Category: სლაიდერი

  • ოკუპანტს ცოლმა მოუწოდა, უკრაინელი ქალები გააუპატიუროს – უკრაინა

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მოიპოვეს რუსი ოკუპანტისა და მისი ცოლის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალი ჯარისკაცს მოუწოდებს, უკრაინელი ქალები გააუპატიუროს.

    „მიდი, მანდ გააუპატიურე უკრაინელი ქალები და არაფერი მითხრა. გასაგებია? მთავარია, თავი დაიცვა”,- ეუბნება ქალი უკრაინაში მებრძოლ ქმარს. ოკუპანტი აზუსტებინებს, მართლა შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, რაზეც ქალი პასუხობს: “კი, ნებას გრთავ”.

    უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ეს შოკისმომგვრელი საუბარი ასახავს არა მხოლოდ ოკუპანტების, არამედ მათი ნათესავების მორალურ ღირებულებებსაც, რომელთა 80% ახლა უკრაინაში ომს მხარს უჭერს.

    https://www.facebook.com/SecurSerUkraine/videos/495766742103671

  • მეტროს პირველი ხაზი ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის არ მუშაობს

    მეტროს პირველი ხაზი ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის არ მუშაობს

    თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველი ხაზი ვარკეთილსა და სადგურის მოედანს შორის არ მუშაობს. მგზავრებს შეუძლიათ მგზავრობა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრიდან სადგურის მოედნის მიმართულებით.

    კომპანიის განმარტებით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია.

    “ერთ-ერთ სადგურზე მოძრავ შემადგენლობაში შეიქმნა ტექნიკური ხარვეზი და საჭირო გახდა მისი გადაყვანა ჩიხში. ამიტომ პირველ ხაზზე, ნაწილობრივ ვემსახურებით მგზავრებს – ახმეტელიდან სადგურის მოედნამდე, ხოლო სადგურის მოედნიდან ვარკეთილის მიმართულებით დროებით შეჩერებულია. როგორც კი მატარებელი გადავა ჩიხში, განახლდება მოძრაობა”, – აცხადებს სატრანსპორტო კომპანია.

  • ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

    ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა – ახალი კურსი

    ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 12 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.86 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0841 ლარი გახდა.

    ევროსთან მიმართებით ლარი გამყარდა 0.26 თეთრით, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.3518 ლარს გაუტოლდა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

  • რატომ არ დაუშვეს ბრიფინგზე ალტ-ინფოს ტელევიზია – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება

    “ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ 9 და 11 აპრილს ალტ-ინფოს წარმომადგენლებს აკრედიტაციაზე უარი უთხრა და ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    • “საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ალტ-ინფოს ორბელიანების სასახლეში 9 და 11 აპრილს გამართულ ღონისძიებებზე დასასწრებად აკრედიტაციაზე უარი უთხრა. ალტ-ინფო გამოირჩევა ძალადობრივი და პრორუსული მოწოდებებით. სისტემატურად იყენებენ სიძულვილის ენას და გამოხატავენ აგრესიულ ძალადობრივ განწყობებს”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

    დღეს, პუტინისტურმა ორგანიზაციამ, “ალტ-ინფომ” ტელევიზიამ, განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 11 აპრილის ბრიფინგზე, რომელზეც მან ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის მიღებაზე ისაუბრა, მათი გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.

    “უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ორბელიანის სასახლეში ჩვენს გადამღებ ჯგუფს გაურკვეველი მიზეზის გამო არ აძლევენ პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალებას…

    ასეთი ბრძანება მიიღეთ ალქაჯი დეგნანისგან და თქვენც, როგორც ყურმოჭრილი მონა, ასრულებთ? ისევე, როგორც მარგველაშვილი, თქვენც ქვეყნის სირცხვილი ხართ. ალბათ, ნანობს ყველა ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმა მოგცათ არჩევნებზე”, – თქვა ტელევიზიის ჟურნალისტმა.

    ცნობისთვის, პუტინისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფება ალტ-ინფო ხშირად ავრცელებს პრორუსულ გზავნილებს, მათ შორის, პუტინის ომზე უკრაინაში. ის იყო 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორიც, სადაც მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა.

  • რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან? – პოდოლიაკი პუტინს

    „რუსეთის განცხადებით, მისი მიზანი უკრაინაში „დონბასში ადამიანების დაცვაა“. ზუსტად ახლა მობილურ კრემატორიუმებში გარდაცვლილი ადამიანების სხეულებს წვავენ მარიუპოლში, რეგიონის მეორე უმსხვილეს ქალაქში. ისინი, ვინც გადარჩნენ, შიმშილით იხოცებიან. რისგან იცავთ მათ? სიცოცხლისგან?“

    ასე ეხმაურება, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით რომ რუსეთის მიზანი, „დონბასში ადამიანების დაცვაა“.

  • პუტინს სურს, მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდები ბელარუსში ჩატარდეს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბელორუსული პლატფორმა “საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის” რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების ფარგლებში.

    მან მოლაპარაკებების პირველი რაუნდების ორგანიზებისთვის ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა.

    „მინდა მადლობა გადავუხადო ბელორუს კოლეგებს მათ ტერიტორიაზე მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის კარგად ორგანიზებისთვის. უკრაინულ მხარესთან პირდაპირი დიალოგის დაწყება დიდწილად შესაძლებელი გახდა ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ძალისხმევის წყალობით. ჩვენ გვჯერა, რომ ბელარუსული პლატფორმა საკმაოდ შესაფერისია შემდგომი კონტაქტებისთვის“, – განაცხადა პუტინმა ლუკაშენკოსთან ერთობლივ ბრიფინგზე.

    ცნობისთვის, მოლაპარაკებების უკანასკნელი რაუნდები ბელარუსის ნაცვლად თურქეთში ჩატარდა, რასაც უკრაინული მხარე საკუთარ გამარჯვებად მიიჩნევს. რუსეთი ფიქრობს, რომ მათი მხარდამჭერი ბელარუსი უკრაინის უსაფრთხოების გარანტორთა სიაში მოხვედრას იმსახურებს. თავად ლუკაშენკო მოლაპარაკებებში ჩართვას ითხოვს.

  • გველის ამ ომის მეორე, ძალიან სისხლიანი ეტაპის დაწყება – მირჩა ჯეოანა

    „ჩვენ გველის ამ ომის მეორე ძალიან სისხლიანი ეტაპის დაწყება. ჩვენ შევდივართ მის მეორე ფაზაში, უფრო მეტად რთულში, რომელიც თავისი ხასიათით პირველი ეტაპისგან განსხვავებული იქნება, თუმცა ბევრად უფრო ფართო ტერიტორიის მქონე, როგორც აღმოსავლეთში, დონბასში, ასევე სამხრეთში ყირიმისა და მარიუპოლის მიმართულებით“

    ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეოანამ განაცხადა.

  • ვიცით რუსი მედესანტეს ვინაობა, ვინც უკრაინაში ბავშვი გააუპატიურა – ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იდენტიციფირებულია რუსი მედესანტე, რომელმაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბავშვი გააუპატიურა.

    “დაფიქსირდა გაუპატიურების ასობით შემთხვევა, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონებსა და ძალიან მცირეწლოვანი ბავშვებს. უბრალოდ საშინელებაა ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ ასეა, ეს მოხდა. იდენტიფიცირებულია პიროვნება, რუსი მეომარი ბიჩკოვი ფსკოვიდან, მედესანტე ან სპეცრაზმელი, რომელმაც ვიდეო გაუგზავნა თანამებრძოლებს, თუ რას უკეთებს ბავშვს, როგორ დასცინის მას. აი, რუსი სამხედრო, „ბავშვების დამცველი“, სპეცოპერაცია, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა, „რუსული სამყაროსთვის“ ბრძოლის ასეთი ამბავი. ეს არის ის, რასთანაც ახლა ასოცირდება რუსული არმია, რუსი მედესანტეები ფსკოვიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

    მისივე თქმით, რუს პროპაგანდისტებს ახლა შეუძლიათ, მედესანტეების მოქმედების გამართლება და თქმა, რომ “ეს არ მომხდარა”, ან “ეს იყო დაცვა“.

    “იქნებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მოიწვიოს ფსკოვიდან მედესანტეები საკუთარ სახლში, რათა დაიცვან მათი შვილები და შვილიშვილები? მას ეს არ სურს? დარწმუნებული ვარ, მას შეეშინდება!“ – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა

    ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვილდაძე Facebook პოსტის გამო სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.

    “ფაქტია, არავინ არსად შევარდნილა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს განხილვები: “აბა რა ვქნათ”- მილიონზე მეტ ადამიანში მიდის მუდმივად და ყოველთვის. დემოკრატია ნიშნავს ხალხის მმართველობას და ხალხი თავად ირჩევს ფორმებს, როგორ განახორციელოს თავისი მმართველობა. უზურპატორს, გამყალბებეს, კანონის მიღმა გასულს, რომელიც ხელისუფლებაში რჩება უკანონოდ, იმის წინააღმდეგ ხალხს აქვს შესაძლებლობათა ძალიან ფართო არსენალი. ეს უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომელმაც შეიძლება ჩაიდინოს ისეთი დანაშაული, რომლისაც მთელ ქვეყანას შეგვრცხვება”. – ამბობს მშვილდაძე “ფორმულასთან”

    მშვილდაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხავენ, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას ან ამბოხებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად.

    მიშა მშვილდაძე, დღეს 12 აპრილს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

  • რუსეთის იზოლირება შეუძლებელია, არ ვგეგმავთ იზოლირებას – პუტინი

    “ჩვენ არ ვგეგმავთ საკუთარი თავის იზოლირებას. ზოგადად, თანამედროვე მსოფლიოში ვინმეს იზოლირება შეუძლებელია, ისეთი უზარმაზარი ქვეყნის იზოლირება, როგორიც რუსეთია, ნამდვილად შეუძლებელია. ამიტომაც, ვიმუშავებთ ჩვენს იმ პარტნიორებთან, ვისაც სურს ურთიერთობა”

    თქვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.