Category: სლაიდერი

  • ალბათ საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება – სერგეენკო

    “დიდი ალბათობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში პარასკევს ან შაბათს გაემგზავრება” –  ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

    “როგორც გუშინ გაკეთდა განცხადება საპარლამენტო დელეგაციას, ხაზს ვუსვამ, საპარლამენტო დელეგაციას, უარი არც არასდროს უთქვამს და პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ, ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. დღეს იქნება საბოლოო შეხვედრა და დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდება, არც შეიძლება, რომ მე არ ვიყო დელეგაციაში, ბოლოს და ბოლოს სერგეენკო ვარ,”- განაცხადა სერგეენკომ.

  • რის რევოლუციის გამკეთებლები ხართ, არაფრის მაქნისები ხართ – ყაველაშვილი ოპოზიციას

    რის რევოლუციის გამკეთებლები ხართ, არაფრის მაქნისები ხართ – ყაველაშვილი ოპოზიციას

    ვიცით, რომ უნდა დაუჯეროთ მიხეილ სააკაშვილს – ჩვენზე გამარჯვება წარმოუდგენელია ამ ძალით და ამ დამოკიდებულებით, გამორიცხულია, არ მოგცემთ ამის საშუალებას ქართული საზოგადოება. მხოლოდ რევოლუცია, სხვა გზა არა გაქვთ რომ ხელისუფლებაში მოხვიდეთ. ამ პატარა პარტიებს, რომლებიც ხან იქით არიან, ხან აქეთ, დღევანდელი აჯაფსანდლის არ იყოს, ჩამოყალიბდით, რადგან მიბმული იქნებით ამ ძალასთან და ვერასოდეს ამ ქვეყანაში ვერ იქნებით პოლიტიკასა და ხელისუფლებაში, ამას ვერ დაივიწყებს ქართული საზოგადოება, მხოლოდ რევოლუცია და ნახეთ აბა, ვერცერთხელ ვერ შეაგროვეთ [ხალხი], ნახეთ, რა დღეში ხართ, რის გადამტრიალებლები და რის რევოლუციის გამკეთებლები ხართ, არაფრის მაქნისები ხართ. გამორიცხულია. გაემიჯნეთ სანამ დროა [ნაციონალურ მოძრაობას], ამ ხალხს რევოლუცია უნდა, არ იცვლება 2004 წლიდან მოყოლებული ამათი შეგნება და იმ ბელადის შეგნება არ იცვლება. სად გინახავთ აბა სხვა დამოკიდებულება?! ისევ ჩამოგდება, ისევ დამხობა, ისევ გადატრიალება. სხვა ლექსიკა არა გაქვთ”

    მიმართა ოცნების დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციას პარლამენტში.

  • უკრაინაში თალაკვაძე, სერგეენკო და ოდიშარია გაემგზავრებიან – “ფორმულა”

    უკრაინაში თალაკვაძე, სერგეენკო და ოდიშარია გაემგზავრებიან – “ფორმულა”

    ფორმულასთვის ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართული ოცნებიდან უკრაინაში არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია გაემგზავრებიან.

    “ფორმულას” ინფორმაციით,  პარლამენტში, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის კაბინეტში უმრავლესობის ლიდერებისა და ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის შეხვედრა იმართებოდა. შეხვედრის შემდეგ კი “ფორმულასთვის” ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში საქართველოდან გაემგზავრება საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც დაკომპლექტდება როგორც ოპოზიციის, ასევე ქართული ოცნების წარმომადგენლებით.

  • წარმოიდგინეთ, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი – კობახიძე

    “სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო საუბარი იმისთვის, რომ ხელისუფლებებს შორის იყო სუფთა ურთიერთობები. ამათ თქვეს მეოთხე არახამია, რაც არის ტყუილი. მე ვთქვი, რომ შუამავალია, მაგრამ რაც შეეხება გათავისუფლებას, როცა გათავისუფლებაზე იყო საუბარი, საუბარი იყო კრიმინალებზე, კრიმინალები ვინ არიან ვიცით, ხომ? სააკაშვილი, რომელიც არის უმძიმესი კრიმინალი, ადეიშვილი, ასევე უმძიმესი კრიმინალი და ლორთქიფანიძე, ასევე უმძიმესი კრიმინალი.

    აქ არავითარ ულტიმატუმზე არ არის საუბარი, უბრალოდ, როდესაც საუბარია ხელისუფლებებს შორის ჯანსაღ ურთიერთობებზე, ასეთ დროს პრინციპულია, რომ ერთ ხელისუფლებას მეორე ხელისუფლების მიერ კრიმინალებად აღიარებული პირები არ ჰყავდეს თავისთან. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი წამით, მაგალითად, იანუკოვიჩი რომ იყოს ჩვენი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ეს გააფუჭებდა ურთიერთობას საქართველოსა და უკრაინას შორის”

    ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

  • ალტ-ინფოს ტელევიზია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ბრიფინგზე არ შეუშვეს

    პუტინისტური ორგანიზაციის, “ალტ-ინფოს” ტელევიზია, აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, მათი გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.

    “უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას…

    ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის სირცხვილი ხართ. ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე”, – თქვა ტელევიზიის ჟურნალისტმა.

    ცნობისთვის, პუტინისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფება ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს პრორუსულ გზავნილებს, მათ შორის, პუტინის ომზე უკრაინაში. ის იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორიც, სადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

  • ჩვენი მიზანი კეთილშობილურია – დონბასელი ხალხის დახმარება – პუტინი

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში “ანტირუსულ ძალებთან” შეტაკება გარდაუვალი იყო და ეს დროის საკითხს წარმოადგენდა.

    მისი თქმით, დონბასში რუსი ოფიცრები თანამედროვე იარაღით კომპეტენტურად მოქმედებენ.

    “დღეს ჩვენი ოფიცრები მონაწილეობენ სპეცოპერაციაში დონბასში, უკრაინაში. ისინი დახმარებას უწევენ დონბასის სახალხო რესპუბლიკებს. ისინი მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს უნიკალური, შეუდარებელი მახასიათებლებით“, – თქვა პუტინმა.

    ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი დარწმუნებულია, რომ “დონბასის დაცვის” ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება.

    “ასე იქნება. ეჭვგარეშეა [რუსეთის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ დასახულ მიზნებს]. მიზნები აბსოლუტურად გასაგებია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის, დონბასელი ხალხის დახმარება. ჩვენ იძულებული გავხდით, ეს გაგვეკეთებინა, რადგან კიევის ხელისუფლებას დასავლეთმა უბიძგა, უარი ეთქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას”,– აღნიშნა პუტინმა.

    ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლების ინტენსივობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გაიზრდება.

  • ორთაჭალაში კაცი მოკლეს – დაჭრილია ერთი პირი

    ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა დანით მიაყენეს.

    დაჭრილია კიდევ ერთი პირი, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

  • სანქციებს არ შეუერთდით – საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? – ილვესი

    “საქართველოს [რუსეთის] თანამონაწილედ იქცა იმით, რომ არანაირ სოლიდარობას არ გამოხატავს უკრაინის მიმართ.

    საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად გულისამრევია. როგორ შეიძლება, საქართველო, ქვეყანა, სადაც მე შუა ომის დროს ჩავფრინდი, დღეს უკრაინას მხარს არ უჭერდეს? სანქციებს არ შეუერთდით – და საქართველო რაიმე სოლიდარობას ელის? მართლაც ელით, რომ [ამის შემდეგ] სერიოზულად განგიხილავენ ნატოს და ევროკავშირის წევრად? საქართველომ აჩვენა, როგორი ქვეყანა იქნებოდა, ევროკავშირის ან ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ეს ვნახეთ.

    ვინ დაუჭერს მხარს საქართველოს, რომელიც მხარს არ უჭერს დასავლეთის ამჟამინდელ სუსტ პოზიციასაც?

    მე ვხედავ ევროკავშირის დროშებს საქართველოში. აბსურდია ეს! არავინ დაუჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პასუხს იმაზე, რაც ხდება უკრაინაში.

    […] წარმოდგენა არ მაქვს, რა არის საქართველოს მთავრობის მოტივაცია, და თანაც, ჩვენ გადაწყვეტილებებს მოტივაციებზე დაყრდნობით არ მივიღებთ – მივიღებთ იმის მიხედვით, როგორც იქცევით, და ასე თუ მოიქცევით, უნდა გაიაზროთ, რომ გამორიცხულია, იმ ქვეყნებმაც კი თითი გაანძრიონ თქვენს [დასაცავად], რომლებიც აქამდე მხარს გიჭერდნენ. ვინ ენდობა საქართველოს, რომ ნატოს მეხუთე მუხლს დაიცავს, თუ თავად მას არ დაესხმიან თავს? რა მოხდება, თუ საქართველოს მივიღებთ ნატოში, მერე რომელიმე სხვა ქვეყანა აგრესიის მსხვერპლი გახდება, და საქართველო იტყვის – არა, უკაცრავად, მეხუთე მუხლს მხარს ვერ დავუჭერთ? როგორც იქცევით, დასკვნებსაც იმის მიხედვით გავაკეთებთ”

    ამბობს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

  • “სუნთქვა მიჭირდა, გონება დავკარგე” – რას ყვებიან მარიუპოლში მოწამლულები

    აზოვის პოლკის განცხადებით, ქალაქ მარიუპოლში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია.

    მათი ცნობით, მშვიდობიანი მოსახლეობის კონტაქტი ნივთიერებასთან მინიმალური იყო, რადგან ეპიცენტრი მათთან ახლოს არ იყო, სამხედროები კი ცოტა უფრო ახლოს იყვნენ.

    “თუმცა, მოწინააღმდეგის ცეცხლის გამო შემთხვევის სრულყოფილად გამოძიება ამჟამად შეუძლებელია, რადგან რუსები აგრძელებენ საკუთარი დანაშაულის დამალვის ტაქტიკას”,– აცხადებს აზოვი.

    მათივე ცნობით, დაზარალებულთა შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხანდაზმულ ქალს აქვს.

    “დავკარგე გონება, ძლივს გადავრჩი, სიარული არ შემიძლია. აქამდე ჩემი ჯანმრთელობა ნორმალური იყო”,– ამბობს დაშავებული ქალი.

    კიდევ ერთი დაშავებული იხსენებს, რომ ნივთიერების შესუნთქვის შემდეგ სუნთქვა გაუჭირდა და თავბრუ დაეხვა.

    “ვიდექით პოზიციებზე და აფეთქების ხმა გავიგეთ. ავედით, რათა შეემოწმებინა, რა ხდებოდა. დავინახეთ ნისლი, უფრო კვამლივით, არა სქელი, კვამლის მსგავსი. დავბრუნდით თავშესაფარში და რომ შევედით, ქოშინი ვიგრძენი, სუნთქვა მიჭირდა და მაშინვე თავბრუსხვევა დამეწყო, ფეხები მომეკეცა, ბამბასავით იყო. გასცეს ბრძანება, გაზის ნიღბები გაგვეკეთებინა, გავიკეთეთ. ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, ცუდად ვსუნთქავდი. რა არის, გაუგებარია”,– ამბობს მოწამლული მამაკაცი.

    აზოვის პოლკის განმარტებით, დაშავებულთა ძირითადი სიმპტომებია: სახის ჰიპერემია, მაღალი წნევა, სიმშრალე და გულძმარვა ოროფარინქსისა და თვალების ლორწოვან გარსებში, თუმცა სრული ბლოკადის გამო გაშვებული ნივთიერების ტოქსიკოლოგიური ანალიზი შეუძლებელია.

    “ამავდროულად, მთავარი ამოცანაა პერსონალის მდგომარეობისა და მოწამვლის შესაძლო შედეგების მონიტორინგი”,– აღნიშნულია განცხადებაში.

  • შესაძლოა, დავინახოთ “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი” – ხუხაშვილი ოცნების განცხადებებზე

    შესაძლოა, დავინახოთ “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი” – ხუხაშვილი ოცნების განცხადებებზე

    “თუ მოვახდენთ უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ ჩვენი ხელისუფლების განცხადებების სისტემატიზირებას, შესაძლოა, დავინახოთ მწყობრი პოლიტიკური ლოგიკა, რომელიც კარგ შემთხვევაში არ ეწინააღმდეგება (არგაღიზიანების პოლიტიკა, “ომი გინდათ” ნარატივი), ცუდ შემთხვევაში კი სრულად ჯდება რუსულ პროპაგანდისტულ ხაზში.

    მარტო კობახიძის გუშინდელი განცხადება რად ღირს უკრაინის ხელისუფლების “დენაციფიკაციის” თაობაზე, ღარიბაშვილის მუდმივი განცხადებები, რომ ეს უკრაინის ომია და ჩვენ არ გვეხება და ა.შ. აღარაფერს ვამბობ მათი პრომოუტერების მხრიდან უკრაინის მტრად გამოცხადებაზე, ოხანაშვილის წარმოუდგენელ განცხადებაზე…

    ეს ყველაფერი ინიღბება ფორმალური, რიტორიკული მხარდაჭერით, პულტზე ხელის მიჭერით 100 სხვა ქვეყანასთან ერთად და უკრაინის დროშის გამოფენით.

    თუ მთელ სურათს გადავხედავთ, ვიღაცამ ამ ყველაფერში შესაძლოა დაინახოს “უკრაინის დროშას ამოფარებული რუსეთი”.

    ახლა მთავარი – აღწერილი სურათის ფორმირებაში ჩართული ადამიანები ამას შეგნებულად აკეთებენ, თუ არა?

    მე ვფიქრობ, რომ მათი უმრავლესობა ვერ ხედავს დიდ სურათს და უბრალოდ მიყვება ზემოდან დაშვებულ ინსტრუქციას. უფრო მეტიც, მათ გარკვეულ ნაწილს სჯერა კიდეც, რომ უკრაინას უჭერს მხარს.

    თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ვინც იცის როგორ მუშაობს სისტემა, ის ადვილად მიხვდება, რომ ასეთი მატრიცის შექმნა სავსებით შესაძლებელია და აი რატომ: სადღაც ხდება ე.წ. “მესიჯის” ფორმირება, რომელიც ეგზავნება გამხმოვანებელს და ისიც იმეორებს მოწოდებულ ტექსტს, ისე რომ არც ფიქრობს იმაზე, თუ რას ამბობს და რატომ ამბობს.

    ეს ხდება ყოველდღიურად, გამხმოვანებლების როტაციით. ისე, რომ ვერავინ დაინახოს სრული სურათი.

    იქ კი, სადაც “მესიჯის” ფორმირება ხდება, კაცმა არ იცის რა ხდება და ვინ რა ინტერესს ემსახურება…”

    წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართულ ოცნებაზე”.