Category: სლაიდერი

  • ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას და საპარლამენტო სიას – გვიამიძე

    ”ვტოვებ პარტიულ პოლიტიკას და საპარლამენტო სიას  ” – გახარია საქართველოსთვის წევრი აკაკი გვიამიძე პარტიასა და საპარლამენტო სიას ტოვებს. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

    “დღეს ოფიციალურად ამოიწურა ჩემი მანდატის ვადა ბათუმის საკრებულოში. დიდი პატივი იყო მემსახურა საკრებულოში ჩვენი ქალაქისა და თანაქალაქელების ინტერესების სასიკეთოდ, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამომრჩეველსა და გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა.

    ამ ეტაპისთვის ვემშვიდობები პარტიულ პოლიტიკასაც და პირადი განცხადების საფუძველზე ვტოვებ საპარლამენტო სიას. ვაპირებ მეტი დრო დავუთმო სწავლის გაგრძელებასა და პედაგოგიურ საქმიანობას.

    წარმატებას ვუსურვებ იმ ადამიანებს, ვის გვერდითაც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი მართალი საქმისთვის. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად. თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის”- წერს გვიამიძე.

  • დავაკავეთ კაცი, რომლემაც სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა – 1 ადგილზე გარდაიცვალა – შსს

    დავაკავეთ კაცი, რომლემაც სანადირო თოფიდან 2 ადამიანს ესროლა – 1 ადგილზე გარდაიცვალა – შსს

    შსს-ს ცნობით, კახეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი კაცი დაკავეს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სანადირო თოფიდან გასროლით, შურისძიების მოტივით, 1975 წელს დაბადებული თ.ღ. და 1984 წელს დაბადებული ნ.კ . დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად, თ.ღ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.კ. -ს კლინიკაში სამედიცინო დახმარება უტარდება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ზ. ბრალდებულის სახით დააკავა.სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.

  • სასამართლომ ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა

    ბათუმის სასამართლომ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო.

    „ჩვენი პოზიცია არის, რომ ძირითადი მტკიცებულებები პროკურატურის უდავოდ ვცანით – ერთ ნაწილში ვაღიარებთ ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ვეთანხმებით, გვაქვს ჩვენი არგუმენტები, მათ შორის იმ ნაწილშიც, რაც გულისხმობს ძალადობას. ელდარ კურტანიძის პოზიცია არის, რომ აიღოს თავისი პასუხისმგებლობა.

    ექსპერტის დასკვნა არსებობს, სადაც ქალბატონ ხათუნას არ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა ადგილზე და ექსპერტის დასკვნა არის, რომ დაზიანება არის მსუბუქი ჯანმრთელობის მუხლით. უბრალოდ იყო გაწევ-გამოწევა, ხელით შეეხო იმისათვის, რომ შემთხვევის ადგილი დაეტოვებინა“,- განაცხადა ყოფილი დეპუტატის ადვოკატმა ივანე მეფარიშვილმა

    მორიგი სასამართლო პროცესი 13 ნოემბერს გაიმართება.

    შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, ელდარ კურტანიძის წინააღმდეგ გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ ბრალდებას ახალი მუხლი დაემატა, რაც საკუთრების უფლების დარღვევას გულისხმობს. ლუკა კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პატრიარქმა მამა დოროთე ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლა

    პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა. არქიმანდრიტი სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განამწესეს.

    ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

    “ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად” – ნათქვამია საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაში.

  • გათავისუფლდეს მამა დოროთე წინამძღვრობიდან და გამწესდეს სამებაში! – კომისია ილია II-ს მიმართავს

    საპატრიარქოს განცხადება და ეპარქიული კომისიის დასკვნა:

    “როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს.

    აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ, ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს

    თვალსაჩინოებისთვის მისი საუბრებიდან მოგვყავს შესაბამისი ციტატები:

    „ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“.

    „მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.

    „როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“

    „მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება…“

    ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.

    აღნიშნულიდან გამომიდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება”.

    სხდომას ესწრებოდნენ:

    1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე

    2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)

    3. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) – კომისიის მდივანი

    4. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი)

    5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.

    კომისიის თავმჯდომარე იყო საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). კომისიის მდივანი კი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი)

  • პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები – ომბუდსმენი დათაშვილზე

    პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია, თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები – ომბუდსმენი დათაშვილზე

    „სახალხო დამცველი მიესალმება ნინო დათაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს. 2025 წლის 28 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მოსაზრებაში მიმოხილული იყო ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები. მითითებული იყო, რომ არ შეიძლება, პატიმრობის გამოყენება დაფუძნებული იყოს აბსტრაქტულ რისკებსა და საფრთხეებზე, და ასევე, მხოლოდ სადავო ქმედების ხასიათსა და ბუნებაზე. პატიმრობის გამოყენება დაუშვებელია – თუ არ არსებობს მისი გამოყენების რელევანტური და საკმარისი მიზეზები, ხოლო საფრთხეების არსებობა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობის მტკიცებულებებით უნდა საბუთდებოდეს, როდესაც პატიმრობა განგრძობითია. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში განხილული იყო ბრალდებულ ნინო დათაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რელევანტური ასპექტები“,

    აცხადებს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი .

  • მოსაამრთლე თამარ მჭედლიშვილმა ნინო დათაშვილს პატიმრობა გირაოთი შეუცვალა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მასწავლებელ ნინო დათაშვილს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა – ნინო დათაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს.
    ნინო დათაშვილმა დღევანდელ სხდომაზე ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო მისვლა ვერ შეძლო და პროცესს დისტანციურად დაესწრო. დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად გაუარესდა და მას სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია ხერხემლისა და კისრის არეში.
    სამოქალაქო განათლების მასწავლებელს სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი სისხლს სამართლის კოდექსის 353/2 მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე ძალადობას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • დავაკავეთ პირი, რომლის მითითებით არასრულწლოვანი სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა – შსს

    შსს-მა დააკავა ადამიანი, რომლის მითითებითაც მისსავე მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას უწევდა. არასრულწლოვანი აღებული თანხის ნახევარს ბრალდებულს უხდიდა.

    დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, წინასწარი შეცნობით, გადაიბირა არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც მის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ მასაჟის სალონში ამუშავებდა. კერძოდ ბრალდებულის მითითებით, არასრულწლოვანი სალონში შესულ კლიენტებს გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ მომსახურებას უწევდა. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე, ირკვევა, რომ არასრულწლოვანი ამ გზით გამომუშავებული თანხის ნახევარს ლ.ხ.-ს უხდიდა.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის პირველი, მე-2 და 143-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს” – წერია შსს-ს განცხადებაში

  • ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს! რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს – ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე

    ”ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს! რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს ” – პარტია ფედერალისტები რეჟიმის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება და მისი სატელიტები სამი პარტიის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის და ლელოს აკრძალვას ითხოვენ.

    “როდესაც რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ის ამით არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქეების ნების გაუქმებას ცდილობს.  რეჟიმი აპირებს წარმომადგენლობით დემოკრატიაში თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება, წარმოგადგინოთ. ივანიშვილს სურს, თავად გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც თქვენ გეკუთვნით.

    ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცების ფორმალურად დაკანონებას – რომ სახელმწიფო ივანიშვილის საკუთრებაა და არა ამ ქვეყნის მოქალაქეების.

    ამ გადაწყვეტილებით რეჟიმი არა მხოლოდ ამ ეტაპზე ასაკრძალი პარტიების ამომრჩევლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს, რადგან თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს.

    ამ ნაბიჯით რეჟიმს სურს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღალატი კიდევ უფრო გაიმარტივოს.

    დიქტატორული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, ყველა მსგავსი უკანონობა წარსულს ჩაბარდება” – ნათქვამია განცხადებაში.

  • “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან – იუკნევიჩიენე  პარტიების აკრძალვაზე

    “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან – იუკნევიჩიენე პარტიების აკრძალვაზე

    შემაშფოთებელი ამბავი საქართველოდან.

    მმართველმა “ქართული ოცნების” პარტიამ სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელსა და ახალის, აკრძალვის მიზნით სარჩელი შეიტანა.

    “ქართული ოცნება” ლუკაშენკოს ტყუპისცალი ხდება – პირდაპირ პუტინის სახელმძღვანელოდან.

    წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.