Category: სლაიდერი

  • EU-ს რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს – ლიეტუვა

    ლეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან European Truth-ის ცნობით Delfi-სთან საუბრისას განაცხადა.

    “ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ძლიერი წინააღმდეგობა რამდენიმე ქვეყნიდან, მაგრამ [სანქციების] მეექვსე პაკეტის პროექტი, რომელიც მომზადდა ევროკომისიის მიერ, შეიცავს წინადადებებს ნავთობის შესახებ. ისინი შეიძლება გამოირიცხოს ვეტოს საშუალებით, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს”, – განაცხადა ლანდსბერგისმა.

    მან არ დაასახელა, რომელი ქვეყნები არ უჭერენ მხარს რუსეთის წინააღმდეგ ემბარგოს დაწესებას.

    პუტინის ყოფილი მთავარი ეკონომიკური მრჩეველი და ამჟამად ვაშინგტონში კატონის ინსტიტუტის ექსპერტი, ანდრეი ილარიონოვი ამბობს, რომ მხოლოდ რუსული ნავთობის ემბარგოს შეუძლია პუტინის ომის შეჩერება.

  • ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ – მედვედევი უკრაინის ხელისუფლებას

    ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ – მედვედევი უკრაინის ხელისუფლებას

    “ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, გასაცვლელ ადამიანთა შორის თავადაც არ მოხვდნენ “- ასე ეხმაურება, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, უკრაინის ხელისუფლების ინიციატივას, რადას პრორუსი დეპუტატის ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას. მედვედევის განცხადება ტელეგრამზე ვრცელდება.

    • „ზოგიერთი გიჟი, ვინც საკუთარ თავს „უკრაინის ხელისუფლებას“ უწოდებს, აცხადებს, რომ სურთ ინფორმაცია ვიქტორ მედვედჩუკს გამოსძალონ, შემდეგ კი „სწრაფად და სამართლიანად“ გაასამართლონ ის და შემდეგ სამხედრო ტყვეებში გაგვიცვალონ. ეს ადამიანები გარშემო ფრთხილად უნდა იხედებოდნენ და ღამით კარი მყარად ჩაკეტონ, რათა გასაცვლელ ადამიანებს შორის თავადაც არ მოხვდნენ“, – წერს დმიტრი მედვედევი ტელეგრამ არხზე.

    შეგახსენებთ, რომ უკრაინაში პუტინთან დაახლოებული, რადას პრორუსი დეპუტატი ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. 

    6 აპრილს კორუფციის საწინააღმდეგო ცენტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ოლეგ ტატაროვმა ხელი შეუწყო უკრაინიდან დეპუტატ ვიქტორ მედვედჩუკის გაქცევას, რომელიც რუსეთთან თანამშრომლობაში იყო ეჭვმიტანილი და მას რუსული სცენარის ნაწილად ასახელებდნენ, რომლის მიხედვით უკრაინაში ხელისუფლება უნდა შეცვლილიყო, მედევდჩუკი კი უკრაინის პრორუს მმართველად სახელდებოდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან სამ დღეში, უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მედევდჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. ვლადიმერ პუტინი  მედვედჩუკის შვილის ნათლიაა.

    მედვედჩუკს ლვოვის სასამართლომ 18 მარტს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა. მას ბრალი ედება სახელმწიფოს ღალატში და ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ხელშეწყობაში.

    ვოლოდიმირ ზელენსკი კი რუსეთს ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.

  • მარიუპოლში 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას, გაარღვია ალყა და აზოვის ბატალიონს შეუერთდა – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, მარიუპოლში 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას, გარღვევა შეძლეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდა.

    “მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გარღვევა შეძლეს და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება.

      • შედეგები? პირველი “აზოვმა” არსებითი გაძლიერება მიიღო.
      • მეორე  36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად, მოიპოვა მეორე შანსი.
      • მესამე  ქალაქის დამცველებმა, ახლა ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია.

    საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი, რა ხდება, როდესაც ოფიცრები არ კარგავენ თავს და მტკიცედ ინარჩუნებენ ჯარების მართვას. მოდი, ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს”, –  წერს არესტოვიჩი.

  • უკრაინის შსს-ს გაცვლამდე მედვედჩუკისგან ინფორმაციის მიღება სურს – რას პასუხობს რუსეთი

    უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვადიმ დენისენკო ფიქრობს, რომ რადას პრორუსი დეპუტატი და პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი შესაძლოა გაცვალონ, თუმცა მანამდე კარგი იქნება მისგან ინფორმაციის მიღება.

    „ჩვენ უნდა გავცვალოთ, თუ არის ასეთი შესაძლებლობა… მაგრამ როცა მედვედჩუკზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იქნება ორი რამის გაკეთება: თუნდაც რაიმე მტკიცებულების მიღება, რადგან მას აქვს უზარმაზარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ, ვის, რამდენი და რისთვის მისცა რუსეთის ფედერაციიდან “მეხუთე კოლონის“ შესაქმნელად, კოლაბორაციონისტთა მოძრაობის შესაქმნელად.

    იდეალური იქნება, თუ ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა – პროკურორებმა ეს უფრო კარგად უნდა გაიგონ – რაც შეიძლება მალე ჩატარდეს სასამართლო პროცესი, მისცენ მას შესაბამისი ვადა, მიიღონ მისგან მტკიცებულებები და შემდეგ გაცვალონ”,– თქვა დენისენკომ.

    უკრაინელი ოფიციალური პირის კომენტარს გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა და დენისკენკოს განცხადებას “ბრიტანული სქემა” უწოდა.

    “გასაგებია? ბრიტანული სქემა: სწრაფი სასამართლო პროცესის ჩატარება, ვადის მისჯა, და შემდეგ ჩვენებების მიღება. მუშაობს შეუფერხებლად”,– წერს ზახაროვა ტელეგრამ არხზე.

    ცნობისთვის, პრორუსი ვიქტორ მედვედჩუკი 12 აპრილს დააკავეს. ზელენსკიმ შესთავაზა რუსეთს მედვედჩუკის გაცვლა უკრაინელ ტყვეებში.

  • რუსეთმა დანაშაულების მტკიცებულებების განადგურების ბრძანება გასცა – უკრაინა

    უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება უკრაინაში მისი არმიის დანაშაულის ნებისმიერი მტკიცებულების განადგურების შესახებ.

    მათი ცნობით, ბუჩაში უკრაინელი ხალხის გენოციდის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დაიწყეს მობილური კრემატორიების გამოყენება უკრაინაში.

    “კერძოდ, მარიუპოლში არსებობდა 13 მობილური კრემატორიუმი ქუჩების დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრებისგან გასაწმენდად.

    უკრაინის დაზვერვამ არაერთხელ დააფიქსირა მობილური კრემატორიის გამოყენება ჩერნიგოვის რეგიონში. მტრის მობილური კრემატორიუმის მუშაობა დაფიქსირდა ნოვოიდარში, ლუგანსკის რეგიონში”,– აცხადებს დაზვერვა.

    მათივე განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები მოძრავ კრემატორიუმებს ასევე იყენებენ რუსი სამხედროების ცხედრების დასაწვავად, რათა დამალონ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს დაღუპული ჯარისკაცების რეალური რაოდენობა და უარი თქვან დაღუპული რუსების ოჯახებისთვის თანხის გადახდაზე.

  • როგორი ამინდი იქნება 16 აპრილამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14-16 აპრილს მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში 0, -1, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -1, -3.

    რაც შეეხება საქართველოს მთიან რეგიონებს, სინოპტიკოსების პროგნოზით, იქ ჰაერის ტემპერატურა -2, -7 გრადუსამდე დაეცემა, რამაც შესაძლებელია ხეხილოვანი კულტურების ყვავილების დაზიანება გამოიწვიოს.

  • “შვილების ცხედრები მაინც წაიღონ”- დნეპრის მორგში 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარია, მათი წაყვანა არავის სურს

    დნეპრის მორგში რუსი ჯარისკაცის 1500-ზე მეტი ცხედარია, მათი წაყვანა არავის სურს. ამის შესახებ Unian-ი წერს.

    Настоящее Время-სთვის მიცემულ ინტერვიუში დნიპროს მერის მოადგილემ მიხაილ ლისენკომ მოუწოდა რუს დედებს უკრაინაში დაღუპული 1500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადაასვენონ.

    „დნეპრის მორგში ახლა 1500-ზე  მეტი დაღუპული რუსი ჯარისკაცია, რომელთა წაყვანაც არავის უნდა.

    ვიმედოვნებთ, რომ რუსი ჯარისკაცების დედები შეძლებენ მოსვლას და  საკუთარი ვაჟების გადასვენებას, რომელსაც ისინი მთელი ცხოვრება ზრდიან. ჩვენ უკვე გვაქვს ოთხი მაცივარი სავსე რუსი ჯარისკაცების გვამებით. ყოველ შემთხვევაში, ისინი ვიღაცების შვილები არიან.

    ისინი დედებმა გაზარდეს, უყვარდათ, პირველ სექტემბერს მათთან ერთად დადიოდნენ სკოლაში. ჩვენ მოვაწყობთ ამ ყველაფერს, შვილების ცხედრები მაინც წაიღონ“, – განაცხადა ლისენკომ.

  • პრობლემაა ენმ-ს და ლელოს სურვილი, იქცნენ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად – გიგა ბოკერია

    პრობლემაა ენმ-ს და ლელოს სურვილი, იქცნენ რეჟიმის დემოკრატიულ ფასადად – გიგა ბოკერია

    ”იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვან მომენტში ისტორიის, საქართველოს სამწუხაროდ ჰყავს კოლაბორაციონისტ-პუტინისტური რეჟიმი, რომელიც საქართველოს ინტერესების დაცვის ნაცვლად ზიანს აყენებს ყოველ დღე ჩვენს შანსებს ამ ჭაობიდან გასვლის და ამ შანსის გამოყენების. აკეთებს რეალურად ჩვენი ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე პუტინის საქმეს, რამდენადაც ეს შეუძლია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. ჩვენთვის განსაკუთრებული პრობლემაა, ჩვენ გუნდის აზრით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ვგულისხმობ ენმ-ს და ლელოს. მათი სურვილი, გააზრებული თუ გაუაზრებელი, რომ დემოკრატიულ ფასადად იქცნენ ამ რეჟიმში, რომ შეალამაზონ არსი ამ რეჟიმის, მათი ინიციატივებით. ამის მაგალითი იყო და არის მათი სურვილი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ერთი დელეგაციით წავიდნენ უკრაინაში, რომელიც იმყოფება ბოროტების იმპერიის აგრესიის ქვეშ. ამ პოლიტიკურ ჯგუფებს თითქოს აქვთ იგივე პოზიცია, რაც ევროპულ საქართველოს, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი, ეს არის მათი სიტყვები. თუ ისინი ასე თვლიან და თუ გულწრფელები არიან ამ შეფასებაში, აუხსნან საზოგადოებას, რატომ თვლიან პუტინისტურ-კოლაბორაციონისტული რეჟიმის დეკორაციად ყოფნას საჭიროდ ჩვენი ქვეყნისთვის.” –  აცხადებს ბოკერია.

  • მღვდელს, რომელმაც ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა, დროებით მსახურება შეუჩერეს

    მღვდელს ვახტანგ თოხაძეს, რომელმაც გუშინ, 12 აპრილს,  ალტ-ინფოს ოფისი აკურთხა, შემოქმედის ეპარქიამ დროებით მსახურება შეუჩერა.

    გუშინ, TV პირველთან  პრორუს მღვდელს,  ჟურნალისტმა უთხრა, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ქალებს და ბავშვებს ხოცავენ და აუპატიურებენ, რაზეც მღვდელმა განაცხადა: “მასე აკეთებს ყველა. როცა ომია ქალებიც და ბავშვებიც კვდებიან”.

  • საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა – მელია სახ.დეპარტამენტის ანგარიშზე

    “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე, ნიკა მელია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ანგარაშის ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა “საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე დასკვნაა”. ამის შესახებ მან ამ საკითხზე ჩანიშნულ ბრიფინგზე ისაუბრა.

    • “საქართველოს ისტორიაში ამ ყველაზე მძიმე დასკვნაში არაა ნათქვამი და ვერც იქნება, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა სფერო კოლაფსშია, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, და რომ ყველაფერი სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა მან.