Category: სლაიდერი

  • კიევზე რუსების თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა

    კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დღეს დილით რუსების მიერ კიევზე განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ხოლო რამდენიმე დაშავდა.  ინფორმაციას UNIAN ავრცელებს. კლიჩკოს განცხადებით, ექიმები იბრძვიან იმ ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად, რომლებიც აფეთქების შედეგად დაშავდნენ.

    როგორც ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რუსი გენერლები კიევზე სარაკეტო თავდასხმით იმუქრებოდნენ – რამაც ეს შედეგი გამოიწვია. კლიჩკომ მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალებს. მან, ასევე, სთხოვა კიევში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს, რომ დროებით ამისგან თავი შეიკავონ და უსაფრთხო ადგილებში დარჩნენ.

  • “სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, გვახსენდება ჩვენი საკუთარი ბუჩები, 1990-იან წლებსა და 2008 წელს” – პაპუაშვილი

    ” ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან.”- ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

    “მიუხედავად ასეთი რთული დროისა და ყოველდღიური დაბომბვებისა, ჩვენ ვეწვიეთ ჩვენს მეგობრებს, რათა გამოგვეხატა ჩვენი ერთიანი და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან. ჩვენი კულტურა, მეგობრობა, ისტორია კიდევ უფრო ძლიერდება ამ დღეებში. ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხები უფრთხილდებიან და სწორედ ამიტომ ჩამოვედით ჩვენ კიევში, რათა გამოგვეთქვა სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებისთვის და ვმდგარიყავით უკრაინელი ხალხის გვერდით. რთულია სიტყვებით აღწერო ის, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ და რასაც ყველა უყურებს ბუჩაში, იპრენსა და კრამატორსკში, თუმცა არსებობს კიდევ ბევრი უკრაინული ქალაქი მსგავსი საშინელი ისტორიებით, რომელიც ჯერ არავის მოუსმენია.

    რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და უკრაინელების არჩევანს. ჩვენ ქართველებს, ამ ყველაფრის ყურებისას გვახსენდება ჩვენი საკუთარი ბუჩები, 1990-იან წლებსა და 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქებიც დაინგრა. რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს ამ ყველაფრის ნახვა, ჩვენ ამავე დროს აღფრთოვანებული ვართ თქვენი სიმამაცით, ერთიანობითა და გმირობით, ეს მსხვერპლი დარჩება სიმამაცის მაგალითად მომავალი თაობებისთვის”,- თქვა შალვა პაპუაშვილმა.

  • განვიხილეთ აგრესორის წინააღმდეგ სანქციათა დაწესების აუცილებლობა – პაპუაშვილი სტეფანჩუკს შეხვდა

    განვიხილეთ აგრესორის წინააღმდეგ სანქციათა დაწესების აუცილებლობა – ამის შესახებ, უკრაინის რადას თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი,  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. 

    “მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ვიზიტით, რომელიც უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს საქართველოსა და უკრაინას შორის ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ განმტკიცებას და იმას, რასაც ჩვენი ხალხი ელოდება.

    ჩვენ ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი და აღდგენის პროცესში შესაძლო დახმარების საკითხები. მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას აჩვენებს.

    მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია და ყოველთვის ასე იქნება” – წერს რადას თავმჯდომარე Facebook-ზე.

     

  • უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებროძოლი ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.

    შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, არკადი კასრაძე დაიღუპა.

    ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 6 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი, ბახვა ჩიქობავა, ნიკა შანავა და დავით მენაბდიშვილი. ალყაშემორტყმული მარიუპოლის გამო  ბახვა ჩიქობავას საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

    უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, ჯამში 9 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

  • რუსული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია – უკრაინის თავდაცვა

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მილიარის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე  ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია.

    • “თუ გავითვალისწინებთ იმას, რისი გაკეთება შეეძლო რუსეთს და იმას, თუ როგორ შეძლეს შეიარაღებულმა ძალებმა მისი შეჩერება, უპირატესობა უკრაინის არმიის მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის ყოველი სარაკეტო დარტყმა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის სარაკეტო დარტყმა იქნა თავიდან აცილებული”, – თქვა ანა მალიარმა.
  • მარიუპოლი შიმშილობს – გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა

    გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ალყაშემორტყმულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში ადამიანები „შიმშილით იხოცებიან“. მისი პროგნოზით, მომავალ კვირებში, როდესაც რუსეთი ამ მიმართულებით თავდასხმას გააძლიერებს, კრიზისი სავარაუდოდ გაუარესდება.

    მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბისლიმ კიევში, „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში გაფრთხილება გამოთქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტიორ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, უკრაინიდან ბევრად მოშორებული ქვეყნების დესტაბილიზაციის რისკს ქმნის და შესაძლოა იმ ქვეყნებიდან მიგრანტების ტალღები წარმოშვას, რომლებიც ცხოვრების უკეთესი პირობების ძებნას სხვაგან დაიწყებენ. მან  წუხილი გამოთქვა, რომ მსოფლიო სურსათის პროგრამას და დახმარების სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც გაჭირვებაში მყოფთა დახმარებას ცდილობენ, ამ ადამიანებთან წვდომა არ აქვთ.

    • „ვერ ვხედავ, რომ რამე იოლდება. უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ ახლა ეს ხდება“,-თქვა მან.

    ბისლიმ განსაკუთრებული შეშფოთება აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ გამოხატა, სადაც უკრაინელი დამცველების სულ უფრო მცირე რიცხვი რუსულ ალყას იგერიებს და სადაც 100 000-ზე მეტი სამოქალაქო პირია მომწყვდეული, რომელთაც გადაუდებლად სჭირდება საკვები, წყალი და გათბობა.

    რუსულმა ძალებმა, რომელიც ქალაქის მისადგომებს აკონტროლებს, ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სურსათის პროგრამამ დაშვება მოითხოვა.

    • „მარიუპოლის ხალხს და სხვა ხალხს, ვისთანაც ვერ მივაღწიეთ, ჩვენ არ მივატოვებთ, მაგრამ ვითარება წარმოუდგენელია: ადამიანები შიმშილით იხოცებიან“ – თქვა ბისლიმ.

    მსოფლიო სურსათის პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ომით გამოწვეულმა სურსათის გლობალურმა ნაკლებობამ შეიძლება ისეთი მასიური მიგრაცია გამოიწვიოს, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.

    წყარო: ამერიკის ხმა 

  • ოკუპანტების ტყვეობაში 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირია – ვერეშჩუკი

    “ოკუპანტების ტყვეობაში 700 უკრაინელი სამხედრო და 1000-მდე სამოქალაქო პირია “- აცხადებს, უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი. ვერეშჩუკი ასევე აღნიშნავს, რომ ტყვე სამოქალაქო პირების ნახევარი ქალია.

    “მათ 1000-მდე ადამიანი გაიტაცეს. მათი ნახევარი ქალია. მე კიდევ და კიდევ გავიმეორებ, იქნებ რუსეთმაც გაიგოს – ჩვენ სამხედროებს სამოქალაქო პირებში არ გავცვლით. ეს ჟენევის კონვენციით არის აკრძალული. ჩვენ ვითხოვთ მათ უპირობოდ გათავისუფლებას და უკრაინული მხარისთვის გადმოცემას. ჩვენ  გვყავს 700-მდე რუსი ტყვე. ამდენივე ჰყავთ მათაც”. – თქვა ირინა ვერეშჩუკმა.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები – ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ოკუპანტის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.  გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან  24 თებერვლიდან დღემდე  დღეში 16 აპრილამდე რუსულმა არმიამ დაკარგა:

    • პერსონალი – დაახლოებით 20 100 ჯარისკაცი
    • ტანკი – 762
    • ჯავშანტექნიკა– 1 982
    • საარტილერიო სისტემა – 371
    • MLRS – 125
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 66 ერთეული
    • თვითმფრინავი – 163 ერთეული
    • ვერტმფრენი – 145 ერთეული
    • საავტომობილო მანქანა – 1 458 ერთეული
    • გემი/ნავი – 8 ერთეული
    • საწვავის ავზი – 76 ერთეული
    • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 138
    • სპეციალური აღჭურვილობა – 26
    • მობილური SRBM სისტემა – 4

     

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი  სამხედრო, არკადი კასრაძე დაიღუპა.  ინფორმაციას ამის შესახებ, უკრაინაში ქართელი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ასევე მისი ინფორმაციით,  მძიმედ დაიჭრა მეორე ჯარისკაცი, ზურა მუᲨუქია.

    ”ქართველ პარტიზანებს და Ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუᲨუქია, რუბეᲟნოიᲨი გაწმენდის დროს, არკადამ ორის დაგდება მოასწრო ,მაგრამ..”- წერს ვანო ნადირაძე.

  • კრემლმა ბორის ჯონსონს და სხვა ბრიტანელ მაღალჩინოსნებს რუსეთში შესვლა აუკრძალა

    დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, კრემლმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსა და მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლებს რუსეთში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას BBC- ი ავრცელებს.

    რუსეთში  შესვლა ასევე აეკრძალათ დიდი ბრიტანეთის,  საგარეო საქმეთა მინისტრს ლიზ ტრასს, თავდაცვის მინისტრს ბენ უოლესს, ვიცე-პრემიერსა, იუსტიციის მინისტრს დომინიკ რააბს და  ფინანსთა მინისტრ რიში სუნაკს. ასევე რუსეთში შესვლა აეკრძალა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ტერეზა მეისაც, რომელიც პუტინის ხელისუფლებას მწვავედ აკრტიკებს.

    დიდი ბრიტანეთის ხელუსუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც რუსეთს სანქციები დაუწესა და ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციაზე საუბარი აქტიურად დაიწყო.