Category: სლაიდერი

  • პესკოვი უარყოფს, რომ რუსეთი ზელენსკის მოკვლას ცდილობს

    პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ რუსეთი ზელენსკის ლიკვიდაციას არ გეგმავს. ინფორმაციას TASS ავრცელებს.

    “არა, ეს არ არის სიმართლე. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე, ისევე როგორც უკრაინის ოკუპაციაზე. […] ბევრი ჟურნალისტი განიხილავს მის [ზელენსკის] განცხადებებს. ის არის უკრაინის პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას სვამს და რას ეწევა”, – თქვა პესკოვმა.

    მისივე განმარტებით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ მან მიიღოს ის პირობები, რაც დელეგაციამ მოლაპარაკებებზე დააფიქსირა.

    “ჩვენ გვსურს, დავასრულოთ სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოლაპარაკებების გზით”, – აღნიშნა პესკოვმა.

  • დაბრკოლება ცალკეული ლიდერების კეთილსინდისიერების ნაკლებობაა – ზელენსკი სანქციებზე

    “მსოფლიომ დიდი ხანია შეიმუშავა შესაბამისი მექანიზმები. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს. ერთადერთი დაბრკოლება ცალკეული ლიდერების კეთილსინდისიერების ნაკლებობაა. პოლიტიკური ლიდერები, ბიზნეს ლიდერები, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ომი და ომის დანაშაულები არ არის ისეთი საშინელი, როგორც ფინანსური ზიანი”

    თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Европейская правда– ცნობით.

  • ოკუპანტებმა სოფელ აძვისთავის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    ოკუპანტებმა სოფელ აძვისთავის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

    რუსმა ოკუპანტებმა სოფელი აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გიორგი ქუჯოშვილი უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

    მათი ცნობით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და საქმის კურშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

  • უკრაინამ მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი – დავითულიანი

    “თავის დროზე უკრაინის ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო ეს მეგობრული ურთიერთობები ორ სახელმწიფოს შორის და ის ურთიერთობები, რომლებიც ხელისუფლებებს შორის არსებობდა ტრადიციულად და მთელი ძებნილთა კორპუსი გახადა თავისი ხელისუფლების ნაწილი და ისინი თუ გავლენას ახდენენ მათ ასეთ ხმამაღალ განცხადებებზე, ეს მათი პრობლემაა, ჩვენი პრობლემა აღარ არის და თავის პრობლემას თვითონვე უნდა გასცენ პასუხი”

    ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი უკრიანის დაზვერვის განცხადებაზე, რომ საქართველოდან რუსეთში კონტრაბანდა გადის, რასაც ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხელს უწყობს.

  • ჟირინოვსკი ამჯერად მართლა მოკვდა

    ჟირინოვსკი ამჯერად მართლა მოკვდა

    დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი აცხადებს, რომ მოკვდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და დუმის დეპუტატი ვლადიმირ ჟირინოვსკი. ინფორმაცია გამოქვეყნდა რუსეთის დუმის ოფიციალურ ვებგვერდსა და ჟირინოვსკის პარტიის ტელეგრამ არხზე.

    დუმის სპიკერის თქმით, ჟირინოვსკი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

    ცნობისთვის, რუსი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა წინა შემთხვევებში ოფიციალურ წყაროებს ეს არ დაუდასტურებიათ.

  • წარმოადგინონ მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყონ – “ოცნება” უკრაინას

    წარმოადგინონ მტკიცებულება, ან საჯაროდ უარყონ – “ოცნება” უკრაინას

    საქართველოს ხელისუფლება უკრაინას მოუწოდებს, წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდა მიეწოდება, ან საჯაროდ უარყონ ბრალდება.

    “კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა წარმოადგინონ რაიმე სახის მტკიცებულება საქართველოსთვის წაყენებული ამაზრზენი ბრალდების შესახებ, ან საჯაროდ, იმავე წყაროებით და ფორმით უარყონ საკუთარი აბსურდული განცხადებები მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს მიმართ”,– თქვა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე.

    მისივე აზრით, უკრაინის ბრალდებების უკან ნაციონალური მოძრაობა და უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წევრები დგანან.

    ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურმა 4 აპრილს გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიიდან კონტრაბანდული საქონლის შეტანას, ქართულმა სპეცსამსახურებმა კი მიიღეს დავალება პოლიტიკური პირებისგან, არ ჩაერივნენ ამ საკითხში.

    აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ხელისუფლება დაუსაბუთებელს უწოდებს.

  • საქართველოდან ურალვაგონში მიკროჩიპები კონტრაბანდულად გადის – Cnews-ის ექსკლუზივი

    Cnews-ის ექსკლურზიური ინფორმაციით, საქართველოდან ურალვაგონში მიკროჩიპები კონტრაბანდულად გადის. გამოცემის წყაროს ინფორმაციით,  საქართველოში ბოლო ორი თვის განმავლობაში ასეულობით კომპანია და ინდ.მეწარმე დარეგისტრირდა. სწორედ ამ კომპანიების მეშვეობით ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტი ხორციელდება. საქართველოს საბაჟოს პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის “ასიკუდას” დანერგვა ამერიკული მხარის დახმარებით განხორციელდა, რომლის მეშვეობითაც, ამერიკელები ყველა ტვირთის გადაადგილების შესახებ ფლობენ ინფორმაციას.

    100 დასახელების შპს და 200-ზე მეტი ინდმეწარმე,  მცირე და საშუალო იმპორტს ახორციელებს საქართველოში, ფაქტობრივად ყიდულობს ტვირთს და მცირე პარტიებად, ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, გააქვს რუსეთში. სადაც ტრაილერების გარდა, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადაადგილდებიან. რუსები მასიურად ქირაობენ “კახოვკაზე” საწყობებს, ეძებენ საბაჟო სისტემის მცოდნე ბროკერებს,შენიღბვისთვის ტაქსისტებს ესაუბრებიან ინგლისურად.

    ურალვაგონის სამხედრო ქარხანას ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებული აქვს, რადგან დაწესებული სანქციების გამო, ქვეყანაში სათადარიგო ნაწილებისა და მიკროსქემების დეფიციტია. ასევე დიდი დეფიციტია ე.წ.პაჩებნიკების. სწორედ მიკროსქემები შემოვიდა საქართველოში დუბაიდან  და გავიდა რუსეთში. უფრო კონკრეტულად, გასულ პარასკევს და შაბათს დიდუბის სადგურიდან მგზავრებით დატვირთული ოთხი მიკროავტობუსი გავიდა, მგზავრების უმეტესობამ, ხელბარგით სწორედ მიკროსქემები გაიტანა ვლადიკავკაზში. ბარგი ავტონაწილებით იყო შენიღბული. ეს იყო საცდელი ე.წ.პრაგონი ვლადიკავკაზის მიმართულებით. სქემამ წარმატებით იმუშავა. თბილისი მოსკოვის ავტობუსებით კი ძირითადად ჰიგიენური დანიშნულების საქონელი გააქვთ.

    უკრაინის დაზვერვის  განცხადებაში ნახსენებია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. პოლიტიკური თანამდებობა დღეს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უჭირავს,რომელსაც მისი სიმამრის მეშვეობით, ღრმა რუსული კავშირები აქვს გრუსთან. კონტრაბანდული ქსელის აწყობას სწორედ კახელების კლანი აპირებს და ძალოვან უწყებას კატეგორიულად აკრძალული აქვს მსგავს ფაქტებზე რეაგირება.

    აქვე შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა  განაცხადა, რომ მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.

    • „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ქვესამხედრო და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობა“, – განაცხადა უწყებამ და დასძინა – „სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები კონტრაბანდის არხებს ქმნიან, რომელიც, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის“.
    • „იმავდროულად, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს დაევალათ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, რომ კონტრაბანდისტების საქმიანობებში არ ჩაერიონ“, – განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ.

    საქართველოს მთავრობა უკრაინის დაზვერვის ბრალდებებს უარყოფს და აღნიშნულთან დაკავშირებით, მტკიცებულებებს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი “ქართული ოცნება’ უკრაინისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. თუმცა  უკრაინული დაზვერვის ინფორმაცია  ამერიკული მხარის ცნობას ეყრდნობა.

    ამავე თემაზე, დღეს 6 აპრილს განცხადება გააკეთა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ სადაც ნათქვამია, რომ უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან იმ მტკიცებულებებს ელოდება, რომლითაც დადასტურდება, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება. კულებას განცხადებას კი თბილისის მერმა, კახა კალაძემ “სამარცხვინო” უწოდა.

     

    როგორ არის შესაძლებელი სანქციების გვერდის ავლა საქართველოს გავლით-გიორგი ქადაგიძის განმარტება

  • უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია  – კარლ ჰარცელი

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია – კარლ ჰარცელი

    “უკრაინის სამხედრო დაზვერვის ბრალდებები ძალიან სერიოზულია “- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა.

    „ჩვენ ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება. რაც შემეხება მე, ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, მხარეებმა განაგრძონ ინფორმაციის გაცვლა ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰარცელმა.

  • კალაძე დმიტრო კულებას განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს

    კალაძე დმიტრო კულებას განცხადებას “სამარცხვინოს” უწოდებს

    • “ეს იყო სამარცხვინო განცხადება, როგორც ჩვენ ბევრი სამარცხვინო განცხადებები მოვისმინეთ და ჩვენ ველოდებით უკრაინის მხრიდან, სამარცხვინო ბრალდება მათი მხრიდან იყო გაჟღერებული და კეთილი ინებონ და წარმოადგინონ, თუ რამე მტკიცებულებები გააჩნიათ” -ამბობს კალაძე

    თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებას საქართველოს მხრიდან მტკიცებულებების წარდგენაზე “სამარცხვინოს” უწოდებს.

     

  • კოკა მორგოშიას ძმის ჩართვის შემდეგ მერიისგან მშენებლობის ნებართვა გაიცა – გარიგება 1.8 მლნ დოლარის ოდენობისაა

    კოკა მორგოშიას ძმის ჩართვის შემდეგ თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვა მალევე გაიცა. გარიგება 1.8 მილიონი დოლარის ოდენობისაა. აღნიშნულ ინფორმაციას, “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. 2018 წელს დემაქს ვაკესა და კონსტანტინე მორგოშიას ძმის, გიორგი მორგოშიას შორის მომსახურების ხელშეკრულება გაფორმდა.  ხელშეკრულებით გიორგი მორგოშიას ევალებოდა პროექტის მიღება და სამშენებლო ნებართვის დამტკიცება ვაკეში, ყიფშიძის მიმდებარე მიწის ნაკვეთძე.  გარიგების სანაცვლოდ გიორგი მორგოშიამ მიიღო $110,000 ნაღდი ფული $1.3-1.6 მილიონად შეფასებული 800 კვ.მ ფართი, რომლის ნაწილიც გია კორკოტაშვილს გადაუნაწილა. ამ მიწაზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება მესაკუთრეებს ჯერ კიდევ 2013 წელს სურდათ, თუმცა ნებართვა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც საქმეში მორგოშია ჩაერთო.

    “კონსერვარტიული მოძრაობის ერთ-ერთი ფინანსური მხარდამჭერი/დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშიაა, რომელიც მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. გარდა დამფინანსებლისა ის ასევე პარტიის ერთ-ერთი ლიდერია.

    აღსანიშნავია, რომ თავად კონსტანტინე მორგოშიას სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის. სხვადასხვა დოკუმენტებში კონსტანტინე მორგოშია არის ციალა მორგოშიას და გიორგი მორგოშიას წარმომადგენელი და მათი სახელით ახორციელებს უძრავი ქონების შეძენა/გასხვისებას, ახალი კომპანიების რეგისტრაციას და სხვა ფინანსურ ტრანზაქციებს. ციალა მორგოშია კ. მორგოშიას დეიდაა, ხოლო გიორგი მორგოშია მისი ძმა.

    “ფლანგვის დეტექტორმა” სიღრმისეულად შეისწავლა აღნიშნული პირები და მათი ქონება. შედეგად მაღალი კორუფციული რისკის შემცველი გარემოება გამოვლინდა, რომელიც მშენებლობის ნებართვასთან არის დაკავშირებული.

    2018 წლის 4 სექტემბერს კონსტანტინე მორგოშიას ძმამ, გიორგი მორგოშიამ, დეველოპერულ კომპანია დემაქს ვაკესთან გააფორმა მომსახურების ხელშეკრულება. ხელშეკრულებით გიორგი მორგოშიას დაევალა მხარეთა მიერ მისაღები პირობებით პროექტისა და სამშენებლო ნებართვის მიღება, რის სანაცვლოდ დემაქს ვაკე მას გადასცემდა 800 კვ.მ საცხოვრებელ ფართს. საცხოვრებელი ფართის გარდა გიორგი მორგოშიას დემაქს ვაკისგან ასევე უნდა მიეღო 110,000 აშშ დოლარი.

    გიორგი მორგოშიამ მშენებლობის ნებართვის მოპოვების მაქსიმალურ ვადად 3 თვე მოითხოვა, რაც როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ძალიან მცირე დრო არის მშენებლობის ნებართვის მისაღებად. ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 2018 წლის 4 ოქტომბერს, კომპანიამ კი მშენებლობის ნებართვა 2019 წლის 7 მარტს მიიღო.

    მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მორგოშიას, როგორც შემსრულებელს ჰქონდა პროექტის შეთანხმების და სამშენებლო ნებართვის მიღების ვალდებულება, ის არქიტექტურის სამსახურის ჩანაწერებში არსად ფიგურირებს.

    სამშენებლო ნებართვის მოპოვების შემდეგ დემაქს ვაკემ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და გიორგი მორგოშიას 800 კვ.მ-მდე ფართობის უძრავი ქონება გადასცა.

    დემაქს ვაკე ელიტარული კომპლექსია სადაც საცხოვრებელი ფართის 1 კვ.მ-ის ღირებულება 1700- 2000 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად გიორგი მორგოშიამ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დაახლოებით 1,360,000 – 1,600,000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება და 110,000 აშშ დოალარი მიიღო.

    2019 წელს ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, გიორგი მორგოშიამ დემაქს ვაკეში გადასაცემი ქონება მისივე თანხმობით გადაანაწილდა შვიდ პირზე, მათ შორის მის მამიდა ციალა მორგოშიაზე და ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერზე – გია კორკოტაშვილზე.

    ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურისადმი მიმართვებიდან ჯერ კიდევ 2013 წელს ფიქსირდება მიწის მესაკუთრეების სურვილი, რომელთაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინის აშენება სურდათ. თუმცა 2019 წლამდე, მანამ სანამ გიორგი მორგოშია არ ჩაერთო საქმეში, მშენებლობის ნებართვა ვერ მოიპოვეს.

    აღსანიშნავია ისიც, რომ მშენებლობას სხვადასხვა მიზეზით არაერთი პირი ეწინააღმდეგებოდა. მათ შორის: პროექტის დამტკიცების შემთხვევაში საჭირო ხდებოდა ჯანსაღი წიწოვანი და სხვა სახის ტყე ნარგავების მოჭრა, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გამოიწვევდა იქვე არსებული სკვერს, საბავშვო მოედანს, მწვანე ზოლისა და საცხოვრებელ შენობა-ნაგებობების დაჩრდილვას.

    თუმცა ყველაფრის მიუხედავად 2019 წლის 7 მარტს მიწაზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. 2021 წლის 19 ნოემბერს კი პროექტში ცვლილებები შევიდა და საცხოვრებელ კორპუსს დაემატა 2 სართული.

    აღნიშნული მშენებლობის ნებართვის გაცემა კიდევ უფრო საყურადღებოა 2021 წლის 13 სექტემბერს მედიით გავრცელებული, სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული მიყურადების შემცველი ჩანაწერების გათვალიწინებით, სადაც საუბარია თბილისის მერი კახა კალაძისა და კონსტანტინე მორგოშიას ურთიერთკავშირზე.

    ჩანაწერებში, ძალადობრივი და ჰომოფობიური ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ძალადობრივი ჯგუფების ერთ-ერთ ლიდერთან, პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თბილისის მერმა, კახა კალაძემ კონსტანტინე მორგოშიას უკანონოდ ორჯერ მისცა მშენებლობის ნებართვა. ამასთანავე ჩანაწერების მიხედვით თბილისის მერის მიერ დაფინანსებული იქნა მათი საარჩევნო კამპანია, ვინაიდან მერმა დახმარების მიზნით კონსტანტინე მორგოშიას 300,000 აშშ დოლარი გადასცა.

    დემაქს ვაკის შემთხვევა ძალიან გავს კიდევ ერთ შემთხვევას რომელიც ასევე მერიის სამშენებლო ნებართვასთან და მიწის ნაკვეთის პრივატიზაცისთან არის დაკავშირებული.

    ამხანაგობა ი.მ.ა აკურიმ თბილისის მერიას მიმართა, რადგან ვერ ასრულებდა 27 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. მერიამ განახორციელა ხელშემწყობი ღონისძიებები და მშენებარე კორპუს შეუმცირა განაშენიანების კოეფიციენტი (27 სართულიდან 13 სართულამდე). ამხანაგობამ არსებული მშნებლობიდან 1267 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა მერიას სადაც მოეწყობა სარეკრეციო ზონა, ხოლო სანაცვლოდ მერიისგან მიიღო 7700 კვადრატი ფართი ნუცუბიძის ფერდობზე. თბილისის მერიამ 7700 კვადრატი მიწა სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიყიდა ი.მ.ა-ს. ამ მიწის რეალური ღირებულება 3,400,000 ლარია, ხოლო მერიის მიერ მიღებული ფართის ფასი 1,000,000 ლარზე მეტი.

    ამხანაგობამ ნუცუბიძეზე დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, სადაც გიორგი მორგოშიას 400 კვადრატი საცხოვრებელი ფართი გადასცა. როგორც ირკვევა, მორგოშიამ აღნიშნული საცხოვრებელი ფართი ამხანაგობისთვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ მიიღო, რითაც გადაიხადა ფართის საფასური.

    გამომდინარე იქიდან, რომ დემაქს ვაკის შემთხვევაში დაზუსტებულად ვიცით, რომ მომსახურება რომელიც გიორგი მორგოშიამ გაწია დაკავშირებულია თბილისის მერიასთან მოლაპარაკებაზე და მშენებლობის ნებართვაზე, შეგვიძლია ვივარუდოთ რომ ამ შემთხვევაშიც გიორგი მორგოშიას მიერ გაწეული მომსახურება დაკავშირებულია თბილისის მერიასთან, რის საფუძველზეც ამხანაგობამ მიიღო 7,700 კვადრატული მიწის ნაკვეთი თბილისში.

    ზემოთ აღნიშნული ორივე შემთხვევა საეჭვოდ ემთხვევა სუს-ის ფაილებში ნახსენებ ორ სავარაუდოდ უკანონო სამშენებლო ნებართვას, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მორგოშიას მისცა. რა თქმა უნდა ჩვენ ვერ შევამოწმებთ ჩანაწერებში ნახსენებ ფაქტების ნამდვილობას, თუმცა არსებული დამთხვევა კითხვის ნიშანს აჩენს, რაც თავისმხრივ სამომავლო კვლევას საჭიროებს.”

    წყარო : ფლანგვის დეტექტორი