Category: სლაიდერი

  • ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

    ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა, დადასტურდა ინფიცირების 324 ახალი შემთხვევა,  გამოჯანმრთელდა 721 პაციენტი.

    დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.43%, ბოლო 14 დღის – 2.32%, ბოლო 7 დღის – 1.9%.

    პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 16 765 ადამიანი გარდაიცვალა.

  • აშშ უკრაინას იარაღს შეუზღუდავად მიაწვდის–სენატის გადაწყვეტილება

    აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა კანონპროექტი S.3522, რომელიც აღდგენს ლენდ-ლიზის პროგრამას, რაც საშუალებას აძლევს ჯო ბაიდენს ყოველგვარი საფინანსო და რაოდენობრივი ზედა ზღვარის გარეშე და ბიუროკრატიული საკითხების გვერდის ავლით უკრაინას მიაწოდოს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო შეიარაღება და საბრძოლო მასალა.
    პირველად მსგავსი პროგრამა აშშ-მ გამოიყენა მეორე  მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ.

    სწორედმეორე მსოფლიო ომის დროს მიღებული ლენდ–ლიზი  ითვლება გარდამტეხ მომენტად მაშტაბურ კონფიქტში, რადგან მან საშუალება მისცა ვაშინგტონს ოპერატიულად შეევსო მოკავშირეთა მარაგები რთული პროცედურების და წინააღმდეგობების გარეშე.

    ამჯერადაც სენატის გადაწყვეტილება საშუალებას მისცემს აშშ–ს პრეზიდენტს უფრო ეფექტურად და სწრაფად გაგზავნოს შეიარაღება უკრაინაში.

  • უკრაინის რადა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

    რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გუშინ გამართული აქცია-პერფორმანსისთვის უკრაინის ეროვნული რადა საქართველოს მოქალაქეებს მადლობას უხდის.

    “გმადლობთ, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – ნათქვამია რადას განცხადებაში.

    თბილისში ქართველებმა აქცია-პერფორმანსით პატივი მიაგეს ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას.

    https://www.facebook.com/kavkasiatv/videos/1103862400167364

  • სანქცირებული პროდუქცია ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს – შემოსავლების სამსახური

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

    უწყება ეხმიანება ტელეკომპანია “ფორმულას“ მიერ გავრცელებულ კადრებს, რომელშიც ჩანს, რომ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო მანქანები გადაადგილდება. ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ გასული 1 კვირის განმავლობაში სგპ “ყაზბეგის” გავლით საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად (რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით) შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის კუთვნილი 19 ერთეული “KAMAZ”-ის მარკის სატვირთო (არასამხედრო) ავტომობილი.

    “საქართველოსა და საერთაშორისო საბაჟო წესების სრული დაცვით, სატვირთო ავტომობილები გატარდა რეგისტრაციაში და გაშვებულ იქნა დანიშნულების ქვეყნის მიმართულებით.

    ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი მასალის გავრცელებისგან და ინფორმაცია გადაამოწმონ შესაბამის სამსახურებთან”,– აცხადებს შემოსავლების სამსახური.

    ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა რუსეთთან შეთანხმებულია საკუთარი ტერიტორიის გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და მტკიცებულებების წარდგენას ითხოვს.

  • გრიგოლ ვაშაძემ ერთი კვირა რეცხა შლანგით ქართული ოცნება – მელია

    “მე არ მიკვირს ქართული ოცნების წარმომადგენლების, ბატონი კობახიძის და კალაძის, რასაც აკეთებენ. მე არ მიკვირს მათი გამართლების არგუმენტები, რომ კონტრაბანდა არ არსებობს, მაგრამ მე ნამდვილად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებსაც თავი ოპოზიციონერებად მოაქვთ, ეთერ-ეთერ დადიან და საუბრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შავი ხვრელი აღარ დარჩეს და ყველანაირი კონტრაბანდული გადაზიდვები გამორიცხულიაო. ეს ადამიანი დეპუტატია, თავს ოპოზიციონერად თვლის, მათ შორის ბატონ გრიგოლ ვაშაძეს [ვგულისხმობ], პატივს ვცემ კიდეც წარსულს, მაგრამ მაპატიეთ, სიმართლე არ თქმულა, ბევრ მათ შორის ოპოზიციურ არხზე ამ ადამიანთან დაკავშირებით. აბა, მე გამეკეთებინა ის განცხადებები, რაც მან გააკეთა? ერთი კვირა რეცხა შლანგით ქართული ოცნება. მე არ მომისმენია არც ერთი სიუჟეტიც კი ამასთან დაკავშირებით. ზელენსკი რატომ დგას ასე მაგრად ფეხზე? იმიტომ რომ მან თავისი ადგილი მიუჩინა ბევრ მოღალატეს, სანამ პუტინი იერიშზე წავიდოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის პირველ რიგში პირადად აღმოჩნდებოდა ალყაში. მე არავისთვის შეურაცხყოფის მიყენებას არ ვაპირებ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას”

    თქვა ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფორმულას ეთერში გრიგოლ ვაშაძეზე. ცნობისთვის, პარლამენტის წევრმა და ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა თავმჯდომარემ 22 მარტს უკრაინასთან დაკავშირებით თქვა, რომ “ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯები, რასაც გადადგამდა საქართველოს ყველა პატრიოტული ხელისუფლება”.

  • შესაძლოა, ომი მრავალი თვის, ან წლის განმავლობაში გაგრძელდეს – სტოლტენბერგი

    “ვერანაირ ნიშანს ვერ ვხედავთ, რომ პუტინმა შეცვალა თავისი ამბიცია, რომ გააკონტროლოს მთელი უკრაინა და გადაწეროს საერთაშორისო წესრიგი. ამიტომ, საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი თავდაცვითი პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გაზრდა, რადგან შესაძლოა, ეს კონფლიქტი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენ ამ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ.

    […] ეს ომი ახლა უნდა დასრულდეს. პრეზიდენტ პუტინს შეუძლია ეს დაასრულოს თავისი ჯარების გაყვანით და შეწყვიტოს დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანაზე, უკრაინაზე თავდასხმა და კეთილსინდისიერად დაჯდეს და იპოვოს პოლიტიკური გადაწყვეტა. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები და გავაცნობიეროთ, რომ ეს შეიძლება გაგრძელდეს დიდი ხნის განმავლობაში, მრავალი თვის, ან წლის განმავლობაში. და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში. მე ველი, რომ მინისტრები განიხილავენ გრძელვადიან პერსპექტივებს, მომზადების აუცილებლობას, როგორც უკრაინის მხარდაჭერას, ასევე სანქციების შენარჩუნებასა და ჩვენი თავდაცვის გაძლიერებას. მე ასევე მჯერა, რომ მიუხედავად იმისა, თუ როდის დასრულდება ომი, ამას აქვს გრძელვადიანი გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე, რადგან ჩვენ ვნახეთ სისასტიკე. ჩვენ დავინახეთ პრეზიდენტი პუტინის მზადყოფნა, გამოიყენოს სამხედრო ძალა თავისი მიზნების მისაღწევად. და ამან შეცვალა უსაფრთხოების რეალობა ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში”

    განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

  • ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა – მარიუპოლის მერი

    მარიუპოლის მერის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას 50-მდე ადამიანი ცოცხლად დაიწვა.

    ვადიმ ბოიჩენკოს თქმით, მარიუპოლი, რომელიც ბოლო დრომდე განვითარების სიმბოლო იყო, ახლა თითქმის მთლიანად გაანადგურეს რუსმა ოკუპანტებმა – განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურის 90%-ზე მეტი, აქედან მინიმუმ 40% ვერ აღდგება.

    “მხოლოდ წინასწარი შეფასებით, მარიუპოლში ბლოკადის ერთი თვის განმავლობაში დაიღუპა 5000 ადამიანი, რომელთაგან დაახლოებით 210 ბავშვი იყო. რუსეთის ტერორისტულმა ჯარებმა რამდენიმე ძლიერი ბომბი ჩამოაგდეს ბავშვთა საავადმყოფოზე, გაანადგურეს ქალაქის საავადმყოფოს ერთ-ერთი შენობა, თითქმის 50 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. დრამატული თეატრზე თავდასხმა, სადაც იმ დროს 900-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა. ეს მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართული განადგურების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია”.- ამბობს ბოიჩენკო.

  • ჯაშუშობა რუსეთის სასარგებლოდ – ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი დააკავეს

    ბერლინში, ბრიტანეთის საელჩოს დაცვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ამხილეს. გაერთიანებული სამეფოს პოლიციის ინფორმაციით, 57 წლის დევიდ სმიტი, ბრიტანეთის მოქალაქე, გერმანიიდან დიდ ბრიტანეთში ოთხშაბათს იქნა ექსტრადირებული და ხუთშაბათს სასამართლოში წინაშე წარდგება.

    მას ბრალად ედება შვიდი დანაშაული, რაც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას რუსეთის ხელისუფლებისთვის გაგზავნის მიზნით. ბრალდებებიდან ერთ-ერთია ინფორმაციის მიწოდება იმ პირისთვის, რომელიც თვლიდა, რომ რუსეთის ხელისუფლების წევრი იყო.

    პოლიციის ცნობით, სავარაუდო დანაშაული 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აგვისტომდეა ჩადენილი.

  • ზელენსკიმ დაასახელა 7 ქვეყანა, რომელიც მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობა განიხილოს

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ დაასახელა შვიდი ქვეყანა, რომელიც, მისი თქმით, მზად არის, განიხილოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორობა.

    ზელენსკი განმარტავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან შეხვედრა შედგება, სადაც აღნიშნულ საკითხს განიხილავენ.

    „აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ისრაელი – ისინი არ არიან გარანტორები, მაგრამ მე დავასახელე ის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან მოვიდნენ და უსაფრთხოების გარანტიების სია განიხილონ, ეს არის პირველი ნაბიჯი. ამ გარანტორებთან შეხვედრა, შემდეგ – უსაფრთხოების გარანტიების ერთობლივი გაგება და შემდეგ კომუნიკაცია რუსულ მხარესთან“, – განაცხადა ზელენსკიმ Unian-ის ცნობით.

    მისივე თქმით, ზოგიერთი ქვეყანა მზადაა, უკრაინას სრულად დაუჭიროს მხარი, ნაწილი კი არა, ამიტომ მრჩეველთა დონეზე შეხვედრა და პოტენციური დოკუმენტის პუნქტების განხილვა აუცილებელია. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება.

  • უმჯობესია, საქართველოს ადრე დავეხმაროთ, ვიდრე გვიან – იენს სტოლტენბერგი

    • „მჯერა, უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან სასწავლი ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ მნიშვნელოვანია, მათ, ვისაც სჯერათ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, უნდა უზრუნველყონ საქართველოს მსგავსი ახლო და ღირებული პარტნიორების მხარდაჭერა. უკეთესია მათი მხარდაჭერა მოხდეს მალე, ვიდრე გვიან. შესაბამისად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც განიხილება დღეს და ხვალ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე არის ის, როგორ შეგვიძლია მხარდაჭერის გაძლიერება სხვა პარტნიორებისამდი, რომლებიც რუსეთის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. რუსეთი აკონტროლებს საქართველოს ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია მეტი მხარდაჭერის აღმოჩენა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერსივრცე, უსაფრთხოების კომუნიკაციები, შესაძლებლობების გაძლიერება და სხვა გზით საქართველოს გასაძლიერებლად რუსეთის მხრიდან ზემოქმედებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ნატო-ს კარი ღია რჩება. ბოლო რამდენიმე ათწლეულში ნატო-ს გაფართოება იყო იმის წარმატებული მაგალითი, თუ როგორ უნდა გავრცელდეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, სტაბილურობა და მშვიდობა ევროპაში. წევრობის საკითხები გადასაწყვეტია იმ აპლიკანტი ქვეყნის მიერ, რომელიც მიისწრაფვის წევრობისკენ, ასევე ნატო-ს 30 მოკავშირის მიერ. რუსეთს ან სხვა ქვეყნებს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არ აქვთ. ეს არის აპლიკანტი ქვეყნისა და ნატო-ს 30 წევრის გადასაწყვეტი“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

    ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საგარეო საქმეთა მინისტერიალამდე განაცხადა.