Category: სლაიდერი

  • ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მიერ უკრაინის უწყვეტ მხარდაჭერაში დამარწმუნა – კულება

    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დაარწმუნა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.ამის შესახებ, დმიტრო კულება Twitter-ზე წერს.

    “ვესაუბრე ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს უკრაინის გმირულ თავდაცვაზე რუსული შემოჭრისგან. მან დამარწმუნა საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებაში. მადლობელი ვარ მისი, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არც დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლას”, – წერს კულება.

  • სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით – მარგველაშვილი

    “სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით “- განაცხადა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც უკრაინაში ენმ-ის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

    „ჩვენ, უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, ფაქტობრივად, საქართველოს ყველა მოქლაქის სურვილი ავასრულოთ, რომ უკრაინაში წარმოდგენილი იყოს მაღალი დონის წარმომადგენლობა, კიდევ ერთხელ აჩვენოს უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, კიდევ ერთხელ აჩვენოს მებრძოლ ქართველებს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც, იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ ჩამოვსულიყავით, გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა უცვლელია“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

  • ენმ-ის წევრები და გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან

    ენმ-ის  წევრები და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინაში იმყოფებიან. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ენმ-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

    უკრაინაში იმყოფებიან : პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები ეკა ხერხეულიძე, კობა ნაყოფია და მათთან ერთად გიორგი მარგველაშვილი.

    „ამ დელეგაციის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს, ჩვენ, აქ და ახლა, არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც სოლიდარულია უკრაინის მიმართ“, – აცხადებს „მთავარ არხთან“ ნიკა მელია

  • მარიუპოლში ვითარება კრიტიკულია, თუმცა ქალაქის დამცველებს კვლავ იმედი აქვთ, რომ ბლოკადას გაარღვევენ

    სიტუაცია მარიუპლოში კრიტიკულია. მისი დამცველების გადარჩენა ან სასწრაფო სამხედრო ოპერაციას, ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეუძლია. ამის შესახებ 36–ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ უკრიანსკაია პრავდას განუცხადა. ის თვლის, რომ მარიუპოლის განბლოკვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ასეთი ოპერაცია უმოკლეს ვადებში უნდა ჩატარდეს გამოცდილი მეთაურების და აუცილებელი საშუალებების გამოყენებით. ამასთან, ვოლინამ განაცხადა, რომ მისი ბატალიონის მებრძოლები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ მარიუპოლში ტყვედ ჩაბარდა 1026 საზღვაო ქვეითი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ რამდენიმე სამხედრო მართლაც ჩავარდა ტყვედ, როცა ალყის გარღვევას და აზოვთან შეერთებას ცდილობდნენ, თუმცა საუბარია ბევრად ნაკლებ ადამიანზე.

    14 აპრილს აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია, თუმცა მებრძოლები სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებას ელიან.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს დილით განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა და თვითაღიარებული რესპუბლიკის ძალებმა, მოახერხეს ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატის დაკავება.

    დღესვე დილით მარიუპოლის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მარიუპოლელების ცხედრების ეგსჰუმაცია დაიწყეს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების ეზოებში მარხავდნენ. ქალაქში დარჩენილ მოსახლეობაზე დაყრდნობით, ქალაქის საბჭო ამტკიცებს, რომ სამხედროები ახლა გარდაცვლილების დაკრძალვის უფლებას არავის აძლევენ.

    “ყოველ ეზოში მეთვალყურე დააყენეს, რომელიც მარიუპოლელებს გარდაცვლილი ახლობლების დამარხვის უფლებას არ აძლევენ. რატომ ხდება ეგსჰუმაცია და სად მიაქვთ ცხედრები უცნობია“– ამბობენ ქალაქის საბჭოში.

    მანამდე უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი ჩაიტანეს, რათა სამხედრო დანაშაულის კვალი დამალონ.

  • მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია – კელი დეგნანი

    მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია – კელი დეგნანი

    მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია  – ასე აფასებს, საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებას.

    “მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ საქართველოდან წასული დელეგაცია მრავალპარტიულია. ეს ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ძლიერ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს ძალიან პოზიტიური ნიშანია. როგორც აღვნიშნე მიხარია რომ იყო პოზიტიური საუბარი შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს გაუგებრობა ხანდახან მედიის გამო ხდება. პირისპირ საუბარი საუკეთესო გზაა გაუგებრობის გადასაწყვეტად. გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავ ადგილზეა, კვლავ ძლიერია. როდესაც რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს უკრაინასა და საქართველოს შორის ამით სარგებლობს მხოლოდ რუსეთი. ამისათვის საჭიროა ერთიანობის მესიჯი, რომ ჩვენ ერთად დავდგებით”, – განაცხადა დეგნანმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საპარლამენტო, 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

    მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

  • სიმბოლურია, კიევმა მოსკოვი ჩაძირა…ეს უკრაინულმა რაკეტამ გააკეთა – გონჩარენკო კრეისერზე

    “პუტინი გაცოფებულია. რუსეთის 4 საუკეთესო ხომალდიდან ერთ-ერთი ჩაძირეს უკრაინელებმა, ისე რომ დანაკარგი არ გვქონია.” – განაცხადა რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში.

    ”პუტინი გაცოფებულია. რუსეთის 4 საუკეთესო ხომალდიდან ერთ-ერთი ჩაძირეს უკრაინელებმა, ისე რომ დანაკარგი არ გვქონია. ეს უკრაინული რაკეტით მოხერხდა. ეს არ იყო დასავლური რაკეტა, ეს იყო ჩვენი რაკეტა – ნეპტუნი, რომელმაც ჩაძირა ხომალდი. ისინი ამბობდნენ, რომ უკრაინული არმია არაფრად ვარგა, რომ უკრაინული ფლოტი არ არსებობს, რაკეტები არაფრად ვარგა. მათ უკვე 2 გემი დაკარგეს და კიდევ რამდენიმე დაზიანდა. ყველაზე დიდი ხომალდი შავ ზღვაში არის განადგურებული…

    ცდილობდნენ ინფორმაციის დამალვას, ამბობდნენ, რომ არ ჩაძირულა და მხოლოდ ცეცხლი გაჩნდა, თუმცა საღამოს მოუწიათ დადასტურება. ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან კიევმა მოსკოვი ჩაძირა. ეს მოხდა ოდესასთან. რადგან შეტევა იყო სწორედ ოდესაში. ხომალდი მოსკოვი აშენდა მიკოლაევის ქარხანაში – 1979 წელს. ტარას ბულბა გვყავდა, ძალიან ცნობილი გმირი, რომელიც ამბობდა “მე გშვი და მევე მოგკლავ”. ეს გავაკეთეთ ჩვენ.” –  განაცხადა გონჩარენკომ.

  • აშშ-ს სამხედრო დახმარების ახალი პარტია უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა – პენტაგონი

    CNN-ი პენტაგონში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პარტია უკრაინაში უახლოეს 24 საათში ჩავა.

    უკრაინელები მას საზღვარზე მიიღებენ და ქვეყანაში შემდეგ გადაანაწილებენ. შეიარაღების ზუსტი სია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ უკრაინაში პირველ რიგში ის შეიარაღება გაიგზავნება, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

    ”მათ შორის ჰაუბიცები და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები, ასევე რადარები.” – წერს CNN-ი.

  • აშშ-ში ფიქრობენ, რომ ომი უკრაინაში 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდება – CNN

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის აზრით ომი უკრაინაში შეიძლება 2022 წლის ბოლომდე გაგრძელდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი  ორ ევროპელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “CNN-თან საუბრისას ბევრმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ რთულია ზუსტად ივარაუდო თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. მაგრამ ზოგიერთი ოფიციალური პირის თქმით, არ არის არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საბოლოო მიზნები შეიცვალა, და ნაკლებ სავარაუდოა რომ ის დიპლომატიური მოლაპარაკების გზებს მიყვება, თუ სამხედრო მარცხს არ განიცდის” – წერს CNN-ი

     

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა

    საქართველოს საპარლამენტო, 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

    მასთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

  • კიევის ოლქში ჯამში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს

    კიევის ოლქში ჯამში 900 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ,  ოლქის პოლიციის უფროსი, ანდრეი ნებიტოვი ავრცელებს. როგორც ნებიტოვი აცხადებს, ყველაზე მეტი ცხედარი ქალაქ ბუჩაში იპოვეს.

    გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, ბოროდიანკასა და მაკაროვში და ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში  ცხედრებს კიდევ იპოვნიან.

    საუბარია კიევის ოლქის იმ დასახლებულ პუნქტებზე, სადაც თებერვალ-მარტის განმავლობაში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ.