Category: სლაიდერი

  • სურამელმა გოჩამ ასე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებიაო, მაგით მივხვდი რომ გადავრჩი და მარტო არ ვიყავიო – ოქრუაშვილი

    ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში რუსების წინააღმდეგ იბრძვის სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ისტორიას იხსენებს.

    ”ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგ ჩაწვა. მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც “კარგა მამაპაპურად” დედა გადაუკურთხა – ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო. ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა ყველას გაგვიკვირდა. რა ხდება გოჩაო? ყველამ ვკითხეთ. ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა.” – წერს ოქრუაშვილი.

  • ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი ბუჩაში ჩავიდნენ

    ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი ედუარდ გეგერი ბუჩაში ჩავიდნენ. შესაბამისი ფოტომასალა ტელეგრამზე ვრცელდება.

    უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა რუსი სამხედროების მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკე მათ პირადად აჩვენა.

  • “ველით, რომ EU-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი მომავალ კვირას გადმოგვეცემა” – საგარეო

    ”ჩვენ ველოდებით რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ მომავალ კვირას გადმოგვეცემა.” – ამის შესახებ, განცხადებას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  უწყების ცნობით, ამით ფაქტობრივად ქვეყანა ახალ ეტაპზე გადავა.

    “ჩვენ ველოდებით რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ მომავალ კვირას გადმოგვეცემა. კითხვარის მიღებით ჩვენ ფაქტობრივად გადავდივართ ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის. საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის.

    იცით, რომ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით 1 აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესისი ეფექტიანი კოორდიანაცია. ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს, ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი რაც საქართველოს აქვს, მათ შორის რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.

    ის რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრიანების კითხვარს არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება”, – აცხადებს საგარეო. 

    ცნობისთვის, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მიმდინარე წლის,  3 მარტს შეიტანა.

  • საჭიროა მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას და ეს ყველაფერი გზაშია – შარლ მიშელი

    საჭიროა მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას და ეს ყველაფერი გზაშია – ასე ეხმაურება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსების თავდასხმას.

    • “შემაძრწუნებელია რუსეთი მიერ, ერთ-ერთ მთავარ სარკინიგზო სადგურზე საევაკუაციოდ გამზადებული მოქალაქეების წინააღმდეგ შეტევის მიტანა. საჭიროა ქმედება: მეტი სანქციები რუსეთს და მეტი იარაღი უკრაინას. ეს ყველაფერი გზაშია. ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტი უკვე დამტკიცებულია” -წერს შარლ მიშელი. 
  • სანქციების ისეთი კოქტეილი გვჭირდება, რაც მოლოტოვის კოქტეილად დაგვმახსოვრდება – ზელენსკი

    “როდესაც ტირანია წააგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, უდიდესი წვლილს შეიტანს ფინეთის უსაფრთხოებაში. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც ევროკავშირში თქვენს პარტნიორებს აქვთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი სანქციების კოქტეილი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც მოლოტოვის კოქტეილები. ფინელმა ხალხმა და პოლიტიკოსებმა დაჟინებით მოითხოვეთ. მთლიანად უნდა გაწყდეს ეკონომიკური კავშირი ამ სახელმწიფოსთან”

    მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს.

  • შალვა მგონი ავად არის – ქადაგიშვილი პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევაზე

    “შალვა მგონი ავად არის” – ასე ეხმაურება, ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვით, ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად შალვა პაპუაშვილი მიიწვიეს.

    “არსად ჩასვლის პრობლემა არ გვაქვს. ამ საკითხს ალბათ ბატონი შალვა თავად უპასუხებს. მე მგონი ავად არის შალვა” – ამბობს ქადაგიშვილი.

  • უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებას განჭვრეტად მომავალში ველით – პესკოვი

    უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებას განჭვრეტად მომავალში ველით – პესკოვი

    პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში “სპეცოპერაციის” დასრულებას “განჭვრეტად მომავალში” ელის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია TASS ავრცელებს.

    პესკოვის თქმით, “ოპერაცია თავის მიზნებს განჭვრეტად მომავალში მიაღწევს, ან დასრულდება რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებით“.

    კითხვაზე, თუ რა იძლევა ამგვარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას, პესკოვმა განმარტა:

    “ოპერაცია გრძელდება, მიზნები მიღწეულია. არსებითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სამხედროების მხრიდან – ოპერაციის წინსვლის კუთხით, ასევე მომლაპარაკებლების მხარიდან, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში არიან უკრაინელ კოლეგებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.

  • ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

    ლარი კვლავ გამყარდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.87 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0749 ლარი გახდა.

    ლარი ევროსთან მიმართებით 1.04 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3473 ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • განმარტებებამდე ან ბოდიშის მოხდამდე [უკრაინაში ვიზიტზე] საუბარი არ უნდა იყოს – ხუნდაძე

    “სანამ უკრაინის მხარე არ გააკეთებს განმარტებებს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე, არ იქნება არგუმენტები ან წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნება ბოდიში მოხდილი, მე ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს”

    ასე ეხმიანება დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე უკრაინის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბუჩაში მიწვევას. პარლამენტის ცნობით, პაპუაშვილს მიწვევა არ მიუღია.

  • რუსეთი უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

    რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს.

    კომიტეტის მტკიცებით, მამულაშვილმა ომის წარმოების წესები დაარღვია რუსი ჯარისკაცების მიმართ.

    “საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს დაავალა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილ ომის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართული ლეგიონის წევრები უკანონო ქმედებებს სჩადიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. გარდა ამისა, მამულაშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება, რომ ის მომავალშიც აპირებს განაგრძოს რუსეთის სამხედროების, ნაციონალური გვარდიის წევრებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოპერატიული დანაყოფის წევრების წამება და მკვლელობა. ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის 1949 წლის 12 აგვისტო დებულებებს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “იდიოტების ქვეყანა”,– ასე გამოეხმაურა მამუკა მამულაშვილი კომიტეტის განცხადებას Facebook-ზე.