Category: სლაიდერი

  • უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს

    ამ წუთებში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.  პირველი კადრები რუსულმა მხარემ გამოაქვეყნა.

    მხარეები სტამბულში გამართული მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების შესახებ იმსჯელებენ. ასევე ცნობილია რომ რუსულმა მხარემ დღეს უკრაინელების მიერ გაგზავნილი მოთხოვნების შესახებ საკუთარი პოზიცია უნდა დააფიქსიროს.

  • “ოცნება” პრაქტიკულად „ცივი ომის” მდგომარეობაშია უკრაინასთან – სააკაშვილი

    “საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად „ცივი ომის” მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს”-   ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.

    „ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის “რეფერენდუმი” უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია გონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში.

    ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად „ცივი ომის“ მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია დასავლეთის რადარიდან და მშვიდად უყურებს, როგორ გვართმევს მტერი საქართველოს შუაგულს. არადა, ყველაფერი მიუთითებდა, განსაკუთრებით ბორდერიზაცია, რომ ეს მზადდებოდა.

    რუსეთი აპირებს ამ პროცესში ასევე თრუსოს ხეობის, რაჭის ნაწილის მიტაცებას. 2008 წლის მერე რუსეთმა წაიღო იმაზე მეტი ტერიტორია ერთი გასროლის გარეშე, ვიდრე მანამდე აკონტროლებდა. ასევე, რუსეთი ამ დღეებში ამტკიცებს კანონს თანამემამულეების შესახებ, რომლის თანახმადაც ყველა რუსის სამხედრო ძალით დაცვა შეეძლება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ამათ კი 50 ათასი რუსი შემოუშვეს.

    ჩვენ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა ამ მთავრობის შესაცვლელად, რათა განსაცდელს ახალი ეროვნული თანხმობის მთავრობით შევხვდეთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • სააკაშვილს ჰქონდა ომის მოლოდინი და გამოასწრო უკრაინიდან –  მდინარაძე

    სააკაშვილს ჰქონდა ომის მოლოდინი და გამოასწრო უკრაინიდან – მდინარაძე

    ” რისთვის ჩამოდიოდა? მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან, გამოასწრო, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შეიძლებოდა გადაზრდილიყო იმაში, რასაც ჩვენ გავერიდეთ და, რაც არ დავუშვით. ”

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

  • დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ – მდინარაძე ჟურნალისტებს

    დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ – მდინარაძე ჟურნალისტებს

    “დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ” – ასე მიმართა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

    “ყველას გთხოვთ, მათ შორის ოპოზიციას, ოპოზიციის იმ ნაწილს რომელიც აყოლილია ნაცმოძრაობას, ნაცმოძრაობის ტელევიზიებს, ნუ გახდებით ამ ჰიბრიდული ომის ჯარისკაცები, ამისი ნიშნები არის. საქართველოში დღეს ჩვეულებრივი ომია, ჰიბრიდული ომი, ცივი ომი, და ეს სამწუხაროდ მიმდიანრეობს რუსეთის მიერ წარმოებული ომის კვალდაკვალ უკრაინაში, შესაბამისად, ამ ომის ჯარისკაცები ჯარისკაცები არავინ არ უნდა გახდეს, რაც არ უნდა პროპაგანდა მიმდინარეობდეს შიდა ნიუსრუმებში პროპაგანდა თუ შიდაპარტიული პრპოაგანდები. რაც შეეხება ხუმრობით, დღეს პირველი აპრილია და შემიძლია პროფესიული დღე მოგილოცოთ”.

  • საზარბაზნე ხორცად გამოგიყენონ და მერე გვამიც მიაგდონ – რატომ დაბრუნდა უკრაინიდან 300-მდე ოსი მებრძოლი

    ოსური ტელეგრამ არხებისა და ბლოგერების ინფორმაციით 300-მდე ოსმა მებრძოლმა უკრაინის ფრონტზე რუსეთის მხარეს ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და სახლში დაბრუნდა. გამოცემა “Медиазона” ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ  ფრონტის ხაზზე ყოფნისას ბრძოლის შეწყვეტის საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზეზად იქცა რუსი ზემდგომის ბრძანება, ერთ-ერთი გარდაცვლილი თანამებრძოლის ცხედარი იქვე მიეტოვებინათ და მის ოჯახში ცარიელი კუბო გაეგზავნათ.

    “ბიჭებმა განაცხადეს, “ლაჩრები არ ვართ, მებრძოლები ვართ, მაგრამ როცა სასაკლაოზე გგზავნიან საზარბაზნე ხორცად და მერე შენს ცხედარსაც კი არ გაიტანენ – მსგავსი რამ არავის გვჭირდებაო” – უყვება გამოცემას, ინფორმირებულმა წყარო.

    მებრძოლების დარბუნებაზე მიუთითებს ოსი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის, ედუარდ კოკოითის განცხადებაც. თავის ტელეგრამ არხში კოკოითი წერს, რომ არავის აქვს უფლება გაკიცხოს უკან დაბრუნდებული მებრძოლები.

    “საჭიროა გავერკვევთ მომხდარში და ამის უშუალო მიზეზებში. უნდა გავარკვიოთ, თუ როგორ იყო დაორგანიზებული მათი გამგზავრება. ამით ჩვენ სერიოზულად დავკავდებით”. – დაწერა კოკოითმა.

    აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა აუდიოჩანაწერითაც, რომელზეც ერთ-ერთი მებრძოლი ოსურად საუბრისას მთელს ამ სიტუაციას აღწერს და ამატებს: “სალხში რომ დავბრუნდებით, ხალხს გავესაუბრებით და ცენტრალურ მოედანზეც შევკრებთ – ვუამბობთ, როგორ გეგმავდნენ ჩვენს გამოყენებასო”.

    “როგორც გაირკვა, ბიჭებს იქ კარგად დაცულ უკრაინულ პოზიციებზე კამიკაძეს სტილში, ყოველგვარი წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის გარეშე უნდა განეხორციელებინათ შეტევები. ეს უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევდა. ამდენად, გარკვეულ მომენტში ოსმა მებრძოლებმა ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავისებურად გააგრძელეს ბრძოლა, თუმცა ამას მოჰყვა დასჯა: რუსმა ზემდგომებმა განაცხადეს, რომ ოსურ ნაწილს არც საბრძოლო მასალას მიაწვდიდნენ, არც რუქებს”, – წერს ჟურნალისტი რუსლან ტოტროვი.

     

  • ჟერარ დეპარდიე პუტინის ქმედებებს შეშლილს და მიუღებელს უწოდებს

    ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ფრანგი მსახიობმა ჟერარ დეპარდიე  რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს, შეშლილი და მიუღებელი უწოდა.

    “რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი, მათი ლიდერების მიუღებელ და შეშლილ ქმედებებზე, როგორიც ვლადიმირ პუტინია”, – თქვა დეპარდიემ AFP-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

    მან ასევე აღნიშნა, რომ აპრილის დასაწყისში დაგეგმილი სამი კონცერტის შემოსავალს ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად გადარიცხავს.

    დეპარდიე, ითხოვს შეწყდეს ომი და დაიწყოს მოლაპარაკებები.

    „რუსეთი და უკრაინა ყოველთვის მოძმე ქვეყნები იყვნენ. წინააღმდეგი ვარ ამ ძმათამკვლელი ომის. შეწყვიტეთ ომი და დაიწყეთ მოლაპარაკებები!“ – განაცხადა დეპარდიემ, „ფრანს პრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

  • სტრასბურგმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, საქართველოს წინააღმდეგ საქმე განსახილველად დაარეგისტრირა

    სტრასბურგმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, საქართველოს წინააღმდეგ საქმე განსახილველად დაარეგისტრირა –  აღნიშნულ ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს. სტრასბურგის სასამართლოში “თბილისი პრაიდის” ინტერესებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” დაიცავს.

    “აღნიშნული საქმე ეხება გასული წლის 5-6 ივლისის მოვლენებს – ძალადობრივი ჯგუფების მიერ “ღირსების მარშის” ორგანიზატორებისა და ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ მიმართულ ფართომასშტაბიან და ორგანიზებულ ძალადობას.

    მომჩივნები სტრასბურგის სასამართლოს სთხოვენ დაადგინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლის დარღვევა მე-3 და მე-11 მუხლებთან კავშირში, რაც გულისხმობს დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას.

    მომჩივნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ 5 ივლისს მომხდარი ძალადობის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს უმოქმედობაზე, ძალადობის ორგანიზატორების დაუსჯელობაზე, ჩადენილი დანაშაულების არაეფექტურ გამოძიებასა და პროკურატურის მიერ მსხვერპლების დაზარალებულად არ ცნობაზე”, – წერია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

  • რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დატოვეს

    რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე აღარ არიან, თუმცა მათი ნაწილი ჯერ კიდევ რჩება გაუცხოების ზონაში. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ატომური სააგენტოს მეთაურმა განაცხადა. ევგენი კრამარენკოს თქმით, რუსმა სამხედროებმა წასვლისას თან წაიღეს ელექტროსადგურის ქონების და კომპიუტერების ნაწილი.

    გარდა ამისა, რუსულმა არმიამ ტყვედ აიყვანა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაციონალური გვარდიის რამდენიმე თანამშრომელი.

    ხუთშაბათს საღამოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია ჩერნობილის ზონაში რუსი სამხედროების დასხივების შესახებ.

    “მაგატეს ახლა არ აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა რადიაციის მაღალი დოზები მიიღეს ჩერნობილის გაუცხოების ზონაში ყოფნისას. სააგენტო ცდილობს მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია სიტუაციის დამოუკიდებლად შესაფასებლად“– ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ათობით რუსმა სამხედრომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში, კერძოდ კი სადგურის ახლოს მდებარე ცნობილ “წითურ ტყეში“ დასხივება მიიღო, სოციალურ ქსელებში და მედიაში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ვრცელდება.

  • რუსეთი ვერ იქნება G 20-სთვის კონსტრუქციული პარტნიორი – ჯასტინ ტრუდო

    ‘რუსეთი ვერ იქნება G 20-სთვის კონსტრუქციული პარტნიორი”- ამის შესხებ, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთი ვერ იქნება კონსტრუქციული პარტნიორი დიდ ოცეულში. ინფორმაციას ამის შესახებ, Reuters-ი ავრცელებს.

    “საქმე ისაა, რომ ეს ვერ იქნება ჩვეულებრივი საქმე, როცა ვლადიმირ პუტინი უბრალოდ ზის მაგიდასთან და თავს აჩვენებდეს, თითქოს არაფერი ხდება”, – თქვა ტრუდომ.

  • როდესაც ზელენსკი გაიზრდება, მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ – ლადო კახაძე

    “როდესაც ზელენსკი გაიზრდება, მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ”  – ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ ჯორჯიან თაიმსის ეთერში თქვა.

    ”როდესაც ის ვოლოდიმირ ზელენსკი გაიზრდება და ასაკი მოემატება, მერე მიხვდება, როგორი ცუდი სიტყვები თქვა ქართველების მიმართ. ხელისუფალმა ამ წუთას, იმ მილიონ ადამიანთან ერთად, რომელსაც ხმა აქვს მიცემული, გადაგვიარა. ეს კიდევ ერთხელ, არ მინდა ახლა შეფასებით ნაწილში შევიდე, წამომცდა და ბოდიში მაყურებელს, ბოდიში უკრაინელებს. ”