Category: სლაიდერი

  • უკრაინა ნაციონალისტური ბატალიონებისგან უნდა გავათავისუფლოთ – პესკოვი

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ  უკრაინაში “ოპერაცია გრძელდება” და მიზანი უკრაინის, “ნაციონალისტური ბატალიონებისგან” გათავისუფლებაა.  ამის შესახებ, პესკოვმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

    ”მთავარი მაინც ამ “ნაციონალისტური ბატალიონებისგან” გათავისუფლებაა. ოპერაცია გრძელდება და დასახული ამოცანები კარგად ცნობილია. ისინი უნდა შესრულდეს და შესრულდება კიდეც. არანაირი ეჭვი არ უნდა იყოს.” – ამბობს პესკოვი.

     

  • ФСБ რუსეთის მთავრობას სამხედროების დაკრძალვისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების გაზრდას თხოვს

    რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 50–ე დღეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მთავრობას თხოვნით მიმართა სამხედროების დაკრძალვისა და საფლავების მოწყობისთვის ასიგნებები 17%–ით გაზარდოს. რა უჯდებათ საბოლოო ჯამში რუს გადასახადის გადამხდელებს საკუთარი სამხედროების დაკრძალვა უცნობია: რუსული არმია დანაკარგების შესახებ ინფორმაციას იშვიათად ავრცელებს და უკრაინაში მოკლული ჯარისკაცების ცხედრებიც შერჩევითად გადააქვთ სამშობლოში.

    ФСБ–ს მიერ წარდგენილი მთავრობის გადაწყვეტილების პროექტის მიხედვით, ერთი დაღუპული სამხედროს დაკრძალვის ხარჯები 7800–11000 რუბლიდან 56 400-74200 რუბლამდე იზრდება მისი სტატუსის და დაკრძალვის ადგილის მიხედვით.

    ФСБ დამატებითი საბიუჯეტო თანხების გამოყოფის თხოვნას იმით ხსნის, რომ ეს ხარჯები ვერ მოხვდა ყოველწლიურად ინდექსირებად სოციალურ განაცემთა ჩამონათვალში.

    ომის დაწყების შემდეგ რუსეთში ფასების ზრდა მკვეთრად დაჩქარდა დასავლეთის სანქციების, ბიზნესის გაქცევის, სამომხმარებლო პანიკის და მიწოდების შეფერხების გამო. წლიური გამოხატულებით მარტში ინფლაციამ თითქმის 17%–ს მიაღწია. სწორედ ამდენით ითხოვს ФСБ ასიგნების გაზრდას.

    განსხვავება დანაკარგის შესახებ ციფრებში.

    რუსეთის ხელისუფლებამ ომის დაწყებიდან სულ ორჯერ დაასახელა დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა. 2 მარტს თავდაცვის სამინისტრომ თქვა, რომ გარდაიცვალა 498 სამხედრო. 25 მარტს ახალი რაოდენობა – 1351 სამხედრო დაასახელა. 7 აპრილს პუტინის პრესმდივანმა, პესკოვმა სქაი ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რუსულმა არმიამ უკრაინაში “მნიშვნელოვანი დანაკარგები“ განიცადა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უფრო დიდ ციფრს ასახელებს – 19 000–ზე მეტს.

    რამდენი დაკრძალვის ანაზღაურება მოუწევს რუსეთის ბიუჯეტს ინედქსაციის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია.

    რუსული კანონებით სამხედრო სამსახურისას გარდაცვლილებს იმ ფედერალური ორგანოს ხარჯებით კრძალავენ, სადაც ის იმ მომენტში მსახურობდა.

    სახელმწიფო ასეთ შემთხვევებში ყველა სარიტუალო მომსახურებას ანაზღაურებს – დოკუმენტების  გაფორმებით და მორგის ხარჯებით დაწყებული, თავად საფლავის და საფლავის ქვის ჩათვლით.

    ФСБ–ს მიერ წარდგენილი პროექტი 20 აპრილს ანტიკორუფციულ ექსპერტიზას გაივლის, რის შემდეგაც დასამტკიცებლად მთავრობას გადაეცემა.

    რაზე მეტყველებს რუსული ჯარის დანაკარგები

    რუსეთში ყოველდღიურად მარხავენ უკრაინაში დაღუპულებს. დასავლური მედიის გათვლებით, დაღუპულთა 20%, რომელთა შესახებ რეგიონები იუწყებიან ოფიცრები არიან.

    საჯაროდ ცნობილი შემთხვევების უმრავლესობაში სამხედროები სახლში გარდაცვალებიდან დაახლოებით 2–3 კვირის შემდეგ მიჰყავთ. მათი დამარხვა ხშირად ერთ თვეზე ადრე ვერ ხერხდება.

    უკრაინის ოფიციალური პირები და თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ უკან დახევისას რუსული არმია მოკლული სამხედროების ცხედრებს ადგილზე ტოვებს.

    უკრაინის პრეზიდენტი ამბობდა, რომ კიევს უნდა დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები რუსეთს გადასცეს, თუმცა რუსეთმა თავიდან უარი თქვა, შემდეგ კი “რაღაც ტომრები გაგზავნა.“

    მარტის მეორე ნახევარში ნიკოლაევსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას, ხელისუფლებას შეატყობინონ რუსი სამხედროების ცხედრების შესახებ უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

    “ისინი ხშირად თან არ მიჰყვათ, და გაზაფხულ–ზაფხულში ეს ჩვენი პრობლემა გახდება. გთხოვთ შეგვატყობინოთ, სად არიან ცხედრები, შეძლებისდაგვარად მოაგროვოთ ტომრები. უნდა მოვაგროვოთ და მაცივრებში გადავიტანოთ, შემდეგ უკან გავგზავნოთ, რომ იდენტიფიცირება მოხდეს. ამ სამხედროებსაც ხომ ჰყავთ დედები“– თქვა მან.

  • CIA-ის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ

    შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორი, ბილ ბერნსი აცხადებს, რომ რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. ამის შესახებ, CIA-ის დირექტორმა, ჯორჯიის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას განაცხადა. 

    “მათი სამხედრო წარუმატებლობის ფონზე, ასევე  პუტინისა და რუსეთის ხელმძღვანელობის სასოწარკვეთის გათვალისწინებით, ვერც ერთი ჩვენგანი მსუბუქად ვერ მიიღებს რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს ტაქტიკურ ან დაბალი ეფექტურობის ბირთვულ იარაღზე”. – აღნიშნა ბერნსმა ჯორჯიის უნივერსიტეტში საჯარო გამოსვლისას.

    ბილ ბერნსი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად კრემლის რიტორიკისა ბირთვული განგაშის მაღალ დონეზე გადასვლის შესახებ, CIA-ის ჯერჯერობით არ უნახავს პრაქტიკული მტკიცებულება, ამ ტიპის სამხედრო განლაგების შესახებ, რომლებიც ამ შეშფოთებას გააძლიერებს.

  • ენმ-ს მიერ უკრაინაში “პროვოკაციების მოწყობის საქმეზე” გამოძიება დავიწყეთ – სუს-ი

    ენმ-ს მიერ უკრაინაში “პროვოკაციების მოწყობის საქმეზე” გამოძიება დავიწყეთ – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ უკრაინაში”პროვოკაციების მოწყობის საქმეზე” გამოძიება დაიწყო. უწებაში აცხადებენ, რომ  გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს.

    “გამოძიება 325-ე მუხლის 1-ლი ნაწილითაა დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. გარდა ამისა, უწყების მიერ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა უკრაინელ კოლეგებს”, – აცხადებენ სუს-ში.

  • ზუკა ბერძენიშვილი Facebook პოსტის გამო სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

    სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი Facebook სტატუსის გამო, ხვალ, 12 საათზეა  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

    “არამხოლოდ ვფიქრობ, ამაზე ველაპარაკები ყველას და აგერ საჯაროდაც მ ო ვ უ წ ო დ ე ბ ყველა მკითხველს, რომ მათაც მთელი დრო და ენერგია იმის მოფიქრებას დაუთმონ, თქვენ როგორ გ ა დ ა გ ა გ დ ო თ დაკავებული პოზიციებიდან და გაგებინოთ პასუხი ყველა საშინელებაზე, რაც ამ ქვეყანაში დაგიტრიალებიათ.

    ამ ფიქრებში მთავარი და ყველაზე რთული დილემა ყოველთვის ის არის, როგორ ვქნათ, რომ მთავრობას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წავა ყველაფერზე, რომელსაც საკუთარ საზოგადოებასთან კონფრონტაციის გარდა არ გააჩნია არცერთი სასაუბრო ენა, რომელიც 20 ივნისს მოლაპარაკების მოლოდინში მყოფ დემონსტრანტებს ხმას უთიშავს და სუსის პროვოკაციებით ითრევს არეულობაში რომ როგორმე გამოაცხოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიების გამამართლებელი საფუძველი (რა ქენით ისე, გადაარქვით გავრილოვის ღამეს შტურმის ღამე? ), რომელიც ყოვლად უსინდისო ცესკოსთან მისულ ხელებაწეულ შვიდ ადამიანს ყინვაში ურტყამს წყლის ჭავლს და ატეხს ხელ-ფეხს, რომ როგორმე გადაგვაფსიხოს და გამოგვტყუოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიების გამამართლებელი საფუძველი, რომელიც ყოველთვის, ქუჩაში შეკრებილ გაბრაზებულ ხალხს ასხამს ნავთს რომ როგორმე მოიგდოს ისინი რინგზე და განახორციელოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც სასაცილოდ არ ყოფნის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ბედნიერებაზე და თავისუფლებაზე აღარაფერს ვიტყვი მოდი – აი ეგეთ სულგამომპალ ნაძირლებს როგორ გაგაჯმევინოთ ამ ქვეყნის სადავეებიდან და მოგიწყოთ სწორედაც სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება ისე, რომ ერთი მხრივ აღარც თქვენ დაგაჩაგრინოთ და დაგასახიჩრებინოთ არავინ, და მეორე მხრივ, მომავალში თავში აღარავის მოუვიდეს აზრად, აქაოდა მთავრობაში ვარ და მოდი ხალხს დავჩაგრავო.

    ხართ რა ჩვეულებრივი ტერორისტები, გვმართებს ორმაგი სიფრთხილე, რომ თქვენი სამუდამოდ გაჯმევინების ისეთი ფორმა მოვიფიქროთ, რომ აღარცერთი ადამიანი გაგაუბედურებინოთ. თორემ თქვენ უკვე დიდი ხანია იმას იმსახურებთ, რომ მინიმუმ ამ ჯოჯოხეთის მმართველ რგოლებს, არცერთი ძვალი ტანში მთელი არ დაგიტოვოთ, თუ ცივილიზებულად, არჩევნებით გაჯმევინების სცენარი ესე ძაან არ მოგწონთ. თორემ როგორ გგონიათ, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიას, ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ლუკა სირაძის, ლექსო ლაშქარავას, ნუგზარ ფუტკარაძის და დანარჩენების დაკარგული სიცოცხლეების ფონზე რომ მათთვის სამართლის პოვნა მაინც გადავწყვიტოთ ნებისმიერი ფორმით, ყველა ამათი მკვლელი რომ ახლაც გარეთ გყავთ თქვე დედამო@@@@@ებო, ვერ შევიკრიბებით იმდენი ადამიანი რომ თქვენი ჩაჯმული სპეცრაზმიანა დაგლეწოთ, თუ ამაზე წავალთ?!

    აი ამ და სხვა შეკითხვებით, მითხარით როდის გეწვიოთ გამოკითხვაზე ძვირფასო
    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgiaო, ვინ ვის გამოკითხავს, მოდი ეგ დავტოვოთ ამ ეტაპზე ღიად, ვერც კი წარმოიდგენთ ახლოდან რამდენად მეტი მაქვს სათქმელი.”- დაწერა ზუკა ბერძენიშვილმა, და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფეისბუქ გვერდი სტატუსში მონიშნა.

     

  • რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

    მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბაიდენმა უკრაინული მხარისთვის იარაღის მიწოდების მასშტაბი გააფართოვა, მოსკოვიდან აშშ-ს ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაეგზავნა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

    რუსეთი აშშ-სა და ნატოს აფრთხილებს, შეწყვიტონ უკრაინისთვის, “ყველაზე მგრძნობიარე” იარაღის სისტემების მიწოდება, რადგან ეს “ცეცხლზე ნავთს ასხამს”, რამაც შესაძლოა “არაპროგნოზირებადი შედეგები” გამოიწვიოს.

    სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსების დიპლომატიური ნოტის შინაარსის განხილვას ან კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

    “რასაც რუსები პირადად გვეუბნებიან, ზუსტად ის არის რასაც ჩვენ ვეუბნებოდით მთელს მსოფლიოს – რომ უზარმაზარი დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს, საკმაოფ ეფექტურია.” – თქვა The Washington Post-თან ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა, რომლის ვინაობას გამოცემა არ არ ასაჯაროებს.

  • მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით ფინეთი ნატოს შეუერთდება – ტიტი ტუპურაინენი

    “მოსახლეობამ გადაწყვეტილება მიიღო, დიდი ალბათობით ფინეთი  ნატოს შეუერთდება “- ამის შესახებ, ფინეთის მინისტრი ევროპულ საქმეთა საკითხებში ტიტი ტუპურაინენი აცხადებს. 

    “როგორც ჩანს ფინეთის მოსახლეობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და უმრავლესობა ფინეთის ნატოში გაწევრიანების მომხრეა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ არის. ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია, ამიტომ ეს საკითხი ჩვენს პარლამენტში უნდა განვიხილოთ. ამ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ამის დიდი ალბათობაა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული,” – განაცხადა ტუპურაინენმა.

  • EU-ში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება – საგარეო საქმეთა მინისტრი

    ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება – საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი გასაჯაროვდება და დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

    “ჩვენთვის ცნობილია, რომ არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი აღნიშნული დოკუმენტის მისამართით. შესაბამისად, დღეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დოკუმენტი გასაჯაროვდება და აღნიშნული დოკუმენტი გახდეს ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის” – ამბობს მინისტრი.

  • რუსი ჯარისკაცი ცოლს უყვება, რომ რუსეთი საკუთარ ქალაქებს თავად ბომბავს

    “ესენი ჩვენები არიან..” – რუსი ოკუპანტი მეუღლესთან, სატელეფონო საუბარში აღიარებს, რომ რუსები საკუთარ ქალაქებსა და ჯარებს თავად  ბომბავენ. ამის შესახებ ინფორმაციას, Focus-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ ამას რუსეთი უკრაინის დისკრედიტაციის მიზნით აკეთებს.

    უწყება აცხადებს, რომ ოკუპანტების ბოლო დროინდელი საუბრები ადასტურებს, რუსეთის მიერ მოწყობილ პროვოკაციებს ბრაიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოს დაბომბვით, რათა შემდეგ  უკრაინა დაადანაშაულოს.

    „იგივე სისულელე მოხდა ჩეჩნეთის ომში. მოსკოვში ბინები ააფეთქეს, თითქოს ტერორისტები იყვნენ. სინამდვილეში, ეს  FSB ოფიცრებმა ჩაიდინეს. უბრალოდ, ახლა მათ კლიმოვომდე ასეთი მანძილიდან სროლა არ შეეძლოთ“, – ამბობს რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში.

    რუსი სამხედრო ცოლს ასევე ეუბნება, რომ მომხდარის შემდეგ აღარ სურს ომში უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა.

    Focus- ი წერს, რომ, 14 აპრილს ბრაიანსკის ოლქის კლიმოვსკის რაიონის ერთიან სამორიგეო სადისპეტჩერო სამსახურმა განაცხადა, რომ მათ ტერიტორიაზე 2 ჭურვი ჩამოვარდა. რუსული მედია აცხადებს, რომ  დაბომბვის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული და ერთი ბავშვი. ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრე ბოგომაზი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში საცხოვრებელ შენობებს ცეცხლი გაუხსნეს. ასევე, 13 აპრილს რუსეთმა უკრაინა კურსკის რეგიონში სასაზღვრო გამშვები პუნქტის დაბომბვაში დაადანაშაულა.

  • გამოჩნდა მათი პრეტენზიების საფუძველი, ჩაეშალათ ვიზიტი უკრაინაში – პაპუაშვილი ენმ-ზე

    “გამოჩნდა მათი პრეტენზიების საფუძველი, ჩაეშალათ ვიზიტი უკრაინაში ” – განაცხადა, ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის თავჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

    ”გამოჩნდა, მათი მხრიდან პრეტენზიების წაყენების საფუძველი რა იყო – ვიზიტი ჩაეშალათ, რაც არ შედგა. ნაციონალური მოძრაობა არის იქ, სადაც უნდა იყოს – იქ, სადაც არის პარლამენტის დელეგაცია, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ამის გარეშე რომ დარჩა, ეს ლოგიკურიც არის. უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქნება ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა ფლანგზე იქნება და ველოდები, რომ მეგობრული ვიზიტი იქნება.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

    ცნობისთვის, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა.