Category: სლაიდერი

  • თანამედროვე ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა არ ჩამოირეცხება – ბოკერია კონტრაბანდაზე

    თანამედროვე ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა არ ჩამოირეცხება – ბოკერია კონტრაბანდაზე

    “თანამედროვე ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა არ ჩამოირეცხება” – ასე ეხაურება,  ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფორმულას ეთერში უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,  რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    “უკრაინის თავდაცვის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს დღევანდელი მმართველის, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გაცემული აქვს მითითება დახმარებისა პუტინის რუსეთისთვის საქართველოს გავლით სანქციების თავის ასარიდებლად, სრულ თანხვედრაშია იმ რიტორიკასთან, რაც ჩვენ საჯაროდ გვესმის ღარიბაშვილისგან, კობახიძისგან და მთელი ამ სამარცხვინო ივანიშვილის გარემოცვისგან. მათი საჯარო განცხადებები ირიბი მტკიცებულებაა, რომ ისინი სწორედ ასე პოზციონირდებიან. განცხადებები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ომის თავიდან ასაცილებლად, არის სიცრუე და ამ ყველაფერში  ირიბად შედის სწორედ ამის აღიარება, გამოწვევაც კი, რომ ჩვენ პუტინის რუსეთს გავუკეთებთ იმას რაც მათ სჭირდებათ. პუტინის რუსეთს სჭირდება სანქციებისგან თავის არიდება, რომლითაც თავისუფალი სამყარო მათ ნაბიჯ-ნაბიჯ სრესს. მინდა ვთქვა, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ეს ამბავი თანამედროვე ჰიტლერთან, პუტინთან თანამშრომლობა და მისთვის დახმარების ხელის გაწვდენა არის ისეთი ამბავი, რომელიც არ ჩამოირეცხება. ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების დროს ყველა ის ადამიანი, რომელიც ამაში ჩართული იყო, იქნება დასჯილი. ეს არ არის ოპონენტების პოლიტიკური დევნა, ეს არ არის სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევა, ეს არ არის კორუფციაც კი, რომელიც რაღაც მომენტში, შეიძლება, ეროვნული თანხმობისათვის იქნას დავიწყებული. ეს არასდროს არ იქნება მიჩქმალული”. – თქვა ბოკერიამ.

  • რუსმა კაცებმა გააუპატიურეს 10 წლის გოგოები, ისინი რუსმა დედებმა გაზარდეს – უკრაინის პარლამენტის წევრი

    ”რუსი ჯარისკაცები ძარცვავენ, აუპატიურებენ და კლავენ. 10 წლის გოგოები ვაგინალური და რექტალური ნაგლეჯებით. ქალი, რომელსაც სვასტიკა ამოაწვეს. რუსეთი. ეს რუსმა კაცებმა გააკეთეს. ისინი რუსმა დედებმა გაზარდეს. ამორალური კრიმინალების ერი”

    ამის შესახებ, უკრაინის პარლამენტის წევრი, ლესია ვასილენკო  Twitter-ზე წერს.

  • ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდებაა – ფინანსთა სამინისტრო კონტრაბანდაზე

    ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება – ასე ეხმაურება, ფინანსთა სამინისტრო, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას,   რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    “საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

  • მერკელი თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო 2008 წელს, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა

    გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის პრესსპიკერი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს და აცხადებს, რომ მერკელი დღესაც თვლის, რომ სწორად მოიქცა როდესაც 2008 წელს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირა.  ამის შესახებ, მერკელის სპიკერმა, საინფორმაციო სააგენტო DPA-სთან განაცხადა.

    • “ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ მისი გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს, რომელიც ალიანსში უკრაინის დაბლოკვას ეხებოდა, სწორია”, – თქვა მერკელის პრესმდივანმა.

    პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ ანგელა მერკელი მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებას ბუჩაში ჩასვლასთან დაკავშირებით არ გამოხმაურებია.

    • „იმ სისასტიკის გათვალისწინებით, რომელიც ახლა უკვე ჩანს ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს ბარბაროსობას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, — განაცხადა პრეს-მდივანმა.

    შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალები გავიდნენ,  ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს. ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში დათმობის პოლიტიკის შედეგების სანახავად დაპატიჟა. რამეთუ ისინი NATO-ს ბუქარესტის 2008 წლის სამიტს ხელმძღვანელობდნენ.

    „მეტი დასკვნებია საჭირო – არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, უკრაინა გამოსულიყო „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, „ნაცრისფერი ზონიდან“ ნატო-რუსეთს შორის, „ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი. ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა, თითქოს უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი. მაშინ, 2008 წელს უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი სცეს უკრაინას და ნორმალურად იცხოვროს ჩვენ გვერდით. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით საკუთარი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

  • კახიანი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის გატარებაზე “შეურაცხმყოფელს” უწოდებს

    “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი კახიანი, უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, კონტრაბანდული იარაღის  გატარებაზე “შეურაცხმყოფელს” უწოდებს და ენმ-დან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანს, გია ლორთქიფანიძეს უკავშირებს.

    • “რბილად რომ ვთქვათ, სიმართლესთან ამას არანაირი შემხებლობა და კავშირი არ აქვს, მაგრამ სხვანაირადაც ვიტყოდი, ეს შეურაცხმყოფელიც კი არის ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ვინმეს შეიძლება ასეთი კითხვა გაუჩნდეს.სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, პირიქით, კითხვები ჩნდება, რატომ შეიძლება ასეთი მოსაზრება გაჩნდეს და ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, კითხვები ჩნდება იმ თვალსაზრისითაც, რომ ეს ინფორმაცია მოდის იმ სამსახურიდან სწორედ, რომლის ხელმძღვანელის მოადგილედაც დაინიშნა სულ ცოტა ხნის წინ გია ლორთქიფანიძე” – ამბობს კახიანი. 

    შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

  • ლავროვი ბუჩაში განვითარებული მოვლენებს ”მორიგ ყალბ თავდასხმებს” უწოდებს

    “გუშინ, კიდევ ერთი ყალბი თავდასხმა განხორციელდა კიევის რეგიონის, ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ რაც რუსმა სამხედროებმა ეს ადგილი გეგმის მიხედვით დატოვეს. ჩვენ მოვითხოვეთ უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომა ამ კონკრეტულ საკითხზე, რადგან ასეთ პროვოკაციებში, ვხედავთ პირდაპირ საფრთხეს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” 

    ასე აფასებს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ქალაქ ბუჩაში განვითარებული მოვლენებს. ამის შესახებ ლავროვმა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მარტინ გრიფიტსთან შეხვედრის დროს განაცხადა.

  • ლექსო ლაშქარავას საქმეზე ყველა ბრალდებული დამნაშავედ სცნეს – მოძალადეებს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

    TV პირველის გრდაცვლილი ოპორატორის, ლექსო ლაშქარავას ცემის საქმეზე დაკავებული ყველა ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. საასმართლოს გადაწყვეტილება, მოსამართლე ნინო ელიაშვილმა გამოაცხადა.

    მოსამართლე ნინო ელიეშვილის გადაწყვეტილებით:

    • აკაკი ნაკაშიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
    • თორნიკე დავლაშერიძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
    • ცოტნე ჩიხლაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
    • დავით კუტალაძე – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
    • გია გიგუაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
    • ოთარ გელაშვილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
    ”ტვ პირველები დამასჯევინეთ თქვენ ეშმაკის მოციქულებო” –  თქვა, ცოტნე ჩიხლაძემ მას შემდეგ რაც მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
    2021 წლის, 5 ივლისს მომხდარი სასტიკი ძალადობის დროს ფიზიკურად იძალადეს TV პირველის ჟურნალისტზე, მირანდა ბაღათურიასა და ტელევიზიის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე. მომხდარიდან რამდენიმე დღეში ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.
  • ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, კონტრაბანდული იარაღის გატარებას, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს – ვერეშჩუკი

    “ვერ ვიჯერებ, რომ ქართველები დაუშვებთ, კონტრაბანდული იარაღის გატარებას, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს “- განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა ტელეკომპანია ”ფორმულასთან” ინტერვიუში.  ამ განცხადებით, ვიცეპრემიერი, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ეხმაურება,  რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    ”იმ ყველაფრის ფონზე, რა კადრებსაც ჩვენ ვუყურებთ უკრაინიდან, მე, როგორც ვიცეპრემიერი, როგორც მინისტრი, ამ ყველა საშინელების შესახებ ვიცი და ამას ყოველდღე ვუყურებ. ვერ ვიჯერებ, რომ თქვენ, ქართველები, ჩვენი დები და ძმები საშუალებას მისცემთ, რომ კონტრაბანდული არხებით გადიოდეს იარაღი, რომელიც კლავს ჩვენს ქალებსა და შვილებს. ნუთუ ეს შესაძლებელია? ჰკითხეთ ეს თქვენს თავს, როგორ მოხდა, რატომ მოხდა ასე? რა გავაკეთეთ ჩვენ?”- განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

     

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან

     

  • რატომ აძლევთ ხელისუფლებას უფლებას, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე? – ვერეშჩუკი ქართველ ხალხს მიმართავს

    “რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე?” – ასე ეხმაურება უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    ”ჩვენმა სადაზვერვო სამსახურმა სახალხოდ განაცხადა, დაადანაშაულა რუსეთი და საქართველო, რომ ისინი ჩვენს ზურგს უკან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორ გახსნან კონტრაბანდის გზა. საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზე, ნაწილებზე. მე, როგორც ვიცეპრემიერმა მინდა ვიკითხო, ადამიანი რომელიც იყო დეპუტატი და შედიოდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფში, რომელიც ყოველთვის დიდ პატივს სცემდა ქართველ ხალხს, ხელისუფლებას, გვესმის 2008 წლის შემდეგ როგორ გავერთიანდით, გავაერთიანეთ ძალისხმევა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ევროკავშირისკენ ერთად წავსულიყავით. თუ ეს მართალია და მე არ მაქვს მიზეზი, არ დავუჯეროთ ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს, თუ მათ ამის შესახებ სახალხოდ განაცხადეს, რატომ არის ეს შესაძლებელი?

    რატომ აძლევთ უფლებას საქართველოს ხელისუფლებას, გასცენ ბრძანებები, საქართველოს სპეცსამსახურებს, თვალი დახუჭონ ამ ყველაფერზე? თქვენ მელაპარაკებით ქართველი ხალხის სახელით მწუხარებაზე, დიდი მადლობა, მაგრამ რატომ აძლევთ უფლებას თქვენს პრემიერს და თქვენს ხელისუფლებას, რომელსაც სამწუხაროდ არ ესმის მომავალში რა მოხდება, თუ დღეს არ შევაჩერებთ რუსეთს და პუტინს.

    ჩვენ ვართ ნეიტრალურები, ვერ შემოვიტანთ სანქციებს, მოდით გავხსნათ ფრენები, არ არის შესაძლებელი ამ ყველაფრით ლაპარაკი, თქვენ ამან ვერ გადაგარჩინათ 2008-ში და ვერც ახლა გადაგარჩენთ. მე დიდი იმედი მაქვს, ქართველი ხალხი, რომელსაც ქუჩაში ვხედავთ ასობით ათას ადამიანს, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა, მათ არ უნდათ საქართველოს ხელისუფლება ასე იქცეოდეს უკრაინასთან მიმართებით.” – ამბობს ვერეშჩუკი.

    ტელეკომპანია “ფორმულას” თარგმანი.

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან

  • მაქსიმალური სასჯელი 1 წელი და 6 თვე – 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილის განაჩენი ცნობილია

    თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, ერთ ეპიზოდზე, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი – გირაო შეეფარდა.  საქმის ეს ეპიზოდი „მთავარი არხის” ჟურნალისტის, დეა მამისეიშვილის და ამავე კომპანიის ოპერატორის, დავით ახალაძის, „ფორმულას” ჟურნალისტის, რატი წვერავას, „იმედის” ჟურნალისტის, დიმიტრი ყირიმლიშვილის და ამავე მაუწყებლის ოპერატორის, შოთა კერვალიშვილის, „ტაბულას” ჟურნალისტის, მაკა ჯაბუას, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტის, თორნიკე მანდარიას და ამავე მედიასაშუალების ოპერატორის, დავით ქორიძის, „რუსთავი 2″-ის ოპერატორის, ბექა ათაბეგაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება.

    მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით:

    გიორგი ნასყიდაშვილი – 1 წელი და სამი თვე;
    გიორგი კახიანი – 1 წელი და სამი თვე;
    რომეო კეკუტია – 1 წელი და სამი თვე;
    უშანგი დათუნაშვილი – 1 წელი და 3 თვე;
    ზაზა მჭედლიძე – 1 წელი და სამი თვე;
    თემურ ხარაული – 1 წელი და ერთი თვე;
    ილია ქებაძე – 1 წლით და 6 თვე;
    უშანგი დათუნაშვილი – 5000 ლარიანი გირაო;

    აღსანიშნავი ფაქტია, რომ მოძალადეების დაკავებიდან უკვე 10 თვეა გასული და ისინი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ.

    საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.