Category: სლაიდერი

  • დაგეხმარებით ქალაქების ხელახლა აშენებაში, როცა ომი დასრულდება – ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

    ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, უკრაინის უმაღლესი რადას თავჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს კიევში შეხვდა და განაცხადა რომ ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას დაზარალებული ქალაქების აღდგენაში დაეხმარება.

    “ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქალაქებისა და სოფლების ხელახლა აშენებაში, როცა ეს არასამართლებრივი, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი დასრულდება. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ეს გაგრძელდება და გაიზრდება. ჩვენ მოვუვლით თქვენს ოჯახებს, ვინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ ეს გაგრძელდება იმ დღემდე ვიდრე ისინი შეძლებენ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებასა და საკუთარი ცხოვრების ხელახლა აშენებას.”, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

  • სტრასბურგმა განსახილველ საქმეთა სიიდან სააკაშვილის საჩივარი ამორიცხა – იუსტიციის სამინისტრო

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

    “ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც, საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. შესაბამისად ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები არის სრულად დაცული”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე.

  • რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თავის არიდების ინსტრუმენტი არ ვიქნებით – ყაზახეთი

    “ჩვენ დავიცავთ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ვართ წევრი ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ბელარუსსა და სხვა ქვეყნებს, ჩვენ ასევე ვართ საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ამიტომ, რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა არის აშშ-ისა და ევროკავშირის მეორადი სანქციები ყაზახეთის წინააღმდეგ”

    განაცხადა, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტის უფიროსის პირველმა მოადგილემ, ტიმურ სულეიმენოვმა.

  • მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ ვართ, მიუხედავად ამისა, გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად – ზალკალიანი

    საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი აცხადებს, რომ საქართველო ახლა მყისიერი ოკუპაციი საფრთხის ქვეშ იმყოფება და მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან გაბედული ნაბიჯები გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ზალკანიანმა “იმედის” ეთერში ისაუბრა.

    “უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული ნაბიჯებია ქვეყნისთვის, რომელიც, სხვა, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, უნიკალურ, განსხვავებულ სიტუაციაშია. ჩვენ არც უსაფრთხოების რაიმე გარანტიები გვაქვს და არც ნატოს მე-5 მუხლი გვიცავს. პირიქით, ვართ მყისიერი ოკუპაციის საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ – სულ რამდენიმე კილომეტრში განლაგებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან გაბედული ნაბიჯები გადავდგით უკრაინის მხარდასაჭერად”, – განაცხადა  დავით ზალკალიანმა “იმედის” ეთერში.

  • ოკუპირებული ცხინვალის ნებისმიერი რეფერენდუმი არასამართლებრივი და ბათილი იქნება – ლიეტუვა

    ლიეტუვა აცხადებს, რომ ცხინვალში ჩატარებული ნებისმიერ რეფერენდუმი არასამართლებრივი იქნება და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ამის შესახებ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitte-ზე განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ლიეტუვა საერთაშორისო საზოგადოებას,  საქართველოს სუვერენულობისა და უსაფრთხოების აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

    „ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთთან შეერთების შესახებ ოკუპირებული ცხინვალის მიერ ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი არასამართლებრივი და ბათილი იქნება. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენულობასა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • მსგავსი მოვლენების ფონზე, საქართველოდან გამოყოფა შეიძლება აჭარამაც დაიწყოს – ანდრეი კლიმოვი

    “არ გამოვრიცხავ, რომ  აჭარაამაც მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს და დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცესი.”- ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა განაცხადა.  

    ”რაც არ უნდა თქვან ქართველმა ლიდერებმა, ოს ხალხთან აგვისტოს ომის შემდეგ 2008 წელს თბილისმა დაკარგა სამხრეთ ოსეთზე გავლენის ფორმალური, მორალური და პრაქტიკული ბერკეტები. მაგრამ ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებული ამჟამინდელი გადაწყვეტილებები პირველ რიგში ქართველ ხალხს დასჯის. მინიმუმამდე დაიწევს რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი, ასევე რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქონლის მიწოდება. რუსეთის ფედერაციაში ქართული საქონლის ადგილს სხვები დაიკავებენ. რუსი ტურისტების ნაკადი აშკარად ჩამოიშლება. ამ პატარა მთიანი ქვეყნის ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკული გახდება. საქართველო არანაირ რეალურ კომპენსაციას არ მიიღებს ანტირუსული ხრიკისთვის ევროკავშირისგან და აშშ-სგან. ნატო და ევროკავშირი ამას არ მიიღებენ. მთელი პასუხისმგებლობა საკუთარი მცხოვრებლების მიმართ ამგვარ უგუნურ ქმედებებზე დაეკისრება ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი მოვლენების ფონზე, აჭარამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს მიბაძოს და საქართველოსგან გამოყოფის პროცესი დაიწყოს.

    ისტორიული (პროთურქული), რელიგიური (ისლამური) და გეოგრაფიული (საზღვრები თურქეთთან ზღვაზე) გარემოებების გათვალისწინებით, ადვილი გასაგებია, რომ ანკარა არ გამოტოვებს შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის რეგიონში. აჭარელი სეპარატისტების მხარდაჭერა. ამრიგად, ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ წარმოებული ყოვლისმომცველი მარიონეტული ომი სულ უფრო მეტ მსხვერპლს და ნგრევას მოაქვს მათთვის, ვინც უერთდება ამ დამღუპველ კონფრონტაციას ჩვენთვის არამეგობრული სახელმწიფოების მხარეს”. – თქვა ანდრეი კლიმოვმა.

  • დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობით რამდენიმე ინვესტორია დაინტერესებული

    “ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს – თვე ნახევრის წინ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ყველა პორტი, რომელიც კეთდება, უფრო მაღალ სიღრმეებზე და მეტი ტვირთამწეობის გემებზეა გათვლილი. ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის დასკვნებია გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ეს კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენი პოზიციები უნდა წარვადგინოთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ინვესტორს ინტერესი აქვს გამოცხადებული.

  • ნაციონალები, ტყვიაველები, გორელები და ოქრუაშვილები მეგობრობის თხოვნას ნუღარ მიგზავნით – ოქრუაშვილი

    ”ნამეტანი ნაციონალები, ტყვიაველები, გორელები და ოქრუაშვილები მეგობრობის თხოვნას ნუღარ მიგზავნით, ვერ დაგიმატებთ. ნაციონალების კვოტა შევსებულია, ისედაც ალყაში ვარ და ოქრუაშვილებს, ტყვიაველებს და გორელებს ახლა გაგახსენდით? 20 წელია პოლიტიკაში ვარ და 8 წელი ამ ქსელში.”

    წერს, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი რომელიც უკრაინაში საბრძოლველადაა წასული.

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს – გენშტაბი

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, კიევისა და ჩერნიგოვის რაიონებში 28 დასახლება გაათავისუფლეს.

    “პოლესიეს მიმართულებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს კონტროლის დამყარება დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაქუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშკა და ნიკოლამელას დასახლებებზე – სულ 15 სოფელი და დასახლება”

    გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უკრაინელ სამხედროებს წარმატებები აქვთ სევერსკის მიმართულებით. გათავისუფლებული დასახლებების სიაში შედის რუდნია, შევჩენკოვო, ბობრიკი, სტარაია ბასანი, ნოვაია ბასანი, მაკეევკა, სარდაფები, ბაჟანოვკა, ვლადიმიროვკა, შნიაკოვკა, სალნოე, სოფიევკა და გავრილოვკა.

    “გათავისუფლებული დასახლებების სიაში შედის: რუდნია, შევჩენკოვო, ბობრიკი, სტარაია ბასანი, ნოვაია ბასანი, მაკეევკა, პოგრები, ბაჟანოვკა, ვლადიმეროვკა, შნიაკოვკა, სალნოიე, სოფიევკა და გავრილოვკა – სულ 13 სოფელი და დასახლება.

    საერთო ჯამში – 28 [დასახლება] – რეკორდული შედეგი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ”, – ნათქვქამია განშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ესტონეთმა Yandex.Taxi აკრძალა

    ესტონეთის მთავრობა  Yandex.Taxi-ის სანქციებს უწესებს და კომპანიას ქვეყანაში ოპერირებას უკრძალავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა,  კაია კალასმაგანაცხადა, რომ დამატებითი სანქციების დაწესება აუცილებელია ესტონეთის უსაფრთხოების დასაცავად.

    Yandex ტაქსისთვის მუშაობის აკრძალვა ჩვენგან მკაფიო სიგნალია, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას შევთავაზეთ, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც დაუწესონ სანქცია იანდექსს”. – თქვა კაია კალასმა.

    იანდექსისთვის მუშაობის აკრძალვის მიზანი ის არის, რომ ესტონელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ამ კომპანიის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს. ეს ესტონეთის უსაფრთხოებას სეროზულ საფრთხეს უქმნის”- აცხადებს, ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი, ანდრეს სუტი.