Category: სლაიდერი

  • “საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია” – კალაძე

    “საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია” – კალაძე

    “საქმე როცა ყოფილ თანაგუნდელებს ეხება, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია” – განაცხადა ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.

    „ვინ იქნება დაკავებული, მე ამაზე გამიჭირდება საუბარი. ამასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყებები გააკეთებენ განმარტებას. ყველაფერი დამოკიდებულია გამოძიებაზე. შესაბამისად, წინასწარ მე რაიმე განმარტების გაკეთება აღნიშნულთან დაკავშირებით გამიჭირდება. ფაქტი ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია, საწყენია. საქმე როცა ეხება ყოფილ თანაგუნდელებს, რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დამამძიმებელია“,- განაცხადა კალაძემ.

  • საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიას ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს

    განათლებისა და კულტურის კომისიის – თბილისის საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიას ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.

    “თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში VIIl მოწვევის პირველსავე სხდომაზე წარმომადგენლობით ორგანოში მოქმედი კომისიების თავმჯდომარეები აირჩიეს.დღეიდან განათლებისა და კულტურის კომისიას ბექა ოდიშარია უხელმძღვანელებს.ბექა ოდიშარიას განცხადებით, განათლების და კულტურის კომისიის კარი 24/7 -ზე ღია იქნება იმ ადამიანებისთვის ვინც დაინტერესებულნი ბრძანდებიან მონაწილეობა მიიღონ ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვით.” – ნათქვამია განცხადებაში.

  • N15 დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება – პენიტენციური განცხადებას ავრცელებს

    “N15 დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის შემთხვევა არ ფიქსირდება” – სპეციალური პენიტენციური სამსახური “მთავარის” გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმიანება და აცხადებს, რომ ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

    “სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის შემთხვევების დაფიქსირებასთან დაკავშირებით.

    საზოგადოების ინფორმირების მიზნით ხაზგასმით განვმარტავთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში არც მუნისა და არც ტუბერკულოზის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

    საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალებებისა და პირების მიერ გახშირდა პენიტენციური სამსახურის საქმიანობის დისკრედიტაციის მიზნით, ცილისმწამებლური განცხადებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობები.
    სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირსა და მედიასაშუალებას თავი შეიკავონ ყველა სახის დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ოჯახის წევრების შეცდომაში შეყვანას იწვევს.” – წერია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

    ცნობისთვის, დღეს, მთავარმა არხმაგაავრცელა ინფორმაცია,  რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მუნისა და ტუბერკულოზის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

  • პოკროვსკში სიტუაცია რთულია, ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი – ზელენსკი

    პოკროვსკში სიტუაცია რთულია, ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი – ზელენსკი

    უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოკროვსკში, სადაც ოკუპანტები წინ მიიწევენ, სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით რუსი ოკუპანტების  170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი.

    „პოკროვსკში სიტუაცია მძიმეა. ამ მიმართულებით მტრის 170 000 ჯარისკაცია თავმოყრილი. ეს ძალიან ბევრია. დღეს დილით ვესაუბრე მთავარსარდალს, პოკროვსკში ცვლილებები არ არის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

  • 20 მლნ-მდე ლარის თანხებია ამოღებული, ეს მიექცევა ბიუჯეტში – კობახიძე

    20 მლნ-მდე ლარის თანხებია ამოღებული, ეს მიექცევა ბიუჯეტში – კობახიძე

    პირველ რიგში, რაც შეეხება თანხების ამოღებას დაახლოებით 20 მილიონი ლარის თანხებია, როგორც ვიცი, ამოღებული მთლიანად, ეს თანხები მიექცევა საქართველოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდება ის დანაკლისი, რომელიც მიიღო კონკრეტული, სავარაუდო, კორუფციის ფაქტებიდან.

    რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ამაზე უწყებები გაგცემენ პასუხს.

    რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, იმ შემთხვევაში თუ არ არსებობდა ობიექტური გარემოებები, რომლის გამოც შეუძლებელი იყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ გვიწევდა ძალიან მძიმე ფრონტზე ბრძოლა, რაღაცებში ჩაღრმავება შეიძლება იყო შეუძლებელი.

    თუმცა მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გამოვიდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით და მან გააკეთა პირდაპირი განცხადებები კორუფციის მიმართ უკომპრომისო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და იმ დღიდან მოყოლებული, 2024 წლის 8 თებერვლიდან, კონკრეტულად, როცა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ჩვენ მივიღეთ არაერთი ზომა, იმისათვის რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა კორუფცია ჩვენს ქვეყანაში.

    ამიტომ როცა საუბარია იმაზე, რომ აქ ჩვენ რაღაც ფულის ამოღება გვინდა, თუ სხვა რამე, ფულის ამოღებაც გვინდა ბიუჯეტისთვის, ეს ერთი, მაგრამ ჩვენ ჩვენს დამოკიდებულებას კორუფციის მიმართ ვაჩვენებთ, არა მხოლოდ იმით, რომ წარსულ საქმეებში ჩავიხედეთ, არამედ იმით, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მოყოლებული ვდგამთ ყველა ნაბიჯს, იმისათვის რომ გამჭვირვალე იყოს მთავრობის საქმიანობა და აბსოლუტურად გამჭვირვალედ წარიმართოს ყველა პროცედურა, მათ შორის, ტენდერები, პრივატიზაცია და ასე შემდეგ.

    ეს აჩვენებს, პირველ რიგში, ჩვენს დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით ჩვენს ქვეყანაში კორუფციის აღსაკვეთად, რის შედეგებსაც საზოგადოება ხედავს.

    თქვა ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

  • როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს  – კობახიძე

    როგორც ჩანს, კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს – კობახიძე

    “2022-2024 წლები ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად რთული და მძიმე წლები იყო. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. იყო პირდაპირი მოწოდებები და მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

    როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, არის ამხელა ზეწოლა, ასეთი წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და როცა ასეთ დროს ადამიანი ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი – უფრო უხეში შეფასება არ მინდა!

    2023 წლის დეკემბერში, როდესაც ჩვენთვის უკვე გარკვეული ინფორმაციები იყო ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მან სწორედ ამ შენობაში კონკრეტული განცხადებები გააკეთა და კონკრეტული მინიშნებები ჰქონდა. ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება სწორედ კორუფციას უკავშირდებოდა.

    2024 წელი სხვადასხვა მიმართებით ურთულესი იყო – იყო ზეწოლა, იყო საარჩევნო წელი. პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის წინაშე პრობლემები იყო. ასეთ პირობებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგვიჭირდა, თუმცა დღეს ყველაფერი წესრიგშია – ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და გვაქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

    ვიღაცებმა რომ რაღაცები რომ შეიძლება ვიცოდით სწორედ ამიტომ გაკეთდა განცხადებები 2023 წლის დეკემბერში – გადამჭრელი ზომების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდა“,

    ეს განცხადება “ქართული ოცნების” პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

  • მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის – გია ვოლსკი

    მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის – გია ვოლსკი

    უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი წითელ ხაზს გადასცდება.

    „მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცადოთ ზუსტი დასკვნები გააკეთოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინოს სასამართლოში, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც უკვე განხილულია, ამაზე ზომები მიღებულია. დამტკიცებულია, რომ გარკვეული თანხები იყო უკანონოდ მითვისებული, დამტკიცებულია თანამდებობასთან შეუფერებელი საქციელი და ესე მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ კორუფციამ ფრთები არ გაშალოს.

    არ ექნება არანაირი შენდობა არც ერთ ადამიანს, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი გადასცდება იმ წითელ ხაზს, რომელიც გავლებულია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მარტო შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდეც. რა მოხდება საბოლოო ჯამში, რა დასკვნებს დადება გამოძიება, ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალ-ყურს.

    არასწორია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე შექმნეს კორუფციული სისტემა. პირიქით, ქვეყანა თუ გადარჩა, გადარჩა სწორედ იმით, რომ სწორი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, გინდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, გინდ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. შედეგი მივიღეთ – საერთაშორისო დონეზე ჩვენი შეფასება არის უმაღლესი, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ვიღაცამ არ დაუშვა [გადაცდომა]. ეს არ არის საქართველოს მახასიათებელი მხოლოდ. სამწუხაროდ, ეს ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. ასე რომ სისტემურობას აქ ადგილი არ აქვს,“

    განაცხადა ამის შესახებ, გია ვოლკსიმ.

  • შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეზე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

    ქართული ოცნების პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

    “ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ. გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

    ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა, თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ.

    შედეგად, 2025 წლის პირველ ნახევარში, ბორის გოგიჩაიშვილმა, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, საქართველოში შემოიტანა ალკოჰოლური სასმელების უკანონოდ დასამზადებლად საჭირო პროდუქცია: სპეციალური შეფუთვის მქონე მინის ბოთლები, ეტიკეტები, საცობები და სხვ.

    გარდა აღნიშნულისა, ვლადიმერ ხუნდაძისთვის ზუსტად იყო ცნობილი, თუ რა დანაშაულის ჩადენა ხორციელდებოდა ბორის გოგიჩაიშვილისა და მასთან დაკავშირებული პირთა მიერ. თუმცა, მის მიერ არ მომხდარა შესაბამისი სამსახურებრივი რეაგირება და არც სხვა სახელმწიფო ორგანოებისთვის შეტყობინება მძიმე დანაშაულის შესახებ. ვლადიმერ ხუნდაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაუსწრებლად წარედგინა.

    პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”- ნათქვამია განცხადებაში.

  • შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის ადგილს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს – ფაშინიანი

    ”შეურაცხყოფაა, რომ კათოლიკოსის ადგილს იკავებს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს” – განაცხადა ამის შესახებ, სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა.  მისი თქმით, პირმა, რომელიც კათოლიკოსია, დაარღვია უქორწინებლობის აღთქმა, ჰყავს შვილი და ზოგიერთი წყაროს თანახმად, შვილებიც.

    “ოფიციალურ განცხადებაში, კრტიჩ ნერსისიანმა (გარეგინ II) ჰოვჰანავანკში ჩვენი ლოცვა შეურაცხყოფად მიიჩნია. შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ ნერსისიანმა სომხეთის სულიერი ცხოვრება ჩიხში შეიყვანა და კათოლიკოსის საქმიანობა ექსპორტად, იმპორტად, ფულის განაწილებად, ყიდვა-გაყიდვად აქცია. შეურაცხყოფა იმაში მდგომარეობს, რომ კათალიკოსის პოსტზე გვყავს ადამიანი, რომელსაც ღმერთის არ სწამს”. – თქვა ფაშინიანმა.

  • ანასტასია ზინოვკინას წერილის შემდეგ, არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო

    ანასტასია ზინოვკინას წერილის შემდეგ, არტემ გრიბულმა შიმშილობა დაიწყო – გრიბულის მოთხოვნაა   გამოვლინდეს ყველა ის N5 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას.

    “რამდენიმე წუთის წინ დამირეკა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა – არტემ გრიბულმა. მედიიდან შეიტყო შემზარავი ამბავი ანასტასია ზინოვკინასთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გავრცელდა. შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა გახდა არაადამიანური მოპრყობის მსხვერპლი ციხის თანამშრომლების მხრიდან. არტემ გრიბულმა შემატყობინა რომ იწყებს შიმშილობას. არტემ გრიბულის მოთხოვნა არის, გამოვლინდეს ყველა ის N5 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი, რომელიც არაადამიანურად ეპყრობოდა ანასტასია ზინოვკინას; გამოვლენილი ყველა დამნაშავე გათავისუფლდეს სამსახურიდან და დაისაჯოს.” – წერს გრიბულის ადვოკატი,  დარია სამუდოროვა სოციალურ ქსელში.

    გუშინ, ალიონა ზაიცევამ ზინოვკინასთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა მისი მდგომარეობის შესახებ – “დღეს დარეკა რუსმა პოლიტპატიმარმა, ანასტასია ზინოვკინამ, რომელიც ამჟამად იმყოფება რუსთავის №5 ციხეში. მან აღწერა, ფაქტობრივად როგორ დასცინოდნენ ციხეში გუშინ.

    სუსტი გულის პატრონებს გირჩევთ არ წაიკითხოთ.

    ანასტასიას აქვს ზურგის სერიოზული პრობლემა. მას რეგულარულად აძლევენ ტკივილგამაყუჩებლებს, მაგრამ რეალურად არ მკურნალობენ. არ აძლევენ ორთოპედიულ მატრასსა და ბალიშს. ის ცდილობდა მათ ყიდვას ციხეში-თავიდან დაჰპირდნენ, შემდეგ უარი უთხრეს. გუშინ მისი მდგომარეობა დამძიმდა.

    დილით ექიმმა გაუკეთა ნემსი. 12:30-ზე ზურგი ისე დაეჭიმა, რომ აღარ შეეძლო ადგომა. ის რვა საათის განმავლობაში ყვიროდა და ეძახდა ბადრაგს. ანასტასია იმყოფება სამარტოო საკანში, რაც ნიშნავს, რომ არავინ ჰყავს, ვინც ადგომაში დაეხმარება. ბადრაგები სარკმელს აღებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არაფრით შეუძლიათ დახმარება.

    გუშინ იყო აბაზანის დღე, შესაბამისად, მან ვერ შეძლო აბაზანის მიღება. ბადრაგებმა ჩაწერეს, რომ მან უარი თქვა აბაზანის მიღებაზე.

    ანასტასია რვა საათის განმავლობაში იწვა იატაკზე, ვერც ტუალეტამდე მივიდა.

    21:00 საათზე შევიდა მედდა, არ დაეხმარა ადგომაში. პამპერსი ესროლა და წავიდა. ანასტასიამ სცადა ადგომა, რომ პამპერსი ჩაეცვა, მაგრამ დავარდა იატაკზე და შუაღამემდე ასე იწვა.

    შუაღამეს შევიდნენ მასთან კამერაში და დააწვინეს საწოლზე. ბადრაგებმა ჩაწერეს, რომ “გაურკვეველი მიზეზით არ გამოცხადდა ღამის გადათვლაზე.”

    დილით 6 საათზე ანასტასიამ შეძლო ტუალეტამდე მიძრომა და გამოყენებული პამპერსის გადაგდება. დაკუწული ნაჭრებისგან თვითონ მოიმზადა კორსეტი და შეძლო დარეკვა, რათა ეს ყველაფერი მოეყოლა.

    10 საათზე მასთან შევიდა ისევ ის ექიმი და თქვა, რომ საჭიროა ნევროლოგი. მაგრამ ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლია არის უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, რომელიც აქვს ფსიქიატრს. ამის მიღებისთვის საჭიროა მისი თანხმობა. ამის შემდეგ ზარი შეწყდა.”