Category: სლაიდერი

  • ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამის შემოდება – ოხანაშვილი უკრაინაზე

    “ადეიშვილი, ლორთქიფანიძე ალბათ ასწავლიან, როგორ ხდება გვამის შემოდება” – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

    ”ხელისუფლება ესაუბრება ხელისუფლებას. თუ ხელისუფლებას ექნებოდა კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, ეს პოზიციები გაიცვლებოდა. ჩვენ შუამავალი ნაციონალური მოძრაობა თუ უნდა გვყავდეს უკრაინის ხელისუფლებასთან, მაშინ მშვიდობაში მოახმაროს უკრაინის ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობა. კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან იმას რაც, არ მგონია, უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს – როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად უკრაინაში. ეს ხალხია მათ გარშემო, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც კრიმინალი ადეიშვილი გიზის მოლაპარაკების მაგიდასთან, მათი და შემდგომ ჩვენი რეაქცია გასაკვირი არ უნდა იყოს. ” – ამბობს ადეიშვილი.

  • ველოდებით მტკიცებულებებსა და არგუმენტებს, რომ საქართველო არ ეხმარება რუსეთს – კულება

    • “ჩვენ რომ არ გვქონოდა გავლენა საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე, რომელთა მეშვეობითაც რუსები სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ, ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ და რუსეთზე სანქციების გავლენა მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ეს ჩვენი ყოველდღიური ამოცანაა. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან. თუ ჩვენ არ გვაქვს გავლენა ქვეყანაზე, ჩვენ ვპოულობთ ქვეყანას, რომელსაც აქვს მასზე გავლენა და ისე ვმუშაობთ, რომ ისინი რუსეთის ფედერაციას სანქციების გვერდის ავლაში არ დაეხმარონ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს, რომ ისინი ამას არ აკეთებენ. შემდეგ გადავწყვეტთ, რა მოვიმოქმედოთ, თუ ეს მტკიცებულებები და არგუმენტები საკმარისად დამაჯერებელი არ იქნება” – აცხადებს კულება. 

    უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან იმ მტკიცებულებებს ელოდება, რომლითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. ამის შესახებ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

  • რამდენიმე ქვეყანა მზადაა, თავშესაფარი მიანიჭოს რუს ჯარისკაცებს, ვინც ბრძანებებს არ დაემორჩილება – შარლ მიშელი

    რამდენიმე ქვეყანა მზადაა, თავშესაფარი მიანიჭოს რუს ჯარისკაცებს, ვინც ბრძანებებს არ დაემორჩილება –  ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „დღეს გამოვხატავთ ჩვენს განრისხებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო ბუჩაში და უკრაინის სხვა ბევრ ქალაქში. ეს არის კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ საზღვარი არ აქვს. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებაა იმის, რომ სხეულები მიმოფანტული ქუჩებში, მასობრივი სასაფლაოები ეს არ არის სპეციალური ოპერაცია, ეს არის ომის დანაშაულები და ჩვენ ევროკავშირში არ შევაქცევთ ზურგს და ჩავხედავთ რეალობას პირდაპირ თვალებში. უნდა იყოს და იქნება კიდეც მძიმე შედეგები ყველასთვის, ვინც ამაზე პასუხისმგებელია. ჩვენ უკვე ვუჭერთ მხარს ყველა მცდელობას, შეგროვდეს მტკიცებულებები და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ამის ჩამდენმა ადამიანებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ. ძვირფასო კოლეგებო, მე მაქვს ერთი გზავნილი რუსი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლა ბრძოლის ველზე არიან: თუ არ გინდათ მონაწილეობის მიღება თქვენი უკრაინელი ძმებისა და დების მკვლელობაში, თუ არ გსურს იყოთ კრიმინალები, დაყარეთ იარაღი, შეწყვიტეთ ბრძოლა, დატოვეთ ბრძოლის ველი. მე ვიცი ძვირფასო კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, რამდენიმე ქვეყანამ უკვე გააკეთა შეთავაზება, მიანიჭოს თავშესაფარი რუს ჯარისკაცებს, ვინც არ დაემორჩილება რუსეთის ბრძანებებს. ჩემი აზრით, ეს ღირებული იდეაა, რომელიც უნდა შესრულდეს.” – განაცხადა შარლ მიშელმა.

  • რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ – გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა

    გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო აცხადებს, რომ რუსეთის ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში კიევის რეგიონში, გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა.  დუმენკო ასევე აცხადებს, რომ გოსტომელის  მიმართულებით, გზაზე ჩაცხრულული მანქანები იყო და ცხედრები ესვენა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც, თუმცა ეს ცხედრები ახლა გამქრალია.

    “ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს. გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ. რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ”. –  აცხადებს გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო.

  • როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

    როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

    საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ საქართველოდან რუსეთში სანქცირებული პროდუქციის გატანა შესაძლებელია. ის აღწერს გზებს, რომლითაც რუსეთში საქართველოს გავლით ეს პროდუქცია შეიძლება მოხვდეს:

    “როგორ ხდება სანქციების თავიდან არიდება?

    ყველაზე გავრცელებული ფორმაა პროდუქციის დანიშნულების ქვეყნის ცვლილება, შუალედური კომპანიის/რგოლის გაჩენით.

    მაგ: ტაილანდი არ ყიდის ჩიპებს რუსეთზე, ამიტომ მას ყიდულობს საქართველოში რეგისტრირებული კომპანია და გადააქვს რუსეთში ვაშლით დატვირთული მანქანით.
    არის თუ არა ეს შესაძლებელი?

    დიახ, არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული, რომ ვინმე არარაობა არ ეცდება ხელი მოითბოს ომზე. უფრო მეტიც, ყველა ომში ვიღაცა ამაზე ხელს ითბობს.

    შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული ხელისუფლების გარეშე გაკეთდეს?
    დიახ, უმეტესობა შემთხვევაში, სანქციების გვერდის ავლა კერძო პირების მეშვეობით ხდება. თუ ეს სახელმწიფო დონეზე ან სახელმწიფოს თანხმობით ხდება, ეს ომის შესაბამის მხარედ დაფიქსირებას ნიშნავს.

    რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მომატებული საფრთხის პირობებში, რომ რეპუტაციული და სხვა უფრო მძიმე რისკები თავიდან აიცილოს?

    უნდა შექმნას შესაბამისი მონიტორინგის ჯგუფი (როგორც წესი საბაჟო სამსახურში) რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება:

    – ხომ არ მოიმატა საქართველოში, რუსეთში სანქცირებული პროდუქციის იმპორტმა (მაგ. ჩიპების)
    – ხომ არ მოიმატა რუსეთ-საქართველოს საზღვრის სატვირთო ბრუნვამ, მათ შორის ტრანზიტული ტვირთების
    – ხომ არ მოიმატა ისეთი სატვირთო მანქანების რაოდენობამ საზღვარზე, სადაც გამგზავნი ახალი ან ახლად დარეგისტრირებული კომპანიაა
    – ხომ არ მოიმატა იმპორტმა ისეთ ქვეყანასთან რომელიც აწარმოებს სანქცირებულ პროდუქციას (მაგ. იაპონიასთან ან ტაივანთან)
    – ხომ არ მოიმატა ფინანსურმა ნაკადებმა ომის მხარე/მოკავშირე ქვეყნებთან (მაგ. ბელორუსი, უნგრეთი და ა.შ.)
    – აწარმოოს დაკვირვება ნებისმიერ უჩვეულო იმპორტის და რეექსპორტის ზრდაზე
    – არსებობდეს გადამოწმებული განმარტება ნებისმიერ უჩვეულო/არასტანდარტულ სავაჭრო ზრდაზე
    საქართველო არის ბუნებრივად მომატებული საფრთხის ქვეყანა, რადგან ვართ მოსაზღვრე ქვეყანა, გვაქვს უვიზო რეჟიმი, გაზრდილია შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, გაზრდილია მათ მიერ დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, ოფიციალურად განცხადებული გვაქვს რომ არ ვუერთდებით სანქციებს.

    ამის გამო უნდა უკიდურესად გამკაცრდეს ტვირთების შერჩევით/ან მთლიანად შემოწმება რუსეთთან საზღვარზე. ეს ყველაფერი არის სტანდარტული პროცესების არასრული ჩამონათვალი, რომელსაც უნდა აკეთებდეს მოკავშირე/მეგობარი ქვეყანა.

    რაც მთავარია ეს ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო (მაგ. ქვეყნდებოდეს შესაბამისი ანგარიში) და მარტივად ხელმისაწვდომი, მათ შორის მეგობარი სახელმწიფოსთვის (მაგ. უკრაინა, აშშ, პოლონეთი).

    ჩვენ რას ვაკეთებთ, ვმუშაობთ პარტნიორებთან? ვცვლით ინფორმაციას? ვცდილობთ ქვეყნის პოზიციონირებას დასავლურ ბლოკში?

    საერთაშორისო სანქციების საკითხი მჯერა/არ მჯერა და დამიმტკიცე/ბოდიში მოიხადე თემა არ არის. ეს არის კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი რომელსაც პრევენციულად უნდა ატარებდეს ქვეყანა, რომ არ აღმოჩნდეს ჩართული კატასტროფულ პროცესებში.“ – წერს გიორგი ქადაგიძე ფეისბუქზე.

    შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა  განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.

    „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.

    „იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.

    ამავე განცხადების თანახმად, ასევე განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის 2019 წლის ივნისიდან შეჩერებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის მოკლე განცხადებაში სხვა დეტალები მოცემული არ არის.

    საქართველოს მთავრობა ბრალდებებს უარყოფს

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

    „ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება“, — განაცხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

    სამინისტროს თქმით, „საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი“.

    ფინანსთა სამინისტრომ „სრული პასუხისმგებლობით“ განაცხადა, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, იქნება ეს სამხედრო თუ ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რომელიც სანქციების სიაშია, „ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ“.

    სამინისტროს თქმით, ამაზე დეტალურადაა ინფორმირებული საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

    „საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას“, — განაცხადა სამინისტრომ.

  • დიდი მხედართმთავრის, მაზნიაშვილის დაბადების დღეა, შეუპოვრობის მაგალითია – ღარიბაშვილი

    ”დიდი მხედართმთავრის, მაზნიაშვილის დაბადების დღეა, შეუპოვრობის მაგალითია”- ამბობს  პრემიერმინისტრი, ირაკლი ღრიბაშვილი საქართველოს ეროვნულ გმირზე, გენერალ გიორგი მაზნიაშვილზე.

    დღეს დიდი მხედართმთავრის, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებული მებრძოლის, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა.

    გიორგი მაზნიაშვილს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს ხანგრძლივ და სახელოვან სამხედრო ისტორიაში. თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთი შემოქმედი, სტრატეგიული ნიჭით გამორჩეული მთავარსარდალი იმავდროულად მამაცობისა და შეუპოვრობის მისაბაძი მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის.

    “მე არც ბოლშევიკების გენერალი ვარ და არც მენშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ” – მისი ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვინც სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს დიდ მამულიშვილთა შორის.

    დაუმარცხებელი გენერლის უანგარო მსახურება სამშობლოსა და ხალხისადმი სახელმძღვანელოდ დარჩება თითოეული ჩვენგანისათვის, მომავალი თაობებისთვის.

  • აშშ უკრაინას დამატებით 100 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს

    შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით  100 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

    დახმარებაში შედის ტანკსაწინააღმდეგო ჯაველინებიც, რომლებსაც აშშ უკრაინას გადასცემს.

    საერთო ჯამში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან აშშ-ის დახმარება უკრაინისადმი 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

    ასევე, გუშინ, 5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას დაუყოვნებლივ გაუგზავნის Switchlade-ის უპილოტო საფრენ აპარატს. აღნიშნულის შესახებ, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

    კერძოდ, გაიგზავნება Switberland 600 და 300 გაიგზავნება, რომელსაც, თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია, AeroVironment-ის მიხედვით, სამიზნე 40 წუთზე მეტ ხანს შეუძლია მიიზიდოს.

  • აშშ განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს

    აშშ-ის კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის მოთხოვნის განხილვაზე, თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი და გენშტაბის ხელმძღვანელთა გაერთიანებული სარდლობის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი წარდგნენ.

    პენტაგონის ხელმძღვანელი და ამერიკის წამყვანი გენერალი, კანონმდებელთა კითხვებს პასუხობდნენ. შეკითხვების უმეტესობა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და შეერთებული შტატების სამხედრო უნარიანობას შეეხო.

    საკუთარ გამხსნელ გამოსვლაში, თავდაცვის მდივანმა თქვა, რომ: „რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრა უკრაინაში ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ისტორიული გამოწვევის წინაშე აყენებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ევროპის უსაფრთხოების ყველა მიმართულებით.

    აღნიშნული გაიზიარა ასევე, გენერალმა მილიმ. „რუსეთის შეჭრა უკრაინაში გლობალურ უსაფრთხოებას და სტაბილურობას, რომლის დასაცავადაც, ჩემი მშობლები და ამერიკელთა თაობები თავდაუზოგავად იბრძოდნენ, საფრთხეს უქმნის“, – აღნიშნა მან.

    თავდაცვის მდივანმა ისაუბრა, ამერიკის დახმარებაზე უკრაინის მიმართ. თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ მოახერხა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ეფექტურად გამოეყენებინა სტინგერები და ჯაველინის სარაკეტო სისტემები.

    „ჩვენ ვსწავლობთ… რა სურთ უკრაინელებს. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვესაუბრებით. [დახმარება] იქნება უმეტესწილად იმის გამეორება, რაც უკვე გადავეცით, თუმცა ჩვენ განვიხილავთ ისეთ რამეებს, რაც მათ მისცემთ ბრძოლაში უპირატესობას. და თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ დავიწყეთ მათი [შეარაღების] გადაცემა“, – თქვა ოსტინმა.

    გენერალმა მილიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს მოსაზრებას, რომ რუსეთთან დაპირისპირება რეგიონში დიდხანს გაგრძელდება.

    „[ეს] უნდა გავზომოთ წლებში. არ ვიცი ათწლეულებში თუ არა, თუმცა წლებში ნამდვილად,“- თქვა მან. „ვფიქრობ ნატო, შეერთებული შტატები, უკრაინა და ყველა მოკავშირე და პარტნიორი, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, ამაში დიდხანს იქნებიან ჩართულნი,“ – თქვა მან.

    თავდაცვის მდივანმა და გენერალმა მილიმ დაადასტურეს, რომ შეერთებული შტატები წვრთნის უკრაინელებს, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა მათი თქმით წვრთნები არ იმართება უკრაინის თუ პოლონეთის შიგნით.

    თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველოზე და თქვა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს გზებს თუ როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატოს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.

    შეკითხვაზე, განიხილება თუ არა, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის მუდმივი წარმომადგენლობის განთავსება, მილიმ თქვა, რომ მისი რჩევა „არა მუდმივი ძალების, არამედ მუდმივი ბაზების შექმნაა“, სადაც სამხედროების როტაცია მოხდება.

    „მე მჯერა, რომ ბევრი ევროპელი მოკავშირე, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი და სხვები ძალიან, ძალიან მოსურნენი არიან მუდმივი ბაზების შექმნისა. ისინი მათ ააშენებენ, მათთვის გადაიხდიან“. – თქვა გენერალმა.

    კონგრესმენებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მწვავე კითხვები დაუსვეს იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ვაშინგტონმა მოსკოვის შეკავება. ოსტინმა და მილიმ, აღნიშნულზე საპასუხოდ განაცხადეს, რომ მათი აზრით ამის გზა ადგილზე ამერიკული სამხედროების განთავსება იყო, თუმცა ეს ქმნიდა რისკებს რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების.

    კომიტეტში გამოსვლისას, ამერიკის თავდაცვის წამყვანმა პირებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად შეიარაღების კუთხით უპირატესობისა, რუსეთმა ვერ მოახერხა მისი უნარების ეფექტური გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და მოუწიათ, უკრაინის მოულოდნელად მტკიცე თავდაცვასთან გამკლავება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • მიზანია, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე – მედვედევი

    მიზანია, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე – მედვედევი

    “მიზანია, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე” – ამის შესახებ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი Telegram არხზე წერს.

    “ვლადიმირ პუტინმა მტკიცედ დაისახა მიზნად უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია. ეს რთული ამოცანები ერთდროულად არ ხდება და ისინი არ გადაწყდებიან მხოლოდ ბრძოლის ველზე. უკრაინელების ნაწილის სისხლიანი და ცრუ მითებით სავსე ცნობიერების შეცვლა უმთავრესი მიზანია. მიზანია თავად უკრაინელების მომავალი თაობების მშვიდობა და შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ ავაშენოთ ღია ევრაზია – ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე.”- განაცხადა მედვედევმა.

  • ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის 19 თანამშრომელს ბრიუსელიდან აძევებენ

    ევროკავშირმა დააანონსა, რომ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის 19 მუდმივ თანამშრომელს ბრიუსელიდან გააძევებენ და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ

    “უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის გადაწყვეტილების შესაბამისად, ბრიუსელში მდებარე ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა მათი დიპლომატიური სტატუსისთვის შეუსაბამო საქმიანობის გამო.“– ნათქვამია დოკუმენტში.

    დღეს ევროპის საგარეოპოლიტიკური სამსახურის გენერალურმა მდივანმა რუსეთის მისიის ხელმძღვანელს, ვლადიმირ ჩიხოვს ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი “შესაბამის პასუხს გასცემს“ ამ გადაწყვეტილებას.

    მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ მიიღო: სლოვენიამ, რუმინეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, დანიამ, ლიტვამ და ლატვიამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირეს. დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომელთა ნაწილს ამ ქვეყნებიდან შპიონაჟის ეჭვის გამო აძევებენ. მათ ბრალი ედებათ “დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამო საქმიანობაში“. ეს გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებმა ბუჩაში რუსული არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის შემდეგ მიიღეს.