Category: სლაიდერი

  • მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი  სასურსათო პროდუქტს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწოდებს

    მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი სასურსათო პროდუქტს მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწოდებს

    “სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მივაწოდებთ მხოლოდ ჩვენს მეგობრებს (საბედნიეროდ, ბევრი გვყავს და ისინი საერთოდ არ არიან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში). გავყიდით რუბლებშიც, მათ ეროვნულ ვალუტაშიც შეთანხმებულ პროპორციებში. არ მივაწოდებთ ჩვენს პროდუქციას ჩვენს არამეგობრებს. მათგანაც არაფერს ვიყიდით”

    ამის შესახებ, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი ტელეგრამზე წერს.

  • სომხეთის გავლით უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას ხელს არ შევუწყობთ – ფაშინიანი

    სომხეთის გავლით უკრაინაში უცხოელი ტერორისტების გადაყვანას ხელს არ შევუწყობთ – ფაშინიანი

    “აშკარაა, რომ სომხეთი, რომელმაც ორი წლის მთიან ყარაბაღში დაქირავებული ტერორისტების ჩართვა განიცადა, არასდროს შეუწყობს ხელს უცხოელი ტერორისტების უკრაინაში გადაყვანას და განლაგებას სომხეთის ტერიტორიის გავლით”

    წერს  სომხეთის პრეზიდენტი, ნიკოლ ფაშინიანი  Twitter-ზე.

  • რუსეთის აგრესიას 153 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა – 245 –

    რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა, 245-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისმა გაავრცელა.

    ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა შემდეგ ოლქებში: კიევის – 73, დონეცკის – 65, ხარკოვის – 53, ჩერნიგოვის – 43, ლუგანსკის – 31, ნიკოლაევის – 30, ხერსონის – 29, ზაპოროჟიეს – 22, სუმის – 16, ჟიტომირის – 15.

    ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 859 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული. ყველაზე ცუდი ვითარება დონეცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, სუმის, კიევის, ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის ოლქებსა და დედაქალაქ კიევშია.

  • რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავი იწვის

    რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა.  ადგილზე სახანძრო სამაშველო ეკიპაჟები მუშაობენ.

    ქალაქის გუბერნატორი, იაჩესლავ გლადკოვი ნავთობის საცავზე თავდასხმაში უკრაინას ადანაშაულებს. გლადკოვმა ტელეგრამის არხზე განაცხადა, რომ ხანძარი, რომელიც პარასკევს დილით გაჩნდა, ორი უკრაინული შვეულმფრენის საჰაერო დარტყმამ გამოიწვია.

    „ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, – წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე.

  • არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს – ნედ პრაისი

    “არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს ” – ამის შესახებ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ისაუბრა.

    “ვგმობთ საქართველოს ნაწილების რუსეთის მიმდინარე ოკუპაციას. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია. შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები საქართველოსთან, დააბრუნოს ძალები კონფლიქტის წინა პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობებს, არც რუსეთის მთავრობას არ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, საქართველოს ნაწილის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მომავალი. აშშ-მ როგორც არ აღიარა ყირიმის 2014 წლის არალეგალური ანექსია, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინაშ ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ს დამოუკიდებლობა… არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”. – თქვა ნედ პრაისმა.

  • ბრიტანეთი შიშობს, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და აშშ–მ შეიძლება უკრაინას დათმობებისკენ უბიძგონ – Times

    ბრიტანეთის ხელისუფლება შიშობს, რომ გემანიამ, საფრანგეთმა და აშშ–მ, რომლებსაც ომის სწრაფად დასრულება უნდათ, შეიძლება უკრაინას რუსეთის მიმართ სწრაფი და არასაჭირო დათმობებისკენ უბიძგონ. ამის შესახებ გაზეთი თაიმსი წერს.

    “ზოგიერთ ჩვენს მოკავშირეს, ალბათ მეტისმეტად უნდათ, რომ ის (პრეზიდენტი ზელენსკი) დარეგულირებაზე წავიდეს. ჩვენ კი ვთვლით, რომ სანამ ასეთი მოლაპარაკებები დაიწყება, უკრაინამ სამხედრო თვალსაზრისით საუკეთესო საწყის პოზიციებს უნდა მიაღწიოს“– უთხრა გაზეთს ბრიტანეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    იმის შესახებ, რომ რუსების სიტყვის არ ჯერათ და ხედავენ, რომ რუსები მოლაპარაკებებს დროის გაჭიანურებისა და ძალების გადაჯგუფებისთვის იყენებენ, თავად უკრაინული ხელისუფლების წარმომადგენლები საუბრობენ, პრეზიდენტ ზელენსკის ჩათვლით.

  • რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს ნავთობბაზა დაიბომბა

    ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ბელგოროდის ნავთობბაზაზე შეტევა ორმა უკრაინულმა ვერტმფრენმმა მიიტანა, რომლებიც თითქოსდა რუსეთის ტერიტორიაზე დაბალ სიმაღლეზე შეფრინდნენ. ჯერჯერობით უკრაინული მხარე ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

    ბელგოროდი უკრაინა–რუსეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ის ხარკოვიდან 60 კილომეტრით არის დაშორებული, რომელსაც რუსები ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ბომბავენ.

    დიდი ხანძარი ბელგოროდის ნავთობბაზაზე წუხელ გაჩნდა და სავარაუდოდ მიზეზი დაბომბვა გახდა. პირველივე საათებში ბელგოროდიდან ინფორმაცია გავრცელდა მხოლოდ ხანძრის შესახებ და აფეთქებების ხსენება არ ყოფილა.  მოგვიანებით გაჩნდა ვიდეო ბელგოროდიდან, სადაც ჩანს, რომ ხანძრის დაწყებამდე იმ ადგილს რამდენიმე რაკეტა ხვდება.

    ნავთობბაზაზე ხანძრის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

    სხვადასხვა ვიდეო ბელგოროდის ხანძრის  შესახებ რუსული მედიით და სოციალური ქსელებით ვრცელდება.

     

    https://www.youtube.com/watch?v=GXwNaGrsRM4

  • რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს

    რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტიდან ქართველი ჯარისკაცი გაიტაცეს

    რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    გატაცებული საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი ლევან მაჩაბელია.

    „აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
    უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას”, – აღნიშნავს სუს-ი განცხადებაში.

  • ლონდა თოლორაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა

    სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, დღეს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს.

    მისი განცხადებით, გაასაჩივრა საქართველოს პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული იმ ცვლილებების (იმ ნორმების) კონსტიტუციურობის საკითხი, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფო ინსპექტორისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების სანაცვლოდ ორი ახალი სამსახურის შექმნას და სამსახურის გაყოფის თანამდევ შედეგებს, მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საფუძველზე შექმნილი უწყებების ხელმძღვანელების არჩევას.

    თოლორაიას განმარტებით, მოითხოვს, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე, ვინაიდან სადავო ნორმების ამოქმედება გამოიწვევს სახელმწიფო ინსპექტორისთვის გამოუსწორებელ შედეგს (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას).

    მისი შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევითი ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია, ამიტომ სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს.

    “ის ფაქტი, რომ პარლამენტი თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, უფლებამოსილებას ვადამდე უწყვეტს წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირს, ზიანს აყენებს არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, არამედ ახლადშექმნილი ორგანოების დამოუკიდებლობასაც.

    კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებულ უფლებაში ჩარევის ამგვარი პრეცედენტი იწვევს „მსუსხავ ეფექტს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც, რაც საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაულების დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ გამოძიებაზე, ისევე როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების გარე კონტროლზე და პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე.

    რაც უფრო მაღალია ამა თუ იმ თანამდებობის პირის დამოუკიდებლობისა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის ინტერესი, მით უფრო მეტი დასაბუთებაა საჭირო ამგვარი პირის თანამდებობიდან გასათავისუფლებლად. კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომელიც უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს”,– წერს ლონდა თოლორაია.

    ინსპექტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და მისი ძალიან კვალიფიციური იურისტები. 

  • სიმპტომებიანი პირი, რომელიც არ გატესტილა და ექიმი მეთვალყურეობდა, კოვიდპასპორტს მიიღებს

    ამირან გამყრელიძის ცნობით, პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და კოვიდპასპორტსაც მიიღებს.

    მისივე თქმით, შესაბამისი ნორმატიული აქტი სამინისტრომ დაუშვა.

    “სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი – თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში “მწვანე პასპორტისთვის” ან მოგზაურობისთვის”, – აცხადებს გამყრელიძე.