Category: სლაიდერი

  • ბრიტანეთი Sberbank-ს აქტივებს გაუყინავს – სანქციების ახალი პაკეტი

    დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, ბრიტანეთი რუსეთის უმსხვილეს ბანკს Sberbank-სა და მოსკოვის საკრედიტო ბანკს აქტივებს გაუყინავს. ასევე, რუსეთში ყველა ახალ ინვესტიციას აკრძალავს, რაც 2020 წელს 11 მილიარდ ფუნტს შეადგენდა.

    ახალი სანქციები შეეხება დამატებით 8 რუს ოლიგარქსაც, მათ შორის არიან რუსული გაზის წამყვანი მწარმოებლის Novatek-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლეონიდ მიხელსონი, გაზპრომბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი აკიმოვი და სერგეი ივანოვი, ალმასის უმსხვილესი მწარმოებლის Alrosa-ს პრეზიდენტი.

    ბრიტანეთი ასევე გეგმავს, 2022 წლის ბოლომდე შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ქვანახშირსა და გაზზე.

  • უკრაინის უფრო მჯერა, მხარს უმაგრებს აშშ-ის, ბრიტანეთისა და ისრაელის დაზვერვის სისტემები – ჭიჭინაძე

    უკრაინული მხარის უფრო მჯერა, მათი დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, რადგან მას მხარს უმაგრებს აშშ-ს, ბრიტანეთისა და ისრაელის დაზვერვის სისტემები –  ამის შესახებ ენმ-ის წევრმა, დევი ჭანკოტაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

    • „ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა, ძალიან სერიოზული კატასტროფა იქნება საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, მე უკრაინული მხარის უფრო მჯერა იმიტომ, რომ უკრაინული დაზვერვა ახლა ყველაზე ძლიერია მსოფლიოში, რადგან მას მხარს უმაგრებს ისეთი ძლიერი დაზვერვის სისტემა, როგორიც არის აშშ-ის სადაზვერვო სისტემა, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სისტემა და ისრაელის სადაზვერვო სისტემა. მე არ მაქვს არანაირი ეჭვი, რომ ეს სიმართლე არ იყოს“, – განაცხადა დევი ჭანკოტაძემ.
  • აშშ-მ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

    აშშ-მ პუტინის ქალიშვილებს სანქციები დაუწესა

    ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის საბანკო ინსტიტუტებსა და პუტინის ქალიშვილებს ახალი სანქციები დაუწესა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. სანქციები შეეხოთ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, ასევე, დიმიტრი მედვედევსა და მიხეილ მიშუსტინს.

    აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებით, დრამატულად აძლიერებენ ფინანსურ წნეხს სანქციების დაწესებით რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტზე, სბერბანკსა და მის უმსხვილეს კერძო ბანკზე, ალფა ბანკზე.

    “ეს არის პასუხი უკრაინაში და მათ შორის ბუჩაში ჩადენილი ბოროტმოქმედების გამო, რომელმაც თეთრი სახლის აზრით პუტინის რეჟიმისთვის მყისიერი ეკონომიკური ზიანი უნდა გამოიწვიოს. ახალი სანქციები ასეთია: რუსეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტების – სბერბანკის და უმსხვილესი კერძო ბანკის – ალფა ბანკის სრული ბლოკირება. სბერბანკის და ალფაბანკის ნებისმიერი აქტივის გაყინვა, რომლებიც აშშ–ს ფინანსურ სისტემასთან არის დაკავშირებული და აკრძალვა აშშ–ს მოქალაქეებისთვის, მათთან საქმიანობა აწარმოონ.

    სბერბანკი რუსეთის საბანკო სექტორის ყველა აქტივის დაახლოებით მესამედს ფლობს და სისტემური მნიშვნელობის ბანკია რუსეთის ეკონომიკისთვის. ალფა ბანკი კი უმხვილესი კერძო ბანკი და რუსეთის სიდიდით მეოთხე საფინანსო ორგანიზაციია. რუსეთში ახალი ინვესტიციების აკრძალვა. პრეზიდენტი ბაიდენი ხელს მოაწერს ახალ ბრძანებას, რომლითაც აიკრძალება რუსეთში აშშ–ს მოქალაქეების მხრიდან ინვესტიციების ჩადება, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.

    ეს გადაწყვეტილება ეფუძნება 600–ზე მეტი ტრანსნაციონალური კომიანიის გადაწყვეტილებას რუსეთის დატოვების შესახებ. მათ შორის არიან ენერგეტიკული კომპანიები, საცალო ვაჭრობის ქსელები, საფინანსო დაწესებულებები, ასევე საქონლისა და მომსახურების სხვადასხვა მიმწოდებლები, მათ შორის საკონსულტაციო და იურიდიული ფირმები. სრული ბლოკადა უმსხვილესი რუსული სახელმწიფო კომპანიებისთვის. იკრძალება აშშ–ს ნებისმიერი მოქალაქისთვის გარიგება დადონ ამ ორგანიზაციებთან. გაიყინება ამ ორგანიზაციების ნებისმიერი აქტივები აშშ–ს იურისდიქციაში, რაც თეთრი სახლის განცხადებით, კრემლს შეუზღუდავს შესაძლებლობას, მათი საშუალებით უკრაინაში ომი დააფინანსოს და უზრუნველყოს. ამ ორგანიზაციების ჩამონათვალს ფინანსთა სამინისტრო ხვალ გამოაცხადებს”,– აცხადებს მაღალჩინოსანი.

    რაც შეეხება რუსეთის ელიტის ოჯახის წევრებს სანქციებს, სანქცირებულთა შორის არიან პრეზიდენტ პუტინის სრულწლოვანი შვილები, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ცოლი და ქალიშვილი, ასევე რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრების ოჯახები, მათ შორის ყოფილი პრემიერის, დიმიტრი მედვედევის და პრემიერ მიხეილ მიშუსტინის ოჯახის წევრები.

    თეთრი სახლის განცხადებით ეს ადამიანები რუსი ხალხის ხარჯზე გამდიდრნენ, ზოგიერთი მათგანი კი პასუხისმგებელია უკრაინასთან პუტინის ომზე. ოფიციალური პირის განმარტებით, ამ პირების სანქცირება ნიშნავს მათ მოკვეთას აშშ-ს საფინანსო სისტემიდან და აშშ-ში არსებული მათი ყველა აქტივის გაყინვას.

    შეერთებულმა შტატებმა სანქციები უკვე დაუწესა 140-ზე მეტ ოლიგარქსა და მათ ოჯახის წევრებს, ასევე რუსეთის მთავრობის 400-ზე მეტ წარმომადგენელს.

  • უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული აქტივისტები ჯამში 34 300 ლარით დააჯარიმეს

    7 მარტის უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს ჯამში 34 300 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს. შესაბამისი გადაწყვეტილება, მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.

    ”მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯამში 15 800 ლარის ჯარიმები შეეფარდათ:

    • ზუკა ბერძენიშვილი – 3800 ლარი
      გიორგი მჟავანაძე – 2800 ლარი
      გური გოლიაძე – 2800 ლარი
      ნოდარ რუხაძე – 2800 ლარი
      ალექსანდრე სამხარაძე – 2600 ლარი
      გიგა მაქარაშვილი – 1000 ლარი

    თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე:
    ააიპ მოძრაობა სირცხვილია

    TBC: #GE27TB7589236070100003
    BOG: #GE44BG0000000162241054
    დანიშნულება: აქტივისტებისთვის ” – წერს მოძრაობა “სირცხვლია”

    მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ დოლიძე აცხადებს, რომ ჯარიმის არ გადახდა შეუძლებელია, რადგან ანგარიშებს უყადაღებენ, ხოლო ყველას პლასტიკური ბარათის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია.

    არ გამოვა რომ არ გადავიხადოთ. ანგარიშებს გვიყადაღებენ. არ შეუძლია ყველას საკუთარი ბარათის გარეშე ფუნქციონირება. დაჯარიმებულებს შორის არის 19 წლის ბარმენიც, როგორ იარსებოს? ცხოვრება გვინდა ჩვენც. გასაგებია, რომ ყველა ვერ ვიქნებით ყოველდღიურად აქტიურად ჩართულები პროცესებში, ეს კი ის ხალხია, ვინც ახერხებს ამას. პ.ს. თითოეულის შემთხვევას მოგიყვებით ვისაც დაგაინტერესებთ.”- აცხადებს მარიამ დოლიძე.
  • თუ არ მოგვაწვდით იარაღს, როგორ ხედავთ ომის დასასრულს? – პოდოლიაკი პარტნიორებს

    თუ თქვენ არ მიაწვდით უკრაინას საჭირო იარაღს (მძიმე არტილერია და საჰაერო თავდაცვა) და თუ ხვალ არ დააწესებთ რეალურ სანქციებს (პირდაპირი/ირიბი ენერგეტიკული ემბარგო), როგორ ხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომის დასასრულს? რატომ უნდა შეწყვიტონ რუსებმა უკრაინის მკვლელობა და განადგურება?”

    წერს ტვიტერზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი.

  • ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.18 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0839 ლარი გახდა.

    ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 1.89 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3633 ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • ეს საკითხი არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე – დეგნანი კონტრაბანდაზე

    “ეს არის სერიოზული განცხადებები, ბრალდებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, სჭირდება გარკვევა და ეს უნდა მოხდეს სამთავრობო არხების მეშვეობით საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ იგი არ მისცემს ამის საშუალებას, რომ მოხდეს რამე ამგვარი დარღვევა. ხშირად მესმის ხოლმე, რომ ამბობენ – არავის შეუძლია ამ სასტიკი ომის შეჩერება. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, პუტინს შეუძლია, რადგან მან დაიწყო ეს ომი. სანქციები არსებობს, რათა მოხდეს მასზე ზეწოლა და ეს უნდა თანმიმდევრული, ერთიანი, მას უნდა ემორჩილებოდეს ყველა, რათა ეს ზეწოლა განხორციელდეს. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით.

    […] ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საკითხებია, რომლებიც არ უნდა გადაწყდეს მედიის წინაშე. ამისათვის აუცილებელია, მოხდეს მნიშვნელოვანი სამთავრობო არხების გამოყენება, რაც არსებობს. ასეთი ურთიერთდაპირისპირებით სარგებელს იღებს მხოლოდ რუსეთი. მტკიცედ მოვუწოდებ, ეს საკითხი გადატანილ იყოს შესაბამის არხებზე, სადაც შესაბამისად იქნება გამოძიებული და გადაწყვეტილი”

    თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე, რომ საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდა შედის, ამას კი ხელისუფლების წარმომადგენლები უწყობენ ხელს.

  • იტალიაში, კომოს ტბაზე სოლოვიოვის ვილას ცეცხლი წაუკიდეს

    იტალიაში, კომოს ტბაზე რუსი ტელეწამყვანისა და პუტინის მხარდამჭერის, ვლადიმერ სოლოვიოვის ვილაში ხანძარი გააჩინეს. იტალიური მედიის ცნობით, ცეცხლის წასაკიდებლად უცნობმა პირებმა საბურავები გამოიყენეს.

    პოლიციის განცხადებით, დილის 6 საათზე მეხანძრეებს ორი საათი დასჭირდათ ცეცხლის ჩასაქრობად. მიმდინარეობს გამოძიება.

    გარდა ამისა, მედიის ინფორმაციით, დააზიანეს და შეღებეს სოლოვიოვის მეორე სახლის კედლებიც, მესამეში კი ხანძარი გააჩინეს.  რუსი პროპაგანდისტის ვილების საერთო ღირებულება 8 მილიონი ევროა.

  • ის რასაც პუტინი უკრაინაში სჩადის, გენოციდს არაფრით ჩამორჩება – ბორის ჯონსონი

    • “როდესაც ვუყურებთ იმას, თუ რა ხდება ბუჩაში, ეს იმის გამოვლინებაა, რასაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სჩადის უკრაინაში, რაც ჩემთვის გენოციდს არაფრით ჩამორჩება. შესაბამისად, არც ხალხის რეაქციაა გასაკვირი”. – თქვა ბორის ჯონსონმა.

    აცხადებს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონი.

  • რუსეთი შიმშილს დომინირების ინსტრუმენტად იყენებს – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “რუსეთი შიმშილს იარაღად იყენებს”.

    მისი თქმით, ოკუპანტები ანადგურებენ საწვავის შესანახ ადგილებს, პროდუქციის სადისტრიბუციო ცენტრებს, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასა და მინდვრებს. 

    გარდა ამისა, ზელენსკის ცნობით, რუსეთმა დაბლოკა ყველა საზღვაო პორტი გემებთან ერთად, რომლებიც დატვირთული იყო საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით.

    “რატომ აკეთებენ ამას? მათთვის შიმშილი არის იარაღი ჩვენს წინააღმდეგ, უბრალო ადამიანების წინააღმდეგ, როგორც დომინირების ინსტრუმენტი”,– თქვა ზელენსკიმ ირლანდიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

    მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია სოფლის მეურნეობისა და სურსათის სფეროში, რუსეთის ქმედებები კი გამოიწვევს საკვების დეფიციტს და გაზრდის ხარჯებს მილიონობით მშიერი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში.