Category: სლაიდერი

  • თუ ვინმეს სასამართლოს კრიტიკა სურს, მტკიცებულებები წარმოადგინოს – კობახიძე სახდეპის ანგარიშზე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აცხადებს, რომ ”თუ ვიუნმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები”. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

    “სასამართლოზე ჩვენ გვჭირდება ფაქტები, მტკიცებულებები და არა ზოგადი განცხადებები. ყოველ ჯერზე ამას ვითხოვთ, თუმცა არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება მანკიერებათა შესახებ სასამართლოში. ამაზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ხორციელდება სასამართლო რეფორმა, ამ კუთხით გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები, მაგრამ თუ ვიუნმეს სურს, გააკრიტიკოს ესა თუ ის ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, თუ ნებისმიერი სხვა, უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები”, – თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

    თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

    თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი ჯაბა ქამადაძეა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტი იყო.

    მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

  • გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი – მაკრონი ბაიდენზე

    საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “გენოციდის მსგავს ტერმინებთან ფრთხილად იქნებოდა”. 

    “დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი, რუსები და უკრაინელები ძმები არიან. მინდა, გავაგრძელო ცდა, რამდენადაც შემიძლია, რომ შევაჩერო ეს ომი და აღვადგინო მშვიდობა. დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება”, – თქვა მაკრონმა.

    ცნობისთვის, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.  ამის შესახებ, აიოვაში ტარიფებზე საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, “ჩაიდენს თუ არა დიქტატორი გენოციდს სხვა ქვეყანაში”.

  • ქალაქის დაცვის სისტემა გაფართოვდა და გაძლიერდა – არესტოვიჩი მარიუპოლზე

    პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ წუხელ მარიუპოლის დამცველების მოქმედების შედეგად ქალაქის დაცვა გაძლიერდა:

    “მარიუპოლში საზღვაო ფეხოსანთა 36–ე ბრიგადის ქვედანაყოფებმა ძალიან რთული და სარისკო მანევრის შედეგად გაარღვიეს ალყა და დაუკავშირდნენ აზოვის პოლკს, რომელმაც პროფესიონალურად აღმოუჩინა მხარდაჭერა ამ ღონისძიებას.

    შედეგი?

    1. აზოვმა მიიღო მნიშვნელოვანი გაძლიერება.
    2. 36–ე ბრიგადა გადაურჩა დაშლას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტიურად მეორე შანსი იპოვნა.
    3. ქალაქის დამცველებმა ახალ ერთად, სერიოზულად გააძლიერეს დაცვითი რაიონი.                                                                                                                                 მთლიანობაში, ქალაქის დაცვის სისტემა გაფართოვდა და გაძლიერდა.                                                                                                                                                                ასე ხდება, როცა ოფიცერები ჭკუას კი არ კარგავენ, არამედ მკაცრად აკონტროლებენ ქვედანაყოფებს. ჰოდა, ნუ დავკარგავთ ჭკუას. არმიამ იცის, რასაც აკეთებს.“– წერს არესტოვიჩი ფეისბუქზე.
  • უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო, ბუჩაში ”ქართულ ოცნებასთან” ერთად რომ წავიდე – ელენე ხოშტარია

    უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო, ბუჩაში ”ქართულ ოცნებასთან” ერთად რომ წავიდე – ელენე ხოშტარია

    “უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო, ბუჩაში ქართულ ოცნებასთან ერთად რომ წავიდე” –  ამის შესახებ, პარტია “დროას” დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს. ხოშტარია აღნიშნავს, რომ ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას თუმცა, “პრორუსი და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი”.

    ”ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი ვიყავი და ვრჩები. ოღონდ ქართულ ოცნებასთან ერთად ბუჩაში ჩასვლა, ხალხთან, რომლებიც ამ უბედურების ფონზე პირობებს უყენებდენ უკრაინას, რომლებმაც მოხალისეების წასაყვანი თვითმფრინავი დაბლოკეს, რომლებმაც რუსეთთან ვაჭრობას შესაძლებლობა უწოდეს, რომ წავიდე უბარლოდ უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო.

    მათ მმართველობას რა წამსაც კოლაბორაციონისტულს ვუწოდებ, რუსების ინტერესების გამტარებელს (და ამის არგუმენტები მაქვს), ამ თამაშის მონაწილე როგორ უნდა გახდე, რომ სახე დავაწყო და მათთან ერთად წავიდე უკრაინაში.

    ან ვყალიბდებით, რომ ეს მთავრობა ქვეყანის ინტერესებს არ ემსახურება ან ხელოვნურად ვთამაშობთ ერთიანობანას მათთან. ერთიანობა და კომპრომისები აუცილებელია უთანხმოებისას, მაგრამ პრორუსი და პროუკრაინელის ერთიანობა ბუჩაში არის სიყალბის მწვერვალი!” – წერს ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

  • ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი

    შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს პირველად უწოდა გენოციდი.  ამის შესახებ, აიოვაში ტარიფებზე საუბრისას განაცხადა. ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელების ბიუჯეტი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, “ჩაიდენს თუ არა დიქტატორი გენოციდს სხვა ქვეყანაში”.

    “თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ”. – ამბობს ბაიდენი.

  • ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს

    ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ, ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

    “განსაკუთრებით ცინიკურად მიმაჩნია მისი მხრიდან სამხედრო კამუფლაჟის გამოყენება. ასე შენიღბვას ცდილობდა. აი, ასეთი “მებრძოლია”. ასეთი პატრიოტი. მედვედჩუკმა თვითონ აირჩია სამხედრო ფორმა, ის ექვემდებარება საომარი დროის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას ამ თქვენი ბიჭის გაცვლას რუსულ ტყვეობაში მყოფ ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავებმა და სამხედროებმაც განიხილონ ეს შესაძლებლობა”, – თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვის დროს.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს.

      • “უკრაინის უშიშროების სამსახურმა სპეცოპერაცია ჩაატარა. დეტალებს მალე გაიგებთ“– წერს ზელენსკი.

    6 აპრილს კორუფციის საწინააღმდეგო ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ტატაროვმა ხელი შეუწყო უკრაინიდან დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის გაქცევას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და მას რუსული სცენარის ნაწილად ასახელებდნენ, რომლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მედევდჩუკი კი უკრაინის პრორუს მმართველად სახელდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მედევდჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.

    ვლადიმერ პუტინი  მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

    მედვედჩუკს ლვოვის სასამართლომ 18 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. მას ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში.

  • დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება – სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

    “დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება” –  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, 2021 წელს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიმოხილულია სხვადასხვა საკითხი, მათ შორის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენები. ანგარიშში აღნიშნულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრობლემები, შესაბამისი უწყებების მიერ თვითნებურ ან შერჩევით დაკავებებები, გამოძიებები, რომლებიც, სხვადასხვა ანგარიშის თანახმად, მიჩნეულია პოლიტიკურად მოტივირებულად, პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევები; ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და მუქარა; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა; ლგბტ თემის მიმართ ძალადობები.

    სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოში რიგი დანაშაულების გამო დაუსჯელობა პრობლემად რჩება:

    • “მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი თანამდებობის პირის მიერ ადამიანების უფლებების დარღვევის გამოძიებისთვის, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩება. მთავრობის მიერ 5-6 ივლისს მომხდარი ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ სარწმუნო გამოძიების არჩატარებამ და სისხლისსამართლებრივი დევნის აუღსრულებლობამ გამოიწვია ამ ძალადობის დაუსჯელობა. პოლიტიკური ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გამოიხატება 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ არასათანადო ძალის გამოყენებაში, ასევე აქტივისტ აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცების და აზერბაიჯანისთვის გადაცემაში”. – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

    “მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების” ქვეთავში სახდეპის ანგარიშში,  გასული წლის 5-6 ივლისს ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან თავდასხმაზეა საუბაარი, სადაც აღნიშნულია, რომ TV პირველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარვას გარდაცვალებაზე სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები, მისი დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული.

    • “წლის განმავლობაში გაიზარდა თავდასხმები ლგბტქი+ თემის წარმომადგენლებსა და იმ პირებზე, რომლებიც მიიჩნეოდა, რომ ამ თემთან არიან დაკავშირებულნი, განსაკუთრებით ტრანსგენდერ ქალებზე. თბილისი პრაიდის დროს ძალადობრივი პროტესტებისა და არეულობის კულმინაცია იყო 5 ივლისის ჰომოფობიური და ანტიდასავლური არეულობა. გაიზარდა ინდივიდუალური თავდასხმებიც. მაგალითად, 30 აპრილს 17 წლის ტრანსგენდერ გოგო ორი უცნობი პირი დაესხა თავს, რომლებმაც ის სცემეს, დაუმტვრიეს მობილური ტელეფონი და ტრანსფობიური რიტორიკა გამოიყენეს. აღნიშნული დანაშაულში პირველ მაისს ორ პირს წაუყენეს ბრალი, რომლებიც სასამართლომ საკმაოდ დაბალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ძალადობრივი დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე. 7 ივნისს საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა; წლის ბოლოსთვის არსებული ინფორმაციით, სასამართლო განხილვა გრძელდება”, – ვკითხულობთ ანგარიშში. 

     

    • “11 ივლისს TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 5 ვილისის თავდასხმების დროს ის სასტიკად სცემეს. მისი გარდაცვალების შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების განცხადებები გარდაცვალების მიზეზის დადგენის ნაცვლად ჟურნალისტის დისკრედიტაციისკენ იყო მიმართული”. – ვკითხულობთ ანგარიშში. 
  • “უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია” – შალვა პაპუაშვილი

    ” მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.”- ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ უკრაინის რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან  ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა კიევში ვიზიტთან დაკავშირებით.

    ”ბოლო დღეების განმავლობაში ინტენსიური და მეგობრული კომუნიკაცია მქონდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან.

    ნამდვილად სამაგალითოა ის გმირული შემართება, რომლითაც უკრაინელი ხალხი და მისი ხელისუფლება იცავს თავის სამშობლოს და მომავალს.

    ჩემმა კოლეგამ, კვლავ დამიდასტურა მისი სურვილი, რომ მიმიღოს უკრაინაში, რათა უშუალოდ გამიზიაროს რუსული აგრესიით გამოწვეული ადამიანური ტრაგედიები და ნგრევის შედეგები.
    დღეს ვგეგმავთ უფრო ვრცელ საუბარს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, ჩვენი ქვეყნების ევროპულ მომავალზე.

    განვიხილავთ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და ჩვენს კოორდინაციის საჭიროებებს, რათა თავიდან ავიცილოთ ბოლო პერიოდის მსგავსი გაუგებრობები და უფრო მეტად განვამტკიცოთ ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულად ძმური კავშირები.

    ჩვენმა კომუნიკაციამ, ისევე როგორც მისმა გუშინდელმა ინტერვიუმ “იმედის” ეთერში, დამარწმუნა, რომ არსებობს ყველა უხერხულობის და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მქონდა მსჯელობა პარტიის ყველა სხვა ლიდერთან და ყველა შევთანხმდით, რომ ამ საკითხების მოსაგვარებლად უკრაინაში ჩემს ვიზიტს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

    მე უკვე მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან და დავუდასტურე უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა. დღევანდელ საუბარში ჩვენ ვიზიტის დეტალებსაც შევეხებით.

    და კვლავ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ.”- წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

    გუშინ, 12 აპრილს, უკრაინის რადის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს, კიევში შეხვდება.

  • პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან

    ოთხი ქვეყნის ლიდერი, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის პრეზიდენტები კიევში მიემგზავრებიან და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

    “მივემგზავრები კიევში პოლიტიკური მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარების ძლიერი გზავნილით. ლიეტუვა გააგრძელებს უკრაინის სუვერენიტეტისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდაჭერას. ერთად გამარჯვებამდე!”- წერს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა Twitter-ზე.