Category: სლაიდერი

  • პენტაგონი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას არ ადასტურებს

    პენტაგონი უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას არ ადასტურებს

    აშშ–ს არ შეუძლია დაადასტუროს ქიმიური იარაღის გამოყენება უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ სააგენტო როიტერი აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომლის ვინაობა არ სახელდება.

    გუშინ პოლკ აზოვის მებრძოლებმა, რომლებიც რუსების მიერ გარშემორტყმულ მარიუპოლში აზვოსტალის ქარხანაში არიან გამაგრებული, განაცხადეს, რომ სამი სამხედრო დაზარალდა მომწამვლელი ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, რომელიც სავარაუდოდ უპილოტო აპარატიდან ჩამოაგდეს, თუმცა ამ ფაქტის არანაირი დეტალური მტკიცებულებები არ მოუყვანიათ.

  • რუსეთმა ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო სისტემები დაძრა

    რუსეთის ტერიტორიაზე ფინეთის საზღვრის მიმართულებით რუსეთის შეიარაღებული ძალების მძიმე სარაკეტო სისტემების გადაადგილება შეინიშნება. სავარაუდოდ, ეს არის თვითმავალი კომლექსები К-300 “Бастион-П”, რომლებიც საზღვაო ხომალდების და ავიამზიდების გასანადგურებლად არის განკუთვნილი. ისინი ფინეთის მიმარულებით მას შემდეგ დაიძრა, რაც სკანდინავიური სახელმწიფოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მზად არიან ახლო მომავალში ნატოს წევრები გახდნენ. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი დეილი მეილი წერს.

    თვითმხილველებმა მძიმე სარაკეტო შეიარაღების გადაადგილება სანკტ–პეტერბურგიდან ფინეთისკენ მიმავალ ტრასა А-181–ზე შენიშნეს.

    ვიდეოზე, რომელიც თვითმხილველებმა გადაიღეს, შეიმჩნევა, როგორ გადიან სარაკეტო კომპლექსები ფინეთის დედაქალაქის მიმართულების მაჩვენებელ აბრასთან. მძიმე შეიარაღების გადაადგილებას წინ უძღვოდა კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის გუშინდელი განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ფინეთისა და შვედეთის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯები “ევროპულ კონტინენტს დამატებით უსაფრთხოებას ვერ მოუტანს.“

    “ჩვენ არაერთხელ ვამბობდით, რომ ალიანსი რჩება კონფრონტაციისკენ მიმართულ ინსტრუმენტად და მისი შემდგომი გაფართოება ევროპის კონტინენტს სტაბილურობას ვერ მოუტანს“– თქვა პესკოვმა.

    ფინეთის ნატოში შესაძლო გაწევრიანების შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა 7 აპრილს, ნატოს ქვეყნების მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ბრიუსელში განაცხადა. მისი თქმით, ფინეთის მთავრობა მზად არის უმოკლეს ვადებში შეიტანოს განაცხადი ალიანსში გაწევრიანებაზე, თუ პარლამენტის მხარდაჭერა იქნება. მითუმეტეს, რომ ტექნიკურად ამის განხორციელება რთული არ არის, რადგან ფინეთის თავდაცვის ბიუჯეტი და სამხედრო სტანდარტები ნატოსას შეესაბამება.

    ფინეთს ნატოში გაწევრიანების სურვილი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაუჩნდა. ფინეთის მოსახლეობაში ნატოში გაწევრიანებიის მხარდამჭერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

    ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანება სურვილის შემთხვევაში დაჩქარებული წესით მოხდება. ამ პროცედურას შესაძლოა 4–დან 12 თვემდე დაჭირდეს.

  • უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს

    უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. რადას დეპუტატის ფოტოს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ  უსაფრთხოების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა.

    • “უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. დეტალებს მალე გაიგებთ“– წერს ზელენსკი.

    მედვედჩუკის დაკავების შემდეგ ზელენსკიმ უკრაინელებს ხუმრობით კოსმონავტიკის დღე მიულოცა.

    მედვედჩუკის დაპატიმრება დაადასტურა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა. უკრაინის ძალოვანი უწყებები ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

    6 აპრილს კორუფციის საწინააღმდეგო ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ტატაროვმა ხელი შეუწყო უკრაინიდან დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის გაქცევას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და მას რუსული სცენარის ნაწილად ასახელებდნენ, რომლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მედევდჩუკი კი უკრაინის პრორუს მმართველად სახელდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მედევდჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

    ვლადიმერ პუტინი  მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

    მედვედჩუკს ლვოვის სასამართლომ 18 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. მას ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში.

  • რატომ დაკარგა რუსეთმა უკრაინაში ამდენი ტანკი–გამომძიებელთა ჯგუფის დასკვნა

    სამხედრო თემატიკაზე სპეციალიზებულ გამომძიებელთა ჯგუფმა – Oryx უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებზე დაყრდნობით გამოითვალა, რომ რუსეთმა უკრაინაში მინიმუმ 460 ტანკი და 2000 ერთეულზე მეტი სხვა ჯავშანტექნიკა დაკარგა.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, სხვა დამოუკიდებელ წყაროებს კი მისი გადამოწმების საშუალება არ აქვთ.

    ამის მიუხედავად, განადგურებული და ხელში ჩაგდებული რუსული ტანკების ფოტოები მუდმივად ვრცელდება. რით შეიძლება აიხსნას საბრძოლო ტექნიკის ასეთი მაშტაბური დანაკარგი?

    ომის დაწყებიდან აშშ–მ უკრაინას დაახლოებით 4000 ტანკსაწინააღმდეგო Javelin–ის რაკეტა მიაწოდა. ბევრი რუსული ტანკი დამატებითი ჯავშნით და დინამიური დაცვით არის აღჭურვილი, თუმცა Javelin–ის რაკეტებს ორი გამანადგურებელი ნაწილი აქვს. ერთი ჯავშანს არღვევს, მეორე კი მის ქვეშ არსებულ ძარას ანადგურებს.

    უკრაინას ბრიტანეთმა3600  NLAW–ის ტანკსაწიააღმდეგო სისტემა მიაწოდა. ისინი ტანკების ზედა ნაწილის ყველაზე დაუცველ ადგილზე ფეთქდება.

    კიდევ ერთი ფაქტორი ლოჯისტიკის და დაგეგმვის პრობლემებია. Oryx–ის ინფორმაციით, დაკარგული რუსული ტანკების ნახევარი არა უკრაინელებმა გაანადგურეს, არამედ რუსმა სამხედროებმა თავად მიატოვეს ბრძოლის ველზე ან გზებზე.

    ექსპერტები ამას მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის მოშლით ხსნიან.

    “ზოგიერთი ტანკი იმიტომ დატოვეს, რომ საწვავი დაუმთავრდათ. ეს ლოჯისტიკური შეცდომაა. ზოგიერთი ტალახში ჩაეფლო, იმიტომ რომ უმაღლესმა სარდლობამ უკრაინაში შეჭრა წლის არცთუ ყველაზე ხელსაყრელ დროს გადაწყვიტა“– ამბობს სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის სტრატეგიული კვლევების პროფესორი, ფილიპს ო ბრაიენი.

    “ბევრი ტანკი ცუდი მართვის გამო გახდა უვარგისი. ზოგი ხიდებიდან გადავიდა. ზოგი არხებში ჩავარდა, რის შედეგადაც მუხლუხოები მოძვრა. სამხედროებს არ ქონდათ უნარი, საკუთარი ტექნიკა სწორად გამოეყენებინათ“– თვლის გაერთიანებული სამხედრო კვლევების სამეფო ინსტიტუტის სახმელეთო კონფლიქტების ანალიტიკოსი, ნიკ რეინოლდსი.

    Rand Corporation и IISS–ის მონაცემებით, უკრაინაში შეჭრის წინ რუსეთს უკრაინის საზღვართან დაახლოებით 2700 ტანკი ყავდა მობილიზებული.

  • გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის! რუსეთთან შეუძლებელია ნორმალური ურთიერთობის დაბრუნება – შტაინმაიერი

    ”გერმანია უკრაინას იარაღს მიაწვდის იმის მიუხედავად, რომ ეს ბოლო პერიოდამდე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ფილოსოფიას ეწინააღმდეგებოდა. რუსეთის შემთხვევაში, მათ ომის დანაშაული ჩაიდინეს, რომელიც ცხადად ვიხილეთ და ასეთ პირობებში შეუძლებელია მათთან ნორმალური ურთიერთობის დაბრუნება. რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ უკრაინის მიმართ სოლიდარულები ვართ. რუსეთის ბარბაროსობა უკრაინაში უნდა დასრულდეს, ევროკავშირის მხრიდან კი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ჩვენც ვცდილობთ, რომ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება რაც შეიძლება მეტად შევამციროთ.”

    ამის შესახებ, გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თავის პოლონელ კოლეგასთან ვარშავაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

  • ამნისტია 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის – პარლამენტმა კანონი მიიღო

    ამნისტია 2004 წლამდე ჩადენილი დანაშაულებისთვის – პარლამენტმა კანონი მიიღო

    პარლამენტმა  “ამნისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით, მიიღო. პირები, რომელთაც სისხლის სამართლის დანაშაული 2004 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) თავისუფლდებიან. ამნისტია იმ პირთა მიმართაც გავრცელდება, რომლებმაც დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინეს.

    ამასთან, ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე, 109-ე, 137-ე – 141-ე, 142-144/3, 164-ე, 179-ე, 183-ე, 223-ე – 224-ე, 236-ე – 239-ე, 253-ე – 255/2, 280-ე, 353-ე, 378-ე – 379-ე, 404-ე – 413-ე მუხლებით, აგრეთვე XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

    ამნისტია არ ვრცელდება “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ ის ჩადენილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილებით განსაზღვრული პირების მიერ.

  • თბილისში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი დაიღუპა

    თბილისში, ვარკეთილში ხის დაცემის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ, კლინიკა ოპტიმალ მედში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.

    “სამწუხაროდ, აღმოჩნდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი მრავლობითი ტრავმა და 16:30 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – აცხადებენ  კლინიკაში.

    ცნობისთვის, ძლიერმა ქარმა ხეები თბილისის რამდენიმე უბანში წააქცია, დაზიანდა მანქანები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა.

  • ამ ადამიანს ომიკრონის ვირუსი აქვს – მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილზე

    ”ორი არასწორი ინფორმაცია გახმოვანდა, ერთი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიმიზეზა შალვა პაპუაშვილმა, ეს ასე არ არის, ამის უტრირება სხვაგვარად მოხდა, ამ ადამიანს ომიკრონის ვირუსი აქვს და 2-3 დღეში დამთავრდება იზოლაციის პერიოდი. მეორე, რომ ულტიმატუმები წავაყენეთ, ესეც არასწორი ინფორმაციაა, მაგრამ გარკვეული საკითხები მართლაც დასახურია. ” 

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებვთან საუბრისას.

  • სამოქალაქო ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ

    სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკავშირის კითხვარისა და პასუხების გასაჯაროებას ითხოვენ. ორგანიზაციები თვლიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური.

    „2022 წლის 3 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა. 10 მარტს ევროკავშირის ლიდერებმა ევროკომისიას სთხოვეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესწავლა. უახლოეს პერიოდში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას გადასცემს კითხვარს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს ქვეყნის შეფასება.

    ჩვენ, ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ინკლუზიური. მნიშვნელოვანია მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა. ხაზს ვუსვამთ, რომ სამოქალაქო საზოგადოებას გააჩნია ღირებული გამოცდილება, რაც ჩვენს მიერ იდენტური კითხვარის გამოყენებით საქართველოში მართლმსაჯულების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების სფეროში (ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 23-ე თავი) არსებული მდგომარეობის შეფასებას უკავშირდება (იხ. შეფასების დოკუმენტი https://bit.ly/3LUEYyh).

    აღნიშნულის გათვალისწინებით მოგმართავთ თხოვნით, რომ მოხდეს საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის და ხელისუფლების მიერ წარდგენილი პასუხების გასაჯაროება, რაც პროცესს გახდის გამჭვირვალეს, ინკლუზიურს და უზრუნველყოფს დაინტერესებული აქტორების ჩართულობას“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

    ხელმომწერი ორგანიზაციები:

    1. ღია საზოგადოების ფონდი
    2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
    3. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
    4. სამართლისა და პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტი
    5. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
    6. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    7. უფლებები საქართველო
    8. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    9. ღია სივრცე კავკასია
    10. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი
    11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
    12. კავშირი საფარი
    13. ციხის საერთაშორისო რეფორმა
    14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    15. პრევენცია პროგრესისთვის
    16. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
    17. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
    18. ევროპის ფონდი
  • მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია – სატრანსპორტო კომპანია

    მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია – სატრანსპორტო კომპანია

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.

    “თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზი იყო, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა. შემადგენლობები მოძრაობდნენ ზონალურად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება”, – ნათქვამია განცხადებაში.