროვი

    პუტინის ადგილზე რომ ვიყო, დიდი ხნის წინ ავიღებდი უკრაინას – კადიროვი

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, პუტინის ადგილზე, უკრაინას დიდი ხნის წინ აიღებდა, გაგზავნიდა ჯარებს და წესრიგს დაამყარებდა.

    “ახლა გამოიგონეს უკრაინა. და რა, რუსეთმა გზა უნდა დაუთმოს დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც უკრაინასა და ამერიკას შორის 9 ათასი კილომეტრის მანძილზეა? ამერიკა იცავს უკრაინის ინტერესებს, უკრაინისთვის კი უახლოესი მეზობელი რუსეთია, ესენი სლავური ხალხები არიან”,– თქვა კადიროვმა Instagram-ის პირდაპირ ეთერში ჩეჩნეთის პარლამენტის წარმომადგენელთან, მაჰომედ დაუდოვთან საუბრისას.

    მისივე მტკიცებით, ამერიკას არაფერი კარგი არ სურს უკრაინისთვის და ის მხოლოდ რუსეთის საზღვართან ახალი ბაზის შესაქმნელად სჭირდება.

    “თუ უკრაინაში არის ხალხი, მაშინ მათ ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ. თუ უკრაინამ არა, მაშინ რუსეთმა უნდა მიიღოს ზომები. აი, მე რომ პრეზიდენტის ადგილზე ვყოფილიყავი, უკრაინას დიდი ხნის წინ ავიღებდი, გავგზავნიდი იქ ჯარს და წესრიგს დავამყარებდი. თუ გიჟი, კორუმპირებული ხალხი დგას სახელმწიფოს სათავეში და ამ სახელმწიფოს მეშვეობით ემუქრებიან ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ჩვენ რა, უნდა გავჩუმდეთ?”, – ამბობს კადიროვი.

    ჩეჩნეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება.

  • საბჭოს მივმართეთ, პირველი თებერვლიდან უსიმპტომოების ტესტირება შევაჩეროთ – გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე რეკომენდაციით მიმართა, რომ პირველი თებერვლიდან უსიმპტომო ადამიანების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდეს.

    “ჩვენ შევედით წინადადებით საბჭოზე დღეს, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით. იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანებზე. რა თქმა უნდა, სიმპტომიანი ადამიანები სასურველია, რომ გაიტესტონ, დადასტურდეს, რომ არის ინფექცია და იმოქმედონ მერე იმ ალგორითმით, რომელიც დღეს დადგენილია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    გამყრელიძის განმარტებით, ინიციატივა ეხება როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტირებას.

  • ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, პოლიციელის აგრესია ამან გამოიწვია – ნაცემი შშმ პირის მეგობარი

    ისნის მეტროსადგურში პოლიციელების მიერ გუშინ ნაცემი შშმ პირის მეგობარი ამბობს, რომ პოლიციელის გაღიზიანება მოზარდის ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომამ გამოიწვია.

    “ჩემი მეგობარი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის შედეგადაც ხელით, წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ რომ ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი, მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება, თქვენც ნახეთ.

    სისტემა არის დასანგრევი, ჩემი აზრით. რასაც ვუყურებ, რაც ეს მთავრობაა ხელისუფლებაში მოსული, იმის მერე არეულია ყველაფერი, ახალგაზრდებს უკვე ეშინიათ გარეთ გამოსვლის”. – ამბობს ის “მთავარ არხთან” ინტერვიუში.

    ცნობისთვის, გუშინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა. დღეს ამ საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ერთი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

  • პირბადის ტარების მაჩვენებელი 53%-ზეა ასული, ხალხი ოდნავ შეშინდა – გამყრელიძე

    “ცოტა მიხარია, რომ ბოლო მონაცემებით 53%-ზეა ასული [პირბადის ტარების მაჩვენებელი], ანუ ხალხი ოდნავ შეშინდა, ან ვიგრძენით და გავითავისეთ, რომ მართლა დაცვა აქვს ამას. აი, 53%-დან თუ ახლა 80-90%-ზე ავალთ, კიდევ უფრო შედარებით მშვიდად გადავიტანთ ამ ტალღას”

    ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

  • არავინ მალავს, შემთხვევები მოიმატებს, პანიკას ნუ მივეცემით – გამყრელიძე

    “დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, ეს გამოვლენილია, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ 3-4-ჯერ მეტი, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 20%-ის ფარგლებში.

    არავინ მალავს, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ პანიკას ნუ მივეცემით, ეს ტალღა უკვე გადაიარა რამდენიმე ქვეყანამ და ყველგან დაახლოებით ერთნაირი სცენარია – ორი-სამი კვირის განმავლობაში პიკური პერიოდი გრძელდება და შემდგომ მოდის ქვემოთ. გთხოვთ, ნუ იქნება მოსახლეობაში პანიკა. მთავარია ვიცოდეთ, რომ დელტა ჩანაცვლებულია [ომიკრონით] და მძიმე ავადმყოფთა უმეტესობა, რაც გვყავს სტაციონარებში, ეს არის დელტა, ჯერჯერობით. 90% ომიკრონი ქვეყანაში”

    ამბობს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.

  • 50 წელს ზემოთ მოქალაქეები, ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ

    საკოორდინციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მომენტისთვის არ წესდება დამატებითი შეზღუდვები.

    საბჭოს ცნობით, ერთი თვით გრძელდება 50 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრის წახალისების 200–ლაირიანი პროგრამა. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ადამიანები, ვინც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ, 100 ლარს მიიღებენ.

     

  • ენმ-ს მცდელობა, ხავსს ჩაჭიდებული ჩაუსაფრდეს შემთხვევებს, წარუმატებელია – ტალიაშვილი

    “დანაშაულის მიმართ ქართული ოცნების ხელისუფლება არის განსაკუთრებით მკაცრი და ჩვენ ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში დავინახეთ. ეს ინციდენტიც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პარტიების, გარკვეული ორგანიზაციების მცდელობა ისისა, რომ რაღაცნაირად, როგორც ხავსს ჩაჭიდებულები ჩაუსაფრდნენ ამა თუ იმ შემთხვევას, არის ძალიან ცუდი მცდელობა და წარუმატებელი. სწორედ ნაციონალური მოძრაობა და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ასოცირდებიან სისტემურ დანაშაულთან.

    ჩვენ ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში დავინახეთ. გამონაკლისი არც ეს ინციდენტია. მოხდა მძიმე ფაქტი, რაზეც სახელწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. მოძალადე სამართალდამცავები უკვე დაკავებული არიან. ყველა ჯერზე, როცა მსგავს შემთხვევას ექნება ადგილი, სახელმწიფოს რეაგირება უმკაცრესი და დროული იქნება”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი შშმ პირზე ძალადობაზე.

  • ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს 1 ადამიანი, მერე გამოუშვეს – ხოშტარია დაკავებულ პოლიციელებზე

    “ლუკა სირაძის ამბავზეც დაიჭირეს ცოტა ხნით მხოლოდ ერთი ადამიანი! მერე გადასარევად გამოუშვეს და ვინც დასასჯელი იყო, ახლა დადის და ვის ურტყამს, კაცმა არ იცის.

    ჩვენ კი არ უნდა გვასწავლოს ოცნებამ, გავალთ, წამოვალთ, დაგვავიწყდება. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ 1. ბოლომდე მივყვეთ 2. ერთმა უსამართლობამ მეორე არ გადაფაროს.

    წულუკიანი რასაც კულტურაში შვრება, პირდაპირკავშირშია ძალადობისა და უსამართლობის წახალისებასთან. დევნილებს რაც სჭირთ, ამაზე თვალის დახუჭვა პირდაპირ აწესებს უსამართლობასა და სისასტიკეს. ლექსო ლაშქარავას ამბავი არსად წასულა. არც არასრულწლოვნების, არც შშმ პირების, არც პოლიციის ძალადობის პრობლემა არსად გაქრება, სანამ ფუნდამენტს არ შევეხებით.

    მე პირობას ვდებ, დევნილებზეც, კულტურაზეც და შშმ-ზეც არ გავჩერდები, ბევრი მხრიდან ვეცდები დავინახოთ პრობლემა და ნაბიჯ-ნაბიჯ შევეწინააღმდეგოთ სისტემას. ახლაც და სამომავლოდაც”

    წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია შშმ პირზე ძალადობის საქმეზე 2 პოლიციელის დაკავებაზე.