Category: სლაიდერი

  • ეს თავდასხმა რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საშინელი სისასტიკეა – ბაიდენი კრამატორსკზე

    “უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გასვლას.  გავაგრძელებთ დახმარებას უსაფრთხოებასა და იარაღის მიწოდებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ქვეყნის დაცვაში. და, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებასა და მართლმსაჯულების წინაშე დაყენებას”,წერს ჯო ბაიდენი. 

    წერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის თავდასხმის შესახებ.

  • ჭირისუფალი რომ გეუბნება, გაიზიარე ჩემი მწუხარებაო და პასუხობ, სანამ ბოდიშს არ მოიხდი, არ მოვალო, ამას რა ჰქვია?! – ხუხაშვილი  პაპუაშვილზე

    ჭირისუფალი რომ გეუბნება, გაიზიარე ჩემი მწუხარებაო და პასუხობ, სანამ ბოდიშს არ მოიხდი, არ მოვალო, ამას რა ჰქვია?! – ხუხაშვილი პაპუაშვილზე

    “ჭირისუფალი რომ გეუბნება, გაიზიარე ჩემი მწუხარებაო და პასუხობ სანამ ბოდიშს არ მოიხდი არ მოვალო, ამას რა ქვია?!”- ასე ეხმაურება, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, უკრაინაში მიწვევასთან დაკავშირებით.

    • ”ჭირისუფალი რომ გეუბნება, პატივი მეცი, სამძიმარში მოდი, პატივი მიაგე ჩემს დაღუპულ დედებს, მამებს, შვილებს…გაიზიარე ჩემი მწუხარებაო. შენ რომ პასუხობ, შენზე ნაწყენი ვარ და სანამ ბოდიშს არ მოიხდი, არსადაც არ მოვალო, ამას რა ქვია?!…” – წერს გია ხუხაშვილი.

    შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინის მხრიდან სხვადასხვა საკითხის “განუმარტებლობის ფონზე” ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ მიაჩნია.

    • „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს“, – დაწერა პაპუაშვილმა ცოტა ხნის წინ. 
  • ევროკავშირმა ზელენსკის გადასცა კითხვარი, რომელიც უკრაინას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება

    ევროკავშირმა, კიევში გამართულ კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომელიც ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

    კითხვარის მიღების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 1 კვირაში კითხვარი უკვე მზად იქნება.

    ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც დღეს,  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელთან ერთად კიევში ჩავიდა, განაცხადა, რომ ” უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის”.

    • „რუსეთი ეკონომიკურ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ რღვევაზე გადავა, ხოლო უკრაინა, ევროპული მომავლისკენ მიისწრაფვის. ეს არის ის, რასაც მე ვხედავ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

    აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს 8 აპრილს,  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარის გადაცემას, უახლოეს მომავალში, კერძოდ კი მომავალ კვირაში ელოდებიან. 

    საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი მიმდინარე წლის,  3 მარტს შეიტანა.

  • კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვში 132 ცხედარი იპოვეს

    კიევის ოლქის ქალაქ მაკაროვში 132 ცხედარი იპოვეს –  ინფორმაციას ამის შესახებ, ადმინისტრაციის უფროსი ვადიმ ტოკარი ავრცელებს.

    “აღმოვაჩინეთ 132 ადამიანის ცხედარი, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა დაცხრილეს. ქალაქის ნაწილი განადგურებულია, ხოლო შენობები აღდგენას აღარ ექვემდებარება. ცხედრები ვიპოვეთ, როგორც ცალკეულ ქუჩებში, ისე მასობრივ საფლავებში”, – ამბობს ვადიმ ტოკარი.

  • ბუჩაში ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს – შალვა პაპუაშვილი

    “ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.  ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

  • რუსი ჯარისკაცები იმალებიან ან თვითდაზიანებას იყენებენ, რომ ბრძოლაში არ წავიდნენ – უკრაინის დაზვერვა

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით რუსეთი ჯარის მობილიზაციას ვერ ახერხებს. ხშირია ჯარიდან თავის არიდების, თვითდაზიანების, დამალვის შემთხვევები.

    რუსული სპეცრაზმის ქვედანაყოფებმა, რომლებსაც სირიაში ბრძოლის გამოცდილება აქვთ, მთლიანად უარი თქვეს მარიუპოლის შემდგომ შტურმზე. 2-4 აპრილს ამ ქვედანაყოფმა, უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში დაახლოებით 30 სამხედრო დაკარგა. ამიტომაც სპეცრაზმელებს აღარ უნდათ ბედი კიდევ ერთხელ სცადონ.

    უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში გაწვევის ბოლო მონაცემები მეტყველებს რუსი ახალგაზრდა კაცების დაბალ ინტერესზე საკონტრაქტო სამსახურის მიმართ. გაწვევის ანგარიშის მიხედვით ქალაქ ეკატერინბურგში რეზერვის 1%–ზე ნაკლები დათანხმდა კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაზე.

    გასაუბრებაზე მისული 397 კანდიდატიდან ორმა გამოთქვა საბოლოო თანხმობა. უარი თქვა 52–მა, კონტაქტზე აღარ გავიდა 203, მიმდინარეობს მუშაობა 140 კანდიდატთან.

    უკრაინის დაზვერვა საუბრობს ასევე უკვე მობილიზებულთა მძიმე მორალურ მდგომარეობაზე. მათი ინფორმაციით, 7 მარტს ნოვოაიდარის პოლიკლინიკიდან ლუგანსკის მიმართულებით 2 პაზის ტიპის ავტობუსი წავიდა დაჭრილი ჯარისკაცებით. მათი უმრავლესობა ფეხებში იყო დაჭრილი. ექიმების დასკვნით, ტრავმების ყველაზე სარწმუნო მიზეზი ჯარისკაცების  თვითდაზიანება იყო, რათა საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაბრუნება აეცილებინათ თავიდან.

    უკრაინის დაზვერვა ეკატერინბურგში გაწვევის შედეგების შესახებ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

  • რუსეთის საგარეო დაზვერვაზე პასუხისმგებელი “ფეესბეს” გენერალი იზოლატორში გადაიყვანეს

    რუსეთის საგარეო დაზვერვაზე პასუხისმგებელი “ფეესბეს” გენერალი იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთის ფეესბეს საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ბესედა “ლეფორტოვოს“ იზოლატორში გადაიყვანეს, ჟურნალისტი ანდრეი სალდატოვი ავრცელებს.

    ფეესბეს 5–ე სამმართველოს ხელმძღვანელი არაოფიციალური ინფორმაციით შინაპატიმრობაში უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე გაუშვეს. ახლა კი როგორც ჩანს, საქმე წინ წავიდა.
    ანდრეი სალდატოვი, რომელიც რუსული სპეცსამსახურების შესახებ ხშირად წერს, ამბობს, რომ მისი საქმით ახლა საგამოძიებო კომიტეტის მთავარი სამხედრო–საგამოძიებო სამმართველოა დაკავებული.

    ფეესბე–ს 5–ე სამმართველოში, რომელიც საერთაშორისო კავშირების ოპერატიულ სამმართველოდ ითვლება, შედის ოპერატიული ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც როგორც ჟურნალისტები ანდრეი სალდატოვი და ირინა ბოროგანი წერდნენ, საგარეო დაზვერვის ფუნქციას ასრულებს და მათ შორის დაკავებულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენის გაძლიერებით.

    ჟურნალისტების მონაცემებით, სწორედ ის იყო პასუხისმგებელი პუტინისთვის უკრაინაში შეჭრამდე ამ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე.

    ბესედას შინაპატიმრობაზე სალდატოვმა ინფორმაცია 11 მარტს გაავრცელა. მიზეზებს შორის მისმა წყაროებმა დაასახელეს თანხების გაფლანგვა, რომელიც უკრაინაში აგენტურული საქმიანობისთვის იყო გამოყოფილი.( სხვადასხვა წყაროებით საუბარია 5 მილიარდ დოლარზე). გარდა ამისა, უკრაინაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
    უკრაინაში ბლიც–კრიგის ჩავარდნის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ განრისხებულმა პუტინმა ფეესბე–ში რეპრესიები დაიწყო.

  • უკრაინას არ უნდოდა ბორში ყოფილიყო საერთო, სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და  ექსრემიზმის გამოვლინება – ზახაროვა

    უკრაინას არ უნდოდა ბორში ყოფილიყო საერთო, სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსრემიზმის გამოვლინება – ზახაროვა

    “უკრაინაში ყველაფერი იკრძალებოდა. ყველაფერი რაც დაკავშირებული იყო ეთნოსთან და კულტურასთან. კულინარიული წიგნებიც კი. რატომ? იმიტომ რომ, არ შეიძლებოდა ბორში ყოფილიყო საერთო. ის ერთი ხალხის, ერთი ეროვნების კუთვნილება უნდა ყოფილიყო. არ შეიძლებოდა საერთო ყოფილიყო? და ყველა ქალაქსა და რეგიონში დიასახლისს თავისებურად მოეხარშა? არა. უკრაინელებს არ უნდათ კომპრომისზე წასვლა. სწორედ ეს არის ქსენოფობია, რასიზმი და ექსტრემიზმის ყოველგვარი გამოვლინება.”- ამბობს ზახაროვა. 

    აცხადებს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

  • ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება – პრეზიდენტი კრამატორსკზე

    • “რუსეთის სისასტიკე კრამატორსკში, ენით აღუწერელი ხოცვა-ჟლეტა, ადამიანის უფლებების დარღვევაა. ასეთი ძალადობა კაცობრიობის ისტორიაში შავ ფურცლად დარჩება. კაცობრიობის წინააღმდეგ ძალიან ბევრი დანაშაულია ჩადენილი.” – ამბობს პრეზიდენტი.

    ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს.

  • რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება გადაწყვიტა

    ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კრემატორსკის კრინიგზის სადგურზე “უსირცხვილო“ სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ.

    კერძოდ, საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

    მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინას  Mastiff–ის ტიპის  ბრონირებულ მანქანებს მიაწვდიან.

    “ჩვენ გავგზავნით ბრონირებულ მანქანებს, როგორიც არის Mastiff, რათა უზრუნველვყოთ უკრაინა მსგავსი მხარდაჭერით. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. და ყოველთვის, როცა რაიმე აღჭურვილობას გვთხოვენ, თუ გვაქვს ან შეგვიძლია სხვებს ვთხოვოთ მისი მიწოდება, ყოველთვის ვაკეთებთ.  “–თქვა მან.