”ძნელი წარმოსადგენია სამყარო, რომელშიც ბუჩის ხოცვა-ჟლეტა არსებობს. მაგრამ არსებობს, ჩვენ მასში ვცხოვრობთ. ქართული წარსული ნიშნავს, რომ ვიცით, რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ, ჭრილობა, რომლის შეხორცებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. უკრაინის წინააღმდეგობა არ დამარცხდება, მაგრამ ამას არასდროს დაივიწყებენ.”
Category: სლაიდერი
-
ვიცით რას წარმოადგენს ბუჩა – დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ – სალომე ზურაბიშვილი
-
შიშზე და არა პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა – იან კელი ღარიბაშვილზე
“შიშზე და არა პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა ” – ასე ეხმაურება, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ “ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი უნდა აკეთებდეს ყველაფერს”.
”შიშზე და არა პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა. მისი ქვეყნის 2/3-ს NATO-სა და ევროკავშირის წევრობა სურს. ეს პოზიცია არც დასავლეთის ღირებულებებს და არც მისი ხალხის ინტერესებს წარმოადგენს.”- წერს იან კელი.
-
კადიროველებმა მარიუპოლში “რუსული ჰუმანიტარული დახმარება“ დაარიგეს, რომელიც სინამდვილეში უკრაინული აღმოჩნდა
კადიროვის დაჯგუფების წევრებმა მარიუპოლის მაცხოვრებლებს რუსული ჰუმანიტარული დახმარება დაურიგეს, თუმცა კადრებში გამოჩნდა, რომ მთელი პროდუქცია უკრაინული წარმოების იყო. ამის შესახებ ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ტვიტერზე წერს.
თავიდან ინფორმაცია მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გაავრცელა. ვიდეოს წარწერაში მითითებული იყო, რომ ჰუმანიტარული დახმარება რეგიონულმა საზოგადოებრივმა ფონდმა ახმატ–ხაჯი კადიროვმა გაგზავნა.

კადრების დეტალურად დათვალიერებისას კი ჩანს, რომ რუსების მიერ დარიგებული ძეხვი სინამდვილეში უკრაინულია, უკრაინული წარწერებით. იგივე შეიძლება ითქვას ფქვილზეც.




ტელეგრამ არხებზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ ეს სინამდვილეში უკრაინული პროდუქციაა, ჩეჩნეთის ლიდერმა ინფორმაცია წაშალა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი ერთი თვეა ქალაქ მარიუპოლის აღებას უშედეგოდ ცდილობს. ქალაქში დარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.
-
ჰოლანდიელი ჟურნალისტი უკრაინიდან გააძევეს
ნიდერლანდელ ჟურნალისტს, დულმერს რობერტ ედვინ ლუიჩ მარშეს აკრედიტაცია ჩამოართვეს და უკრაინიდან გააძევეს იმის გამო, რომ მან კანონი დაარღვია და ოდესის ოლქში სარაკეტო დაბომბვის კადრები გაავრცელა. ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საქმე ეხება ოდესის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიეტებზე მიტანილი სარაკეტო დარტყმების შედეგების გადაღებას. ჟურნალისტს უკრაინაში შესვლა 3 წლით აეკრძალა. თავიდან ის უკრაინაში სამხედრ მოქმედებების გასაშუქებლად ჩავიდა, უკრაინის სამხედრო ძალების პრეს–ბარათი მიიღო და მუშაობა დაიწყო.
მედიის ცნობით, 3 აპრილს დულმერსმა მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია, რომელიც რუსეთის მხრიდან სარაკეტო დაბომბვების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. ის გაფრთხილებული იყო, რომ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნება არ შეიძლებოდა, თუმცა პირად პოსტებში მაინც გამოაქვეყნა ვიდეო კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შესახებ. ეს კი მისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევის მიზეზი გახდა.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად აკრძალულია სოციალურ ქსელებში სროლის, დაბომბვის, უკრაინული არმიის გადაადგილების, ასევე ქუჩების დასახელებების გამოქვეყნება.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა უკრაინელებს არ გამოაქვეყნონ ინფორმაცია უკრაინისთვის პარტნიორების მიერ იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, რადგან ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს არმიის მიერ დამატებითი შესაძლებლობების მიღებაზე.
-
ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო გერმანიის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირს რუსულ გაზზე უარისკენ მოუწოდებს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი თვლის, რომ ევროკავშირმა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ კიევის ოლქში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამო სრულად უნდა თქვას რუსულ გაზზე უარი.
“ასეთი დანაშაული უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“– თქვა მან ტელეარხ ARD–სთან ინტერვიუში.
ლამბრეხტი გერმანიის სოციალ–დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია, ისევე, როგორც კანცლერი ოლაფ შოლცი. ის ამბობს, რომ სკეპტიკურად ეკიდება მოსკოვის ნებისმიერ დაპირებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
“ჩვენ ვნახეთ, როგორ ცრუობენ ადამიანები, როგორ გვატყუბდნენ, როგორ არ ასრულებდნენ დაპირებას. ამიტომაც ძალიან ფრთხილი და სკეპტიკური ვარ“– ამბობს ის.
ბუჩაში რუსული ჯარის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ ჩადენილი სისასტიკე დაგმო გერმანიის კანცლერმაც. მან ყველას მოუწოდა ამ დანაშაულის გამოძიებისკენ და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პირობა დადო. თუმცა, რუსული გაზის იმპორტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ჯერ არაფერი უთქვამს. მანამდე გერმანიის მთავრობა აცხადებდა, რომ შეძლებს მთლიანად თქვას უარი რუსულ გაზზე 2024 წლის შუა პერიოდიდან.
-
რუსეთის წინააღმდეგ „ძალიან მალე“ ახალი ქმედებები იქნება–აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა მიანიშნა, რომ “ძალიან მალე“ აშშ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ნაბიჯებს გადადგამს. ამის შესახებ მან იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თხოვნას ეხებოდა G7–ის სანქციების გაძლიერების შესახებ ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის გამო.
“რაც შეეხება ჩვენს სანქციებს, ყოველთვის ვამბობდით, რომ გავაგრძელებთ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინზე, კრემლზე, ყველაზე, ვინც მის გარემოცვაშია, ოლიგარქების და ხელის შემწყობთა ჩათვლით, ვინც აძლიერებენ ამ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მანამ, სანამ კრემლი დეესკალაციაზე არ წავა, სანამ ძალადობა არ შემცირდება, მანამდე, სანამ ასეთი სიმხეცე არ შეწყდება. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან მალე ნახავთ დამატებით ზეწოლას“–თქვა პაისმა MSNBC–ს ეთერში.
“როცა საუბარია ბუჩას სურათებზე, ჩვენ უკვე შევაფასეთ, რომ რუსეთის არმიამ სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. რას ვაკეთებთ ახლა? ახლა ინფორმაციას ვაგროვებთ. პირველ რიგში იმისათვის, რომ ნათელი მოვფინოთ მათ ქმედებებს. მეორე– იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ყველას პასუხისმგებლობა, ვინც ეს სიმხეცე ჩაიდინა, და ყველასი, ვინც ეს შეუკვეთა. ეს არის ჩვენი მისია“– თქვა მან.
შაბათს სააგენტო ფრანს პრესმა გამოაქვეყნა შოკისმომგვრელი ფოტოები ბუჩადან, სადაც ჩანს მინიმუმ 20 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც მხოლოდ ერთ ქუჩაზე იპოვნეს. ფოტოები იმ დღეს გამოქვეყნდა, როცა უკრაინამ ქალაქის რუსი სამხედროებისგან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსებმა შემზარავ დანაშაულები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კიევის ოლქში, იმ ქალაქებში ჩაიდინეს, რომელთა დაუტოვებაც კიევის ალყის უშედეგო მცდელობის შემდეგ მოუწიათ.
პრაისმა რუსეთ–უკრაინის მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ აშშ ვერ ხედავს ვერანაირ ნიშანს, რომ რუსეთი მართლაც სერიოზულად ეკიდება ომის დეესკალაციას.
პრაისმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანქცების შემდეგ რუსული რუბლი დასტაბილურებას იწყებს: “ეს თითქმის მთლიანად ხელოვნურია. რუბლის დრაკონული ზომების საშუალებით აცოცხლებენ. კრემლი იძულებული იყო ეს ზომები მიეღო რუბლის კურსის შესანარჩუნებლად.“
რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკას, პრაისის თქმით, მხოლოდ ბოლო 5 კვირის განმავლობაში რუსეთის 30 წლიანი ეკონომიკური ინტეგრაცია წყალში ჩაიყარა.
-
ეს არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს – სტოლტენბერგი ბუჩაზე
“ეს არის სისასტიკე, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს” – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კვირას კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ, ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას “სისასტიკე” უწოდა.
„ეს არის სისასტიკე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რომელიც ევროპაში ათწლეულების მანძილზე არ გვინახავს. საშინელებაა და აბსოლუტურად მიუღებელია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები ხდებიან სამიზნე და კლავენ. ეს უბრალოდ ხაზს უსვამს მნიშვნელობას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.
-
საქართველოსა და მოლდოვის ოფიციალურმა პოზიციამ სანქციებზე იმედი გამიცრუა – სტეფანჩუკი
”საქართველოსა და მოლდოვის ოფიციალურმა პოზიციამ სანქციებზე იმედი გამიცრუა” – წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი Twitter-ზე.
- ”ოდესღაც ვფიქრობდი, რომ მთავარი, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებდა, არის ის, რომ ჩვენი ტერიტორიები “დაკბენილია” რუსეთის მიერ. მაგრამ თბილისია და კიშინოვის დღევანდელმა ოფიციალურმა პოზიციამ რუსათვის სანქციების დაწესების მიმართ ნეიტრალურობასთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა. ნამდვილ მეგობარს გასაჭირში შეიცნობ. მაგრამ კარგია, რომ ჩვენი ხალხი სხვა აზრზე არის”
I have once thought that the main thing, which unites ?? with ?? and ?? the most, is that our countries have been territorially “bitten” by ??.
But today’s official position of Tbilisi and Chișinău regarding their neutrality in imposing sanctions on ?? has disappointed me.— Ruslan Stefanchuk (@r_stefanchuk) April 3, 2022
დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება.
-
ბრიტანეთი უკრაინას საზღვაო ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტებს მიაწვდის – Sunday Times
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ უნდა უკრაინას საზღვაო ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტები გაუგზავნოს ოდესისა და ზღვის პირას მდებარე სხვა ქალაქების დასაცავად. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Sunday Times წერს საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ოფიციალურ ლონდონს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია, თუმცა ბრიტანეთის დაზვერვის ბოლო ცნობებში საუბარია იმაზე, რომ რუსული ძალები კვლავ ფლობენ საზღვაო დესანტის გადამის პოტენციალს.
ეს ინფორმაცია განსხვავდება მანამდე წამყვანი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებებისგან, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ახლა უკვე აღარ აქვთ ოდესაზე ზღვიდან შტურმის მიტანის შესაძლებლობა.
-
ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ – ზელენსკი რუსი სამხედროების დედებს მიმართავს
”რუსი სამხედროების დედებს ვურჩევ, უყურონ. ნახეთ, რა ნაძირლები გაზარდეთ. მკვლელები, მძარცველები, ჯალათები.”
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე წერს, რითიც გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელის მოკვლას ეხმაურება.