Category: სლაიდერი

  • უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან. შესაბამისი განცხადება, უკრაინის დაზვერვამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

    • საერთაშორისო სანქციების შემოღებით რუსეთმა დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს გავლით. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩაერიონ კონტრაბანდისტების საქმიანობაში. დღეისათვის ცნობილია რუსეთის ფედერაციაში სამხედრო დანიშნულების პროდუქტების მიწოდების კიდევ ერთი არხის შესახებ. ეს არის აღმოსავლეთ აზია. იქიდან ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ელექტრონიკის და ოპტიკური ხელსაწყოების დეტალები. ასევე განიხილება საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა რუსეთსა და საქართველოს შორის”–  ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

  • “ბიძინა-ირაკლიმ უკრაინის ომი თავიდანვე ისე გაიგეს, როგორც პუტინს ესმოდა, და იგივე შეცდომა დაუშვეს“–გია ნოდია

    ექსპერტი გია ნოდია თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია რუსეთთან მიმართებაში არა შიშით, არამედ მენტალობით არის გამოწვეული, მისი პროპაგანდა კი ტყუილზეა აგებული, ისევე როგორც რუსული პროპაგანდა:

    “ზოგი, ვინც ირაკლი ღარიბაშვილს მისი ბოლო სუპერსამარცხვინო გამონათქვამების გამო აკრიტიკებს, ამბობს, რომ ასეთი რამეების თქმას შიში კარნახობს.
    ეს შეცდომაა. მეტიც – ეს წარმოდგენა, უნებურად, ოცნების პოლიტიკის ლეგიტიმაციას უწყობს ხელს.

    შიში ნორმალური ადამიანური რეაქციაა, ის არაა სამარცხვინო. მეტიც, როცა ველური მხეცის გვერდზე ცხოვრობ, ხელისუფლების მეთაურს სიფრთხილეც მართებს და ომის თავიდან აცილებაზეც უნდა იფიქროს. ის, რომ ხელისუფლების ქმედებები შიშით თუ სიფრთხილითაა ნაკარნახები, დღეს მისი პროპაგანდის ცენტრალური პუნქტია. როგორც პროპაგანდა, ის საკმაოდ ეფექტურია: თუ რიგითი ადამიანების უმრავლესობამ დაიჯერა, რომ ხელისუფლება ფრთხილობს და რაციონალურად ითვლის ქვეყნის ინტერესებს, ხოლო ოპონენტები ემოციებს არიან აყოლილები და აბსტრაქტული მორალური კატეგორიებით ოპერირებენ, ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით ინფორმაციული ომი მოგებული აქვს.

    მაგრამ საქმეც ისაა, რომ ეს პროპაგანდა ტყუილზეა აგებული. ამ წუთში რუსეთს არა აქვს იმის თავი, რომ აქაც შემოიჭრას. ხოლო ომის დამთავრების შემდეგ რას იზამს, ამისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ღარიბაშვილი ახლა რას ამბობს და რას არა.

    ღარიბაშვილის სიტყვები მომდინარეობს არა შიშიდან, არამედ მსოფლმხედველობიდან, მენტალობიდან – საბოლოო ჯამში, ცხადია, მისი პატრონის, ბიძინა ივანიშვილის ხედვიდან, მაგრამ პრემიერიც, როგორც ჩანს, მას სრულად იზიარებს.

    ეს მსოფლმხედველობა არსებითად თანხვდება რუსულ ნარატივს. მისი ძირი ისაა, რომ ყველაფერს წყვეტს ძალა, ხოლო ადამიანის ღირსებაზე, ღირებულებებზე, თავისუფლებაზე, სამართლიანობაზე და მისთანებზე ლაპარაკი ან თვალთმაქცობაა, ან გულუბრყვილო, ცხოვრებას მოწყვეტილი იდეალისტების საქმეა.

    დასავლეთის მიმართ პატივისცემა – რომელიც ბიძინას რაღაც დონეზე აქვს ან ჰქონდა – მხოლოდ იმას ემყარება, რომ დასავლეთი ძლიერია, ამიტომ მას ანგარიში უნდა გაუწიო. მაგრამ თუ მან საკმარისი ძალა არ გამოიჩინა, აღარ უნდა მიაქციო ყურადღება.

    ბიძინა-ირაკლიმ უკრაინის ომი თავიდანვე ისე გაიგეს, როგორც პუტინს ესმოდა – და იგივე შეცდომა დაუშვეს. უკრაინა სუსტია და რუსეთის შეტევას ვერ გაუძლებს, დასავლეთი სანქციებს კი დააწესებს, მაგრამ ისინი არაფრის მაქნისია. ომის მეორე დღეს (25 თებერვალს) რომ ასე ჰგონებოდა, შეიძლება რაღაცნაირად გაიგო (თუმცა საქართელოს პრემიერისგან ამის თქმა მაინც დაუშვებელი იყო): დასავლეთშიც ბევრს ჰქონდა მოლოდინი, რომ უკრაინა მალე დაეცემოდა, ხოლო სანქციები რუსეთს ვერ შეაჩერებდა. მაგრამ დღეს, როცა ომის დინამიკა რადიკალურად შეიცვალა, ისევ იმას რომ იმეორებ, რასაც 25 თებერვალს ამბობდი, ეს, აშკარა უღირსებობის გარდა, პოლიტიკური იდიოტიზმი და შენი ქვეყნის ინტერსების სრული გაუგებრობაა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანად პუტინის აზროვნების ტალღაზე ხარ და ორგანულად არ შეგიძლია სხვა ტალღაზე გადართვა.

    ბევრჯერ მითქვამს, ამიტომ ბოდიში განმეორებისთვის: ამ ხელისუფლების ძირეული პრობლემა ის კი არაა, რომ ის „პრორუსულია“, არამედ ის, რომ ის თავისი ღირებულებებით, მსოფლმხედველობით, მენტალობით რუსულია. ის რასაც ჩვენ „დასავლურ ღირებულებებს“ ვუწოდებთ, და რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სუვერენიტეტია, მისთვის უბრალოდ გაუგებარია.“– ამბობს გია ნოდია.

    შეგახსენებთ, რომ პრემიერმა ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა:

    „სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული დღეს, რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი, თქვენ ხედავთ, რომ გრძელდება და ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არავინ არ არის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინისა და უკრაინელების მიმართ. ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სხვა ნებისმიერი მათი საჭიროებების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ეს ომი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებს და ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“.

    ღარიბაშვილის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა.

  • დსთ-ის ქვეყნების კინოსტუდიები და „ქართული ფილმი“ ალიანსს ქმნიან

    უზბეკეთის კინემატოგრაფიის სააგენტოს ინფორმაციით, დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანმა კინოსტუდია “ქართულმა ფილმმა” გადაწყვიტეს გააერთიანონ შემოქმედებითი და კინოწარმოების რესურსები და ერთობლივი კინოსწარმოების ალიანსი შექმნეს. 

    “საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წამყვანი კინოსტუდიები. საბჭოს წევრებმა ერთხმად გადაწყვიტეს შექმნან ალიანსი სახელწოდებით “დსთ და საქართველოს კინოსტუდიების საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია.”- წერია უზბეკეთის კინემატოგრაფიის ლიგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    გადაწყვეტილება დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს წარმომადგენლებმა 31 მარტს დუშანბეში გამართული კინოსტუდიების დირექტორების IV საბჭოზე მიიღეს.

  • ომის დანაშაულები აბსოლუტურად აუტანელია, იაპონია მკაცრად გმობს მას – იაპონიის პრემიერი

    “ომის დანაშაულები აბსოლუტურად აუტანელია, იაპონია მკაცრად გმობს მას” – ასე ეხმაურება,  იაპონიის პრემიერ მინისტრი, ფუმიო კიშიდა 3 მარტს გავრცელებულ ბუჩას კადრებს

    ”ღრმად ვარ შოკირებული იმ ფაქტით, რომ კიევის გარეუბანში საშინელი დანაშაულები განხორციელდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს. ეს აბსოლუტურად აუტანელია და იაპონია მკაცრად გმობს მას. ” – აცხადებს იაპონიის პრემიერი.

  • როგორ ახერხებთ ნიშნის მოგებით ესაუბროთ უკრაინელებს – თინა ხიდაშელი

    “როგორ ახერხებთ ნიშნის მოგებით ესაუბროთ უკრაინელებს” – – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი წერს.

    ”ბუჩა, და კიდევ ვინ უწყის რა დახვდება უკრაინას სხვა გათავისუფლებულ სოფლებსა და ქალაქებში, ახალი ნიუნბერგია. სრულად ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს კაცობრიობის პასუხი ვლადიმერ პუტინისა და რუსეთისთვის.

    როგორ ახერხებთ, ვინც ასე იქცევა, ამ თემაზე მაგრამებით წეროთ და ილაპარაკოთ, როგორ ახერხებთ ნიშნის მოგებით ესაუბროთ უკრაინელებს, ან ამ პატარა, ცვედან კაცს ნამუსი მოწმინდოთ განსაკუთრებით გუშინდელის შემდეგ?

    დღეს კიდევ უფრო მძიმე დღეა ვიდრე გუშინ იყო, და ყოველი დღე რომელიც ამ კაციჭამიების დაუსჯელად გათენდება წინაზე უფრო უარესი იქნება.

    და კიდევ სანამ ყელმოღერებული სრულად მსოფლიოს ლიდერებს გალანძღავთ (დიდ წილად დამსახურებულად) არ დაგავიწყდეთ რომ თბილისის თავზე ვირტუალური წითელი დროშა ფრიალებს” – წერს თინა ხიდაშელი.

  • ღარიბაშვილის საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა – პაატა მანჯგალაძე

    ღარიბაშვილის საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემგანაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის აშშ-ში ელჩად დანიშვნას და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილის დანიშვნას.

    „უკრაინაში ომის ფონზე საგარეო საქმეთა მინისტრი იცვლება და ხალხმა უნდა იცოდეს მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ამოცანები ჰქონდა დასახული ხელისუფლებას, რა ვერ შეასრულა დავით ზალკალიანმა და რას გააკეთებს განსხვავებულად ახალი მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიღებული საკადრო ცვლილებებით უფრო გაუარესდა და დაბალზე ჩამოიწია სტანდარტმა,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

  • საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ილია დარჩიაშვილი დაიკავებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება. მან დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ის ელჩი ხდება.  შესაბამისი განცხადება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

    ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან ამ დრომდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2017-2021 წლებში ის იიყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში.

  • დავით ზალკანიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად დანიშნეს

    საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩად დანიშნეს. ამის შესახებ  განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

  • ფრაზა „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ვერცერთ რუს დამნაშავეს ვერ გადაარჩენს – რეზნიკოვი

    ფრაზა „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ვერცერთ რუს დამნაშავეს ვერ გადაარჩენს – ამის შესახებ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა განაცხადა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.  რეზნიკოვი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ქალაქ გოსტომელში, კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს.

    „გმირი ქალაქი გოსტომელი. მრავალსაუკუნოვანი, დიდებული ისტორიით. მას ჰქონდა საკუთარი ნება და არჩევანის უფლება, ის, რაც რუსეთს ჯერ კიდევ არ აქვს და ის, რასაც რუსები ვერასოდეს გაიგებენ. დღეს, ქალაქის თავზე კიდევ ერთხელ ფრიალებს ჩვენი სახელმწიფო დროშა. ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერი კიევის რეგიონიდან განდევნეს. ის ტკივილი, რომელსაც აქ ჩვენი ხალხი განიცდის, წარმოუდგენელია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი საერთო ეროვნული ოცნება ახდება. ყველაფერს აღვადგენთ და ავაშენებთ და ყველა, ვინც კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულშია ჩართული, მათ შორის კრემლის მთავარი მოქმედი პირები, პასუხს აგებენ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინაშე, არამედ საერთაშორისო სასამართლოს წინაშეც. რუსი ნაცისტები პასუხისმგებელი იქნებიან ყველა უკრაინელის სიცოცხლეზე, რომელიც მათ წაართვეს. წარუმატებელი „ბლიცკრიგი“ წარმატებული ნიურნბერგით დასრულდება და ფრაზა, „მე მხოლოდ ბრძანებას ვასრულებდი“, ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე, ვერცერთ დამნაშავეს გადაარჩენს“, – წერს რეზნიკოვი.

  • “დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი საშუალებით“–ზელენსკიმ “გრემის“ ცერემონიალს მიმართა

    წუხელ ამერიკული მუსიკალური პრემია “გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალზე უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მიმართვა ჩართეს.

    “რა გავს ყველაზე ნაკლებად მუსიკას? დანგრეული ქალაქების სიჩუმე და მოკლული ადამიანების დუმილი. დაგვიჭირეთ მხარი ნებისმიერი საშუალებით, ნუ გაჩუმდებით, და მაშინ ჩვენს ქალაქებში მშვიდობა მოვა“ – თქვა მიმართვაში ზელენსკიმ.

    ზელენსკის ვიდეომიმართვის შემდეგ მაყურებლის წინაშე ჯონ ლეჯენდი, უკრაინელი მომღერალი მიკა ნიუტონი და პოეტი ლიუბა იაკიმჩუკი, ასევე სხვა უკრაინელი მომღერლები გამოვიდნენ.