Category: სლაიდერი

  • უკრაინას ვთავაზობთ, გარანტორ ქვეყნებს შორის ბელარუსიც იყოს – ლავროვი

    რუსეთი უკრაინას სთავაზობს, უსაფრთხოების გარანტორთა სიაში ბელარუსი შეიყვანონ. ამის შესახებ საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

    „არ მინდა მოლაპარაკებების პროცესისა და შინაარსის დეტალებში შესვლა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ უკრაინული მხარის მოთხოვნით, ნეიტრალურ, არაბლოკურ, არაბირთვულ სტატუსს თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინელ მეზობლებს სურთ, რომ უკრაინის მიმდებარე ყველა ქვეყანა და რიგი სხვა სახელმწიფოები უსაფრთხოების გარანტორებში ნახონ, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბელარუსი იყოს ასეთ გარანტორ ქვეყნებს შორის”,– თქვა ლავროვმა.

    ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნები შეიძლება იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. უკრაინა მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება მიმდინარეობს.

  • გადაიყვანეთ სააკაშვილი ევროპულ სახელმწიფოში სამკურნალოდ – ლიეტუვა მთავრობას

    ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში გადაიყვანონ.

    “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში”,– წერია განცხადებაში.

    ლიეტუვა მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, გააერთიანონ ძალები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან “ერთიანობაა საჭირო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”.

    განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის.

  • “საქართველოს მთავრობის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელთა ბრძოლას თავისუფლებისთვის” – ლიეტუვა

    “საქართველოს მთავრობის განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელთა ბრძოლას თავისუფლებისთვის” – ამის შესახებ, ლიეტუვა სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

    “გმობს საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებებს, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ხელმძღვანელობისა და უკრაინის გმირულ ბრძოლას ევროპული თავისუფლებისა და ღირებულებისთვის”. – ვკითხულობთ ლიეტუვას სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე, ლაიმა ლიუცია ანდრიკიენე შეშფოთებას გამოთქვამს,  “ქართული ოცნების” გაკეთებული საჯარო განცხადებების გამო და აკრიტიკებს მათ გადაწყვეტილებას  სანქციებთან დაკავშირებით.

    “კომიტეტიშეშფოთებულია საქართველოს მთავრობის საჯარო განცხადებებით, რომელიც აცხადებს უარს შეუერთდეს ევროკავშირის, NATO-სა და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს”. – წერია განცხადებაში.

  • სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა

    სლოვაკეთმა უკრაინას С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა. აღნიშნული განცხადება, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გაავრცელა.  

    “ვადასტურებ, რომ სლოვაკეთმა საკუთარი С-300-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა უკრაინას, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისგან თავდაცვაში დახმარების მოთხოვნის შესაბამისად”. – განაცხადა ედუარდ ჰეგერმა.

  • თუ არ შევძელით ჭუჭყის ჩამორეცხვა, დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები – სააკაშვილი

    “ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამ ჭუჭყის ჩამორეცხვას, რადგან თუ ახლა არ შევძელით, იცოდეთ, რომ ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინა არამხოლოდ მოიგებს ამ ომს, მიიღეს უსაფრთხოების გარანტიებს ინგლისიდან, ამერიკიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან. ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები იმავე უკრაინიდან, ამერიკიდან. ვინ მივა უკრაინასთან დღევანდელი წარმომადგენლებიდან, როდესაც ამდენ შეურაცხყოფა აყენებენ გადამწყვეტ მომენტში მათი და ჩვენი ისტორიის. მე ამას ვლაპარაკობ როგორც ქართველი და როგორც უკრაინის ამაყი მოქალაქე”

    განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

  • ამ ომის თარიღები რომ მცოდნოდა, ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე – სააკაშვილი

    “როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც მთლად არაჭკუათმყოფელს უთქვამს, სააკაშვილი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ უკრაინაში ომს განერიდაო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ მცოდნოდა და ზუსტი წინასწარმეტყველება, მე ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მნდომოდა, აშშ-შიც შემეძლო განრიდება, ნიდერლანდებშიც და ბევრ სხვა ადგილას. საქართველოში ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველასთვის ყველაზე უსაფრთხო იყო”

    თქვა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

  • რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკის სადგური სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით – კულება

    “რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკის სადგური სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით” – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე წერს.

    ”რუსებმა იცოდნენ, რომ კრამატორსკის სადგური სავსე იყო მშვიდობიანი მოქალაქეებით, რომლებიც ევაკუაციას ელოდნენ. ამის მიუხედავად, მათ ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს, 30-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 100-ზე მეტი დააჭრეს. ეს მიზანმიმართული მკვლელობა. პასუხისგებაში მივცემთ ყველა სამხედრო დამნაშავეს.”- განაცხადა კულებამ.

    რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურში, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა, ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

    გარდაიცვალა დაახლოებით 30 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიცია და მაშველები.

    “რუსი არაადამიანები არ ტოვებენ თავიანთ მეთოდებს. ძალისა და გამბედაობის არქონის გამო, ბრძოლის ველზე დაგვიდგნენ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება”,– წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

  • პარლამენტი აცხადებს, რომ პაპუაშვილს ბუჩაში ჩასვლის მოწვევა არ მიუღია

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩასვლის მოწვევა არ მიუღია – ამის შესახებ, პარლამენტში აცხადებენ.

    “მსგავსი მოწვევა შემოსული არ არის”. – განუცხადა საქართველოს პარლამენტმა “ტაბულას”.

    ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი ამბობს, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიწვიეს.

    “უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე.

  • გასაქცევ გზებს უკეტევან მათ, ვინც ტანჯვას გაურბის – ბორელი კრამატორსკიზე

    “მკაცრად ვგმობ რუსეთის თავდასხმას კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ეს მორიგი მცდელობაა, გასაქცევ გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს, ადამიანების ტანჯვას”

    ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი კრამატორისკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რამდენიმე ბავშვის.

  • დიდი ბრიტანეთი პუტინისა და ლავროვის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს

    დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შიაში მოხვდა საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი, სერგეევნა ვინოკუროვაც.

    ბრიტანეთმა სამივეს გაუყინა აქტივები და აუკრძალა მოგზაურობა.

    მანამდე, პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრების სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა.