Category: სლაიდერი

  • საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის

    საქართველოს მთავრობა უკრაინას გენერატორებს გაუგზავნის  – შესაბამის განკარგულებას ხელი, “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მოაწერა.

    “განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

    1 500 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტიპის გენერატორებს უკრაინისთვის გადასაცემად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი შეისყიდის” – ნათქვამია კობახიძის მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    აქამდე, 2022 წლის დეკემბერში საქართველომ უკრაინას 25 გენერატორი გაუგზავნა.

  • გვინდა, რომ ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე – კობახიძე

    გვინდა, რომ ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე – კობახიძე

    “გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და სადაც იქნება გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების და ამოცანების შესრულების ვადები. საზოგადოებისთვის მეტი დეტალი ცნობილი გახდება მოგვიანებით. უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც, გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი. ჩვენ გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”

    განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

  • თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? – წილოსანი

    თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად ითვლება, კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? – წილოსანი

    „თუ „სტამბოლის კონვენციის“ მიერთება დემოკრატიის წინსვლად და ადამიანის უფლებების დაცვად ითვლება, სტამბოლის კონვენციიდან გამოსვლა დემოკრატიის უკუსვლა არ არის? თუ დამავიწყდა — როცა ამას ლატვია აკეთებს, მათ არავინ გააკრიტიკებს… მხოლოდ საქართველო შეიძლება აკრიტიკო, თუნდაც იმის გამო, რომ სასამართლოს მიმართა და გამოიყენა ფუნდამენტური უფლება, რისი წართმევაც აქამდე დაუშვებელი გვეგონა”

    ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „ფეისბუქზე“ წერს, რითაც ეხმაურება ლატვიის სეიმის მიერ „სტამბოლის კონვენციიდან“ გამოსვლის მხარდაჭერას.

  • ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება – ზურა ჯაფარიძე

    ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება – ზურა ჯაფარიძე

    ”ქუჩა ერთადერთი ბრძოლის ხაზია, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის რეჟიმს: ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება”- „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმაურება “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

    “ვნახოთ, რა იქნება საკონსტიტუციოში” არის სისულელე. ამას ვინც ამბობთ, გამოდის, რომ უშვებთ საკონსტიტუციომ რუსების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს. ანუ ვერ აცნობიერებთ ჯერ კიდევ სად ვცხოვრობთ, რა რეალობაში.

    აქვე ბარემ, რადგან საკონსტიტუციოზეა საუბარი, “ლელოს” სარჩელი და სამართლებრივი გზების ცდა და ამ მხრივ ყველა რესურსის ამოწურვა – სწორია, მაგრამ ეს არის ტექნიკური ამბავი და ამის წარმოჩენა ისე, თითქოს ახლა მანდ გადის ბრძოლის მთავარი ხაზი, არის ტყუილი. აღარ არის ასეთების დრო.

    “ვერ გაბედეს ინდივიდუალურად აეკრძალათ პოლიტიკური საქმიანობა, რადგან კონსტიტუცია არ იძლევა ამის შესაძლებლობას” – ასევე არის სისულელე.

    თუ კიდევ გჯერათ, რომ ამათ აღელვებთ რა წერია კონსტიტუციაში, ან რას იტყვის ვენეციის კომისია ან სტრასბურგი, ე.ი ვერ ხვდებით სად ხართ უკვე. ამ გზით არ წავიდნენ იმის გამო, რომ დაიტოვეს უფრო დისკრეცია და ეს გასაგებად ახსნა სულ, რომ აწყვეტილი აქვს ღილი იმ ზებრამ.

    ჩვენი კოალიციის აკრძალვაზე – სინამდვილეში აკრძალეს ჩვენი ერთობა. ამის გააზრება მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს ზუსტად რისი ეშინიათ რუსებს – ძალების კონსოლიდაციის.

    2024-ში “დროას”, რომ ჰქონდა ნომერი – 1, ჩვენი კოალიცია დიდი ალბათობით “დროას” ბაზაზე გაკეთდებოდა.

    ამიტომ, მნიშვნელოვანი არ არის აკრძალული კოალიციის სახელწოდება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობა აკრძალეს. რომელი პარტიის ქოლგის ქვეშაც არ უნდა გავერთიანდეთ, იმ პარტიასაც აკრძალავენ.

    ერთადერთი წინასაარჩევნო კოალიცია ვართ, რომელიც არ დავშლილვართ.

    რუსებმა გვითხრეს 2 რამე: ა. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას – ავკრძალავთ; ბ. თუ შეეცდებით შექმნათ ძალა, რომელიც საფრთხეს ვერ შეუქმნის ჩვენს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არ აღიარებს ჩვენს მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგებს – ავკრძალავთ.

    თუ დავწურავთ, ეს ორი იყო მთავარი მესიჯი. ანუ ეშინიათ ძალების კონსოლიდაციის და კონსოლიდირებულად შიდა ლეგიტიმაციის ვერ მიღების. დაახლოებით იმის, რაც ახლა სჭირთ. ამის გააზრებაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გვესმოდეს, რა არის გასაკეთებელი.

    ზედა ორი გზავნილით კრემლმა ასევე განსაზღვრა, რა შემთხვევაში დატოვებს პოლიტიკურ ძალას ლეგალურ თამაშში:

    ა. ისე უნდა მიიღო ცირკში მონაწილეობა, რომ საფრთხე არ შეუქმნა რუსულ ხელისუფლებას; ბ. არ უნდა თქვა, რომ ცირკია.

    თუ ამ ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, გექნება 10,000 ლარიანი ხელფასი, კაბინეტი, მივლინებები, მანქანა, პარტიული დაფინანსება და შენს ოჯახის წევრს რამდენიმე ტენდერსაც გადმოუგდებენ.

    ანუ უნდა იყო რუსების “ჩმორი” … ყველა ასეთი გამოჩნდება. არაფერი დაიმალება.

    “დაკავშირებული პირების” ხსენება ნიშნავს, რომ სულ რომ პოლიტიკასთან არ ჩაუვლია ისეთმა ხალხმაც რომ შექმნან ახალი პარტია, ამ პარტიის სიაში თუ იპოვეს თუნდაც 1 ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა რომელიმე ანტისამთავრობო აქციაში, ამ პარტიასაც აკრძალავენ (თუ საფრთხე დაინახეს). აი ამის გააზრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისედაც ისმის კაი ხანია, ჩემი აზრით, სასაცილო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი პარტიაა საჭირო. კრემლის გათვლაც ამაზეა, რომ ახლა ვიღაცებმა დაიწყონ ახალი პარტიების კეთება, იმის იმედად, რომ ძლიერი მოთამაშეები აკრძალეს, მერე მათ ხარჯზე ლეგიტიმაციის მიღება და მერე, თუ ვინმე მართლა მოძლიერდა (რისი შანსიც მიზერულია), იმათი აკრძალვაც. დროს მოიგებენ ასე. ჩვენ დროს დავკარგავთ.

    და ბოლოს – არაფერი მოულოდნელი და ექსტრაორდინარული არ ხდება. დიდი ხანია ცხადი იყო, რომელ გზას ადგნენ.

    ქუჩა არის ერთადერთი ბრძოლის ხაზი, რომელიც საგარეო წნეხთან ერთად ჩამოშლის ამ რეჟიმს.

    ქუჩა, ძალების კონსოლიდაცია და ერთიან სტრატეგიაზე შეთანხმება.

    რუსთაველზე ყოველდღე როცა შეგიძლია!“, – წერს ჯაფარიძე წერილში.

  • „ოცნებამ“ პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

    „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა.

    რეჟიმი მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“.

  • ტრამპმა აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებენ – ჩვენთვის ეს უცნობი იყო – პესკოვი

    „ბირთვული იარაღის გამოცდაზე მორატორიუმი მოქმედებს. პრეზიდენტმა ტრამპმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნები, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებენ. აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო, რომ ვინმე ბირთვული იარაღის გამოცდას ატარებდა.[…] „თუ პრეზიდენტი ტრამპი „ბურევესტნიკის“ გამოცდას გულისხმობს, მაშინ ეს ბირთვულ გამოცდას არ წარმოადგენს. თავდაცვის სისტემების განვითარებით ყველა ქვეყანაა დაკავებული, თუმცა ეს ბირთვული გამოცდა არ არის. არ შეიძლება ეს ბირთვულ გამოცდად ჩაითვალოს“,

    ასე ეხმაურება კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული იარაღის გამოცდის ჩატარების შესახებ ბრძანების გაცემას.

  • საქართველოს ევროპული პერსპექტივები სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ფაშინიანი

    საქართველოს ევროპული პერსპექტივები სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია – ფაშინიანი

    “სომხეთში ამ კანონის მიღება ნაწილობრივ შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ერთი წლის წინ საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. ვერ ვიტყვი ზუსტად, რადგან ეს გეოგრაფიის საკითხიც არის, მაგრამ სომხეთის შემთხვევაში ვფიქრობ, საქართველოს ევროპული პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია,”

    განაცხადა სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პარიზის მერვე სამშვიდობო ფორუმის ფარგლებში გამართული დისკუსიისას

  • “ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა”-კოლსი პარტიების აკრძალვაზე

    საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს – ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

    „საქართველოს მმართველი პარტია სამი მთავარი ოპოზიციური ძალის აკრძალვას ცდილობს. ეს „დემოკრატიული უკუსვლა“ აღარ არის – ეს ერთპარტიული დიქტატურის ღია შენებაა. „ქართული ოცნება“ ცდილობს პოლიტიკური კონკურენციის გაქრობას, მოქალაქეებისთვის უფლებების ჩამორთმევას და საქართველოს რუსულ სატელიტად გადაქცევას – ისე, როგორც ბელარუსია“, – წერს რიჰარდს კოლსი X-ზე.

  • 5 წლის განმავლობაში აღვრიცხეთ ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა – TI

    საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციის ფაქტების გამოვლენის შესახებ განცხადება გააკეთა.

    “ბოლო პერიოდში ქართული ოცნებისპროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაზე ალაპარაკდნენ და ყოველდღიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ყოფილი პრემიერმინისტრის, სუს-ის ყოფილი უფროსის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მათთან დაკავშირებული პირების მიერ მილიონობით დოლარის ღირებულების ქონების გადამალვის, უკანონოდ გამდიდრების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო და საგამოძიებო მედია საუბრობდა ელიტურ კორუფციაზე, ამას ქართული ოცნებაუარყოფდა და სიცრუეს უწოდებდა, თუმცა ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ მოუწიათ ამის აღიარება. კორუფციის დაფარვაში წლებია ჩართულები არიან საგამოძიებო უწყებები, პროკურორები, მოსამართლეები, სუს-ისა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლები. სინამდვილეში, ელიტურ კორუფციას მასიური ხასიათი ჰქონდა.

    საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბოლო 5 წლის განმავლობაში აღრიცხა ელიტური კორუფციის 250 შემთხვევა, სადაც 221 მაღალი თანამდებობის პირი ფიგურირებს, მათ შორის 38 მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, 40 დეპუტატი, 17 მოსამართლე და 67 მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანი. ჩვენ წარმოგიდგენთ კორუფციულ სქემებს, რასაც იყენებდნენ ეს მაღალჩინოსნები იმისთვის, რომ გამდიდრებულიყვნენ:

    საბიუჯეტო სახსრების მითვისება სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით

    5 მილიარდი ლარი არის ის თანხა, რაც მხოლოდ ჩვენი გამოძიებებით ქართული ოცნების ჩინოვნიკებმა კორუფციული სახელმწიფო შესყიდვების გზით მიიღეს. აქედან 3.3 მილიარდი მოდის რეგიონებზე. ამ თანხის მესამედი კი, 1 მილიარდ 130 მილიონი ლარი მოდის 2024 წელზე, როცა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე იყო. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევას გაგახსენებთ:

    • 650 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენის, ოთარ თათეშვილის კომპანიამ მიიღო;
    • 390 მილიონი ლარის ტენდერები მიიღეს ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა, მასთან დაკავშრებულმა კომპანიამ სერპატიმმა;
    • 392 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ქართული ოცნების დეპუტატ, გიორგი ჭყონიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
    • 30 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო ქართული ოცნების დეპუტატ, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
    • 25 მილიონი ლარი მიიღეს ქართული ოცნების დეპუტატ, ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა;
    • 32 მილიონი ლარი სენაკის მერის, ვახტანგ გადელიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

    სუბსიდიების, აგროპროგრამებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამებით გამდიდრების კორუფციული სქემები:

    71 მილიონი ლარი ქართული ოცნებისშემომწირველმა კომპანიებმა მიიღეს აგროპროგრამებიდან, რომლებმაც ასევე, ამავდროულად 7.7 მილიონი ლარი დაუბრუნეს ქართულ ოცნებას პარტიაში შემოწირულობის სახით.

    • ამ თანხის დიდი ნაწილი, 56 მილიონი ლარი, ერთ ადამიანზე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორზე ვახტანგ კარიჭაშვილზე მოდის;
    • 30 მილიონი ლარი 2022 წელს რთველის სუბსიდიების პროგრამებიდან მიიღეს კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულები არიან ქართულ ოცნებასთან;
    • 7.4 მილიონი ლარი მიიღეს “აწარმოე საქართველოს” პროგრამებიდან კომპანიებმა, რომლებმაც შემდეგ 1.6 მილიონი ლარი დაუბრუნეს ქართულ ოცნებას შემოწირულობის სახით.

    ეგრეთწოდებული ატკატების სქემა, მმართველი პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემები.

    1 მილიარდ 28 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც 2020-2024 წლებში ქართულ ოცნებას შესწირეს 7 მილიონი ლარი.

    ლიცენზიები, ნებართვები გავლენიანი პირებისთვის – ესეც არის კორუფციული სქემა.

    მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობის ნებართვების დიდი ნაწილი კორუფციული გზით არის დარიგებული.

    • მხოლოდ 29 ასეთი ნებართვა ბიძინა ივანიშვილის ნათესავზე, ბიზნესმენ კოკა კოკოლაშვილზე მოდის;
    • ასევე ამ ჰესების ნებართვებს იღებენ დავით სონღულაშვილის ოჯახთან დაკავშირებული პირები.

    სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება პრივატიზაციის ან იჯარის გზით.

    ირაკლი ღარიბაშვილს და დავით ნარმანიას შემთხვევები ყველას კარგად გვახსოვს და ეს იმაზე მიუთითებს, რომ ასეთ სქემებს და ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი.

    • 2013-2020 წლებში სახელმწიფო ქონება 13 მილიონ ლარად გაიყიდა ისეთ პირებზე, რომლებმაც ქონების მიღების შემდეგ, მალევე 2 მილიონი ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას;
    • მხოლოდ აჭარაში 15 მილიონ ლარზე მეტი ქონება მიიღეს, პრივატიზაციის სახით ქართული ოცნებისშემომწირველებმა.

    დღემდე დამალულია 2021-2023 წლებში მთავრობის მიერ მიღებული 300-ზე მეტი განკარგულება, რაც სახელმწიფო ქონების პირდაპირი წესით ხშირად სიმბოლურ 1 ლარად გადაცემას ეხებოდა.

    ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სპეციალურად იღებენ კანონებს იმისთვის, რომ კონკრეტული პირები გამდიდრდნენ ან არ გადაიხადონ გადასახადები. ასეთი შემთხვევა უკავშირდება ეგრეთწოდებული ოფშორების კანონს, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა ზიანის სახით, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი მიიღო.” – თქვა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ბრიფინგზე.

  • ხიდები დაწვეს, დაეტოვებინათ პარლამენტში შესვლის შანსი – პაპუაშვილი პარტიების აკრძალვაზე

    ამ პარტიებმა საკუთარი რადიკალიზმი და არაკონსტიტუციურობა ამითაც უფრო მეტად დაადასტურეს, რომ ეს ხიდებიც დაწვეს, რომ დაეტოვებინათ შესაძლებლობა შემოსულიყვნენ პარლამენტში.

    თუ დატოვებდნენ ამ ხიდებს მერე შევხედავდით რა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, ეს არგუმენტი შეიძლება ისეთი მყარი არ ყოფილიყო, რაც შეეხება საბოტაჟს. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებისთვის, ლელოს მიმართ გარდა საბოტაჟისა, არსებობს სხვა კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრეტენზიები და არგუმენტები. ასე რომ, შეიძლება, ამ ერთი არგუმენტისგან გათავისუფლებულიყვნენ, თუმცა, რას უზამს ენმ წამების სისტემას, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ამხილა და დაადასტურა. რას უზამენ ტელევიზიების მიტაცებას, ბიზნესების მიტაცებას – ამას ხომ ვერაფერს ვერ უზამენ.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა.