Category: სლაიდერი

  • სულმოკლეები ქვეყანას გვიმართავენ და გვეუბნებიან, თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა, ომს მოიგებდნენ? ჩვენი გაგვჭირვებია – მეუფე იაკობი

    სულმოკლეები ქვეყანას გვიმართავენ და გვეუბნებიან, თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა, ომს მოიგებდნენ? ჩვენი გაგვჭირვებია – მეუფე იაკობი

    ”ვიღაცა სულმოკლეები, ქვეყანას გვიმართავენ და იმას ამბობენ, რომ თურმე საქართველოს რაღაც რომ გაეკეთებინა, ომს მოიგებდნენ აქამდე? ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია და თავი გაგვანებონ. ყოველთვის ვეხმარებით და დავეხმარებით, უკრაინელების დახმარება მე არ დამავიწყდება.

    იმათი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენზე იძახიან, რომ რას აკეთებენ, რას და მთავრობას აგინებენ, ზოგიერთ ოპოზიციას უხარია რომ აგინებენ. რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი თუ შეგაქებს, რომელიც არ უნდა იყოს, უნდა გაგიხარდეს ახლა? ზელენსკი შეგაქებს, მაკრონი თუ პუტინი? მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს პირველ რიგში და მერე სხვები.”

    განაცხადა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

  • მტკიცებულებებია საჭირო, თუ ასე არაა, უკრაინამ უკან წაიღოს განცხადება –  ვაშაძე კონტრაბანდაზე

    მტკიცებულებებია საჭირო, თუ ასე არაა, უკრაინამ უკან წაიღოს განცხადება – ვაშაძე კონტრაბანდაზე

    “მტკიცებულებებია საჭირო, თუ ასე არაა, უკრაინამ უკან წაიღოს განცხადება – ასე აფასებს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე  უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    “ტყუილია თუ მართალი, ეს უნდა დამტკიცდეს. თუ ეს ტყუილია, ძალიან მძიმე ბრალდებაა და ამას შესაბამისი რეაქცია ექნება, მათ შორის, ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ამას სჭირდება კონკრეტული ქმედებები, ნაბიჯები, ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობა ევროპულ, ბრიტანულ, ამერიკულ სპეცსამსახურებთან, რომ დეტალურად მოხდეს ამის შესწავლა და თუ ეს არის ტყუილი, ასეთ შემთხვევაში, ამ ტყუილს უნდა ჰქონდეს შესაბამისი განმარტება უკრაინის მხრიდან, საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია”, – აცხადებს ვაშაძე.

    გიორგი ვაშაძე ასევე აცხადებს, რომ : “ამას უნდა გამოძიება და მტკიცებულებები. თუ ეს არ იქნება, უკრაინულმა მხარემ მაშინ უკან უნდა წაიღოს ეს განცხადება”.

  • დანია 15 რუს დიპლომატს აძევებს

    მას შემდეგ რაც, უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები გავრცელდა დანია ქვეყნიდან 15 რუს დიპლომატს აძევებს.

    “ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სისასტიკისა და ომის დანაშაულის, რომელსაც, როგორც ჩანს, ადგილი ჰქონდა ბუჩაში”, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იეპე კოფოდმა.

    რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ – 15, გერმანიამ – 40, შვედეთმა – 3, იტალიამ – 30 რუსი დიპლომატი გააძევა.

  • თუ მტკიცებულება ვერ იქნება, ეს უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ  – სარჯველაძე კონტრაბანდაზე

    თუ მტკიცებულება ვერ იქნება, ეს უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ – სარჯველაძე კონტრაბანდაზე

    ‘თუ მტკიცებულება ვერ იქნება, ეს უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ ” – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასრომლის მიხედვითაც, რუსები საქართველოს გავლით კონტრაბანდისთვის არხებს ქმნიან.

    ”გამორიცხულია, ასეთ ბრალდებებს და ასეთ განცხადებბს ჰქონდეს რაიმე საფუძველი, რაც მოვისმინეთ უკრაინის ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან. ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს უკრაინა იმყოფება, გარკვეულ სიფრთხილეს გვავალდებულებს და გვზღუდავს შესაძლებლობაში, რომ რელევანტურად წარვმართოთ პროცესები ჭეშმარიტების დადგენის მიმართულებით.

    რაც შეელება განცხადებებს, რომ მტკიცებულებები უნდა გამოქვეყნდეს, რა თქმა უნდა, უნდა გამოქვეყნდეს. მეტსაც გეტყვით, დაუშვებელი იყო მტკიცებულების გარეშე ასეთი განცხადების გაკეთება. თუ მტკიცებულება ვერ იქნება, რასაკვირველია, მტკიცებულება უნდა ჩაანაცვლოს ბოდიშის მოხდამ” – აცხადებს სარჯველაძე.

  • იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

    იტალიამ 30 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია იტალის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ გაავრცელა.

    “რუსეთის ელჩი იტალიაში, სერგეი რაზოვი 5 აპრილის დილას საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, სადაც გააცნეს იტალიის მთავრობის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ 30 რუს დიპლომატს, რომლებიც საელჩოში მუშაობდნენ, პერსონა ნონ გრატად ვაცხადებთ და იტალიას ვატოვებინებთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენს სხვა ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით მივიღეთ. ეს ყველაფერი იტალიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო. ეს კრიზისული სიტუაცია რუსეთის ფედერაციამ შექმნა, რომელმაც უკრაინის მიმართ ყოვლად გაუმართლებელი ომი წამოიწყო”. – თქვა დი მაიომ.

  • ომის დაწყებიდან უკრაინაში 18 ჟურნალისტი დაიღუპა

    ომის დაწყებიდან უკრაინაში 18 ჟურნალისტი დაიღუპა, 13 დაშავდა და 8 გაიტაცეს  –  ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. დაბომბვის 7-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სატელევიზიო ანძები განადგურდა.  ჯამში, რუსეთმა მედიის 74 წარმომადგენლის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაულებრივი ქმედება.

    “დღესდღეობით თითოეული ჟურნალისტი გმირია. მადლიერებას გამოვთქვამთ ყველას მიმართ, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს. თითოეული მკვლელობას და თითოეული დანაშაულს მედიის წინააღმდეგ აუცილებლად გამოვიძიებთ და დამნაშავეები გასამართლდებიან”. – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ, სისხლიანია – კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს

    „ყოველ ევროს, ყოველ ცენტს, რომელსაც რუსეთიდან იღებთ ან გაგზავნით, სისხლიანია. ეს არის სისხლიანი ფული და ეს სისხლი, უკრაინული სისხლია, უკრაინელი ხალხის სისხლი”

    განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ჟენევაში, მერების კონფერენციაზე ვირტუალურად ჩართვისას. კლიჩკო ევროპელ პოლიტიკოსებს მიმართავს და სთხოვს, შეწყვიტონ ყველანაირი კომერციული კავშირი მოსკოვთან.

  • ყველა განცხადება ე.წ. კამპანიას უკავშირდება, სჯობს იგნორირება გავუკეთოთ – კობახიძე ბიბილოვზე

    “ყველა განცხადება არის დაკავშირებული ე.წ. წინასაარჩევნო კამპანიასთან, რომელსაც ატარებს ბიბილოვი. იგივე მუშტების ქნევაც ამასთან არის დაკავშირებული, რომ ვიღაცამ მოუსმინოს ამას ცხინვალის რეგიონში და მეტი მოტივაცია ჰქონდეს, რომ მხარი დაუჭიროს ბიბილოვის კანდიდატურას. რაც მეტ ყურადღებას მივაქცევთ ამ განცხადებებს, მით უკეთესი იქნება განცხადების ავტორისთვის, ამიტომ ჯობია იგნორირება გავუკეთოთ”

    მმართველი გუნდის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ საოკუპაციო რეჟიმის განცხადებები ცხინვალში ე.წ. რეფერენდუმის შესახებ სჯობს იგნორირებულ იქნას.

  • 6 წლის ბავშვი გათეთრდა.. ასეთ დროს არც დოსტოევსკი მახსენდება, არც პუშკინი, ზღვა უნდა იყოს რუსეთის ადგილას – კახა გოგიძე

    ”6 წლის ბავშვს თვალწინ მოუკლეს ჯერ მამა, მერე დედა ჯგუფურად გაუუპატიურეს, ეს ქალი გარდაიცვალა და ბავშვი გათეთრდა ”- აცხადებს  მსახიობი კახა გოგიძე  გადაცემაში „ჩაი“.

    „6 წლის ბავშვს თვალწინ მოუკლეს ჯერ მამა, მერე დედა ჯგუფურად გაუუპატიურეს, ეს ქალი გარდაიცვალა და ბავშვი გათეთრდა, დააბარეს. ამ დროს ომი კი არ მინდა, საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს, ზღვა უნდა იყოს რუსეთის ადგილას. მაგ დროს არ მახსენდება არც დოსტოევსკი, არც პუშკინი, არც ლერმონტოვი, მახსენდება ის 6 წლის ჭაღარა ბავშვი.. არც მაგათი ბალეტი მინდა, არც მაგათი გედების ტბა. სიკვდილი მინდა მაგ დროს“, – ამბობს მსახიობი.

  • უკრაინის დაზვერვა ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს – სააკაშვილი კონტრაბანდაზე

    არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი, ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

    „გუშინ გაისმა ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით ამარაგებენ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილებს. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართალია, მაგრამ უკრაინის დაზვერვა როგორც წესი ეყრდნობა ინგლისის და ამერიკის დაზვერვის მონაცემებს. გია ლორთქიფანიძეს დააბრალეს, რომელიც საერთოდ სხვა უწყებაში მუშაობს – კონტრდაზვერვაში. ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ სავარაუდოდ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებია, თუ ეს ასეა, თითოეული ამ ტანკის დეტალზე არის დავით გობეჯიშვილის, ბახვა ჩიქობავას, დავით რატიანის და უამრავი სხვა უკრაინელი, თუ ქართველი მებრძოლის სისხლი. არ შეიძლება საქართველო ამაში მონაწილეობდეს, ხდება კაპიტულაციის მომზადება და გვიპირებენ ჩაბარებას.

    გვაჩვენონ სია იმისა, თუ რა არის სანქცირებული, თუ საზღვარზე მართლაც აჩერებენ ამ პროდუქციას და არ უშვებენ, უნდა არსებობდეს ინსტრუქცია, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაჯერება. არაფერ შუაშია „ნაციონალები“ ამბობენ ამას“, მითიური გია ლორთქიფანიძე თუ სხვა. ეს არის უკრაინის სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება, რომელიც იმყოფება მათ შორის ჩვენს ომში იმისთვის, რომ აქ არ შემოგვივარდნენ რუსები, ყელი არ გამოგვჭრან, არ დაგვახრჩონ, არ გაგვანადგურონ და ჩვენი შვილები არ გააუპატიურონ, რასაც აკეთებენ ყველგან. როდესაც უკვე დაპყრობილი ჰქონდათ ტერიტორია მაჩაბელში და თამარაშენში, დაიჭირეს ქართველი გოგონა და 25-მა რუსმა სამხედრომ გააუპატიურა, ესეც ჩვენი წინააღმდეგობის შედეგი იყო? ამ დროს სამხედრო ნაწილები იყო გამოყვანილი“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.